ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ დღის წერიგზე შეთანხმდა
პოლიტიკა

ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ დღის წერიგზე შეთანხმდა

ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ დღის წერიგზე შეთანხმდა
თამთა ქარჩავა

2017-07-15 14:00:54

ოპოზიცია ხელისუფლებას ახალ პოლიტიკურ დღის წერიგს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კერძოდ, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის მზად არის. ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში, მათ შორის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კონსულტაცია შედგება და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მმართველი გუნდი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება გაიმართოს შეხვედრა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. თუმცა ადასტურებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დიალოგის კარი არ არის დახურული და არის გარკვეული სეგმენტები, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი.

„გუნდის შიგნით შესაბამისი მსჯელობა იქნება და განისაზღვრება გარკვეული ფორმატი. შესაძლებელია, სავარუდოდ კონტრშეთავაზება მიიღოს უმრავლესობიდან ოპოზიციურმა ფლანგმა. არანაირი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვეულებრივი პროცესით გაგრძელდება კონსტიტუციის პროექტზე პარლამენტში მუშაობა და მესამე მოსმენით საშემოდგომოდ განიხილება.

აქ არის გარკვეული იურიდიული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამის გამოყენებით, თუკი იქნება შესაბამისი კონსენსუსი კონკრეტულ საკითხებზე, რაღაც გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობილი ხდება, რომ ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდნენ მმართველს გუნდს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არიან ყველა საკითხზე ისაუბრონ ხელისუფლებასთან, ორიენტირებული არიან შეთანხმებაზე და კონსენსუსზე. ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება ჟურნალისტებს „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ გააცნო. როგორც კაციტაძე ამბობს, შეთანხმებასა და კონსენსუსს სჭირდება ორმხრივი კომპრომისები.

„ძალიან გაფართოებული შემადგნელობით შეიკრიბა პოლიტიკური ოპოზიცია. 20-მა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ერთი და მთავარი გადაწყვეტილება - ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ხელისუფლებას, მზად ვართ, რომ ყველა საკითხზე ვისაუბროთ და ორიენტირებული ვართ შეთანხმებაზე და კონსენსუსზე. აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ შეთანხმებასა და კონსენსუსს სჭირდება ორმხრივი კომპრომისები.

ამ განცხადებით მივმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას ასევე საერთაშორისო საზოგადოებას. პოლიტიკური ოპოზიცია მზად არის შეთანხმებისთვის შეხვდეს ხელისუფლებას და კონკრეტული თემები გადაწყვიტოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო კანონპროექტი იქცევა კონსტიტუციად. ყველა საკითხზე ღია ვართ სასაუბროდ. კომპრომისები ჩვენთვის დასაშვებია, დეტალები იქნება საუბრის დროს დაზუსტებული“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მსჯელობა მმართველ გუნდთან დიალოგის დროს შეეხება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც. ამავე თემაზე საუბრისას კაციტაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის წინ რაიმეს დეკლარირება ჩაითვლება ულტიმატუმად.

„მსჯელობა ამ საკითხს შეეხება, თუმცა შეთანხმება და გადაწყვეტა რამდენად იქნება, ვერ გეტყვით. ჩვენ გვაინტერესებს ხელისუფლების მოსაზრება ამაზე. შეხვედრა როცა წინ არის, წინასწარი დეკლარირება ჩაითვლება ჩვენი მხრიდან ან ულტიმატუმად ან პირობების დაყენებად. ჩვენ არ ვაყენებთ ულტიმატუმებსა და პირობებს, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე გავმართოთ მსჯელობა და ორიენტირებული ვიყოთ შეთანხმებაზე“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

დიალოგისთვის მზად არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ როგორც პარტიის წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, ოპოზიციური პარტიების პოზიციები არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე დაფიქსირდა, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა.

„არის კონსენსუსი იმაზე, რომ კონსტიტუციის შემოთავაზებული მოდელი მიუღებელია. ეს პროექტი განსხვავდება იმ პროექტისგან, რომელიც მმართველმა გუნდმა წარუდგინა ვენეციის კომისიასა და ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, მათ მოატყუეს ვენეციის კომისიაც და ქართული საზოგადოებაც.

პოლიტიკური სპექტრი ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასთან მიმართებაში, არ შეცვლილა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას სურს კონსენსუსის მიღწევა, იმ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რა მოცემულობითაც დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლა. მისივე თქმით, ხელისუფლებას მოფიქრებული აქვს ერთჯერადად, 2020 წლისათვის საარჩევნო ბარიერის დაწევა და ბლოკების დაშვება, მაგრამ ეს არავითარი დათმობა არ არის და თამაშს წარმოადგენს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი იმისა, შექმნას სატელიტი პარტიები, წაახალისოს ისინი და შეიყვანოს პარლამენტში. ხოლო 2020 წლის შემდგომი არჩევნებისთვის პარტიებს დახვდება აწეული ბარიერი და ბლოკების აკრძალვა. ეს არის თამაში და სურთ, რომ ამას კონსენსუსი დაარქვან“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

ნანახია - 1624

tngh

2017-07-15 14:27:59

ოპოზიცია ულტიმატუმისთვის არის მზად, და არა კონსესუსითვის. მათი მიზანი კონსტიტუციის ჩაგდებაა, რადგან პროექტში ქორწინების განმარტება და უცხოელებზე მიწის უპირობოდ გასხვისების აკრძალვაა დაფიქსირებული. სამწუხაროა, რომ ამ "თამაშს" "პატრიოტთა ალიანსი" და "დემოკრატიული მოძრაობაც" არიან აყოლილები. თუ კოსესუსი უნდათ 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარი იდეალური ვარიანტია, 3%-ანი ზღვარით...

antoni

2017-07-15 15:43:05

ისევ კონსესუსზე და ოპოზიციაზე; ოპოზიცია დღეს ვენებს იჭრის პროპორციულის 2020-დან შემოღებაზე, არადა ეს ეწერა პროექტში და ზოგმა საკონსტიტუციო კომისია მიატოვა, ზოგიც გარედან იბრაგუნებდა მჯიღებს მკერდზე ... რომ გაუარესდა, ახლა იმას ითხოვენ :-)
ამ ცვლილებებს დავითაია, ხარატიშვილი, ბაღათურია, ედპ, მუხ. ბურჭულაძე, გამსახურდია, თორთლაძე და ბერძენაძე მხარს თუ დაუჭერენ (ვთქვათ) ხომ იქნება ცვლილება ხელისუფლების გარდა 8 პარტიის მიერ მხარდაჭერილი? ე.ი. კონსესუსი მიღწეული? არადა ამ პარტიების წევრებიან, ოჯახის წევრებიან-საბიძაშვილო-სამეგობროიანად ეს არის სულ 3 ან 3,5 ათასი კაცი;ამას დაამატეთ თუ გინდა ამათზე ორჯერმეტრეიტინგიანი კუკავა, კაციტაძე, რესპები, ალასანიასა და პ ბურჭულაძის ნარჩენები... და ესაა სულ 7-8 ან 10 ათასი ადამიანი და ეს უჭირს კონსტიტუციას???
თუ კონსესუსი გახდა სასაცილო და საღადაო სიტყვა?

cugo

2017-07-15 15:48:39

ზაზა ბიბილაშვილს
---------=------
შე კრიმინალო მეცოცხევ,ბიძინა ივანიშვილმა თქვენ დაგასამარათ შერეული სისტემით.რატომ ითხოვთ ასე კატეგორიულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას?.როცა თქვენ, ჯალათები იყავით ხელისუფლებაში მაშინ რატომ არ გადახვედით პროპორციულ სისტემაზე?.თქვენი ლოგიკით როცა ნაცკრიმინალები იყვნენ ხელისუფლებაში შერეული სისტემა კარგი იყო,ახლა როცა სხვა პარტიაა ხელისუფლებაში შერეული სისტემა მანკიერი ყოფილა.ხომ ლაპარაკობთ ,,ოცნებამ,,დაღუპა ქვეყანა,ყველაფერი უკან მიდისო,ჩვენ ვართ გამოცდილი პოლიტიკოსებიო,ხალხი ჩვენ გვიჭერს მხარსო.რატომ გეშინიათ შერეული სისტემის?.საქმე იმაშია,რომ ხალხს ეზიზღებით,იმდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში.ხალხთან არ მიგესვლებათ,იმიტომ არ გინდათ მაჟორიტარები.ხომ ნახეთ 2016 წლის არჩევნებში 73 ოლქიდან ყველა წააგეთ.მიეჩვიეთ იმ აზრს რომ თქვენ ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში.თქვენ ბიძინამ სამუდამოდ მოგისროლათ პოლიტიკურ სანაგვეზე და იქ დარჩებით სიცოცხლის ბოლომდე.თქვენ თქვენს შვილებსაც დაუკარგეთ მომავალი.თქვენს მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი სისასტიკე და ჯალათობა ბუმერანგივით დაუბრუნდება თქვენს შვილებს.თუ გიფიქრია იმაზე 9 წლის განმავლობაში რამდენი დედა აატირეთ,რამდენი ქალი დააქვრივეთ,რამდენი ბავშვი დააობლეთ,რამდენი პერსპექტიული ახალგაზრდა მოკალით, რამდენს ცხოვრება დაუნგრიეთ.იმხელა უტიფრები ხართ ამ უსასტიკეს და უმძიმეს დანაშაულობებს შეცდომას უწოდებთ.თქვენ პოლიტიკოსები კი არა კრიმინალები ხართ.სავსებით სწორი იყო ,,ქართველთა მარშის,, მოთხოვნა ,,ნაცმოძრაობის,,გაუქმების შესახებ.

Maverick

2017-07-15 21:54:20

cugo,

ხალხს მარტო ნაცებზე კი არა ყველა ოპოზიციურ პარტიაზე , მათ შორის პოზიციურებზეც და /არ/აქართულ ოცნებაზეც ერევა გული, ეს გულისრევა მგონი ივანიშვისაც გადაედო და მალე აბლატავებული სახელოიანი და უსახელო, განდიდებული და დამდაბლებული პარლამენტის წევრებისა და ხელისუფალთა გულყრებს, ჩასოლებაისა და ჩასვრის, ფიცი-ფუცის, ეკლესიებში, მჩხიბავებთან, შემლოცავ-გამომლოცავებთან მარათონის მოწმეც გავხდებით!!!.........................................................

ტორი

2017-07-16 08:06:50

antoni,

მაგ 3 ათასმა კაცმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და ცა და დედამიწა შესძრა - 300 ათასად გამოჩნდნენ...

ჩვენ?
კუხნებში ვსხედვართ, ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ...ვალმოხდილები...

3 მილიონი 3 ატასადაც აღარ ვჩანვართ...
კოდალებად ვიქეცით...

კარგი ცხოვრება გვინდა - არაფრისთვის...

ტორი

2017-07-16 08:12:17

ფორ.ჯი, ხომ არ იცი, რა მოხდა 14 ივლისს თბილისში, ღამით, აღმაშენებელზე?
არ იცი თუ თქვენც გადაგედოთ სახადი?

ამას თუ გაარკვევთ, იქნებ ბარემ ისიც გაიგოთ, სახალხო დამცველი ცოცხალია თუ მკვდარი?
უფლებადამცველები, გიგაურები, ნაცვლიშვილები, ყველა სახის ფერადები და გარეწრები სად აორთქლდნენ?

antoni

2017-07-16 09:55:50

ამბებიგე-ში წავიკითხე (მე იქ არ ვაკომენტარებ) - ირ. კორძაიამ განაცხადა, თავის დროზე მერაბიშვილი მართლა გაიყვანეს საკნიდან; მაშინ მე სასჯელაღსრულების სამინისტროში ვმუშაობდი და ეს მინისტრმა სუბარმა მითხრაო.
ჩემი ღრმა რწმენით ეს უნიჭო ტყუილია და რატომ: იმ ამბის აგორებიდან 3 წელზე მეტია გასული და თუ მართლა გაიგო, რატომ მაშინვე არ იყვირა როგორც წესიერ კაცს შეეფერებოდა? ე.ი. ან წესიერი არაა, ან ტყუის!
რატომ უნდა ტყუოდეს? ორი მიზეზით - 1. რაღაც მიზეზით (პოლიტიკური?) მედიასივრცეში ამოტივტივება უნდა 2. ვიღაცამ ამ ჭორის გავრცელებაში ფული მისცა
კორძაიას პოლიტიკურ ამბიციებზე არავინ საუბრობს, ე.ი. "ფული ბაბაია, ფული"
თუ ორივე ლოგიკურ მსჯელობას გავაერთიანებთ, უწესობა და ფული!
და ვიღაცის უზნეო მიზნისთვის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის რეიტინგი დასცეს, ჭორი უნდა აგვიგოროს და მეორე უზნეოს ინტერესისთვის, რომ ფული იშოვოს, ამ ჯღანაობას უნდა ვუყუროთ?

antoni

2017-07-16 14:55:57

თავის ფორმითა და "ნავაროდკით" გავიხსენე - მაშინ კორძაიაც გამოდიოდა და განცხადებებს აკეთებდა, რომ არავითარი საკნიდან გამოყვანა არ ყოფილაო (შეგიძლიათ მოიძიოთ)
პ.ს. აი ჭორის გავრცელებაში შემკვეთიც გამოჩნდა, სულ ახლახან ოთ. კახაძე გამოჩნდა და იმ ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდა უმრავლესობას :-) აგორდაა! ახლა მომსახურების ფასიღაა გასარკვევი

tngh

2017-07-16 19:52:02

ის, რომ პატივცემულ ირაკლი კორძაიას 2 წელი და 7 თვე დასჭირდა "გაყვანის" ზღაპრის შეთხზვისათვის გასაკვირი არ არის. გასაკვირია, ნორმალურმა ადამიანებმა რატომ უნდა დავიჯეროთ ის "დიშოვკა" ზღაპარი, რომელიც "რუსთავი 2"-ზე გაჟღერდა...

Maverick

2017-07-17 01:21:10

tngh,

იმიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ მაზოხისტურ პარტიას, რომელიც თავის თავს "ქართულ" ოცნებას ეძახის და სინამდვილეში თვითმკვლელი პარტიაა, ასე სურს და წარმატებით ასრულებს ყოჩის როლს, რომელიც ცხვრების ფარას უფსკრულისაკენ მიაქანებს...

დროა გამოვფხიზლდეთ, ქუდზე კაცი გამოვიდეთ, თორემ შთამომავლობა დაღუპვის კარზე მიგვყავს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80