სპორტის გაუნათლებელი ვარსკვლავები
სხვადასხვა

სპორტის გაუნათლებელი ვარსკვლავები

სპორტის გაუნათლებელი ვარსკვლავები
for.ge

2017-07-17 11:21:41

ლებრონ ჯეიმსი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის  ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს, თავისი პირველი ტიტულის მოგებამდე ავტომობილის მართვაც კი არ სცოდნია, ზედმეტია საუბარი უმაღლეს განათლებაზე. სამაგიეროდ, მასთან მრავალმილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ ისე, რომ მისი დიპლომით არავინ ინტერესდება.

მარია შარაპოვა

შარაპოვამ პროფესიული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და მოგეხსენებათ, ამ ასაკში სკოლის დამთავრებაც კი შეუძლებელია, არათუ უმაღლესი სასწავლებლის. უნივერსიტეტის დიპლომის არქონამ არ შეუშალა ხელი მარიას, გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩს, მარია შარაპოვას მსგავსად, არც სკოლა დაუმთავრებია და არც უნივერსიტეტი, სამაგიეროდ, მას ჰყავს მეუღლე, რომელსაც მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესადმინისტრირების დარგში. უნდა ითქვას, რომ ჯოკოვიჩის კორტებზე გამომუშავებული მილიონები საიმედო ხელშია.

უსეინ ბოლტი

100 მეტრის 10 წამში გარბენას დიპლომი არ ესაჭიროება და ასე გაურბის უმაღლესის დიპლომს იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, რომელიც თანამედროვეობის უსწრაფეს ადამიანად და მსოფლიოს რეკორდსმენად არის ცნობილი.

 

 

ნანახია - 394

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80