„ჯერ გავარკვიოთ, რუსეთს რა მიზანი აქვს - საქართველოს გაქრობა?!“
პოლიტიკა

„ჯერ გავარკვიოთ, რუსეთს რა მიზანი აქვს - საქართველოს გაქრობა?!“

„ჯერ გავარკვიოთ, რუსეთს რა მიზანი აქვს - საქართველოს გაქრობა?!“
ლალი ზირაქიშილი

2017-07-13 15:00:28

მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლება საშინაო პრობლემებით არის დაკავებული, იხილავს კონსტიტუციას და ცდილობს, ოპოზიცია როგორმე ჩართოს ამ პროცესში, რომ ცალ კარში თამაში არ გამოუვიდეს, პარალელურ რეჟიმში ომისა და ხმაურის გარეშე რუსეთი ითვისებს ჩვენს ტერიტორიას ისე, რომ გამპროტესტებელიც არავინ არის. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დიპლომატის და ზურაბ აბაშიძის მიერ მიწოდებულ ცნობებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის.

არის თუ არა შესაძლებელი, მაშინ მაინც, როდესაც დღის წესრიგში დგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხი, ქვეყანამ აამუშაოს შედარებით ქმედითი მექანიზმები; რა შეიძლება იყოს ეს, და რა მეთოდებით შეიძლება შევეწინააღმდეგოთ რუსულ გეგმას, რომელიც ზუსტად არავინ იცის, რაში მდგომარეობს - ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: ხან აზერბაიჯანის მოქლაქეების უფლებებს ვიცავთ ხან - თურქეთის, ჩვენი მოქალაქეების უფლებები კი მუდმივად ირღვევა რუსეთის - ამას, უკვე, მცოცავი აღარ ჰქვია - მხტომარე აგრესიისგან.

უკანასკნელ დღეებში ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ თემასთან დაკავშირებულ თოქ-შოუებს რომელიც ძირითადად, ეგზოტიკური წინადადებებით არის სავსე, რომ შეტევაზე უნდა გადავიდეთ, ზოგი ამბობს, რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი ან ევროპას შევახსენოთ თავი, შევახსენოთ ე.წ. სარკოზის შეთანხმება და ა.შ.

მთავარი ის არის, რომ ცალ-ცალკე აღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება ეფექტური. ისევე, როგორც არაფრის მომტანი არ არის რუსეთთან დიალოგი, რომელშიც სავარაუდოდ, კომპრომისს გულისხმობენ, რადგან არ ვიცით წინასწარ რა კომპრომისზეა ლაპარაკი და რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს საქართველო.

ჩავიდეთ და ვუთხრათ, ერთმორწმუნენი ვართ და ამას რას გვიკეთებთო? - ცხადია ეს არ არის დიალოგი. არც ის გზა ვარგა, რომ რუსეთს მივაფურთხოთ და წავიდეთ ევროპისკენ კივილით და ტირილით - ეს გზაც გავლილი გვაქვს და არც აქედან გამოვიდა არაფერი.

გვახსოვს, ალბათ, დავით უსუფაშვილის განცხადებები უელსის სამიტის წინ, თუ ახლა არ მოგვეცით მაპ-ი საქართველო რუკიდან გაქრებაო - ყურიც არავინ შეიბერტყა. მერე იყო მაისის სამიტი, როდესაც ხიდაშელი იმუქრებოდა, სხვა ალტრენატივას გამოვძებნითო - არც ამან გაჭრა.

გამოდის, რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მაგრამ სამისოდ აუცილებელია ცოტა სხვა გზით წავიდეთ. გული მწყდება, რომ ამ ე.წ. დისკუსიებში ვერ ვხედავ მეცნიერულ პოტენციალს. ვერ ვხედავ აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების ჩართულობას. ძირითადად, პოლიტიკოსები საუბრობენ, თანაც ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამიტომ მათი ლაპარაკი მხოლოდ ლირიკაა და ფოლკლორი. ასევე, ვხედავ კიდევ კეთილ სურვილებს და ა.შ. მაგრამ საკითხისადმი სინთეზური მიდგომა არ ჩანს.

თითქოს იყო მცდელობა უშიშროების საბჭოს მდივნისგან რომელიც არასამთავრობოებს შეხვდა, მაგრამ იქაც არ იყო ვინმე საქმის სპეციალისტი და ღრმად მცოდნე.

პრობლემა იმაშია, რომ არ გვაქვს სათანადოდ გააზრებული, რა უნდა რუსეთს, რა არის მისი მიზანი.

ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ რუსეთის მიზანია საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურება, რომლებიც შემდეგ თავის საქმეს გააკეთებენ - რამდენად შეიძლება რეალური იყოს ეს ფორმულირება?

- სიმართლე გითხრათ, იმ ძალებს, რომლებზედაც საუბრობენ ხოლმე, ვერც ვუწოდებდი პრო-რუსულს, რადგან ჩემი გაგებით, პრო-რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ კარგად უნდა იცოდეს რუსული გეგმების შესახებ. ანუ თუ წავალთ კომპრომისზე და რაღაცას დავთმობთ, სანაცვლოდ რას მივიღებთ. ასეთ ძალას კი ვერ ვხედავ, რადგან ყველა დებატი და დისკუსია ბავშვურ ჩხუბს უფრო ემსგავსება ხოლმე, ვიდრე პრობლემის სერიოზულ განხილვას.

გაკვეთილად უნდა მივიღოთ ჰამბურგში, G20 შეხვედრა, სადაც პუტინმა შეძლო, თავი დაეღწია იზოლაციიდან და შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან, საქართველოს შესახებ სიტყვაც კი არ თქმულა.

არც ამერიკას და არც ევროპას რუსეთის ლიდერთან შეხვედრისას საქართველო არ უხსენებია, იმის მიუხედავად, რომ ყველა შეხვედრის ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო უკრაინა. მათ ინტერესში დარჩა უკრაინა და ამოვარდა საქართველო?

- არ ვჭირდებით არავის და ამიტომ - თუმცა, ამ დროს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გვეუბნება, რომ არასდოს საქართველოს საკითხი ასე მწვავედ არ დაუყენებია დასავლეთსო.

ტრამპის პოლონეთში გამოსვლას თუ გავიხსენებთ, პრიორიტეტებზე საუბარი სწორედ ამ გამოსვლაში იყო და იგი ეხებოდა ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპას, რომელშიც ავტომატურად იგულისხმება ბალტისპირეთიც, მცირე ყურადღება დაუთმო უკრაინასაც. ეს არის ამჟამად ამერიკის პრორიტეტი, რაც პუტინსაც აწყობს. ის ვაჭრობის საგნად აქცევს აღმოსავლეთ ევროპას, რაც შეება დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეს, აქ უკვე რუსეთი მზადაა თავისი გავლენა დაიცვას ყველა საშუალებით. ეს იქნება მცოცავი ანექსია თუ სხვა...

რაც შეეხება უკრაინას, ამ თემაზე ილაპარაკებენ, რადგან ეს ხელშეკრულებები მინსკი 2- დან, სადამდე ავა, არავინ იცის. როგორც ჩანს, მაკრონმა ესტაფეტა აიღო ყოფილი დიდი ოთხეულის ფორატში - მათ უკრაინის წინაშე ვალდებულება აქვთ.

უფრო დიდი ვალდებულება აქვს დასავლეთს აღებული 90-იან წლებში, როდესაც ბუში უფროსი ჩამოვიდა კიევში და საჯაროდ მოუწოდებდა უკრაინელებს, საბჭოთა კავშირიდან არ გასულიყვნენ. შემდეგ გერმანიამ, საფრანგეთმა, აშშ-მ და ბრიტანეთმა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცეს, ოღონდ კი თავისი ბირთვული იარაღი გადაეცა რუსეთისთვის.

დღეს რომ უკრაინას ბირთვული იარაღი ჰქონოდა, პუტინი გაბედავდა ყირიმის ანექსიას?! ვერ ხედავთ, ჩრდილიეთ კორეას როგორი შანტაჟის ქვეშ ჰყავს მთელი მსოფლიო? - იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი ქვს.

იმ ხელშეკრულებას, რაც უკრაინასთან დაიდო, ჯერ კიდევ აქვს ისტორიული ძალა, მაგრამ ახსოვს ვინმეს? - ამიტომ ცდილობს მაკრონი როგორმე სახე შეინარჩუნონ უკრაინასთან. საქართველოსთან რა ვალდებულება აქვთ? - თვლიან, რომ თავის დროზე პუტინი შეაჩერეს, თბილისი არ ააღებინეს და საქართველოს სახელმწიფოს დღეს სხვა პრობლემები აქვს თუნდაც დემოკრატიის კუთხით.

იცით, რას უყურებს დასავლეთი მთელი 30 წელია? - ჯერ ზვიადი იყვირეს, მერე ედუარდი და დღესაც მახსოვს ის სამარცხვინო სცენა, როდესაც შევარდნაძეს რუსთაველზე დაუჩოქეს. შემდეგ მიშა-მიშა იყვირეს, მერე ბიძინა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ყველას აგინებენ, რადგან იმედები გაუცრუვდათ - ზოგი თოფითა და სისხლისღვრით გააგდეს, ზოგსაც - გინებას არ აკლებენ. ეს ყველაფერი მოქმედებს დასავლეთზე. ჩვენი პრემიერი რომ გამოდის და ბუკიკიოს მისამართით ამბობს, რომ ვერ მიიღებს იმ ადამიანის რჩევებს ვინც მწვანე შუქი აუნთო 2010 წლის კონსტიტუციასო - ამით ბუკიკიოს კი არა, ევროპას აკრიტიკებს, ვინაიდან ის ევროპის სახელით ლაპარაკობს.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მანტრასავით გვიმეორებენ, სასამართლოს მიხედეთო. 30 წელი გავიდა და ისევ ის პრობლემა გვაქვს. ევროპელები თავაზიანი ხალხია, თავაზიანი პოლიტიკოსები, მაგრამ როდესაც საქმე გადაწყვეტილებებამდე მივა, სულ სხვა რაღაცას ვხედავთ.

რეზოლუციებზე და რუსეთის დაგმობაზე არ მაქვს ლაპარაკი, რომელსაც რუსეთი პასუხსაც აღარ სცემს. გარდა ამისა, ვხედავთ რომ ტრამპი ჩაციკლულია სირიაზე და უკრაინასაც კი ზრდილობის გულისთვის ახსენებს-ხოლმე. ეს არ არის 3 მილიონიანი საქართველო, 40-მილიონიანი სახელმწიფოა და თავისი გეოგრაფიული მდებარეობითაც ნამვილი ევროპული ქვეყანაა.

მთლიანობაში ასეთი სიტუაციაა და ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ გავარკვიოთ, რა უნდა რუსეთს, რა არის მისი მიზანი - საქართველოს გაქრობა?!

რაც შეეხება საზღვრის გადმოწევას, ეს ნიშნავს, რომ სალაპარაკოდ გვიწვევს მოსკოვი, თუ როგორც უნდა გავიგოთ დიპლომატიურ ენაზე მისი ეს ქმედება?

- პუტინმა - ცალკე, მედვედევმა - ცალკე, ისედაც ხომ განაცხადეს, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი დაპატიჟეს, რომ მზად ვართ სასაუბროდო. რუსეთის პოზიციაა, რომ მათ არ გაუწყვეტიათ დიპლომატიური ურთიერთობა, საქართველომ გაწყვიტა და თუ მოისურვებენ საუბარს, ისინი მზად არიან.

ქართველი პოლიტიკოსების პოზიციაა, რომ რუსეთთან პირისპირ საუბარი არ შეიძლება და დასავლეთი უნდა იყოს მესამე მხარედ ჩართული, თუმცა ისტორიულად, რუსეთი ვერ იტანს, როდესაც მასა და მეორე ქვეყანას შორის ურთიერთობაში ცდილობს ჩაერიოს ევროპა მესამე მხარედ.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ რუსეთი მუდამ უკან იხევდა მაშინ, როდესაც ხედავდა ერთიან ძლერ ევროპას. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ ასეთი რამ აღარ ყოფილა, რომ რუსეთის წინ ერთიანი, მძლავრი ევროპა მდგარიყოს.

ერთი სწორი პოზიცია, რაც მოვისმინე იყო უშიშროების საბჭოდან წამოსული, რომ ახალი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს რუსეთთან მიმართებაში.

დავუშვათ, ახალი პოლიტიკაა საჭირო, მაგრამ ვინ უნდა შეიმუშავოს ეს პოლიტიკა? რატომ ვერ ვხედავთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

- თითქოს უშიშროების საბჭომ, მაგრამ უქმდება ეს საბჭო და სულ რომ ბისმარკები და ტალეირანები ისხდნენ იქ, მათ მაინც არავინ მოუსმენს. ერთადერთი ძალა, რომლის გამოყენებაც შეიძლება, ეს არის აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეები, მეცნიერები, ექსპერტ-მეცნიერები სწორედ ამ რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი.

არაერთხელ გვიცდია ქვეყნისთვის სერიოზული თემების განხილვისას ამ რესურსის გამოყენება, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა უმეტესობა ანთემაში ვერ ერკვევა“, ანამ თემაზე არ სურს საუბარი“...

- მესმის, რომ ძალზე ჩაკეტილი სეგმენტია - ის არ მიეკუთვნება გრანტებზე დამშეულ ახალგაზრდობის კატეგორიას, რომლებიც ხელის ერთ დაქნევაზე გაიქცევიან ჟურნალისტებთან სასაუბროდ. მათთან მუშაობაა საჭირო. ინიციატივა მთავრობისგან უნდა წამოვიდეს. უნდა მიხვიდე მათთან, დააჯერო, დაარწმუნო.

როდესაც ნამდვილი ინტელექტუალები უყურებენ რაც ხდება, ტოტალურ იმედგაცრუებას განიცდიან, რომ მათ მაინც არავინ დაუჯერებს. გამოვა აგერ ბესელიას მოადგილე და იტყვის, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან ყველაფერი. კორიფეებზე აღარაფერს ვამბობ, მეც კი, საშუალო დონის ადამიანი არც ერთ გადაცემაში აღარ მივდივარ - რაზე ვიკამათო, იმაზე ომი უნდა დავიწყოთ თუ არა? ან ვინ დაიწყო ომი 2008 წელს?

თქვენ აღნიშნეთ რომ პირველ რიგში, საჭიროა, გავარკვიოთ, რა სურს რუსეთს. თქვენი აზრით, რა არის მისი მიზანი?

- სურს, რომ მისი გავლენის ქვეშ იყოს საქართველო. რუსეთი არ ჩაერევა მის საშინაო საქმეებში, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ის ითხოვს, რომ ანგარიში გაუწიონ მის ინტერესებს - ეს კი არის ნატო.

თითქოს ეს მოცემულობაა, მაგრამ ისიც არ არის გარკვეული შემდეგი მოთხოვნა რა იქნება და ნატო პირველი და უკანასკნელია რაც რუსეთს სურს საქართველოსგან? მერე შეიძლება თავი წამოყოს ევრაზიის კავშირმა, საბაჟო კავშირმა და ა.შ.

მაგრამ დიპლომატიის ხელოვნებაც იმაშია, რომ ჯერ ერთი ევროპას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპის შემადგენელი ნაწილი იყოს საზღვრებით თუ არა, ღირებულებებით მაინც.

არის იაპონია, სამხრეთ კორეა, არც ერთი არ არის ევროპის წევრი, მაგრამ იქ დემოკრატიაა. დემოკრატიაა ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტს ასამართლებენ, იმპიჩმენტს უწყობენ. პარტიები პარტიებს ჰგვანან და ა.შ.

სომხეთი თუ გამოდგება იმის მაგალითად, რას მიიღებდა საქართველო რუსეთისაგან მეგობრობის სანაცვლოდ?

- გვაქვს სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითი, აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, სომხეთს დიასპორა ჰყავს ძლიერი, რომელსაც კომუნისტების დროსაც კი ძლიერი გავლენა ჰქონდა. საქართველოსგან რუსეთს შეიძლება ბევრი რამ სურდეს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ მის ზურგს უკან რეალურად დგას ევროპა, მაშინ მისი მოთხოვნები გარკვეულ ჩარჩოებში იქნება მოქცეული.

ჩვენ ევროპაც ვერ დავაინტერესეთ - ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები ვენეციაში სტუმრობის შემდეგ. წინასწარვე ვიცით, რომ „ოცნება“ არ დათმობს იმ ბერკეტს, რაც მას ივანიშვილის გარეშე ხელისუფლებას შეუნარჩუნებს. ივანიშვილი რომ მის გვერდით ყოფილიყო, შესაძლოა, კიდევ წასულიყო დათმობაზე, რადგან ივანიშვილის გავლენა ამ ყველაფერს გადაფარავდა.

ახლა, როდესაც საკითხი ასე დგება, რომ ივანიშვილი წავიდა, ან აპირებს წასვლას, ან ისე განვითარდეს მოვლენები, რომ აღარ ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში, „ოცნებას“ ათჯერ მეტი გარანტიები სჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად. ამ გარანტიებს რითი მიიღებს? - პენსიებს გაზრდის თუ უმუშევრობას შეამცირებს?!

როდესაც გარანტია არ აქვს „ოცნებას“, რომ ცხოვრების გაუმჯობესებით მოიგებს ამომრჩევლის გულს, მას სჭირდება უკვე სხვა ტიპის გარანტიები, როგორიცაა საარჩევნო კოდექსი, ოპოზიციის ქრონიკული სისუსტე და ა.შ.

ევროპა ამას არასოდეს შეეგუება - კი, იყო დრო, როდესაც რაღაცაზე თვალს ხუჭავდნენ, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. გარდა ამისა, ევროპას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მიგრაციის პრობლემა, რომლის გადაჭრის გზა არ ჩანს. ან მიგრანტებს ისე უნდა მოექცეს როგორც ტრამპს სურს, ან თავისი პრინციპები დაიცვას და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთ ისლამურ კონტინენტად გადაიქცეს.

ასეთ პირობებში ევროპა ახლა რუსეთთან წამოიწყებს ცივ ომს, საქართველოს რატომ აწყენინეო? - დავუშვათ, ასეც დასვას საკითხი, რას იზამს, საქართველოსთვის ომს დაიწყებს რუსეთთან? - ეს ხომ გამორიცხულია.

უნდა ვეცადოთ როგორმე მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ და დემოკრატიული ქვეყანაც შევქმნათ, არჩევნებიც გვქონდეს ისეთი, როგორც ისრაელშია - ეს უკვე ზღაპარია და არ გამოვა, რადგან უკვე ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული თავისუფლების მოპოვების პირველივე დღეებიდანვე.

ერთადერთი ნორმალური ხელშეკრულება რუსეთთან გამსახურდიამ დადო, როდესაც ელცინის რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარა. შემდეგ, უკვე, მოხდა სამოქალაქო ომი და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ნაკლები დანაკარგებით რომ გამოვიდეთ კრიზისიდან ზოგჯერ არცთუ პოპულარული ნაბიჯებია საჭირო - ამისათვის უნდა გაგვაჩნდეს უმაღლესი დონის დიპლომატიური მექანიზმი და მტკიცე პოლიტიკური ნება. ჩვენში კი არც ერთი არ არსებობს.

საზოგადოება რომ საზოგადოებაა ისიც კი არ არსებობს - შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში გაჩნდეს აზრი, რომ რუსეთს ყველაფერზე თავი უნდა დავუხაროთ და ყველაფერი შევუსრულოთ? - ზოგი, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, ყველანაირად წინ აღვუდგეთო, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ეს როგორ უნდა მოხდეს...

ნანახია - 2285

მეგრელი

2017-07-13 16:26:19

დემოკრატიაა ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტს ასამართლებენ, იმპიჩმენტს უწყობენ. პარტიები პარტიებს ჰგვანან და ა.შ.
-----------------------------------------------------
მაგალითს მოვიყვან. მანუელ ნორიეგა 1967 წლიდან აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან ოფიციალურად იღებდა ხელფასს. 1983 წელს გახდა პანამის ხელმძღვანელი იმავდროულად მის ქვეშ აღმოჩნდა ცენტრალური ამერიკის ნარკო-კარტელი.და არაფერი. ყველაფერი კარგად იყო. მისი ნარკობიზნესი არავის ახსოვდა. მაგრამ შეცდომა დაუშვა. პანამის არხის პრივატიზაცია მოინდომა .შედეგმა არ დააყონა. 1989 წელს (დეკემბერი) აშშ პირდაპირი ოკუპაციაზე წავიდა და დაიჭირეს . 40 წელი მიუსაჯეს ნარკო-ბარონობაზე.ფლორიდის ციხეში იჯდა. აბა ეს არის ინტერესი.

რომ არ დატაკებულიყო პანამის არხს , რომლის გულისთვის აშშ კოლუმბიაში აჯანყება მოაწყო და გაჩნდა ახალი სახელმწიფო პანამა, იქნებოდა დემოკრატიც და პრეზიდენტიც. ეს ერთი.
მეორე. ეს ის თემაა სადაც არც შამფური და არც მწვადი არა გამოვა. რუსეთ - ნატოს ღია დაპირისპირების პირობებში მითუმეტეს.

მეორე. დიპლომატიის ძირითადი მიზანია კრიზისების კონსერვაცია და არა გაღვივება.

ბიკენტი

2017-07-13 17:12:08


რა სურს რუსეთს?

-ჩემ აზრსს ვიტ|ყ|ვი ამასთან დაკავშირებით,თუმცა ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ და არც არავის ვახვევ თავს ამ მოსზრებას.
რუსეთს ზედმეტად მიაჩნია ქართული სახელმწიფოებრიობა და ზოგადად
ქართული სახელმწიფო. მის გრძელვადიან მიზნებში ეს არ შედის.
ახალს ვერაფერს ვიტ|ყ|ვი იმასთან დაკავშირებით თუ რაში ხედავენ რუსები
და ზოგადად რუსი თავიანთი სახელმწიფოს ფუნქციას,ისედაც ყველამ იცის,რომ ეს არის (ძალა).
ამ მოცემულობით მათთან კეთილმოსურნე დიალოგიც კი ჩვენი მხრიდან
აუცილებლად მიიღებს გრძელვადიან დროში გაწელილ ხასიათს,რაც
საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ქართული სახელმწიფოს სრულ გაუქმებამდე
მართვის ბერკეტების მოსკოვში გადატანით.
თუმცა შესაძლებელია პირველ ხანებში თვალის ასახვევად დეკლარირებულ
დონეზე ის მაინც დარჩეს ფსევდო-სუვერენად,მაგრამ ესეც მხოლოდ
პირველ ეტაპზე.

მეგრელი

2017-07-13 17:25:39

თუმცა ფაქტია ისიც, რომ რუსეთი მუდამ უკან იხევდა მაშინ, როდესაც ხედავდა ერთიან ძლერ ევროპას. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ ასეთი რამ აღარ ყოფილა, რომ რუსეთის წინ ერთიანი, მძლავრი ევროპა მდგარიყოს.
-------------------------------------------------------------------------------------------

ვერ ვიხსენებ. იქნებ ვინმემ გამახსენოს. 17 საუკუნის შემდეგ სულ ფართოვდება რუსეთი. ფართოვდება და უკან დახევა სად ნახა პატ. სოსომ.
ვინმემე გამახსენოს.

მეგრელი

2017-07-13 17:36:02

რა სურს რუსეთს?
---------------
რუსეთს არ სურს თავისი სუვერენიტეტის დათმობა. ეს პირველად ევროპამ ოფიციალურად 1884-1885 წწ სცადა (ბერლინის კონფერენცია) . ამ კონფერენციაზე პირველად ითქვა , რომ ქვეყნები რომლებიც ვერ ითვისებენ თავის ბუნებრივ სიმდიდრეს უნდა დათმოს ეს სიმდიდრე. აფრიკა იყო შირმა . ეს რუსეთის მიმართ იყო ნათქვამი. მაშინ ალექსანდრემ უკან არ დაიხია. არამგონია ეს პუტინმაც დათმოს. მეტი არაფერი.

DDDzia

2017-07-13 18:05:06

ბიკენტი-ს
სრულად ვეთენხმები მეგრელს.
რუსეთს არ აინტერესებს საქართველო და უკრაინა.
არც ტერიტორიულად, არც გეოგრაფიულად, არც შინაარსობრივად და არანაირად.
ერთად ერთი ინტერესია, რომ ნატო არ იყოს ამ ტერიტორიაზე. და ამას მიაღწევს ნებისმიერი გზით.
ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ხოლოდ ქაღალდზე გვაქვს. ამ 20 წლის განმავლობაში ქვეყანა გამათხოვრდა და სიღარიბე ქართული მენტალიტეტის ნაწილად იქცა.
ახლა იგივე ელოდება უკრაინას. პროცესი დაწყებულია და იქ ეს ბევრად მალე მოხდება, ვიდრე მოხდა ჩვენთან.
იხილეთ 4-8 წუთები:
https://www.youtube.com/watch?v=71So62AjQfA
რუსეთში არავის არ აინტერესებს საქართველოსთან ვაჭრობა ისევე, როგორც უკრაინასთან.

DDDzia

2017-07-13 18:16:18

"რუსეთთან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს"
http://for.ge/view_news.php?news_id=71601&news_cat=0

აი, იდიოტების პარადი.
"ვინ შეაბავს კარას ეჟვანს?"
რა თქმა უნდა საქართველო - ჩვენ უარს ვამბობთ იაფ რუსულ გაზზე, სალიარკასა და ბენზინზე რათა რუსეთი არ გაძლიერდეს და ვყიდულობთ ბევრად ძვირად და უხარისხოს, მაგრამ ჩვენი მეზობლიდან - აზერბაიჯანიდან.
ჩვენი მოსახლეობის დედაც, მთავარია სხვებმა დაინახონ, რომ ჩვენ რუსებს "ვურხევთ" (ვინ ვის ურხევს?).
ჩვენ არ გვაინტერესებს, გააკეთებს ამას ევროპა თუ არა.
ჩვენ რუსებთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს.
ჰოდა, როგორც რუსები იტყვიან - усрусь, но не покарюсь.

tngh

2017-07-13 18:51:52

დედამიწაზე ძალიან ბევრი პოლიტიკოსია ისეთი, რომლებსაც რუსეთის გაქრობა სურთ. რუსეთი თავისი ქმედებებით ამის საშუალებას არავის არ აძლევს. შეიძლება მართლაც სურთ ზოგიერთებს საქართველოს გაქრობა, მაგრამ ჩვენ ჩვენივე გონიერებით არავის არ უნდა მივცეთ ამის საშუალება.

ბიკენტი

2017-07-13 19:24:04


ddzia-ს

არ არსებობს მიჯნა და ზღვარი,რომლის იქით მტკიცებით ფორმაში და
გადაჭრით შეიზლება ითქვას,რომ--უარესი შეუძლებელია!

შეიძლება ვინმე ფიქრობდეს,რომ რუსეთთან კვლავდაბრუნებამ! შესაძლებელია მცირედით,გააუმჯობესოს საერთო ეკონომიკური ფონი.
ეს ილუზიაა! საბაზრო-კაპიტალისტურ ურთიერთობებს ვჯულისხმობ.

რაც ეხება ფიქციას! დღევანდელ ქართულ სახელმწიფოებრიობას ვგულისხმობ,კი! ეს ასეა.მაგრამ ის ინარჩუნებს საწყის პოზიციას განვითარებისა და ხორცშესხმისთვის,სურვილის შემთხვევაში.რასაც
უკვე ვეღარ ვიტყვით თუ საამისო ბერკეტებს რუსეთს გადავულოცავთ.
ის აღარავინ და არაფერი იქნება,რუსეთის დანამატის გარდა. ერის მენტალური დეგრადაცია ეს შეუძლებელია,მანკიერი თვისებების გაღვივება კი და ხანგრძლივი დროითაც.
სამართლიანობისთვის აუცილებელია იგივე ითქვას სახვა ქვეყნების,
მაგალითად აშშ-ს მიმართაც იმ საგრძნობი განსხვავებით,რომ აშშ
აღიარებს და პატივს ცემს ამ ქვეყნის მთლიანობას. ეს უმნიშნელოვანესი
მომენტი კვლავ უნარჩენებს პოტენციას არსებობისა და შემდგომი
განვითარებისთვის.და ახლა უკვე იმედი მაქვს ერის ეთნო-ფსიქიკისთვის
მიუღებელი ნორმების ძალდაუტანებლად.

განსხვავება სახეზეა და ის არსებითია. ყველაფერი დამოკიდებულია
იმაზე თუ რა გვსურს ჩვენ,ჩვენ კიარადა რა სურს ერს.

tngh

2017-07-13 19:28:45

რუსეთს არ სურს, რომ მისი საზღვრების მიმართულებით "ნატო" არ გაფართოვდეს. ჩვენი სურვილია საქართველოს გამთლიანება... ის, რომ გაქრობა და აორთქლება სურს, თვითმარქვია ექსპერტების მიერ გრანტების მოპოვების წყაროა...

tngh

2017-07-13 20:14:37

უკაცრავად, უნდა დამეწერა "რუსეთს სურს, რომ მისი საზღვრების მიმართულებით "ნატო" არ გაფართოვდეს."

ტორი

2017-07-13 21:13:40

"რა სურს რუსეთს?"...
----------------
აბა ნახეთ, რამდენი განსხვავებული სავარაუდო მოსაზრება გამოითქვა ამ კითხვაზე...
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამის ზუსტად გასარკვევად თავად რუსებს უნდა ვკითხოთ...
თუ არა და, კაკულიას ჰკითხეთ, იმან იცის ყველაფერი...


" ვერ ხედავთ, ჩრდილიეთ კორეას როგორი შანტაჟის ქვეშ ჰყავს მთელი მსოფლიო? - იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი ქვს".../ს.ცინცაძე/
-----------------------------------
ჩრდილოეთ კორეის შანტაჟი ბლეფია...
ამ ერთი თვის წინ ჩინეთმა, ცოტა უფრო ადრე კი რუსეთმა განაცხადეს, რომ აუქმებენ ჩრ.კორეასთან დადებულ ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას...
მიზეზი: გაჩნდა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეა გაურიგდა აშშ-ს, შეგნებულად ამწვავებს მდგომარეობას რეგიონში, რათა ამ ფონზე ამერიკელებს გაუადვილდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება, რაც დღეს არსებულ სამხედრო ბალანს შეცვლის...
ანუ, ჩრ.კორეა ორმაგ თამაშს თამაშობს...

DDDzia

2017-07-13 21:44:25

ბიკენტი
რუსეთი არავის არ იბრუნებს. ნუ იტყუებთ თავს და სხვებსაც ნუ ცდილობთ, რომ დააჯეროთ. რუსეთს აღარ ჭირდება მათხოვარი რესპუბლიკები, რომლებიც სისხლს სწოვდენენ მას მთელი 40 წლის მანძილზე. უკრაინა ჭირდებოდა იმიტომ, რომ რაკეტული იარაღის წარმოების ნარილი უკრაინაში ხდებოდა. ახლა უკრაინა აღარ ჭირდება. რუსეთმა თვითონ დაიწყო წარმოება. არავინ აღარ იქნება რუსეთის ე.წ. ორბიტაზე. მას არ აინტერსებს რომელი წყობილება იქნება საქართველოში, ვისთან ვიმეგობრებთ და ვისთან ვივაჭრებთ, რა მდგომარეობა იქნება ეკონომიკაში. რუსეთს უნდა მხოლოდ ერთი რამ - არ იყოს ნატოს ბაზა აქ. და კიდევ, რუსეთი არ დაუშვებს, რომ თურქეთმა ამოიდოს ქვეშ ეს ქვეყანა. ეს ნამდვილად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს.
ეს ისევეა, როგორც მექსიკა პინდოსტანისთვის. აშუშუარ დაუშვებს რუსეთის ბაზებს მექსიკაში და ყოველტვის ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელსაც თვითონვე აQმევს და აკეთებინებს რასაც უნდა. დანარჩენი - როგორი ცხოვრების დოეა, ვინ შიმშილობს და ვინ მაძღარია მას არ აინტერესებს. ასევეა ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა. ჩვენს ასეთი ბედი გველის - რუსეთთან თუ ურუსეთოდ, ანუ აშუშუსთან. ამერიკელებიც გამოკვებავენ ჩვენს მთავრობას და მაგით დამთავრდება მათი ინტერესები ქვეყანაში. ხოლო რა იქნება შიგნით - ეს ჩვენი პრობლემაა.
იმისთვის, რომ დარწმუნდეთ რომ რუსები აღარავის შეიფარებენ, იხილეთ ცხრილი - ვინ რამდენს მოიხმარდა სსრკ-ში და რამდენს აწარმოებდა.
Верхняя цифра – производство, нижняя – потребление ВВП на душу населения в год в тысячах долларов
Если считать уровень производства народного добра и меру его потребления в РСФСР за единицу, то сразу видно:
в Армении производили на каждого человека в 2 раза меньше российского, а «кушали» в 2,5 раза больше;
в Эстонии потребление на душу населения превышало уровень России в 3 раза;
а Грузия жила в 3,5 раза богаче, чем РСФСР и вообще богаче, чем где бы то ни было в Союзе!

https://www.kp.ru/daily/26571.7/3586720/

Thoma

2017-07-13 22:15:43

მეგრელი: "17 საუკუნის შემდეგ სულ ფართოვდება რუსეთი და უკან დახევა სად ნახა პატ. სოსომ. ვიმემ გამახსენოს.
...................
გაგახსენებ: საქართველოში, 2008 წლის აგვისტოში. ... როცა რუსეთი 100 000-ანი არმიით შემოესია საქართველოს და აპირებდა მთელი საქართველოს დაპყრობას, მაგრამ ბუშის ბრძანებით ჰაერში აიწია ნატოს ავიაცია, შავ ზღვაში შემოვიდა ამერკის ნაღMოსნები და პუტინი კუდამოძუებული გაიქცა საქართველოდან!
(წყარო: სააკაშვილთან ბოლო ინტერვიუ).

ბიკენტი

2017-07-13 23:39:02


ddzia

თავს არ ვიტ|ყუებ და სხვას მითუმეტეს,არ ვატ|ყუებ:))
-ეს არის ლოგიკური გაგრძელება და საბოლოო ჩიხი მთლიანად ერისთვის
როცა თვალნათელია რომ ის ხსნის გზად აგერ უკვე მერამდენე ასწლეულია
უცხოეთს ირჩევს,ისე რომ გააზრებული არ აქვს შედეგი არ ფლობს თანხმობას
ქვეყნის შიგნით ძირეულ საკითხებზე,არ იცის რა უნდა.შედეგი კი ყოველთვის ერთია,(იმედგაცრუება)
რუსეთი რას იბრუნებს და რას არა, ეს საკამათოა,თუმცა ერთ რამეში კი
ნამდვილად გეთანხმებით:))მათთვის რუსული ინტერესია მთავარი,
მეზობლები კი მისთვის სააამისო ინსტრუმენტებია,ისინი უბრალოდ არ
არსებობენ.უფრო სწორად მხოლოდ ამისთვის არსებობენ.მათი გადმოსახედიდან. სიმართლე,რო ვთქვა არ მესმის რაზე ვკამათობთ.
მიბრუნება-დაბრუნებაზე და ტვირთის აკიდებაზე ერთს ვიტ|ყვი.,,
აგერ ისევ აიკიდა ზურგზე ცხინვალი და სოხუმი:)))
საქართველოს,როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესებშია ეს ტვირთი
კიდევ უფრო დაუმძიმდეთ მათ და არ შეუმსუბუქდეს.
და რაც მინდა ვთქვა რასაც ახლა ვუყურებ ამ საიტზე და სხვაგანაც თვითონ
ქართული ინტერესი აღარ ჩანს,რუსული კი იცოცხლე! ბევრია.ამასაც აქვს
თავისი ახსნა,მაგრამ არ მინდა ამაზე რამე ვთქვა.ფაქტობრიობა მაიძულებს
ამას.აქ მთელი ეს წლები (გარკვეული პაუზებით ცხადია) თანამოაზრე არ
გამომჩენია,თუმცა არც მიძებნია სიმართლე,რო ვთქვა.

Thoma

2017-07-13 23:52:24

პ.ს.
სხვათა შორის, ეს ყო ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა რუსეთი შევიდა რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ვერ დაპყრო იგი! იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ხალხის და მთელი მსოფლიოს ფეხზე დაყენება!
ჩვენ რომ ვყოფილიყავით ახლა ხელისუფლებაში, რუსები ვერ გაბედავდნენ საზღვრის გადმოწევას!!! - განაცხადა სახელოვანმა მთავარსარდალმა.

Maverick

2017-07-14 01:41:54

ჩვენ რა თეორიები, როგორი ოპტიმალური ვარიანტითაც არ უნდა წამოვაყენოთ ქოცნაცური ალიანსის ხელში არცერთი არ განხორციელდება!

რატომ?

იმიტომ, რომ არ აწყობთ ძლიერი, ერთიანი, მდიდარი საქართველო მძლავრი, მცოდნე, ინტელექტუალური საზოდადოებრივი სექტორით, ეფემერული ნატო-ნატოს და ევროპული ღირებულებებისათვის "თავდადება" ურჩევნიათ ბიუჯეტის გამოღეჭვის და ხაზინის საკუთარი ბეღელივით სამართავად.

ამიტომაც ღებულობენ ცვედან კონსტუტუციას, სიეხლოვეს არ იკარებენ, ღირსეულ, ეროვნულ ადამიანებს, ყოველგვარ პირობებს უქმნიან სამშობლოდან გასაქცევად...

და კიდევ რამდენი რამ "ჩემო ჰორაციო"...

papaeqsperti

2017-07-14 03:06:40

ბიკენტი

ადრე კაკარას ამ თემაზე შენთვის პოსტი უნდა მომეწერა, შეპირებულიც ვიყავი მაგრამ მაშინ პასუხი ვერ მოგწერე
საერთოდ ჩემი პასუხები 80% ძიას პასუხების ანალოგიურია
ცოტას დავამატებ--- ძველი იუზერი ხარ, აქ მაგ თემებზე ბევრჯერ იყო ხოლმე კამათი.
ხიროხიტო გემახსოვრება. ხოოდა ხიროხიტოს ნათქვამს გავიმეორებ--,,სიკვდილი სახელოვანის,, დრო ამ 21-ე საუკუნეში აღარ არისო...ამ სახელის მოხვეჭაში ისე გავქრებით დედამიწიდან როგორც შარშანდელი თოვლიო..
ერს თვითგადარჩენის ინსტიქტი უნდა ქონდეს....ვისაც არ ჰქონდა, გადაშენდნენ კიდეცო..
მერე ე/ბ/რაელების მაგალითი მოჰყავდა ხოლმე -- გვარის გაგრძელება ქალის ხაზით იმიტომ დაიწყეს რომ სინამდვილეში თავიაანთი კაცები(ანუ ერიც) ამოწყვეტისგან გადაერჩინათო.
ჩვენი თვითგანწირვით ქართველობას რა ხეირიო..ინდოელები.. არა/ბებიო ...იცი რასაც იტყოდა. მოკლედ ესეთი საუბრები აქ ბევრჯერ იყო ხოლმე....
მე დავუმატებ---რუსი რაცაა აქაურებმა ყველამ ძაან კარგად ვიცით..
აქ არავინაა იმის მომხრე რომ მთელი ეს 25 წელი უაზროდ წყალში გადაიყაროს. ..მაგრამ არც იმის მომხრე ვარ რომ საქართველო გაქრეს დედამიწიდან-- ისე ასმილირდება ათასი ჯურისა და ჯიშის მიზნობრივად შემოსახლებულ ხალხებთან (საქართველოშივე) რომ ჩქარა ქართველი საძებარი გახდება..(ან იქნებ გეეჭვება??)
რუსეთთთან დალაპარაკებაში მხოლოდ იმას ვგულისხმობ რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, აქ ნატოს ჯარი აღარ იყოს . ჰააა ჰა... ბათუმში თურქის მაგივრად თავის ბაზა დააბრუნოს კიდე
(არ მითხრა სადაა ბათუმში თურქიო...მოლას ყ/ვირილს რუსის ბაზა მირჩევნია)
ამბობ საუბრები გაიწელება, რუსი ისევ მოგვატ/ყუებსო.......
ბიჭობაც ეგაა რომ არ მოეტ/ყუებინო..ტემ ბოლე მაგ ტ/ყუილების დიდი გამოცდილება გვაქვს. თუ დალაპარაკებააა..მხოლოდ ხელი-ხელში, აბა ისე ეგენი რა ჭირად გვინდანან??--უიმათოდაცა ვართ,,ძვირფას მეგობრულ ალ/ყაში,,
მმმთავარი კიდევ .... ,,იმერელის,, მერე უკვე მეორე კაცი ხარ, ამ საიტს რუსეთის ინტერესების გამტარებელ საიტად რომ მოიხსენიებ.
პასუხად იგივეს გეტ/ყვი რაც მაშინ იმას ვუთხარი.....თქვენ ეს ე.წ. პროდასავლელები მაშინ კარგავთ წონასწორობას და მაშინ გვაყენებთ კულტურულ შეურაცხ/ყოფას, როცა კამათში თქვენი არგუმენტები უბრალოდ ნადგურდება და პასუხი აღარა გააქვთ ხოლმე-- გარდა იმისა რომ ---- რუსი არააა!!.
.რუსი რომ კარგი არაა, ვიცით .... მაგრამ ჩვენ რომ პრორუსული ინტერესების გამტარებლებად მოგვიხსენიო, თქვენი მხრიდან ეგ უბრალოდ არის(მსუბუქად რომ ვთქვათ) აქაურების დიდი შეურაცხყოფა, რომ აღარ ვთქვა ... უნამუსობა მეთქი
ისე რატომღაც დარწმუნებული ვარ... რუსის სიძულვილიდან გამომდინარე ქვეცნობიერში თქვენ რუსებთან მებრძოლი,,დიდი გმირის,,(მიშას)საქციელები მოგწონდათ და ამართლებდით კიდეც. კანეშნა...ეგ ხომ რუსებს ,,გმირულად ებრძოდა,,კიდეც (საკითხავია როგორ--კარგად იცით)
..ან კიდევ ... თუ იცით რომ პუტინის აგენტები ვართ, რაღას გველაპარაკებით?
ისე რა თქმა უნდა ვიცი... რუსეთისადმი ეგ თქვენი ,,დიდი სიყვარული,, ზვიადის ამბებიდან მოდის,..შეიძლება მართლებიცა ხართ, მაგრამ .. რა ვქნათ ეხლა, არ
დაველაპარაკოთ და ვიყოთ ესე გაუბედურებულ მდგომარეობაში? ან ეგ თქვენი ე.წ. დასავლეთი იმ ამბებში არ მონაწილეობდნეენ??
მაჭავარიანის ლექსი სულხან საბაზე - ,,პალე როალში პატარა საქარტველოს, შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინესოო...გახსოოვს?/
ხომ ხედავ რომ მაგათ მხოლოდ რუსის ტ/რაკში ეკლად ვჭირდებით? როდემდე ვიყოთ ესე?? სანაცვლოდ კამფეტები, ბეჭებზე ხელის ტ/ყაპუნი და გრძელზე გრძელი მაპი არ გვაკლდება
ჩიხიო ......
ჩიხში ეხლა ვართ რომ ,,არც მიწისა ვართ და არც ცისა,,--- რომ ვერ გაგვიგია ვინაა
ჩვენი ბატონი.. თორემ მერე ეგ მაინც გვეცოდინება
მრავალცოლიანობა გამიგია მაგრამ მრავალ ბატონიანობა ეხლაღა გავიგე მხოლოდ .

tngh

2017-07-14 09:51:30

გავმეორდები!!! ერთად ერთი გზა საქართველოს გამთლიანების და განვითარების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, უბლოკო სამხედრო სტატუსი და შიდა ფედერალური მოწყობაა. სხვა პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს. ეს ბოლო 25 წელმაც დაამტკიცა.

ბიკენტი

2017-07-14 10:35:02

პაპა.

:)) დაგავიწყდა ხოო ჩემი გამოსვლები აქ ამ საიტზე? ახლა გავხდი,ხო პროდასავლელი,თუ ზვიადისტი:)))))))
-აბა კარგად გაიხსენე ვინ ლაპარაკობდა აქ დასავლეთის კაი კაცობაზე დიიდ
ბრჭყალებში რათქმაუნდა. როგორ დაშალა დასავლეთმა სსრკ, როგორ
აიყოლია კაი ცხოვრების მოყვარული ელიტები აქ და სხვაგანაც,როგორ
გაძარცვა და ძარცვავს დღესაც აქაურობას ჩვენი ხალხის ხელშეწყობით?!

ეჰეიიი პაპაააააა! გეყურება?!

-არ მინდა დავიჯერო,რო ვინმეში გეშლები სანამ რამეს მიპასუხებ ჯერ
კარგად წაიკითხე რას ვწერ.შენც და სხვამაც ჯერ კარგად გაიზრეთ თქვენივე
ქვეცნობიერში ჩარჩენილი სხვისი ნააზრევი თქვენად,რო გაგიხდიათ.
-გახსოვს ხოოო ერთი ყველასთვის საპატავციმული აქაური მომხმარებელი
ხშირად რო ახსენებ,ის ვინაც ყოვლად უმიზეზოდ მრავალსახელიანობა
დამაბრალა გახსოვს ხოო? სხვადასხვა სახელით შემოდისო აქ ჩემზე
-გაიხსენე?! მე მარტო ეს ვარ /ბიკენტი/

პაპაა? გეყურებაა? გაიღვიძე! მზე კი ამოვიდა,მაგრამ ისევ ბნელააა:))))))))))



tngh

2017-07-14 10:51:28

საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთთან დიალოგის მომხრეა. ამას კომენტარებიც ადასტურებს. მოლაპარაკებების პერიოდში აუცილებლად "დაიბადება" ის გონიერი და ორმხრივი კომპრომისი, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს...

ბიკენტი

2017-07-14 14:16:21


პაპა!

-სადა ხარ კაცო,სად დაიკარგე? ისევ ჩემ მხარეზე უნდა გადმოხვიდე სხვა გზა არ გაქვს:)) აგერ ტრამპს
კაი თოხისტარს შევპირდი(ეკოლოგიურად სუფთას) შენც გაიღებ ალბათ წვლილს და ერთ კაი ორშიმოს
მაინც აჩუქებ როცა ცხინვალის და სოხუმის დაბრუნებაში დაგვეხმარება.

რამაც მოგწამლა იმან განკურნოსო, ნათქვამია:)))

omexi

2017-07-14 16:56:39

ბიკენტის. ბატონო ბიკენტი, თქვენ რას შემოგვთავაზებთ. მოლაპარაკებას თურმე აზრი არ ქონია. ომით დაბრუნების იმედი ხომ არ გაქვთ,რისების ჟანგიანი ტანკები რას დაგვაკლებენ როცა " დემოკრატიული" აშშ და მსოფლიო, ჩვენს გვერდზეა. კიდევ კარგი ამერიკული გემი შემოვუდა 2008-ში შავ ზღვაში და რუსეთმა ჩაიფსა თორემ დღეს, რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებოდით, სააკაშვილმა გამარჯვება იმიტომ აზეიმა ბალვანებს რომ თურმე თბილისი ვერ აიღო რუსეთმა. მოკლედ თქვენი სტრატეგია გვიბოძეთ რა გავაკეთოდ მაშინ როცა არც მოლაპარაკებას ემხრობით, არც ომის თავი არა გვაავს და მსოფლიოს მაგრად ვკიდივართ., თან ისიც გაითვალისწინეთ რომ აჭარა პრაქტიკულად თურქეთს ოკუპირდბული ყავს,აჭრაში ბიზნესის 95% თურქების ხელშია და უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. არც ის დაგავიწყდეთ რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაზდის 2021 წელს და რუსეთმა თუ დაგვიკიდა აჭარა თურქების ხელში დე ფაქტო ხომ დღესაც არის დე იურეც გახდება და კიდევ თბილისი ქართული ქალაქი აღარარის ის არაბულ, თურქულ ინდური ქალაქია ხოლო რაიონები დაცლილია მოსახლეობისაგან და მოდებული არიან მსოფლიოს მათი 95% უკან ვერ დაბრუნდებიან სამუდამო საცხოვრებლად რადგან შვილები უმრავლესობას უცხოეთში ეყოლათ და ხალხი იქ ცხოვრობს მოღვაწეობს. მოკლედ რომ იტყვიან პიზ--დეცი გვაავს.

ბიკენტი

2017-07-14 17:46:21

ომეხს.
მოკლედ გიპასუხებთ. გააქტიურებას და უფრო მჭიდრო კონტაქტებს აშშ-ს ადმინისტრაციასთან.
-იმისთვის რომ რუსეთის ზურგზე მოკიდებული ეგ ორი რაიონი კიდევ უფრო დამძიმდეს.დამძიმდეს იმ
ზომამდე,რომ მისი ტარება აღარ უღირდეს.

papaeqsperti

2017-07-14 18:03:00

ბიკენტი (ეხლა შემოვედი)


არა არ დამვიწყებია.... ძველად ერთხმაშიც გვისაუბრია, მახსოვს ეგ ყველაფერი და იმიტომაც გამიკვირდა შენგან ეგეთი რეზკი დასკვნა------არა, რუსთან დალაპარაკება არ შეიძლება..ეგენი ფანდარასტები არიან, მაგათგან მაინც არაფერი გამოვაო..
ეგენი ვინც არიან ჩვენ თაობამ ,,მამაო ჩვენოსავთ,, ძალიან კარგად იცის, მაგრამ დალაპარაკების გარეშე, აბა მაშ რა ვქნათ? ხვალინდელი დღის იმედით ისევ დღევანდელი კვერცხი მირჩევნია..ასე ვთქვათ მაგათთან დალაპარაკება აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია, აუცილებლად და საჭიროდ.
ორჯერ ხომ ჩამოიარა ისტორიის მატარებელმა ჩვენსკენ? (1921.და..1991) ჰოოდა მესამედაც ჩამოივლის. ოღონდ მინდა რომ იმ მესამე მატარებელის ჩამოვლის დროს აქ ისევ საქართველო იყოს და არა რაღაც გაურკვეველი ეთნოსისა და შემადგენლობის ტერიტორია.
ამ მოლაპარაკება--დალაპარაკებას, თუნდაც პატარა დათმობას, მე ისევ და ისევ ხვალინდელი დღის იმედად ვამბობ..ოღონდ როგორმე დღევანდელი, ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოვძვრეთ და დანარჩენი მერე... ასე გადარჩენის შანსს მაინც ვიტოვებთ, თუ არადა ამ მგლების ხროვაში..... მივიპარებით ისტორიიდან(ფხიზელმა თქვა)
ამ დალაპარაკება--მოლაპარაკებაში მე მინდა რომ აუცილებლად საჩვენო ხეირი გამოვიდეს, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, რაღაცა ,,გამოვგლიჯოთ,, თორემ ეს თუ არ გამოვიდა, მაშინ ისე ეგენი რა ჯანდაბად მინდანან?? ამ დალაპარაკებაში მე საჩვენო ხეირს ვგულისხმობ მაგრამ არა მთელი 25 წლის ნატანჯ--ნაწვალების წყალში გადაყრას
.. რის დათმობის სანაცვლოოდ?? --რისა და ნატო არა! ..და ჰააა......ჰააა ბათუმში მაგათი ბაზა დაბრუნდეს. გრამი არაფერი მეტი.. თანაც არაფერი პოსლეზე--- ყველაფერი ხელი ხელში....მოგვატყუებეენ????? იმიტომ გქვია პოლიტიკოსი და იმიტომა ხარ ხელისუფალი რომ არ მოეტყუებინო
არადა წარმოიდგინე.... დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ რომ ვთქვათ ..ნატო არა!... .ხომ წარმოგიდგენია ეგენი ამისთვის რას არ გაიღებენ? უბრალოდ მომენტი გვაქვს ეხლა,..... მომენტი.
.ხოოდა სწორედ ამ მომენტით შეიძლება საქართველოსთვის რაღაცა სარგებელის ნახვა. თორემ ისეეე.... ორივე ჭირს წაუღია
რაც შეეხება მართლა ,,ზვიადისტებს,,... ჩემზე მეტი ზვიადისტი აქ არავინ მეგულება!!!!
სამწუხაროა რომ გვიან, მაგრამ მაინც მიხარია რომ ეხლა მაინც გავიგე... რა, როგორ, ვინ, რატომ, რისთვის და ა.შ.

ბოლოს ...უბრალოდ .... ვიწყინე და იმიტომ გაწყენინე........გაატარე..

Munji

2017-07-14 18:03:04

ბიკენტი
აშშ-ს რა მექანიზმი აქვს ამ ორი " ტვირთის" დასამძიმებლა და რატომ უნდა აიღოს თავის თავზე ეს უსიამოვნო როლი, რა რჯის? - ბარემ ესეც აგვიხსენით...

ბიკენტი

2017-07-14 19:38:53


წავიკითხე მე თქვენი კომენტარები; პაპა და munji

რატომ უნდა აიღოს თავის თავზე აშშ-მ ეგ ერთობ არასასიამოვნო მისია?
აქ ალბათ იგულისხმება რატომ უნდა გაისარჯოს ის უანგაროდ ? თუ იცის
რომ სანაცვლოდ ჩემი თოხისტარის და პაპას ორშიმოს გარდა ვერაფერს
მიიღებს?
-საქართველო თავის ადგილმდებარეობით ბევრად მეტ ღირებულებას
შეადგენს,ვიდრე ზემორე ჩამოთვლილი ნივთები.პარტნიორული
ურთიერთობები პოლიტიკაში ძვირად ფასობს.გარდა ამისა გარემოებები
აიძულებენ. მაგ ლოგიკას თუ გავყვებით ტრამპს ისედაც არაფერი აკლდა
რა უნდოდა წვენებში? პარტნიორული ვალდებულებები პოლიტიკაში
ქმნიან გარემოს.

პაპა მე დალაპარეკებას ვერავის ავუკრძალავ.ამის არანაირი უფლება არ
მაქვს.პირველი კომენტარი იმიტომ დავწერე,რომ დიდი ალბათობით ასე
წარმომიდგენია მოვლენების განვითარება. თუ ვცდები ძალიანაც კარგი.
მაგრამ ისე არ გამოვიდეს,რომ ის კაცი მართლა წვენებში აღმოჩნდეს
ჩვენივე მეცადინეობით,ისე რომ ამ ქვეყანამ ხვიშტი მიიღოს,ეგ უკვე
უეჭველი.
ამიტომ ვფიქრობ,რომ თუ მოლაპარაკება იქნება ის უნდა იყოს სამმხრივი ჩემი აზრით

ტორი

2017-07-14 20:16:23

ბიკენტი,

ამიტომ ვფიქრობ,რომ თუ მოლაპარაკება იქნება ის უნდა იყოს სამმხრივი ჩემი აზრით
------------------
არა, ოთხმხრივი - ევროპა აუცილებლად უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებაში...
ან, ორმხრივი - ერთი-ერთზე...

ავხსნი: ამერიკასთან რუსეთს არ აქვს იმდენად მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტაქტები, რომ მისი დაკარგვით სერიოზული ზარალი განიცადოს...ეს დაადასტურა უკრაინასთან დაკავშირებულმა სანქციებმა...
პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით კიდევ, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ...
ესეც ნათლად გამოჩნდა სირ/იაში - კოლუმბის ყველა დარტ/ყმას კიდევ უფრო სერიოზული დარტ/ყმით უპასუხა რუსეთმა...

სულ სხვა საქმეა ევროპა - რუსეთის უპირველესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი...ახლაც კი, ორმხრივი სანქციებისა და კონტრსანქციების პირობებში, ევროპა კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს სეგმენტად...
მხედველობაშია მისაღები პროექტებიც, მათ შორის ახალი ენერგომაგისტრალები, რომელთა გაჩერებაც რუსეთის ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს...

თუ ევროპაც ჩაუდგება გარანტად საქართველოს, იქნებ რამე გამოდნეს...
მაგრამ, შედეგის მისაღწევად ისეთი დათმობებია საჭირო, ამერიკა ამაზე არ წავა...
ყველა მოლაპარაკების შედეგის 2/3 მათ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს...მხოლოდ ამ შემთხვევაში აცხადებენ ისინი მოლაპარაკებაზე თანხმობას...

დიდი ალბათობით, რუსებს გააღიზიანებთ კიდეც ამერიკელების მონაწილეობა მოლაპარაკებებში...

რაც შეეხება გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას, გეთანხმები, განსაკუთრებით, აშშ-თურქეთ-ევროპის ურთიერთობების გაუარესების ფონზე...

ბიკენტი

2017-07-14 21:11:29

ტორი.

კი ბატონო,იყოს ოთხმხრივი. ჩვენც რო ვლაპარაკობთ, გეგონება ვინმეს ესმოდეს ან საერთოდ კითხულობდეს:))
-მაგრამ არაუშავს,მომავალი წინ არის.და ისეთი იქნება,როგორსაც შევქმნით.

ტორი

2017-07-14 21:58:22

ბიკენტი,

ჩვენი საუბრის თემის გაგრძელებაა:
სულ ორიოდე საათის წინ სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთი მზად არის 2, 5 მილიარდ დოლარად შეიძინოს რუსული С-400 -ის ორი ბატარეა...
2018 წლისთვის კი ამ სახეობის იარაღის წარმოებას თავად თურქეთი დაიწყებს...

თუ ეს გარიგება მართლა შედგააააა...

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ იარაღით თურქები, საჭიროების შემთხვევაში, სრულად გადაკეტავენ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს...

ტორი

2017-07-14 22:06:25

ხვდები ხომ, ეს რატომ ხდება? კოლუმბმა, რომლის სტრატეგიული პარტნიორიც თურქეთი იყო, როგორც ნატოში, ისე რეგიონში, ქურთების სასარგებლოდ დაადო "მეგობარს"...
ევროპაზე აღარაფერს ვამბობ - დღე ერთია და ასჯერ მაინც ახსენებენ ერდოგანის ავტორიტარულ რეჟიმს...
ისინიც ნატოს ბლოკის "მეგობრები" არიან...

სულ ცოტა ხნის წინ /რუსების თვითმფრინავის ჩამოგდებისას/, ამას ვინმე იფიქრებდა?
ეს ჭკუის სასწავლი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სახელმწიფოებს შორის მეგობრობის სჯერა...
არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები და მეტი არაფერი...

papaeqsperti

2017-07-14 22:29:29

ბიკენტი


მოლაპარაკებაში მე მხოლოდ და მხოლოდ ,,გარანტირებულ ხეირს,, ვგულისხმობ
სწორედ ამისთვის მინდა ეს მოლაპარაკებები.
ყველა მხრიდან, ყველა მხრიდან უნდა შემოუარონ ამ ჩათლახებს, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ათქმევინონ----- სანაცვლოდ რა დედიმათისა უნდათ....

დათიკო

2017-07-15 03:26:50

ამაგიჟებს ეს ხალხი ნამდვილად!!!! ვერ გაიგეს რა სურს რუსეთს(პუტინს) რა მართლა არ იცით ? აი, აი, აი, რა არის ეს სიბრიყვე თუ მასობრივი გამოთაყვანება!? არ იცით ხომ ?მაშინ მე გეტყვით სიმართლეს და არ ატეხოთ ახლა ვაი-ვიში : რუსეთს უნდა ქაოსი , სამოქალაქო ომი , დანგრევა და დაქცევა, სიღარიბე და კრიმინალი, მაფია და ნარკომანია, ქართველთა ამოწყვეტა და საქართველოს მარტივ მამრავლებად დაშლა, ამას ის აკეთებს ყველგან მის ირგვლივ სადაც ამის საშუალება და რესურსი აქვს. არა გჯერათ ? არ გინდათ ისმინოთ და არ გინდათ დაინახოთ ? სირაქლემას პოზაში წაკუზულებს საპნის ძებნა არ გაგიჭირდებათ, იქნებ უმტკივნეულად ჩაიაროს ყოველივემ? და მერე რა გავაგრძელოთ გულზე მღიჯის კვრა ჩვენა ვართ და ჩვენი ნაბადიო, ეხ, ეხ, ერთი გვყავდა ,,გიჟი" რომელმაც თავის დამკვიდრება შენებით, რეფორმებით, სტერეოტიპების ნგრევით შეეცადა (აბა გიჟის გარდა ვინ მოინდომებდა ამას საქართველოში) . ხო არ აყაყანდეთ ახლა აქ რავინაა,,იმისტი" და ,,ამისტი" ყველას თავის ცოდვისთვის მოეკითხება... მეორე მის მაგვარი (ოღონდ უკეთესი) ვინღა გამოჩნდება ? წინსვლა საჭიროა და რა უნდა ფეხაკრეფით ვიაროთ? ფრთხილად რომ მტაცებელმა არ ჩაგვკრას ნისკარტი ? გაიგეთ და იცოდეთ რომ ნებისმიერი ჩვენთაგანის უზნეო საქციელისთვის არა მარტო ჩვენ არამედ ჩვენივე სამშობლოს , ჩვენ შვილებს, ოჯახებს მოეკითხება,მოგვეკითხება უცოდინრობისთვის, უზრუნველობისთვის, სიზარმაცისთვის თუ სიბრიყვისთვის,ქურდობისთვის თუ ბოზ ობისთვის. თუ არ გამოვფხიზლდით წაგვლეკავს ცოდვის აშმორებული ნიაღვარი, ვერავინ იპოვის სულიერ სიმშვიდეს სიხარულს და მადლს,მტრები კი გულმოდგინედ გვიზრდიან ქართველჭამია ვირთხებს და ბევრი ჰყავთ უკვე მომრავლებული .......

gio2000

2017-07-15 16:54:37

ყველაფერი რაც დღეს ჩვენს თავსაა- ჩვენი გამოუცდელობისა და ემოციურობის შედეგია.
რა გვინდა ჩვენ?!როგორც ყველა ნორმალურ ხალხს- გვინდა ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნოდეს და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ.ეს ცხადია და ალბათ,ყველასათვის- გასაგებია.
პრობლემები კი ამის მისაღწევად- უამრავი გვაქვს, მაგრამ ,ყველაზე დიდი პრობლემა- აქამდე ჩვენს საკუთარ გულუბრყვილობასა და გამოუცდელობაში იყო უმეტესად.
რა შეცდომები დავუშვით-?!
ალბათ, ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ და მხოლოდ ამის და მიღებული გააზრებული გამოცდილების შემდეგ- ვეცადოთ უფრო სწორად ვიმოქმედოთ.
შეცდომები:
თავისუფლებას დიდხანს მოქყურებულებმა-თავიდანვე ყველაფერი იმავწუთს მოვინდომეთ,
არასწორად მოვიქეცით სოხუმისა და ცხინვალის მიმართ,
ერთმანეთთან ჩხუბი ვამჯობინეთ საერთო მტრის მიმართ გაერთიანებას.
და რაც მთავარია- გულუბრყვილოდ დავიჯერეთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში შესაძლებელია
ქვეყნებს შორის მეგობრობის ,ან , სიმპათია- ანტიპათიების არსებობა!!!
შეცდომა იყო ჩვენი სამოქალაქო ომი გამსახურდიას დროს, შეცდომა იყო აფხაზეთის ომი,
შეცდომა იყო დაპირისპირებები ე.წ. "სამხრეთ ოსეთში".
არცერთი ქვეყანა არ შეიძლება ჩავთვალოთ უღალატო და მოყვარულ ძმად და ზედმეტი იმედები დავამყაროთ მათზე. ამიტომ იყო, რომ შეცდომა დავუშვით 2008 წელსაც, როდესაც ზედმეტი იმედები დავამყარეთ ჩვენს სიტყვიერ მეგობრებზე და ყველა პოლიტიკური ხერხით არ შვეცადეთ ომის თავიდან აცილებას.
მაგრამ, ასევე, შეცდომას ვაკეთებთ დღეს, როდესაც ერთი მდიდარი ადამიანის იმედზე ვრჩებით!!!.
ასეთი გამოცდილების მიღების შემდეგ- ალბათ, ყველა ქვეყანა გამოიტანდა შესაბამის დასკვნას-რომ:
ჩვენს თავზე- ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ!!! უნდა გამოვიყენოთ გარშემო ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების
ყველა ნიუანსი- ჩვენს სასარგებლოდ.ვიყოთ პოლიტიკურად გონიერნი და არ ვთაკილობდეთ არავითარი მოლაპარაკებებისა და საუბრების შანსს- ჩვენი ინტერესების თუნდაც ერთი პროცენტით წინ წაწევისათვის.
მაგრამ სრულიად ვეთანხმები იმასაც ,რომ არ იქნება სასურველი მოსალაპარაკებლად ჩვენი პირისპირ დასხდომა რუსეთის იმპერიასთან. ჩვენ აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ რუსეთს,მაგრამ ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ასევე თავისი პრეტენზიები აქვთ ამ ქვეყანასთან და ამიტომ ,ნაწილობრივ შეგვიძლია დროებით ისინი ჩვენს მოკავშირეებად ჩავთვალოთ - გარკვეულ საკითხებში მაინც და ვეცადოთ კარგად დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები და ამასთანავე- ვისწავლოთ პრაგმატული და მოქნილი დიპლომატია!!!
ამისათვის კი ნიჭიერი და გონიერი ადამიანების მოზიდვაა საჭირო ხელისუფლებაში და არა ის გაქანებული და დამღუპავი ნეპოტიზმი და გახარბებული და ზღვარსგადასული "ფულის კეთება", რაც დღეს სუფევს ჩვენს გარშემო!!!.
მაგრამ, ამ ყველაფრის მოგვარებას- გონიერი და ძლიერი პიროვნება სჭირდება სათავეში. და რაცარუნდა ამტკიცონ
,რომ პიროვნებას არა აქვს მნიშვნელობა- ეს ასე არ არის და ქვეყნის ძირეული გარდაქმნებისას- ყოველთვის საჭიროა სათავეში ასეთი ძლიერი პიროვნების არსებობა.არა ვარ დიქტატურის მომხრე, მაგრამ, ჩვენ დღეს არანაკლებ საომარ მდგომარეობაში ვართ და ომში კი, თუ არ იარსებებს ძლიერი და გონიერი მთავარსარდალი- ასე ომს ვერავინ მოიგებს!!!. ჯერ ეს "ომი" გვაქვს გადასატანი. რასაკვირველია, იარაით და ხოცვა- ჟლეტის რეალურ ომს არ ვგულისხმობ(თუმცა,დღეს არც ესაა გამორიცხული).
არა მგონია, რომ თავიდანვე და დღესვე მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის სრულ თავისუფლებას,(რისთვისაც უდიდეს სახელმწიფოებსაც ვერ მიუღწევიათ თანამედროვე მსოფლიოში) ,მაგრამ უნდა ვეცადოთ, და ნაბიჯ- ნაბიჯ ვიმოძრაოთ საქართველოს გაძლიერებისაკენ-და ვიყოთ უფრო გონიერები, თავშეკავებულები და მოქნილები პოლიტიკაში.
სამწუხაროდ,პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ ეფემერული და დროებითი მტრობა- მეგობრობა. მუდმივი კი, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები ამბობენ-მხოლოდ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს!!!

მუენია

2017-07-21 16:36:07

..და რა გვსურს ჩვენ....????????????....

მუენია

2017-07-21 16:41:07

....მარშიროვკობა კია გაჩაღებული პლეხანოვზე ....უწესო ქალების და კაცების....პარადი როდი იქნება ნეტავ,,???

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80