„ეს უფრო ფსიქოლოგიური წნეხია ჩვენი დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ“
საზოგადოება

„ეს უფრო ფსიქოლოგიური წნეხია ჩვენი დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ“

„ეს უფრო ფსიქოლოგიური წნეხია ჩვენი დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ“
მარიამ თოდაძე

2017-07-15 08:30:51

„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ - ამ წარწერითდატოვეს მწვანე ბანერი ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა. ანუ აქცია, სლოგანით - „არა ოკუპაციას“ - დასრულებულია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს, სოფელ ბერშუეთში შეიკრიბნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებლიდან, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, აქციის მონაწილეებმა ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

აქციის მონაწილეების ერთი ჯგუფი საოკუპაციო ზოლში დამონტაჟებულ ბანერებთან მიახლოებას შეეცადა. თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქცია დასრულდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რა შეიძლება დავუპირისპიროთ რუსთის აგრესიას, კვლავ დიდხანს იქნება აქტუალური. ძნელი სათქმელია, რა შედეგს მოიტანს, მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა საოკუპაციო ზოლში აქტივობები დაანონსეს და განაცხადეს, რომ შეიქმნება სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც საოკუპაციო ზოლში იმორიგევებენ.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, კვლავ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, თუმცა ცხადია, რომ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე შანსი არც ისე დიდია.

„რეალური სურათი კი ასეთია: 2008 წელს, რუსეთმა, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში, იმ ფარგლებში, რომელიც, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა აღდგენილი სანაკოევის „ალტერნატიული ადმინისტრაციის“ გაუაზრებელი პროექტის განსახორციელებლად.

ამჟამად რუსეთი ახდენს, ამ საზღვრებზე, გამყოფი ხაზის მავთულხლართებით დაფიქსირებას, ანუ ბორდერიზაციას (სწორედ ამ ტერმინს იყენებენ საერთაშორისო დამკვირვებლები).

აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს იკავებს დისკუსიაში შევიდეს „ნაცმოძრაობასთან“ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ დეოკუპაციის მტკივნეულ და ყველა ქართველისათვის საერთო საქმეს ამით არაფერი ეშველება. მაგრამ, მეორე მხრივ, სათქმელი უნდა ითქვას, რადგან ობიექტური დიაგნოზის გარეშე პრობლემის მკურნალობა შეუძლებელია“, - წერს სოციალურ ქსელებში ყოფილი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, თედო ისაკაძე.

ექსპერტი ზურაბ აგლაძე - თვლის, რომ არახალია ლავროვის განცხადებები და რუსეთს ნამდვილად აღიზიანებს დასავლეთის და კერძოდ აშშ-ს აქტიურობა ჩვენს რეგიონში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს დღემდე აქვს პრეტენზია, რომ მისი ისტორიული გავლენის სფეროა და მას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლებები ამ რეგიონში.

„რაც შეეხება ამ ნაბიჯებს, ფიქოლოგიური წნეხის სახეს უფრო ატრებს, თუნდაც კაზაკების შემოყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგება, ეს ფსიქოლოგიური წნეხია საქართველოს ხელისუფლებაზე. როგორ მუშაობს ეს სხვა საკითხია, რეალურად, ჩვენი ხელისუფლება საბაბსაც კი არ აძლევს ამ ეტაპისთვის რუსეთს რაღაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგას“, - მიიჩნევს ზურაბ აგლაძე.

მისი შეფასებით, ასეთი იყო, არის და იქნება რუსეთის პოლიტიკა, - სურს ჩვენი ევროატლანტიკური სწრაფვა როგორმე ჩაახშოს და ამ ფსიქოლოგიური წნეხით როგორმე უარი გვათქმევინოს იმის შიშით, რომ ამას კიდევ მოჰყვება ნაბიჯები მათი მხრიდან.

ამასთან, აგლაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე, რუსეთს არ აქვს საშუალება, რომ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას საქართველოს მიმართ.

„ვგულისხმობ სამხედრო აგრესეიას, არ არის ამ მდგომარეობაში როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ღია აგრესიის სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს რუსეთს და იცის, ეს კიდევ უფრო დააზიანებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს. ამიტომ, სამხედრო კონფლიქრის რისკი მინიმალურია, თუმცა, ეს მცოცავი ოკუპაცია, ზეწოლა, ჯარების განლაგება საზღვრათან, ასეთი ფაქტები გახშირდება, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი საერთაშორისო აქტიურობა.

საქართველოს შემთხვევაში, მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ“, - აცხადებს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას საგარეო პოლიტიკის „ალისონის“ ცენტრის დირექტორი, ლიუკ კოფი.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სუვერენიტეტს, თვითმმართველობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და გარეშე ჩარევის და გავლენის საფრთხისგან დაცვას.

„შუა აზია, კასპიის ზღვის აუზი და სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო არის მნიშვნელოვანი. უპირველესად, ვიტყოდი, რომ ეს რეგიონი ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების უზარმაზარ პოტენციალს სთავაზობს. შეერთებულმა შტატებმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სუვერენიტეტს, თვითმმართველობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და გარეშე ჩარევის და გავლენის საფრთხისგან დაცვას. იმედი მაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში მეტ აქტიურობას გამოიჩენს. არსებობს დიდი რისკები და გამოწვევები, ყველაზე აშკარა რუსეთია. რუსეთი „გაყინული კონფლიქტებით“ და უკანონო  კუპაციით სარგებლობას ნახულობს, ყველა დანარჩენი კი ზარალდება. მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში, რუსეთმა რეგიონზე ზეწოლის განხორციელება მოახერხა ისე, რომ მოსკოვი სარგებლობს, ყველა სხვა კი ზარალდება. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, „მცოცავ ანექსიასთან“ დაკავშირებით, ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ. ისეთი შეხედულების ქონა, რომ რუსეთს შეუძლია უკანონო ოკუპაციის გაღრმავება და ამაზე პასუხს არ აგებს, ძალიან გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკაა“, - აცხადებს კოფი.

რა შედის ამ ეტაპზე აშშ-ს გეგმებში, ჯერ საბოლოოდ ცხადი არ არის, თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, რომელიც კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში როდესაც ხდება მსგავსი ფაქტი, მიუღებელია როგორც ცივილური სამყაროსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ძნელი სათქმელია, რამდენად დამაიმედებელი შეიძლება იყოს, მაგრამ იან კელის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ხელოვნურია და ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

„რაც ხდება არის ხელოვნური აქტი, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აშშ ამას არასდროს არ აღიარებს. რაც შეეხება მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რაც აქვს ქართულ მხარეს, უფრო მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში, უფრო მეტი საუბარი და თანმიმდევრული ქმედება ამ მიმართულებით“, - განაცხადა იან კელიმ.

„ე.წ. ბორდერიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას“, - მიჩნევს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი.

„რაც შეეხება საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, წლების წინ, როდესაც აქ ჩამოვედი მსგავსი სიტუაცია იყო. ე.წ. ბორდერიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ამას მოჰყვება პრაქტიკული შედეგები: იზღუდება გადაადგილების თავისუფლება. ეს საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ის მხარდაჭერა, რასაც დასავლეთის დიპლომატები გამოხატავენ უდავოდ, მნიშვნელოვანია. ამასთან, საინტერესოა რუსეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრებისას დღის წესრიგში დადგება თუ არა საქართველოს თემა რომელიმე დასავლელი ლიდერის მხრიდან. ამ ეტაპზე რასაც ვაკვირდებით, როგორც ჩანს, ამ დონეზე სასაუბროდ ნიადაგი მზად არ არის.

ნანახია - 1078

antoni

2017-07-15 19:49:25

ხელისუფლება თავს იკავებს დეოკუპაციის საკითხზე ნაცებთან დისკუსიაში შევიდესო (!)
კი მაგრამ ოკუპაცია ვისით გვჭირს? მეცოცხეებმა არ წააგეს ომი დღენახევარში? იქნებ ისინი არ ზეიმობდნენ გამარჯვებას რუსთაველზე! იქნებ სხვამ ჩააბარა კოდორი უომრად და "რაღაც ქვების გროვა" მისცა რუსს ახალგორში!
ვინ ფორთხავდა და ღეჭავდა თუ გახსოვთ?
შევარდნაძის გაყვანილი რუსის ჯარი მათ არ შემოაბრუნეს?
და მათთან ვინ და რაზე უნდა "იდისკუსიოს"?

ფხიზელი

2017-07-16 16:36:08

ზუსტად ასე იქცევიან სომ/ხებიც: წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო სწევენ საზღვარს

(Фактически еще до оккупации Карабаха, накануне распада СССР одним из первых армянских незаконных захватов чужих территорий стало именно «передвижение» границы в районе Худжабского монастыря. В результате чего если в годы СССР грузино-армянская граница проходила примерно в 100 метрах южнее монастыря в лесу по склону горы Лавлар, то сейчас армяне настаивают, что граница проходит в 300 метрах севернее монастыря по опушке леса".

ამას აკეთებდნენ სსრკ-ს დროს:

«Для того, чтобы присвоить памятник грузинской архитектуры 13-го века – Худжабский храм, армянская сторона продвинула границу на 400 метров вперед, и памятник оказался на территории Армении» (К. Харадзе, Истинный наследник памятника, газета «Ахалгазрда коммунисти», 15.10.1988.).)

აგრძელებენ დღემდე.

და კაციშვილი ხმას არ იღებს!

ფხიზელი

2017-07-16 16:36:49

https://www.kavkazplus.com/news.php?id=15021#.WWqyYCtJkRY

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80