ევროპის ეკონომიკას კიდევ 40 წელი ვერ დავეწევით
პოლიტიკა

ევროპის ეკონომიკას კიდევ 40 წელი ვერ დავეწევით

ევროპის ეკონომიკას კიდევ 40 წელი ვერ დავეწევით
ბექა დანელია

2017-08-04 18:00:21

ეკონომიკა წელს შედარებით სწრაფად იზრდება, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ მიღწეული შედეგი მაინც არასაკმარისია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ პატარ-პატარა წინსვლა ხელშესახებ ასახვას ვერ ჰპოვებს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. საინტერესოა  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ასეთი ტემპით რამდენ წელიწადში მიაღწევს საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს?

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი თემურ ბასილიას განცხადებით, ამგვარი ზრდით მაჩვენებლით საქართველო  ევროკავშირის ღარიბი ქვეყნების დონეს შეიძლება დაუახლოვდეს 20-25 წლის შემდეგ, შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი 2058 წლისთვის. გამოდის, რომ ევროპის ეკონომიკას კიდევ 40 წელი ვერ დავეწევით.

„კითხვას - როდის იქნება შესაძლებელი ცხოვრების დონის მიხედვით საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ ქვეყნებს - პირველად გაეცა პასუხი 2003 წელს, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ეს პროგრამა შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიური მონაწილეობით. ამ პროგრამის განვითარების ოპტიმისტური სცენარით 2020 წლისთვის საქართველო დაახლოვდებოდა ევროგაერთიანების ახალ წევრებს - ბულგარეთსა და რუმინეთს. სამწუხაროდ, 2003 წლის ბოლოს მოვლენები სხვა მიმართულებით წავიდა და ეს პროგრამაც სააკაშვილის ხელისუფლებამ თაროზე შემოდო“, - აცხადებს თემურ ბასილია.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მისი განცხადებით, 2016 წლის მონაცემების თანახმად, მშპ–ს მოცულობით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო იმყოფება 41-ე ადგილზე ევროპაში და უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს, ხოლო მსოფლიოში საქართველო იმყოფება 111-ე ადგილზე.

„თუ, საქართველო შეძლებს ყოველწლიურად საშუალოდ ჰქონდეს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2031 წლისთვის ბულგარეთის, 2033 წლისთვის რუმინეთის და 2036 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონის მიღწევა”, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ბასილიამ.

საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევა უფრო ადრე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, 2026 წლისთვის საქართველო შეძლებს მიაღწიოს ბულგარეთის ცხოვრების დონეს, ხოლო, 2027 წლისთვის რუმინეთის, 2029 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონეს.

საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლები რომ არასაკმარისია და რაც არის, ისიც ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ სურათს ვერ იძლევა, ამაზე ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან. დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ამჟამინდელი ტემპი და პატარ-პატარა მიღწევები სრულიად ვერ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

“ის მინიმალურად გაზრდილი მაჩვენებლები, პრაქტიკულად არაფრის მომცემია იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ეკონომიკა არის ძალიან მწირი. 14-15 მლრდ წლიური ეკონომიკა არის ძალიან მცირე. სწორედ ამიტომ, ასეთ ეკონომიკაში პატარ-პატარა გაუმჯობესება ვერ აისახება მოსახლეობაზე.

ყველაზე მთავარია ის ორი ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებები უშვებს. ეს არის ორთოდოქსია და ის მითები, რომელზეც ქართული ეკონომიკური პოლიტიკა იგება. დღეს ეს ორთოდოქსალური და ლიბერალური შეხედულებები არის დაგმობილი მთელ მსოფლიოში. მაგალითად ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის კონტროლი მთავარი კი არ არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას”, - აცხადებს გიორხელიძე.

უკვე გამოქვეყნდა 2017 წლის პირველი 6 თვის ეკონომიკური ზრდის შედეგები. “საქსტატის” შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,6 პროცენტი, 2017 წლის II კვარტალის მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.

ნანახია - 1619

მეგრელი

2017-08-04 22:14:20

ეს არის ეგრედ წოდებული ლუკა პაჩიოლის (იტალიერი მათემათიკოსი თანამედროვე ბუღალტერიის ფუძემდებელი) 70 წესი . მოკლედ. თუ ეკონომიკის ზრდა არის 10% ყოველწლიურად 70/10 არის 7 . ანუ შვიდ წელიწადში ერთ სულზე მშპ ორმაგდება . თუ ზრდა არის 5% = 70/5 არის 14 . ანუ მშპ ერთ სულზე ორმაგდება 14 წელიწადში. და ასე შემდეგ. ყველას შეგიძლიათ ეს ციფრი გამოიანგარიშოდ. ოღონდ მშპ ყოველწლიური ზრდა გაითვალისწინეთ.
ანუ თუ დღეს ერთ სულზე მშპ არის 5000$ ის გაორმაგდება 5% ზრდის ყოველწლიურ პირობებში 14 წელიწადში. ისე რომ იცოდეთ 12 000 % ქვევით მშპ ერთსულზე ითვლება ძალიან დაბალ მაჩვენებებლად . ყოველწლიური 10 % მშპ ზრდა არი არარელური. ერთ სულზე მშპ მაჩვენებლებლებით ჩვენ ჩამორვჩებით კობა -ვერდეს, ტონგას, კოსოვოს, სალვადორს, ფიჯის , მარშალის კუნძულებს და ა/შ.

ჩემთვის გასაგებია წერილის ავტორის პათოსი. მე კი მგონია ჩვენისთანა დალოცვილი (პატარა) ქვეყნის განვითარება არ უნდა წარმოადგენდეს ძაან დიდ სირთულეს .

natali

2017-08-04 22:35:25

რა მიკვირს იცით? ერთადერთი ადამიანი, ვინც გეგმა დადო, და თან ძალიან სერიოზული გეგმა, გია მაისაშვილია. რატომ არ უსმენენ ამ კაცს? ადამიანი პირდაპირ შეპყრობილია იდეით და დარწმუნებულია, რომ გაამართლებს. შეისწავლეთ,გააანალიზეთ, ეგებ რა არის???????

antoni

2017-08-05 09:57:59

დავეწიოთ და გავუსწროთ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80