თეთრუაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიცია გაამყარა
ბლოგი

თეთრუაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიცია გაამყარა

თეთრუაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიცია გაამყარა
თამთა ქარჩავა

2017-07-18 00:51:56

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. სოწრედ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ედავება სახელმწიფო ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს. საქალაქო სასამართლოში 5 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის მდივან-რეფერანტი დახურულ პროცესზე სასამართლოში ისე შევიდა, რომ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

თეთრუაშვილი სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა. მანდატურების სამსახური თეთრუაშვილს მთავარ შესასვლელთან დახვდა და სასამართლო დარბაზში სპეციალური კორიდორის საშუალებით შეიყვანეს. დახურულ სასამართლო პროცესზე საქმის მთავარმა ფიგურამ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამის მიტანა არასდროს უთხოვია, ასევე არ დაუვალებია კალიუმის ციანიდის შოვნა, როგორც ამას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები განმარტავდნენ.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით კიდევ ერთელ დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.

„დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც პროკურორის განცხადებით, წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ.

„შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა - „თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენები?“, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა.

ასევე შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიაქის მდივანი. ერთ-ერთი პირი ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანამდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი და ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორისგან განსხვავებით, ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის პროკურორი ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ რეალობიდან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამიტომ არის სასამართლო პროცესი დახურული, რომ მათ არ სურთ, რეალური ინფორმაცია გაიგოს საზოგადოებამ.

„პატივცემული პროკურორი არ შეეხო იმას, შორენა თეთრუაშვილმა აბსოლუტურად ვერანაირად ვერ დაადასტურა და არც შეეცადა დაედასტურებინა, რომ გიორგი მამალაძეს რაიმე ანგარების მოტივი ექნებოდა მისი მკვლელობის. ასევე, მან პირდაპირ და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა საბაბი, ის მოეკლა.

ასევე, კითხვაზე, თუ იცოდა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა მის მკვლელობას, მან თქვა, რომ მე არ ვიციო. მან ასევე თქვა, რომ ძალიან ბევრ ტკბილს მოიხმარს და ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც შაქარს არ ჭამდა და ტკბილს, როგორც პროკურატურა აპელირებდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერებით“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხნენ ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მამა ანდრია გვაზავა, მამა დავით ჭინჭარაული და პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.

დაკითხვა დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, სასამართლო პროცესზე კითხვები დაუსვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც, თუმცა რა კითხვები ჰქონდა ბრალდებულს, მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია.

„გავეცი ყველა კითხვას პასუხი, რა თქმა უნდა, დეკანოზმა დამისვა კითხვები, ასევე კითხვები დამისვა ყველამ ვინც დარბაზში იყო. ამზადებდა თუ არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას და არის თუ არა დამნაშავე არ ვიცი, მამალაძეს ჰკითხეთ“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა დღევანდელ სასამართლო პრეოცესზე კონკრეტული პასუხების ნაცვლად, ზოგადი ფრაზებით გასცა პასუხი ყველა დასმულ კითხვებს.

„ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს, კონკრეტულად იმ კითხვებზე არანაირად პასუხს არ სცემდა, რომელიც ვთქვათ, გასაგები იქნებოდა. მხოლოდ ზოგადი ფრაზირებით იყო შემოფარგლული. მეუფე იაკობის განმარტებით, ის ელოდება სასამართლოს დამთავრებას და როგორც საქმის, ისე ჩემს მიმართ აქვს გარკვეული პრეტენზიული კითხვები, მაგრამ რა ვერ გეტყვით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ნანახია - 1288

ცუგო

2017-07-18 10:15:25

გიორგი რამიშვილის, მისი ოჯახის და ადვოკატების მიმართ მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში: სიბინძურე! ღემრთო, გონზე მოიყვანე ისინი და შეუნდე. მეც შემინდე რომ განვიკითხავ.

ცუგო

2017-07-18 10:16:05

გიორგი რამიშვილის, მისი ოჯახის და ადვოკატების მიმართ მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში: სიბინძურე! ღმერთო, გონზე მოიყვანე ისინი და შეუნდე. მეც შემინდე, რომ განვიკითხავ.

ამაპოლა

2017-07-18 12:52:19


"... შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ედავება სახელმწიფო ბრალდება ..." - რა, მოკლა?

"მკვლელობის მცდელობა" ხომ არ უნდა იყოს, ქ-ნო თამთა?

ანდრეი

2017-07-18 13:07:01

წუმპე საპატრიარქოს წუმპე და ძონძი წარმომადგენლები - გულის ამრევი და გორსალა დედაკაცი შორენა,და უბინძურესი და უგორსალესი ,ვინმე მამალაძე,რომელსაც ვიღაც მისმა მსგავსმა ძონძმა რატომრაც ,,დეკანოზობა,, დააბრალა...

თავს დავდებ,თუ საპატრიარქოს რომელიმე წევრს,თავიდან ბოლომდე ჰქონდეს წაკითხული ან ძველი,ან ახალი აღთქმა!

თუნდაც ქუთაისის კარიკატურული ეპისკოპოსი, საქაბაბის ყოფილი ,,ბუფეტჩიკი,, და აფერისტი კალისტრატე რად ღირს!

წიხლებით არიან გასაყრელები საპატრიარქოდან ეს თვით მარქვია ეპისქოპოსები და დეკანოზები...

წუმპე! ნამდვილი წუმპე!

არ გადააყოლეს ისედაც გაუბედურებული საქართველო ამ გორსალა მამალაძის და გორსალა შორენას სიბინძურეებს!

lali

2017-07-18 20:11:47

ანდრეი-ს ფრთხილად იყავი, საკუთარმა ღვარძლმა და ბოღმამ არ დაგაღრჩოს.

ანდრეი

2017-07-18 20:46:39

LALI

მიხედე შენს დამპალ ნიფხავს! შენს მამიკოს გაარეცხინე და თავზე წამოახურე)))))

lali

2017-07-18 23:57:01

ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო ო ო

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80