აგვისტოში ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების პიკი იქნება
დაიჯესტი

აგვისტოში ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების პიკი იქნება

აგვისტოში ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების პიკი იქნება
"რეზონანსი"

2017-08-02 11:41:32

ზაფხულობით, ცხელ დღეებში, დედაქალაქში ტოქსიკური ნივთიერებები უფრო აქტიურდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს ამ დროს ადამიანის ორგანიზმი კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობს მავნე ნივთიერებების ზეგავლენას. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსის ზღვარზე შენარჩუნდება. ქალაქში სიცხის გამო ჰაერი საშინლად ჩახუთულია და სწორედ ასეთ დროს მომწამვლელი ნაწილაკები უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ დროს ვითარდება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადება.

ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ გადაბმული ცხელი დღეები განსაკუთრებულად ამძიმებს ქალაქში არსებულ მდგომარეობას და აუტანელი სიცხის დროს აუცილებელია, ადამიანებმა სახლში გაატარონ დღის პირველ ნახევარი. ტოქსიკური ნივთიერებებისგან ჰაერის გაწმენდა თითქმის შეუძლებელია და არსებობს ისეთი ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც სიცხის დროს მრავლდებიან.

როგორც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველოში რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ეს უკვე ცნობილია. შარშან ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველ ადგილზეც დაგვასახელა ჰაერის დაბინძურების მხრივ. ამ კუთხით არაფერი კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ზაფხულში კი ვითარებას ამძიმებს მაღალი ტემპერატურა და მისგან გამოწვეული ანომალიები.

"მაღალი ტემპერატურა დიდ გავლენას ახდენს ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციის მატებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში დედაქალაქში ყოფნა ორმაგად საზიანოა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს და სასუნთქი გზების პრობლემა აწუხებს. ასეთ დროს მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ვისაც აქვს საშუალება, სჯობს, ქალაქგარეთ წავიდეს.

აქ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არის შრომის პირობები, რომელიც ირღვევა ძალიან უხეშად. როდესაც 39 გრადუსს აღწევს ტემპერატურა, სავალდებულო უნდა იყოს დასვენების გამოცხადება, თუმცა ასეთ დამოკიდებულებას ჩვენ ვერსად ვხედავთ, ვერც საჯარო სექტორში და ვრეც კერძო სექტორში. ეს არის დიდი პრობლემა და პირველი ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას.

არანაირი რეგულაციები ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ კომპანიები სახელმწიფომ დაავალდებულოს და დამსაქმებლებმა თანამშრომლების ჯნმრთელობაზე იზრუნონ. აქ ხშირია დარღვევები, არავინ ზრუნავს ხალხის ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჰაერის დაბინძურებაზე უკვე ათეული წლებია, აქტიურად საუბრობენ. ჯანმრთელობისთვის ერთნაირად მავნებელია ჰაერის დაბინძურება როგორც შენობებში, ისე მის გარეთ. მთავარი დამბინძურებლებია მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, რომლის სიჭარბეც უმეტესად სწორედ სიცხეში იჩენს თავს. როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია, მავნე ნაწილაკები უფრო აქტიური ხდება, შესაბამისად, რისკიც იზრდება.

დაბინძურებული ჰაერი უმთავრესად სასუნთქი სისტემის დაავადებს იწვევს, მაგრამ არცთუ იშვიათია სხვა ორგანოთა დაზიანებაც.

ტოქსიკოლოგების ინფორმაციით, დღესდღეობით ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება. ისინი სავალალოდ მიიჩნევენ დღევანდელ მდგომარეობას და ზაფხულის პერიოდში მოსახლეობას დედაქალაქის დატოვებას ურჩევენ.

ტოქსიკოლოგი ირმა ბროლაძე იმ დაავადებებზე საუბრობს, რომლებიც ასეთ დროს თავს იჩენს და ორგანიზმს ნელ-ნელა ფიტავს:

"ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები ძირითადად მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც ბავშვი უფრო მეტ მავნე ნივთიერებას ჩაისუნთქავს, ვიდრე ზრდასრული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოზარდის გარიდება სიცხის დროს ქალაქიდან სადმე კურორტზე ან სოფელში. გარდატეხის ასაკში რისკი საგრძნობლად იზრდება, რომ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადება აიკიდოს ადამიანმა.

სიცხის დროს უფრო აქტიურდება მავნე ნივთიერებები. წელიწადის სხვა დროს ისინი ილექება ორგანიზმში და ნელ-ნელა ანადგურებს მას. ზაფხული კი ის დროა, როდესაც ბაქტერიები ორმაგად იჩენენ თავს და ორგანიზმს შიგნიდან "ჭამენ".

მაღალი ტემპერატურის დროს ჩვენი სასუნთქი სისტემა განსაკუთრებით გრძნობს დაბინძურებული ჰაერის უკუჩვენებას და ვამბობთ, რომ დახუთულობაა. ეს დახუთულობა კი არ არის, არამედ დაბინძურებული ჰაერია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ვირუსით და ბაქტერიით~, - განუცხადა "რეზონანსს" ექიმმა-ტოქსიკობოგმა ირმა ბროლაძემ.

საფრთხის შემცველი უმაღლესი დონის ნივთიერებების ზღვარი საქართველოში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში. თუმცა წ3, #წ2, თწ2 და შეწონილი ნივთიერებების – ზქ10-ისა და ზქ25-ის დონე ამ დაბალი სტანდარტის პირობებშიც კი აღემატება დასაშვებ ნორმას. 

ნანახია - 723

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80