სრული განუკითხაობა სალომბარდო ბიზნესში
ეკონომიკა

სრული განუკითხაობა სალომბარდო ბიზნესში

სრული განუკითხაობა სალომბარდო ბიზნესში
ბექა დანელია

2017-07-15 19:30:42

ბოლო პერიოდში, ლომბარდით მოსარგებლე პირები ე.წ. კრედიტოფიცრებისგან ან ლომბარდის წარმომადგენლებისგან ხშირად ზარალდებიან. პრობლემაა როგორ ნივთის შეფასება, ასევე ამა თუ იმ ტექნიკის ყოველგვარი დოკუმენტაციის (ყუთის) გარეშე ჩაბარება. ჯერჯერობით სალომბარდო ბიზნესი თვითდინებაზეა მიშვებული და არანაირის კანონი, არც ერთი სახელმწიფო სამსახური მის რეგულაციას არ ახორციელებს.

ამ დროს ლომბარდით მოსარგებლე პირების ან თავდებში მდგომი ადამიანების უფლებები ირღვევა. ლომბარდის ტიპის დაწესებულებებში მომხამერებლთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, იურიდიულ კომპანიებში ყოველდღიურად, ათეულობით შეტყობინება შედის.

იურისტ ანა გორდეზიანის ინფორმაციით, ისეთი შემთხვევების დროს, როცა ლომბარდით მოსარგებლე ადამიანები ან თავდებში მდგომი პირები თანხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ე.წ კრედიტოფიცრები ხშირად კანონდარღვევით მოქმედებენ და მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, ნივთის რეალიზაციას ახდენენ.

„სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ორი კვირით ადრე წერილობით ფორმით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, არ გაუგზავნოს მოვალეს შეტყობინება, თუ პროდუქტი მალფუჭებადია ან თუ დაყოვნების შედეგად, შეიძლება საბაზრო ღირებულება შემცირდეს. თუმცა, პრაქტიკაში, როგორც წესი, ნივთის დაუყოვნებლივი რეალიზაციის აუცილებლობის შემთხვევები ძალიან მცირეა.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მუხლით, კანონმდებელი გარკვეულწილად, იცავს მოვალის ინტერესებს და კრედიტორს ავალდებულებს, ნივთის რეალიზაციამდე დამგირავებელს დამატებით განუსაზღვროს ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რათა მოვალემ შეძლოს ფულადი ვალდებულების შესრულება. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირობები ირღვევა, მოქალაქეს, არაინფორმირებულობის გამო, უმძიმდება მდგომარეობა და ხდება მისი ნივთის რეალიზაცია“, - აღნიშნა გორდეზიანმა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ლომბარდები ტექნიკას ისევ საბუთის გარეშე იბარებენ. ეს კი მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და მობილური ტელეფონების გახშირებული ქურდობის მიზეზი ხდება. ხალხი ლომბარდების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს. თავად საფინანსო დაწესებულებები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ამოძრავებს მათი დისკრედიტაციის სურვილი.

პრობლემად ითვლება ნივთის შეფასების კრიტერიუმებიც, რომელიც ხშირად, ექსპერტის შეფასების გარეშე ლომბარდის წარმომადგენელთა მიერ ფასდება.

„იშვიათად თუ შეხვდებით ლომბარდებს, რომელიც ნივთის შეფასებას ახორციელებენ ექსპერტის (სპეციალისტის) მეშვეობით. როგორც წესი, კრედიტორები პირადი შეხედულებით ახდენენ ნივთის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების შეფასებასა და ღირებულების დადგენას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მანქანის რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. აღნიშნულს განაპირობებს კრედიტორის იმპერატიული მოთხოვნა, რაც საბოლოოდ, აზარალებს დამგირავებელს, თუმცა მას არ გააჩნია ალტერნატივა, იმდენად, რამდენადაც ხელშეკრულების პირობებზე პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, კრედიტორი უარს იტყვის სესხის გაცემაზე“, - აცხადებს იურისტი.

უნდა აღინიშნოს, რომ სალომბარდე ბიზნესი ამოვარდნილია ყოველგვარი სივრციდან. ერთადერთი მარეგულირებელი არის სამოქალაქო კოდექსის ის ნაწილი, სადაც საუბარია მსესხებელსა და კრედიტორს შორის ურთიერთობაზე. სხვა არანაირი მექანიზიმი არ არსებობს. კანონი რომ აუცილებლად მისაღებია, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ პროცესი მუდმივად ჭინურდება. ეს არის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.

ნანახია - 666

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80