უოტერსი და SSA Marine ანაკლიაში შედიან
საზოგადოება

უოტერსი და SSA Marine ანაკლიაში შედიან

უოტერსი და SSA Marine ანაკლიაში შედიან
თამთა ქარჩავა

2017-08-02 16:30:54

უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიაში ხელი მოეწერა ნაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებას. ხელმოწერის ცერემონის გიორგი კვირიკაშვილი, მაიკ პენსი, მთავრობის წევრები და ინვესტორი კომპანიების წამომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ამერიკული კომპანია საქართველოში ორნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური პორტის მშენებლობასა და განვითარებას მოხმარდება. SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.

„კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს.

პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ - საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC) და მეორე მხრივ - „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ უოტერსთან და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა საქართველოს უწევს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო მადლიერია იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაჟღერებული ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ჩვენ მოწოდებული ვართ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტი ეკონომიკური შინაარსი შევძინოთ - ეს ამ შესანიშნავი თანამშრომლობისა რა მორიგი, არამედ უმთავრესი ნათელი ნიშანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რობერტ უოტერსმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება სატრანსპორტო დერეფანი, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

„ჩვენთვის კი ეს ახალი პროექტია. გვსურს გავხდეთ ამ საზოგადოების და ქვეყნის ნაწილი. ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ მარტივად, რადგან უნდა გამართლდეს გარკვეული მოლოდინები. პირველ რიგში, ეს არის ძალიან კარგი ბიზნეს-შესაძლებლობა კომერციული თვალსაზრისით, მეორე - ეს ძლიერი და ერთგული პარტნიორობის შეძენაა და მესამე - ეს ხელისუფლების მხარდაჭერაა“, -განაცხადა რობერტ უოტერსიმ.

ანაკლიის პორტის კონსორციუმისა და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაიკ პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და ამერიკა იმუშავებენ ბიზნესის სფეროში, ამერიკა გაამყარებს ბიზნეს-ურთიერთობებს საქართველოსთან.

„მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს-ურთიერთობების გამყარების თვალსაზისით. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამისა.

ჩვენ კიდევ მეტად შეგვიძლია გავამყაროთ ეკონომიკური განვითარება და ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში.

ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ მყარი მიმართულებისთვის, რომლითაც თქვენი ქვეყანა მიდის, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენ ურთიერთობაში“, -  აღნიშნა მაიკ პენსმა.

თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს ადასტურებს.

„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩათვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაშ ასე, ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელიმამუკა ხაზარაძე ამბობს,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” იმ გრაფიკს მიჰყვება, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს წინაკვლევითი სამუშაოები, რომლის ძირითადი ნაწილი - 80% დასრულების ფაზაშია.

„წლის ბოლოს დაიწყება ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტად წოდებული - ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობასთან, კერძო ინვესტორებთან ერთად ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ დიდ გარღვევას, კონკრეტულად ანაკლიას გავხდით დამაკავშირებელ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, აღმოსავლეთსა და აშშ-ს შორის. ამერიკული კომპანიის ამ პროექტში მონაწილეობა სწორედ ამაზე მეტყველებს.

საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. წინ მეტი გასაკეთებელი გველოდება, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პროექტი სრული სვლით მიდის და ჩვენ ძალიან მალე მომსწრეები ვიქნებით იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად იწყება „ანაკლია სითის“ მშენებლობა, რომელიც იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

„ჩვენ ვართ ახლა იმ პროცესში, რომ ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის შემოვიყვანთ ძალიან მსხვილ ოპერატორს. მიდის მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ნანახია - 2044

bessala

2017-08-02 18:13:43

ამ თემას არ ეხება ,მაგრამ თბილიში რომ სატრანსპორტო ტაბლოები ტიტკმის აგარ მუშაობს რატომ არავინ არ იგებს მას ნუტუ აგარ არის საჩირო ეს სერვიზი, ხალხი გაწამებული დგას გაჩერებებზე , ეს ურცხვი სატრ, კომპანია კი განცხადებასაც არ აკეტებს კიდიათ რა.

დომნა

2017-08-03 10:41:10

-საკმაოდ რთული პროცესი იყო ამ პროექტის აქამდე მოყვანა. წინ მეტი გასაკეთებელი გველოდება, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პროექტი სრული სვლით მიდის და ჩვენ ძალიან მალე მომსწრეები ვიქნებით იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.- ამ სიტყვებმა გამახსენა ძველი_ფაბრიკა მუშებს, მიწა გლეხებს_ და ნაყოფი ხელისუფლებას რომ მიქონდა თითქმის სრულად. ნეტა ყველასთვის საიმედო იქნებოდეს შედეგი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80