„არაფორმალური ჯგუფი“ მოსკოვში
პოლიტიკა

„არაფორმალური ჯგუფი“ მოსკოვში

„არაფორმალური ჯგუფი“ მოსკოვში
მანანა ნოზაძე

2017-07-13 12:30:54

მოსკოვისკენ მიმავალ გზას ამჯერად „პატრიოტთა ალიანსი“ დაადგა. უკვე გავრცელდა ფოტოები რუსეთის დუმიდან, სადაც ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გიორგი ლომაია ლეონიდ კალაშნიკოვთან და სხვა რუს დეპუტატებთან არიან გადაღებულნი.

რუსეთის დუმის წევრის, ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის-ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით არაფორმალური ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით, შევქმნათ არაფორმალური ჯგუფი. ოფიციალური ჯგუფის შექმნისთვის საქართველოს პარლამენტი ჯერ მზად არაა. ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება, ჩვენთანაც და მათთანაც. დღის წესრიგში იქნება მთავარი საკითხები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა“,-თქვა კალაშნიკოვმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომაიამ კი აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანს ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენა წარმოადგენს- „ჩვენ რაღაცით უნდა დავიწყოთ“. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვოიაჟს უკვე მოჰყვა ტრადიციული შეფასებები, დაწყებული მოღალატეობიდან, დამთავრებული-გზის გამკვალავებით რუსეთისკენ.

მსგავს ხმამაღალ შეფასებებს არ იზიარებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ასეთი ტერმინებით არ ისაუბრებს და მოღალატეს არ უწოდებს ამ ადამიანებს. თუმცა ოპოზიციის მიერ განხორციელებული მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს. უფრო მეტიც, ეს არის ფუჭი მცდელობა, რომელიც რუსულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აღძრავს იმედს, რომ, თუ საქართველოსთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაამკაცრებენ, შესაძლოა, ამან შედეგი მოუტანოთ.

„რუსები მზად არ არიან მოლაპარაკებისთვის. მათ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა აქვთ. ამ საგარეო პოლიტიკის მიხედვით, საქართველო რუსეთის ნაწილად მოიაზრება და ამას საქართველოდან ჩასული ვერც ერთი ადამიანის ვიზიტი შეცვლის, ვერც -მეორის. მანამდეც ჰქონდათ რუსეთში ჩასვლის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ეს ვიზიტები   შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა. როდესაც საუბარია ექსპერტთა ან სახალხო დიპლომატთა შეხვედრაზე, არც ეს მგონია შედეგის მომტანი. თუ სალაპარაკოა რამე, ეს ხელისუფლების დონეზე უნდა გაკეთდეს. რაც ეს ბოლო 30-წლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს, არათუ რუსი პოლიტიკოსებისგან, არამედ რუსული საზოგადოების წარმომადგენლებისგან ერთხელაც არ წამოსულა რეალობის ამსახველი რაიმე განცხადება. რუსული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ელიტა ერთიანია და საქართველოს რუსეთის ნაწილად აღიქვამს“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ რუსეთში ჩასვლას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ასეთი შეხვედრები აჩენს ყალბ ილუზიებს რუსეთის ხელისუფლებაში, რომ საქართველოში არიან ძალები, რომელთა აყოლიება და დათანხმება რუსულ ორბიტაზე საქართველოს აღმოჩენის თვალსაზრისით, იოლად შეიძლება.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სწორედ ეს ილუზია უნდა გავუქარწყლოთ რუსებს, თორემ არ დაინგრევა ქვეყანა, „პატრიოტთა ალიანსი“ ჩავა მოსკოვში თუ არ ჩავა. ზედმეტი აქტიურობა საზოგადოების მხრიდან კონტრპროდუქტიულია. მით უმეტეს, რუსები გვეუბნებიან, აფხაზეთისა და ცხინვალის თემებს არ განვიხილავთ, ჩვენ ეს თემები საერთოდ დავხურეთო.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია დიალოგის ასეთ ფორმატში ცუდს ვერაფერს ხედავს. ჩვენთან საუბარში ის ამბობს, რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ-ქვეყნის შიგნითაც. ამდენად, ჩვენ როგორმე უნდა დავასამაროთ ნაციონალების ნარატივი და ნაციონალების დომინანტურტი ნარატივით არ უნდა იჟღინთებოდეს საინფორმაციო ველი, რომლის მიხედვითაც, თურმე რუსეთში ჩასვლა მოღალატური საქციელია.

„არაფორმალური ჯგუფის შეხვედრები მოსკოვში სწორი საქციელია, რადგან ჩვენ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ფორმალურ დონეზე ვერ შეხვდებით. არაფორმალური ჯგუფის შეხვედრა კი სახალხო დიპლომატიის ნაირსახეობაა. არაფორმალური ფორმატი იმიტომ არის კარგი, რომ  პირდაპირი კავშირი გვექნება რუსულ მხარესთან, რათა ინფორმაციის გაცვლა მოვახდინოთ. დღეს იმის საშუალებაც არ გვაქვს, მცოცავი ოკუპაციის და სხვა ტიპის მოვლენები ოპერატიულად აღმოვფხვრათ. ხომ შეიძლება, პირდაპირ ვაცნობოთ რუსულ მხარეს და ვაიძულოთ ისინი, ამაზე გარკვეული რეაგირება  მოახდინონ? ორი საკითხი გავმიჯნოთ, ერთი, ეს არის საინფორმაციო არხის გაჭრა და უშუალო დიალოგის დაწყება რუსებთან, რათა ინფორმაციული ველი მაინც გვქონდეს და არ იყოს სხვადასხვა საინფორმაციო ველი დახშობილი. ხოლო მეორეა, სამომავლოდ რა თემებზე უნდა დაიწყოს საუბარი. „პატრიოტთა ალიანსს“ გააჩნია ასეთი დღის წესრიგი. რამდენად იქნება ეს მომგებიანი, ცალკე საუბრის თემაა. მთავარია, რომ არაფორმალური ხაზი გაიჭრა“,-მიიჩნევს ვახტანგ მაისაია, რომლის მოსაზრებითაც, დასავლელი პარტნიორები ასეთ ვოიაჟებს პოზიტივად ჩაგვითვლიან და დააფიქსირებენ, რომ ქართულ მხარეს გააჩნია მშვიდობიანი მოლაპარაკების ტაქტიკა,  უნარი, რომ თუნდაც არაფორმალურ დონეზე აწარმოოს მოლაპარაკებები.

თუმცა მოლაპარაკების შინაარსი როგორი უნდა იყოს, ეს უნდა მოხდეს საერთო ეროვნული კონსენსუსის, შეთანხმების საფუძველზე მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის. „პატრიოტთა ალიანსს“ გაჩნია ამის უფლება, რადგან იგი პარლამენტშია წარმოდგენილი, საპარლამენტო ტიპის პარტიაა და მას შეუძლია, წამოაყენოს პოლიტიკური ტიპის საკითხები.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სულ ახლახანს რუსეთში ჩავიდნენ მოღალატეები, ე.წ. პატრიოტები, რომელთაც სავიზო რეჟიმის აღდგენაზე უნდა ილაპარაკონ. ამ დროს რომელ სავიზო რეჟიმზეა საუბარი, როცა რუსეთმა მიწების ნახევარი წაგვართვა.

„რუსეთში მათი ჩასვლა ჩემთვის სამშობლოს ღალატია. სხვებისთვის არ ვიცი, რა არის, მაგრამ გაგიგიათ, ოკუპანტთან სავიზო რეჟიმი? რას მიაღწიეს მოსკოვში ვიზიტით ? თქვენ გგონიათ, რამეს მიაღწევენ? ასე ხომ ჟენევაშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც დასავლეთიც მონაწილეობს? თორემ რუსეთი მარტო ჩაგვყლაპავს. საქართველო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილია და დასავლეთს სულაც არ აწყობს რუსეთის მომძლავრება. აგვისტოს ომის დროს ხომ ეცალა დასავლეთს ჩვენთვის? პირიქით, ახლა უფრო უნდა მოვანდომოთ, ჩვენთვის მოიცალოს. ობამამ საერთოდ გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა და რუსეთი ბევრ რამეში მიუშვა, ეს ობამას ბრალიცაა, მაგრამ კარგია, რომ არავინ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“. მსოფლიო თანამეგობრობა ამას რომ არ აღიარებს, სწორედ ეს ფაქტი უნდა გამოვიყენოთ“,-მიიჩნევს გოგი ხოშტარია.

მისივე აზრით, მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავება შესაძლებელია, თუკი მხარში დაგვიდგებიან დიდი სტრატეგიული მეგობრები, მათ შორის, პირველ რიგში, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. აგვისტოს ომის დროს თბილისი, პრაქტიკულად, გადარჩა იმიტომ, რომ ამერიკამ გემი შემოიყვანა შავ ზღვაში და სარკოზი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ეს ნიშნავს, რომ მარტო ჩვენი თხოვნა რუსეთზე არ ჭრის. შესაბამისად, მოლაპარაკება აუცილებელია რუსეთთან, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, მარტოკა, ერთი-ერთზე რუსეთს ვერ მოვერევით, ვერც სამხედრო თვალსაზრისით.

„აგვისტოს ომის დროს უხეში შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ აგრესორი რუსეთი იყო. ერთია, ქართულმა ხელისუფლებამ ხაფანგში თავი ლამის ძალით გაჰყო, მაგრამ მეორეა, რომ ომი წარმოებდა ქართულ ტერიტორიაზე.  ერთი სანტიმეტრით არ გადავსულვართ რუსეთში. ჩვენ რომ გადავიდეთ და ჩეჩნეთში ომი დავიწყოთ, რას იზამს რუსეთი? სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო პოლიტიკაც, ეკონომიკაც, სოციალური სფეროც, პროდუქტის წარმოებაც ცუდად მომუშავე მანქანას მაგონებს, რომელიც სულ მუდამ ჩერდება, ფუჭდება, ორმოში ვარდება. ასე მიდის ჩვენი სახელმწიფო მანქანა. ჩვენ საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს“.      

 

 

ნანახია - 1507

ლაზი1

2017-07-13 13:37:09

ამ შეხვედრებით რა გამოვა ძნელი სათქმელია, მაგრამ გ. ხოშტარიას დიპლომატიური დასკვნებიც არ უნდა იყოს დიდად ავტორიტეტული. მაგის დიპლომატობა (თუ ის ხოშტარიაა) მინისტრობის დროს გამოჩნდა. მაგისთანა ურადიპლომატიამ დაღუპა გამსახურდიას ხელისუფლება.

ანდრეი

2017-07-13 14:03:33

ნებისმიერ დონეზე,ნებისმიერ ფორმატში,აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობა და საუბარი...

არასოდეს,და ვერასოდეს,ვერავინ ამ დუნიაზე, იქნება ეს ამერიკა,ევროპა,თუ აზია,და თუ აფრიკა, რუსეთს ვერ უბრძანებს,და არ უბრძანებს ვერაფერს,მათ შორის საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტას,და ვისაც ეს არ ესმის,ანდა ამის გაგონება არ უნდა,არის ან კრეტინი,ანდა საქართველოს,უფრო სწორედ ქართველი ერის მტერი....

მხოლოდ რუსეთთან სისტემატურ რეჟიმში ქართველთა დიალოგია საჭირო!

რუსეთიც იცვლება,იცვლება მისი პოლიტიკაც,იცვლებიან პოლიტიკოსებიც,მოდიან ახალი თაობების პოლიტიკოსები,და ამიტომ აუცილებელია რუსებთან სისტემატური საუბრების ინტენსიფიკაცია...

davituna

2017-07-13 14:22:07

რაღა კალაშნიკოვს მიადგნენ-ქართველების ყველაზე დიდ მოძულეს?! გაგიჟდებით,მაგის ინტერვიუები რომ წაიკითხოთ-საქართველო,თურმე ,საერთოდ არ არსებულა ოდესმე და სტუმრები ვართ ამ მიწაზე!(((
მაგარი ნაძირლები აღმოჩნდნენ ეს , ვითომ ,,პატრიოტებიც,,!

ანდრეი

2017-07-13 14:26:02

....და კიდევ...

გოგი ხოშტარია,აბსოლუტური ბრიყვი და სამარცხვინოდ გაურკვეველი დიპლომატიაში,რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო,და მისი მსგასი კრეტინები რომ საერთოდ რაიმე თანამდებობობებზე,სახელწიფო უწყებებში მსახურობდნენ, და მსახურობენ დღესაც,იმიტომაცაა საქართველო არ შემდგარი სახელმწიფო...

მინდა ვკითხო ,,დიდ დიპლომატს,, და შეთავსებით თენგიზ სიგუას,კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის ლაქიას, მოღალატე გოგი ხოშტარიას: როგორც თვითონ ამბობს ,,რუსეთში ჩასვლა სამშობლოს ღალატიაო,, და თუ ასეა,მაშინ რატომ სწავლობდა და დაამთავრა მოსკოვის დიპლომატური ინსტიტუტი(МГИМО) მისმა ქალიშვილმა,და დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ?
...და სხვათა შორის ელენე ხოშტარია სწავლობდა მოსკოვში სწორედ იმ პერიოდში,როცა აფხაზეთის ომი დაიწყო,და აფხაზეთის დაკარვის შემდეგ,ანუ ომის დამთავრების და ქართველთა გენოციდის და ფახაზეთიდან გამოყრის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი სწავლობდა და ძალიანაც ამაყობდა ამით კარიკატურული დიპლომატი გოგი ხოშტარია!

აი ეს არ იყო ,,სამშობლოს ღალატი,, ბატონო კრეტინო,სახელად გოგი,გვარად ხოშტარიავ?

გოგი ხოშტარია ,ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ,რომელიც ამსოლუტურად ვერ ერკვეოდა ადამიანების ამოცნობაში,აი ეს მათხოვარი გოგი ხოშტარია იპოვნა სანაგვეში,და გახადა საგარეო უწყების მინისტრი,და როგორც გადაუხადა სამადლობელი ყოფილმა მათხოვარმა ხოშტარიამ გამსახურდიას,ეს მთელი საქართველოსათვის ცნობილია...

სასურველია იბეჭდებოს მართლა სერიოზული ,პროფესიონალი პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგების აზრები,და არა კარიკატრურული ,,დიპლომატის,, გოგი ხოშტარიასა და მისი მსგავსი მათხვრების აზრები,რომლებიც მხოლოდ სიბოროტით და სამარცხვინო დილეტანტიზმითაა გაჟღენთილი...

მეგრელი

2017-07-13 14:52:46

აგვისტოს ომის დროს თბილისი, პრაქტიკულად, გადარჩა იმიტომ, რომ ამერიკამ გემი შემოიყვანა შავ ზღვაში-გოგი ხოშტარია
-------------------------------
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უნდა იცოდეს რომ არსებობს ხელშეკრულება სრუტეებზე ( მონტრეს კონვენცია) რომლით განსაზღულია არა შავი ზღის ქვეყნების სამხედრო ხოლამდების შემოსვლის რეჟიმი ანუ მათი წყალწყვა და ვადები. ანუ ერთი ქვეყნის წყალწვა არ უნდა აღემატებოდეს 15 ათ. ტონას და 30 ათ .ტ ჯამურად და მისი ყოფნის ვადა არ აღემატება 21 დღეს (14-18 მუხლები). მაშინ შემოვიდა აშშ მე-6 ფლოტის ფლაგმანი გემი ,,მაუნთ უიტნი " (ინგლისურად არ იპოსტება) . ეს გემი გამოიყენება როგორც საშტაბო-სამეთაურო ხომალდი. ამის გარდა მას შეუძლია დიდი ოდენობით ტვირთი გადატანა . მისი შეიარაღება არის მხოლოდ თავდაცვითი და საკმაოდ სუსტი გამომდინარე მის წინ მდგარ ამიცანებისა. მან ფოთში შემოიტანა ჰუმანიტარული ტვირთი (ოფიციალური ვერსია) და ალბათ ასე იყო ხოლო არაოფიციალური ვერსიით უკან ასევე ტვირთი უნდა გაეტანა. რაც მოხდა ნაწილობრივად . ამ გემის წყალწვა არის 18 ათასი, რითაც დაირღვა კონვენცია და მაშინ რუსეთმა ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სახ. დეპარტამენტს და თურქეთს.(რატომ შემოუშვიო).ანუ სამხედრო დახმარების კუთხით ეს ხომალდი არაფერს წარმოადგენს . ეს ერთი. რაც შეეხება თბილისს. თბილისში რუსეთის ჯარების შესვლა შედიოდა სავარაუდოთ სააკაშვილის წაგებული ომის გეგმებში ოღონდ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არარის სულელი .ის შემოიფარგლა მხოლოდ იმ ტერიტორიით რომელიც ცნობილია როგორც ე/წ ს. ოსეთი და სადაც გაეროს მანდატის თანახმად იმყოფებოდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. ოღონდ ვინაიდან ამ ტერიტორია სააკაშვილმა მიუმატა ახალგორის რ-ნი, რუსები იქაც შევიდნენ.(რომელის შემოკავება ან ბანერიზაცია მიდის დღეს).და მესამე. მე არამგონია , რომ არასწორად მიცემული ინფორმაცია იყოს სარგებელი ჩვენთვის .დეზა გამიგია მტრისთვის . რუსეთისთვის ის კი კამფეტივით არის. დეზას გაბათილებას რა უნდა.

მეგრელი

2017-07-13 15:44:48

მათ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა აქვთ. ამ საგარეო პოლიტიკის მიხედვით, საქართველო რუსეთის ნაწილად მოიაზრება. ვახტანგ ძაბირაძე
---------------------------------------------------------

,,შიში მეხსიერებას აქვეითებს"-ფუკიდიდი, ისტორიული მეცნიერების ფუძემდებელი.

tngh

2017-07-13 16:43:56

თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტებს არც რუსეთტან მოლაპარაკებები აწყობთ და არც საქართველოს გამთლიანება, რადგან შესანიშნავად იციან, რომ შეუქცევადი პროცესის დაწყების შემთხვევაში თავის მუქთა სარჩოს სამუდამოდ დაკარგავენ: გრანტებს!!!

დომნა

2017-07-13 17:06:19

დიალოგი მუდმივად უნდა წარმოებდეს, რა საუბრებიტაც არ მთავრდებოდეს. ერთხელაც გატყდება ნავსი და გახდება შესაძლებელი შედეგიანი მოლაპარაკების წარმოება. არდალაპარაკება მხოლოდ საქართველოს აზიანებს.

qedo sakokhia

2017-07-14 10:56:20

ანდრეი
მართალი ხარ. თვით აქილევსის მამა მივიდა შვილის მკვლელთან და თავი დაიმდაბლა, რათა მოკლული შვილის ცხედარი მიეღო. ომსაც და მოლაპარაკებასაც ყოველთვის აქვს აზრი.

ანდრეი

2017-07-14 12:02:13

ლაზი1

სწორედაც ის ხოშტარია გახლავთ,გამსახურდიამ რომ სანაგვეში იპოვნა....მინამდე ხოშტარია ეგდო უსაქმური,ვითომ ხელოვნებათმცოდნე,სინამდვილეში კი ნოლი!

გამსახურდიამ კი იგი საგარეო უწყების მინისტრად დანიშნა!

ხოშტარიამ პირველმა უღალატა(კიტოვანთან და სიგუასთან ერთად) გამსახურდიას!

kitanoo

2017-07-14 13:56:10

ანდრეი----*ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ,რომელიც ამსოლუტურად ვერ ერკვეოდა ადამიანების ამოცნობაში* ამ ფრაზის გარდა ყველაფერში გეთანხმები. *ომში* რა იარაღიც მოხვდა ხელში იმას იყენებდა და ამიტომაც არჩევდა ბრმათა შორის ცალთვალებს.გამსახურდიას დარი პოლიტიკოსი მისი წინდახედულობით,საკითხების სიღრმისეული ანალიზით,გონიერებითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე პიროვნება კაი ხანი არ გვეყოლება. პუტჩისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა ანალიზიც გააკეთა უზენაესი საბჭოს სესიაზე 99% გამართლდა და მართლდება მის მერეც.

kitanoo

2017-07-14 14:05:39

ყაზბეგში შეხვედრაზე ბ.ელცინი ძმობას ეფიცებოდა ზვიადს ყველაფერზე დათანხმდა ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების ჩათვლით,გორბაჩოვთან ბრძოლაშიც დახმარება და დამარცხების შემთხვევაში მისი ოჯახის შეფარებაც სთხოვა,რაც ზვიადმა შეუსრულა. მაგრამ რუსი ხომ რისი რუსი და ტოტლებენის შთამომავალია რომ ბოლოს მაინც არ ეღალატა.

kitanoo

2017-07-14 14:10:20

ასე რომ ცხონებული ნუგზარ ჯუღელისა არ იყოს *გინდა ახტი ,გინდა დახტი ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა*.

kitanoo

2017-07-14 14:50:08

ისე რა სიმბოლურია რუსეთში მიდიხარ და ისიც კალაშნიკოვთან.........

papaeqsperti

2017-07-14 19:18:56

კიტანო...გამარჯობა

დღევანდელი დღის გადასახედიდან ...
...განა რა შეცდომები დააუშვა ამისთანა... რააა??
თანაც რვა თვეში?????
აუუუუუუუუუ.....
დიდი ქაქია აქვს მაშინ ერს მირთმეული..... დიდი ქაქი...

ისე დღევანდელ ,,გამოცდილ და დაბრძენებულ,, საქართველოს 9 აპრილების დროინდელი საქართველო მაინც ათასჯერ მირჩევნია....

Munji

2017-07-14 19:50:13

კიტანოო...
აბა, რას ამბობთ!.. ცხონებული ზვიადის დამხობაში მის ოპოზიცისზე მეტი წვლილი მის გარემოცვას და იმათი რჩევით დანიშნულ კადრებს მიუძღვით!
რა ნიშნით უნდა შეერჩია ვინმეს საგარეო საქმეთა მინისტრად ხოშტარია? რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა? ამაზე შესაფერისი კადრი არავინ გვყავდა?!
ან იქნებ მარტორქა კიტოვანი იყო უალტერნატივო თავდაცვის მინისტრად?!
ან დილარ ხაბულიანი იყო ყველაზე კარგი ვარიანტი შსს მინისტრად?
ან ძოძუაშვილი - ჯანდსცვის მინისტრად?
ან იმავე ქალის მიერ შეთავაზებული, საშუალო განათლების მქონე, ლარიოკის გაყიდველი კოპალიანი - ვაჭრობის მინისტრად?
კვანტალიანი - ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარედ (თავისი პირველივე განცხადებით თითქმის მთელი ამხელა კოლექტივი ანტიზვიადისტურად რომ განაწყო) ?!
ბესარიონ გუგუშვილს რა ესაქმებოდა რეზო ჩხეიძის ადგილზე, რისთვის გადაიმტერა ამხელა კოლექტივი?!
კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, ვინც მხოლოდ ცუდი ათქმევინა ახალ ხელისუფლებაზე ავტორიტეტულ ადამიანებს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში და ამითი კიდევ უფრო გააიოლა მისი დამხობა!..

Munji

2017-07-14 20:53:42

გურამ ფანჯიკიძე რომ გააგდეს ამხელა გამომცემლობის დირექტორობიდან და გურამ პეტრიაშვილი დანიშნეს მის ადგილზე, ეს რაღა იყო?
რა, პეტრიაშვილი უკეთესი მწერალი იყო, უკეთიცოდა საგამომცემლო საქმე, კოლექტივის ხელმძღვანელობის მეტი გამოცდილება ჰქონდა თუ უფრო გავლენიანი მეგობრები ჰყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელთაც შეეძლოთ ზვიადის ხელისუფლების სასარგებლო აზრი შეიძლება დაეფიქს ირებინათ სადმე?! (პირველი, რაც გააკეთა, ირაკლი გოცირიძის მრავალი წლის ნაჯაფი, ნაკვლევ- ნაძიები და ძლივს საგამომცემლო გეგმაში ჩასმული წიგნი 9 აპრილის შესახებ ამოაგდო გეგმიდან და საკუთარი ორტომეული გამოსცა, ლიდერინის ყდით...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80