ევროკავშირში მამაკაცის ხელფასი ქალის ანაზღაურებას 16.3%–ით აღემატება, საქართველოში – 36,2%–ით
დაიჯესტი

ევროკავშირში მამაკაცის ხელფასი ქალის ანაზღაურებას 16.3%–ით აღემატება, საქართველოში – 36,2%–ით

ევროკავშირში მამაკაცის ხელფასი ქალის ანაზღაურებას 16.3%–ით აღემატება, საქართველოში – 36,2%–ით
commersant.ge

2017-08-07 11:28:46

ევროკავშირში კაცის საშუალო ანაზღაურება ქალისას 16,3%-ით აღემატება, ევროზონაში კი 16,8%-ით. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განსხვავებული მონაცემებია. ევროგაერთანება ანაზღაურების გენდერულ განსხვავებას (GPG) კაცისა და ქალის საშუალო საათობრივი ანაზღაურებით ითვლის ერთსა და იმავე თანამდებობაზე, სხვადასხვა ასაკობრივ ჭრილში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქალის დაბალი ანაზღაურება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ნახევარგანაკვეთურ სამუშაოზე, ოჯახური ცხოვრების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და დეკრეტის გამო ნაკლებ სამუშაო საათებზე.

ბელგიაში ქალისა და კაცის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავება 1-დან 14%-მდე მერყეობს. 24-34 ასაკობრივ ჭრილში განსხვავება 1%-ია, 35-დან 44 წლამდე კი 5,6%. 14%-ს განსხვავება 65 წელს გადაცილებულ პირებში აღწევს.

ბულგარეთში ყველაზე დიდი განსხვავება 35-44 წლის პირებშია და ის 21%-ს შეადგენს. 28%-ით აღემატება 35-44 წლის ასაკის მამაკაცის ანაზღაურება ქალისას ჩეხეთში. დანიაში ყველაზე დიდი განსხვავება 45-54 წლის ქალებსა და მამაკაცებშია და ის 18,3%-ს შეადგენს.

იტალიაში ქალისა და კაცის საათობრივ ანაზღაურებაში განსხვავება 4%-დან 10,3%-მდეა. 25-34 წლის იტალიელი ქალები საშუალოდ კაცებზე 4,8%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ლიტვაში ქალები კაცებზე საშუალოდ 13%-დან 22%-მდე ნაკლებს გამოიმუშავებენ. ქვეყანაში 25-34 წლის ქალები კაცებზე 16,7%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.

პორტუგალიაში ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა 8,5%-დან 43%-მდე მერყეობს. 25 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში განსხვავება 9,1%-ს შეადგენს, ხოლო 65 წელს გადაცილებულ პირებში კი 43,4%-ს.

განსხვავებული მონაცემებია სხვადასხვა სექტორში დასაქმებულების მიხედვითაც. ასე მაგალითად, ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში დასაქმებული ბელგიელი ქალები კაცებზე 10,9%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ყველაზე დიდი ეს მაჩვენებელი ესტონეთსა და გერმანიაშია და 26,9%-ს და 25,4%-ს შეადგენს.

წარმოების სფეროში დასაქმებულ ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება ყველაზე მაღალი ესტონეთშია და ის 30%-ს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი შვედეთშია, სადაც წარმოების სფეროში დასაქმებული კაცები ქალებზე 5%-ით მეტს გამოიმუშავებენ.

უძრავი ქონების სექტორში დასაქმებული ავსტრიელი ქალები კაცებზე 27%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ხოლო უნგრელები 0,6%-ით ნაკლებს.

კერძო სექტორში დასაქმებული ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის განსხვავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემდეგია: ბელგია - 9,6%; ბულგარეთი 13,5%; ჩეხეთი 23,4%; დანია - 15%; იტალია 19%; ლიტვა - 14,2%; ლატვია - 17,5%; უნგრეთი - 13,4%; პორტუგალია - 22,8%; სლოვაკეთი - 20,9%; შვედეთი - 12,2%.

საქართველოში დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება 2017 წლის პირველ კვარტალში 759 ლარი იყო, ხოლო კაცის 1191 ლარი. ქალის ანაზრაურება ქვეყანაში კაცისას საშუალოდ 432 ლარით, - ანუ 36,2%-ით ჩამორჩება.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამორჩება: თუ საფინანსო საქმიანოაბში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1274 ლარია, კაცის 2924 ლარია. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ქალის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 652 ლარია, კაცის კი 860 ლარი. განათლების სფეროში ქალები საშუალოდ თვეში 542 ლარის ანაზღაურებას იღებენ, კაცები კი 641 ლარს.

ნანახია - 708

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80