"თავის დროზე ბუშს ტელეფონში ვუყვირე... "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ხშირად მეუბნება, ეს რა დღეში ჩაგვყარე, მიშაო"
დაიჯესტი

"თავის დროზე ბუშს ტელეფონში ვუყვირე... "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ხშირად მეუბნება, ეს რა დღეში ჩაგვყარე, მიშაო"

"თავის დროზე ბუშს ტელეფონში ვუყვირე... "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ხშირად მეუბნება, ეს რა დღეში ჩაგვყარე, მიშაო"
"კვირის პალიტრა"

2017-07-12 13:49:40

"ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი"

"მთავრობას და ხელისუფლებას არ მიაქვს საქართველოს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიდრე ის ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა, მოქმედი პრემიერი კი "პატარა ბიჭივით იდგა მაგიდის გვერდზე ამერიკის პრეზიდენტთან".

"დღეს ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, რომ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა შეაჩეროს. დღეს ჩვენ მხარდამჭერები აღარ გვყავს. მხარდამჭერები მხოლოდ ფორმალურ დონეზე დაგვრჩა.

ტრამპს ბიძინა ივანიშვილი ეძახდა აფერისტს. ამბობდა, რომ მისი პროექტი არის დიდი აფიორა ბათუმში. ივანიშვილის მომხრეები მუდმივად ღლიცინებდნენ, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ ვიდეოკადრები, მთელი ელიტა ტრამპის სახელს ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტები შეაჩერეს, ბიძინამ და მისმა მხარდამჭერებმა კი  შეურაცხყოფა მიაყენეს.

გვერდზე რომ დაიყენა კვირიკაშვილი, სხვათა შორის მისი სახელიც კი არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არავის ჰქონდა?! პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მისი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან ვიზიტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხის გასააქტიურებლად და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ზოგჯერ უცხოელ ლიდერებს "კარიც უნდა აუტალახო".

"ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენი პრობლემებით არ უნდა შევაწუხოთ სხვებიო... კი შეიძლება ვაღიზიანებდე ვიღაცას, თავის დროზე ბუშს ხმა ავუწიე და ტელეფონში ვუყვირე, როდესაც ტანკები თბილისთან მოვიდნენ, ვუყვირე ამერიკის პრეზიდენტს და რა გამოსავალი მქონდა?

ჩემი სამშობლო იყო სასიკვდილო საფრთხის ქვეშ და ამან გაჭრა, ზოგჯერ ესეც არის საჭირო, საჭიროა შეუტიო, შეახსენო, კარი აუტალახო, ნამუსზე ააგდო, ზუსტად ასეთი ურთიერთობა მქონდა სარკოზისთან, სარკოზი მრავალი საათი მარწმუნებდა, ხელი მომეწერა საქართველოს კაპიტულაციაზე, ყვიროდა, დახტოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ რაც იქნება, იქნება - მეთქი. მერე დიდი პატივით მიმიღო, რადგან არავის არ უყვარს ქვეშაფსიები და ფეხვეშ წაწოლილები..."

ექსპრეზიდენტი შეეხო კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებსაც.

"ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ბუკიკიო 2013 წელს რომ ჩამოვიდა საქართველოში, ის იყო "ქართული ოცნების" მხარეს, ამჯერად იყო ბათუმში და სულ იძახდა, რომ ეს ყველაფერი მიშას გაკეთებულია, სააკაშვილის დროს შეიქმნაო, აშკარად შეცვლილი ჰქონდა აზრი, იმიტომ, რომ თვალები აეხილა, მიხვდა რაც ხდება, რომ საქართველოშია ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც სადღაც ზის თუ წევს და სკამიდან თუ საწოლიდან მართავს ქვეყანას...

რომ იძახიან, სააკაშვილმა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგოო, მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ხელისუფლება გადავეცით მშვიდობიანად, 2012 წელს არანარი პრობლემა არ იქნებოდა იმხელა მხრადაჭერა გვქონდა... ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებია ქვეყნიდან ან დაგვეპატიმრებინა, მე თუ პიჯაკების საქმეზე დამდეს ბრალი, ივანიშვილზე ვერ შეგროვდებოდა საქმეები? მთელი მისი დაფინანსება მოდიოდა რუსეთიდან... "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ხშირად მეუბნება, ეს რა დღეში ჩაგვყარე, მიშაო", - განაცხადა სააკაშვილმა.

ნანახია - 1002

anri

2017-07-13 00:27:30

შე კურდღელო, რამის ტ/რ/აკი მაინც გქონდეს შე ლორწოთი ნაკეთებო, თფუი შენი დედაც....

prins

2017-07-16 21:59:58

უყვირა, აბა არ უყვირა? თურმე ბუშს ყურმილი გაუვარდა ხელიდან, უგრძნობლად დაეცა და ძლივს მოასულიერა გამოძახებულმა 112-მა. როცა მოსულიერებულა, წამოუკნავლია: დედა რა იყო ეს, ძლივს არ გადავჩიო, კი ვიყავი ისე ღირსი რავა არ გამოვუცხადე რუსეთს ომი მე მხდალმაო. მერე დიდი ბოდიშები შემოუთვალა, მთლად ნუ გამწირავ, მაინც შენზე ბევრად უფროსი ვარ წლოვანებით და დამინდეო, თან ოთხი მილიარდი მოაყოლა, ნახევარი შენი იყოს, ნახევარი ახლობლებს გაუნაწილეო. რა ექნა მიშიკოს, აპატია, ჩვენთან ხომ უფროსების პატივისცემა უპირველესია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80