„ჩვენ საქმე არ გვაქვს ბანერებთან, საქმე გვაქვს სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც განთავსებულია ამ ბანერების უკან“
პოლიტიკა

„ჩვენ საქმე არ გვაქვს ბანერებთან, საქმე გვაქვს სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც განთავსებულია ამ ბანერების უკან“

„ჩვენ საქმე არ გვაქვს ბანერებთან, საქმე გვაქვს სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც განთავსებულია ამ ბანერების უკან“
თამთა ქარჩავა

2017-07-13 23:04:43

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კანონის გაუქმება არ მოხდება. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, მინისტრი განმარტავს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელებულა წლების განმავლობაში სწორი მიმართულებით, თუმცა არ გამორიცხავს მომავალში ხელისუფლებამ გარკვეულ ცვლილებებზე იმუშაოს, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ.

„ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც ჯდება ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებაზე, მეტი სარგებლის მიწოდებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. მათ შორის, ევროპული ინტეგრაციიდან თუ ჩვენს პარტნიორებთან სხვა თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარე. ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით გვქონდეს გარკვეული მსჯელობები, სიახლეები და ეს არ ეხება მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მავთულხლართებით და შეზუდვებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები გაცილებით ბევრი ადამიანი ზარალდება, როცა ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერირტორიაზე გადმოსვლას ცდილობენ.

„ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ერთ, ან ორ ბანერთან, ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც განთავსებულია ამ ბანერების უკან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს. საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ პირველ რიგში ეს არის ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლების პროცესის გაგრძელება, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის მდგომარეობას. გარდა ამისა, დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდა ინფორმაცია, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ - გალის რაიონში ე.წ. დოკუმენტების დარიგება ქართული მოსახლეობისთვის, რომლითაც ისინი ფაქტობრივად საკუთარ მიწა-წყალზე ხდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც კიდევ უფრო ზღუდავს ადგილობრივების ისედაც უუფლებო მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს. მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს.

„რუსეთი ცდილობს, საქართველო წარმოჩინდეს როგორც არშემდგარი, აგრესიული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ყველა საერთაშორისო ფორმატში განიცადეს მარცხი და საქართველოს პოზიციები ყველგან არის ძალიან მყარად მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ისინი აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა საქართველოს მთავრობა ამოაგდონ წარმატებული სვლის რიტმიდან.

ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით რას აკეთებს ოპოზიცია - ერთი ნაწილი ოპოზიციის ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, მოგვიწოდებს რა, დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ახორციელებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შედეგად მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების მიზანს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით თითქოს შესაძლებელია პრობლემების მოგვარება.

მინდა ვთხოვო ყველას, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად ცივი გონებით, შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე შევაფასოთ არსებული რეალობა და შევეცადოთ, ერთად შევეწინააღმდეგოთ აგრესიას“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ მიწებთან ერთად შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი არხი და ტყე მოექცეს. უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, რომელიც ადგილზე ჩავიდა, ამბობს, რომ ამ პროცესის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს შესუსტებაა, რომელსაც ყველა ერთად უნდა დაუპირისპირდეს.

„სადემარკაციო სამუშაოები ეს არის ისევ რუსეთის მიერ ცალმხრივად ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკვე ფიზიკური გამოვლინება, ამას ცხადია, არც საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ე.წ. სადემარკაციო ხაზის იქითაც და აქეთაც არის საქართველოს ტერიტორია და ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები. არასდროს ჩვენ ამას ლეგიტიმურად არ აღვიქვამთ“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

მცოცავი ოკუპაციისა პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შეხვედრებს განაგრძობენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირის დამყარებაში დაეხმარება. პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატები, კერძოდ, ვლადიმერ პუტინის „ედინაია რასიას“ და „კომუნისტური“ პარტიის წევრები მონდომებული არიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები მოგვარდეს.

„საუბარი იყო გაყინულ კონფლიქტებზე. ყველა მონდომებულია, ყოველ შემთხვევაში, დუმაში მონდომებული არიან ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრას ეს საკითხები, სოხუმის, ცხინვალის საკითხები და მოხდეს ურთიერთობა“, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

ქართველი დეპუტატების რუსეთში ვიზიტის პარალელურად, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომლის განცხადებით, იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩნდება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის და საქართველოსა და აფხაზეთს შორის, არსებობს მექანიზმი - ჟენევის დისკუსიები.

„ამ დისკუსიების მთავარი თემა კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერებაა. უკვე დიდი ხანია, განიხილება კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებებს მტკიცეს გახდიდა. სამწუხაროდ, ქართული დელეგაცია მათ მიღებას აფერხებს, რადგან სურს, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ეს არ გამოვა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ნანახია - 1480

მეგრელი

2017-07-13 23:26:42

კონგრესში შესულია პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის კანონპროექტი . ის დარეგისტრირებულია 438 ნომრით. ეს უკვე სერიოზულია. შესაძლოა ლავროვის მკაცრი ტონი ამას უკავშირდება. რუსეთ-აშშ ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. ყველაფერია მოსალოდნელი.

მეგრელი

2017-07-13 23:37:30

https://twitter.com/NATO?ref_src=twsrc%5Etfw&ref_url=https%3A%2F%2Fmir24.tv%2Fnews%2F16257493%2Fistoricheskoe-izvrashchenie-zaharova-raskritikovala-rolik-nato
----------------------------------------------
ნატოს ოფიციალუტი ტვიტერი. 11 ივლისის როლიკი ლატვიაზე . ასეთი რამ შემთხვევითი არ იდება.

მეგრელი

2017-07-14 10:34:14

http://eurasia.expert/yadernyy-shchit-evropy-v-es-gotovyat-pochvu-dlya-sozdaniya-yadernykh-sil/

მეგრელი

2017-07-14 10:37:35

არც ეს ინფო არის ფეიკი. და ვინმემ დაპოსტოს ეს არაწინასაომარი რიტორიკაა -ორივე მხრიდან

papaeqsperti

2017-07-14 16:49:18

წინასაომარია და ..... მოსტ/ყვნია ორივეს კეთილები
ნატალიმ დიდი ხანია მაგათ ,,ძალების ურთიერთშემოწმების ადგილი,, მოუნიშნა
ხოდაა წინაც წყალი და ... უკანაც წყალი
შენ მერე ნახე პარდი ...
მე ორივეს თავდაუზოგავად ვუბალეშიკებ...

papaeqsperti

2017-07-14 16:52:35

ვურჩევ ჩინეთს..............(იმედია როგორც დიდ ექსპერტს დამიჯერებენ)--- ნუ ჩაერევ მაგ დედამიქინძულების საქმეში, თორემ... გამშველებელს მეტი ხვდებაო......ღირსიც იქნება აბა ჰეეეეეე...ბოქსს

arichopra 2

2017-07-14 18:38:55

რაიო ვალიკო რა მინდაო?! ანუ, მეგრსეთი უნდა გელი ნუ დაგვტანჯე, რაო ამ ჯერად რა გვინდაო?! რუავანადგუროთო, ომი გვინდაო?!

arichopra 2

2017-07-14 18:40:36

ანუ მეგრელი ნუ დაგვტანჯე, რაო ამჯერად რა გვინდაო?! რა უნდა გავანადგუროთ რუსეთი, ომი გვინდაო?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80