Forbes: როგორ აპირებენ საქართველოში ყალბი Trump-tower-ის აშენებას
დაიჯესტი

Forbes: როგორ აპირებენ საქართველოში ყალბი Trump-tower-ის აშენებას

Forbes: როგორ აპირებენ საქართველოში ყალბი Trump-tower-ის აშენებას
Forbes.com

2017-08-05 12:22:24

ბიზნესმენი გიორგი  რამიშვილი, Silk Road Group-ის ხელმძღვანელი, საქართველოში „ყალბი“ (fake) Trump-tower –ის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ  ამერიკულ ჟურნალ  Forbes-ში გამოცემის კორესპოდენტი დენ ალექსანდერი წერს, რომელიც ამ საკითხის გასარკვევად ჩავიდა საქართველოში და თავად შეხვდა  ქართველ ბიზნესმენს.

„თავიდან დონალდ ტრამპი მართლაც აპირებდა Trump-tower-ის აშებას  ბათუმში.  ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავად დონალდ ტრამპმა და  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს.

გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსი იქნებოდა 47–სართულიანი, პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენდა სავარაუდოდ, 250 მლნ დოლარს. ტრამპის პარტნიორი მაშინ იყო სწორედ Silk Road Group.

თუმცა, პროექტის რეალიზაცია დროში გაჭიანურდა, ხოლო 2017 წლის იანვარში, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ  ბათუმის  Trump-tower-ის პროექტზე მუშაობას აჩერებენ.

ამის მიზეზი  გახდა საშიშროება, რომ ამჟამად უკვე აშშ-ს პრეზიდენტის ბიზნესი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიწვევდა  „ინტერესთა კონფლიქტს“. თუმცა, როგორც  Forbes-მა გაარკვია, რამიშვილი აპირებს დაწყებული საქმის დასრულებას, თუნდაც მარტო.

ყალბი Trump-tower განლაგდება 60 700 კვ.მ  ტერიტორიაზე და ის აშენდება ცათამბჯენის პირვანდელი პროექტის საფუძველზე. შენობის ინტერიერი იქნება ისეთი, როგორც ჩაფირქებული ქონდა მილიარდერის ქალიშვილს ივანკა ტრამპს.

თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ქართველი  ბიზნესმენი ვერ გამოიყენებს სახელს – Trump-tower-ს.  რამიშვილის პარტნიორის, ბიზნესმენ გიორგი რცხილაძეს თქმით, შენობას შეიძლება დაერქვას  T Tower.

ისინი იმედოვნებენ, რომ ერთხელაც შეძლებენ ამ ხრიკზე უარის თქმას, ძველი სალიცენზიო შეთანხმების აღდგენას და კოშკს ოფიციალურად დაერქმევა Trump Tower - ამის მაგიერ კი ტრამპი მიიღებს შენობის გაყიდვებიდან მიღებული მოგების 12%-ს.

„კოშკი იქნება მზად ტრამპის ბრენდისთის, თუ ტრამპის ბრენდი იქნება მზად დაუბრუნდეს კოშკს“ - ამბობს რცხილაძე.

„მე ჩამოვიყვან აქ 20 მოსკოველს, იმისთვის რომ მათ იყიდონ ბინები. ვაპირებ ვაყიდინო  აქ ბინა ვლადიმერ პუტინს“   - ხუმრობს რცხილაძე.

დონალდ ტრამპის და საქართველოს გაცნობა მოხდა 2009 წელს. ეს იყო მილიარდერის ჩვეულებრივი საქმიანი ვიზიტი. რცხილაძე, რომელიც ასევე არის ცნობილი მუსიკოსი მეტსახელით „მეფე გიორგი“ იცნობდა ტრამპის მეუღლეს და დაპატიჟა ის საქართველოში. მოგვიანებით, მას მოუვიდა იდეა - „კარგი ხომ არ იქნებოდა საქართველოში Trump-tower-ის აშენება?“ მან მიმართა შესაბამისი წინადადებით  Trump Organization-ს.

თუმცა, მაშინ მილიარდერზე ამ გეგმამ  ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. „ერთადერთი ჯორჯია, სადაც მე ვაპირებ ჩასვლას - არის ატლანტა“ - განაცხადა მან.

გეგმის რეალიზებისთვის რცხილაძეს სჭირდებოდა  ვიღაც  ბევრად უფრო მდიდარი და გავლენიანი - ასეთი ადამიანი იყო გიორგი რამიშვილი. გიორგი რამიშვილმა ქონება  იშოვა  90-იან წლებში, აზერბაიჯანიდან და ჩეჩნეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტებით ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირებით. 2004 წელს ბიზნესმენი დააკავეს, ის რამდენიმე დღე იმყოფებოდა ციხეში, თუმცა არანაირი ბრალდებები მის წინააღმდეგ წამოყენებული არ ყოფილა.

2013 წელს მთავრობამ წამოიწყო მის წინააღმდეგ საქმე ფულის გათეთრების ბრალდებით, თუმცა მალევე საქმე შეწყდა მტკიცებულებათა  არარსებობის გამო. ამჟამად გიორგი რამიშვილი ფლობს საქართველოში  500 მლნ დოლარის აქტივებს.

ბათუმში Trump-tower-ის მშენებლობის  პროექტს თან ახლავდა ბევრი სირთულე, მათ შორის პოლიტიკური. 2013 წელს ამოეწურა საპრეზიდენტო ვადა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იყო ამ იდეის დიდი მომხრე, შემდეგ, 2015 წელს  დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იწყებს საპრეზიდენტო კამპანიას. პროექტს არ შეუწყო ხელი არც ეკონომიკამ, რომელიც ძალიან ნელა იზრდება.

გიორგი რამიშვილის თქმით, მაისში საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ბიზნესმენი არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა მისი სიტყვებით, ტრამპმა ისაუბრა ბათუმის Trump-tower-ის შესახებაც.

ასეა თუ ისე ქართველი ბიზნესმენები ემზადებიან ახალი პროექტის რეალიზაციისთვის.

„ჩვენ ვაპირებთ ვთქვათ Trump ისე რომ არ ვთქვათ Trump. ჩვენ ხომ შეგვიძლია ვთქვათ T?“ T Tower, - დასძენს რამიშვილი.

„არ მაინტერესებს რას იტყვის პროკურორი რობერტ მიულერი. ისინი ვერ მოძებნიან ვერანაირ დარღვევას. ყველაფერი კანონიერია, მე ხომ მაქვს უფლება დავარქვა შენობას T Tower?  რატომაც არა? გენიალური იდეაა“ - ამბობს გიორგი რცხილაძე.

„საქართველო არის ბიზნესის კეთების კარგი ვარიანტი ტრამპისთვის მას შემდეგ, რაც ის არ იქნება პრეზიდენტი, ეს კარგი ვარიანტია, მას ყოველთვის ექნება გარიგების აღდგენის საშუალება და  მაშინ შესაძლებლობები ისევ გაიხსნება“ - თვლის რცხილაძე.

შესაბამისად, ბიზმესმენებს სულაც არ ერიდებათ თავიანთი ჩანაფიქრის, მეტიც ქართველები აპირებენ სექტემბერში ნიუ-იორკში ჩასვლას და ყალბი Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ განცხადების გაკეთებას ნამდვილი  Trump Tower-იდან.

 

ნანახია - 852

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80