„თბილისის მერიის მიერ ველოტრასების მოწყობა სტანდარტების დარღვევით ხდება“
დაიჯესტი

„თბილისის მერიის მიერ ველოტრასების მოწყობა სტანდარტების დარღვევით ხდება“

„თბილისის მერიის მიერ ველოტრასების მოწყობა სტანდარტების დარღვევით ხდება“
სალომე სოსელია commersant.ge

2017-07-30 11:41:05

ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს და მის პარტნიორ კომპანია „ივერია მოტორსს“ საქართველოს დიდ ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარება სურს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო ველოტრასების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისსა და ზუგდიდში. ქიშმარია აცხადებს, რომ თვითმმართველმა ერთეულმა უნდა მოაწყოს საერთაშორისო სტანდარტების ველო-ტრასა ფრანგული კომპანია კი შემოიყვანს ველოსიპედებს, დაამონტაჟებს  ველოსადგომებს და გადახდის სისტემას.

„საუბარი იყო თბილისში ძირითად ტურისტულ მარშრუტებზე ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ვაჟა-ფშაველა, აღმაშენებელი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი და ეს იქნებოდა ეფექტური მოქალაქეებისთვის. დღეს,  მერიას დაწყებული აქვს რამდენიმე  ველოტრასის მოწყობა, თუმცა ის არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ჩვენმა კომპანიამ წარმატებულად განახორციელა ველოტრასების პროექტი ბათუმში და სწორედ ბათუმის მსგავსი ტრასები უნდა იყოს დანარჩენ ქალაქებშიც“ აცხადებს ქიშმარია

მისივე თქმით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში, შეხვდნენ ოფიციალურ პირებს. იყო შეხვედრები ზუგდიდში , ფოთში, თვითმმარეთველმა ერთეულებმა გამოთქვეს დაინტერესება და მზადყოფნა, თუმცა პირველი ეტაპზე ტრასის მოწყობა უნდა დაიწყოს- რაც ჯერჯერობით არ გვაქვს.

როგორც ირკვევა, საუბარია ზუგდიდის ძირითად ნაწილში ველოტრასების მოწყობაზე, ასევე ზუგდიდის სადგურიდან ანაკლიამდე დაახლოებით 35 კილომეტრის ტრასის გაკეთებზე.

კომპანია 3-5 მილიონი დოლარის ინვესტირებას განიხილავს  ველოსიპედების შემოყვანაში და შემდეგ საინვესტიციო მოცულობები გაიზრდება.

გიორგი ქიშმარიას ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ფრანგული კომპანია დუბაიში ველოინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობს და შესაძლებელი იყო, რომ დუბაის ნაცვლად ინვესტიცია საქართველოში წამოსულიყო.

„ სმუვს მთელს მსოფლიოში იცნობენ, რადგან კომპანიას 50 ქვეყანაში აქვს ოფისები, ეს კი ნიშნავს, რომ მეტი და მეტი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში. თვითმმართველმა ერთეულმა თავის თავზე უნდა აიღოს პროექტი, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ 21-ე საუკუნე არ არის შავი ჯიპების საუკუნე, ეს არის ინოვაციების საუკუნე, კომფორტული გაადგილება მნიშვნელოვანია და თუ ეს გაკეთდება, ბევრი ადამიანი ივლის ველოსიპედით“ აცხადებს ქიშმარია.

 კომპანია SMOOVE  2008 წელს შეიქმნა, დიზაინის შემუშავების, დამზადების, მონტაჟის და ავტომატიზებული ველო-გაქირავების სისტემის კონტროლის და მათი ტექნიკური მომსახურების, მართვისა და დამატებითი ველოსერვისის შექმნის მიზნით.

 

ავტორი: სალომე სოსელია

ნანახია - 589

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80