მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან
ეკონომიკა

მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან

მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან
ბექა დანელია

2017-07-29 18:00:08

ყვითელი მიკროავტობუსებსა და მძღოლებსა შორის დაპირსიპირება უკვე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სამაშრუტო ტაქსებში კონდინცირების შესახებ პრობლემის თაობაზე ყველასთვის ცნობილია, 40-გრადუსიან სიცხეშიც კი მისი მოგვარებავერ ხერხდება. “თბილისის მიკროავტობუსში” ამტკიცებენ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და კონდინციონერიც თითქმის ყველგან ჩართულია, დედაქალაქის მერის ინფორმაციით კი, გაგრილების სისტემით `მარშრუტკების~ მძღოლების მხოლოდ მესამედი სარგებლობს.

„თბილისის მიკროავტობუსში“ არსებულ გაურკვეველობამ მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს გადაჰკიდა. გუშინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია მგზავრსა და ყვითელი „მარშრუტკის“ მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები:

„სამსახურში მიმავალს ეს ამბავი გადამხდა თავს. ფეხზე მდგომმა მგზავრმა მძღოლს შეწუხებული ხმით კონდიციონერის ჩართვა სთხოვა, მძღოლმაც მცირე ჩაბურტყუნებული წუწუნის შემდეგ ჩართო და ყველას ფანჯრების დახურვა სთხოვა. გაღიზიანებულმა მგზავრმა მაინც გააგრძელა ლანძღვა-გინება.

მძღოლმა ჯერ მშვიდად სთხოვა რომ დამშვიდებულიყო და ჩასულიყო ტრანსპორტიდან. ეს კაცი კვლავ აგრძელებდა გინებას, უკვე პირადად მძღოლის მიმართ. უკვე ყველა შევწუხდით, ერთხმად ვთხოვეთ ამ კაცს ჩასვლა. ამის შემდეგ კვლავ გინებით კართან მივიდა და რკინის ხურდები მძღოლს პირდაპირ სახეში შეაყარა. მანქანიდან რომ ჩავიდა, მძღოლმაც თავი ვერ შეიკავა და წინ მიმავალ მგზავრს კარი მიარტყა“, - წერს ვიდეოს ავტორი.

როგორც აღვნიშნეთ, მძღოლებსა და მგზავრებს შორის საქმე უკვეფიზიკურ გარჩევებამდე მივიდა. მომხდარ ფაქტს მალევე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც აღნიშნა, რომ აშკარად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს.

„სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეულ ნაწილში კონდიციონერები არ არის გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, ის არ მუშაობს. ვაწარმოებთ დაკვირვებას და ბოლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედია ჩართული.

ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე.თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს.

სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებულიხელშეკრულებით, თბილისის მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„თბილისის მიკროავტობუსში“ კი აცხადებენ, რომკონდიციონერები ყველა მიკროავტობუსში გამართულად ფუნქციობს.გარდა ამისა, მძღოლებს ზაფხულში შეღავათიანი სისტემით მუშაობენ,რაც გაგრილების სისტემაზე ხარჯების სრულად დაფარვის საშუალებასიძლევა.

უფრო ადრე „თბილისის მიკროავტობუსმა“ განაცხადა, რომმძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც ცხელი დღეებისგანმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებული დაარ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს.

ნანახია - 1269

leviko

2017-07-29 22:06:15

დახოცეს ერთმანეთი, ომი არც კი გვჭირდება ერთმანეთს ისედაც ვუსწორდებით, ეს მარშუტკის მძღოლები კიდევ ძალიან გაჯეჯილდნენ მოკლედ ავარია რომ მოხდეს მერე რუსეთს დააბრალებეი ალბათ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80