ბილ კლინტონი ქართველ მძღოლს გამოეხმაურა
რეტრომედია

ბილ კლინტონი ქართველ მძღოლს გამოეხმაურა

ბილ კლინტონი ქართველ მძღოლს გამოეხმაურა
„კვირის პალიტრა“, 14-20 თებერვალი, 2000 წელი

2017-07-14 12:01:28

საქართველოს მოქალაქემ სოსო თოფურიძემ აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონისაგან საპასუხო წერილი მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის წერილში გამოთქმულია იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება თოფურიძესა და საგზაო პოლიციას შორის კონფლიქტს სამართლიანად მოაგვარებს.

სამი წლის წინ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა თოფურიძეს მართვის უფლება უსაფუძვლოდ ჩამოართვეს იმ საბაბით, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში უჯდა საჭეს.

სამართლის საპოვნელად დაზარალებულმა მიმართა არამარტო მსოფლიოს თითქმის ყველა სამართალდამცავ ორგანიზაციას, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თვით პრეზიდენტსაც.

როგორც საქართველოს შსს პრესცენტრში განაცხადეს, ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ თოფურიძეს დაუბრუნდა უკანონოდ ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო საგზაო პოლიციის 5 თანამშრომელი კი სამსახურიდან დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, თოფურიძემ ეს არ იკმარა. მან საგზაო პოლიციას მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო პროცესების პარალელურად, თოფურიძემ საქართველოში ჩამოაყალიბა მძღოლთა უფლებების საგზაო პოლიციის ავტოინსპექტორთა თვითნებობისაგან დამცავი საზოგადოება. როგორც მანვე განუცხადა ჟურნალისტებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, იგი სამართლიანობას აღადგენს, რადგან მისმა კონფლიქტმა პრინციპული საზოგადოებრივი ხასიათი შეიძინა.

 

 

 

 

ნანახია - 296

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80