უსფაშვილი ერთობა და აშენებს
საზოგადოება

უსფაშვილი ერთობა და აშენებს

უსფაშვილი ერთობა და აშენებს
თამთა ქარჩავა

2017-08-07 13:00:27

„შენების მოძრაობამ“ თბილისის საარჩევნო გუნდის 23-კაციანი საარჩევნო სია და მერობის კანდიდატი წარადგინა. დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილია. „შენების“ კანდიდატს 2012-2016  წლამდე ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა ეკევა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

სწორედ მის სახელს უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც 2013-2014 წლებში „ქართული ოცნების“ კოალიციურმა ხელისუფლებამ განახორციელა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლების კრიტიკით დაკავდა და აკრიტიკებდა სწორედ თვითმმართველობის ხაზით.

თენგიზ შერგელაშვილს დაპირებები ჯერ არ გაუცია, მაგრამ აღნიშნა, რომ  თბილისს ჭირდება წესრიგი დაკონკრეტულ მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება.

„თითქმის 20-წლიანი გამოცდილება, რომელიც თვითმმართველობის სფეროში დამიგროვდა, მაძლევს საფუძველს თბილისელებს შევთავაზო კონკრეტული გეგმები ყველა სფეროში, რამაც საბოლოო ჯამში, ეს ქალაქი ჯანსაღ ქალაქად უნდა აქციოს. თბილისი უნდა იყოს კომფორტული ყველასთვის, მიუხედავად იმისა, ცენტრშია თუ გარეუბანში, მიუხედავად იმისა, რა ასაკობრივი ჯგუფია, ავტომფლობელია თუ ფეხით მოსიარულეა“, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ „შენების მოძრაობის“ კანდიდატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში იყო, ექსპერტებს თენგიზ შერგელაშვილის სახელი არაფერს ეუბნება, შესაბამისად, როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, მას გაუჭირდება მმართველი გუნდის კანდიდატთან, კახა კალაძესთან შეჭიდება.

„კალაძესთან შეჭიდება გაუჭირდება რამდენიმე მიზეზის გამო. NDI-ის გამოკვლევებს თუ ვენდობით, კალაძის პირდაპირი რეიტინგიუფრო მეტია, ვიდრე პარტიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატისთვის. როგორც წესი, უცნობ ფიგურას აქვს ხოლმე პარტიისგან აღებული რეიტინგი, მაგალითად, ასეთი იყო ნარმანია. ის რეიტინგი, რომელიც მას ჰქონდა, იყო ივანიშვილისგან. კალაძე განსხვავებულ მდგომარეობაშია.

ნარმანიას ტიპის მდგომარეობაშია ახლა უსუფაშვილის კანდიდატი იმიტომ, რომ ის პირადად დიდად ცნობილი ფიგურა არ არის. სავარაუდოა, რომ მისი რეიტინგი იქნება იმ ზომის, რა სიმაღლესაც იკავებს უსუფაშვილის ახალი პარტია. არა მგონია, რომ დიდად საშური რეიტინგი ჰქონდეს. რა რეიტინგიც აქვს უსუფაშვილს, იმ რეიტინგით დაეხმარება. მე თუ მილიონერი ვარ, ჩემს მეგობარს დავეხმარები მილიონით, მაგრამ თუ თუმანი მიდევს ჯიბეში, თუმანზე მეტით ვერ დავეხმარები. იგივე ვითრებაა აქაც - რა რეტინგიც აქვს უსუფაშვილს, იმაზე მეტით ვერ დაეხმარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ დამფუძნებელმა, ზურაბ ბიგვავამ არ იცის, ვინ არის შერგელაშვილი, მაგრამ ამ დროის მონაცემებით, წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც აქვს შანსი გახდეს თბილისის მერი, ეს კახი კალაძეა. კითხვაზე, რატომ გაკეთდა აქცენტი არაპოპულარულ სახეებზე, ბიგვავა ამბობს, მათი მიზანი არ არის თვითმმართველობის არჩევნების მოგება.

„მიზანია, მონაწილეობა და გარკვეული გამოცდილების მიღება ახალი გუნდის თვალსაზრისით. იმიტომ ამბობს უსუფაშვილი, რომ ამ ეტაპით ვერთობითო. ახლა თვითმმართველობის არჩევნებში ჩერთვებიან, მერე საპრეზიდენტო კამპანიაში, რაღაც გამოცდილებას დააგროვებენ და უკვე საპარლამენტო არჩევნებში რაღაცას იბრძოლებენ. ეს არის და ეს. წარმოდგენილი კანდიდატებიდან კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი. არანაირი შანსი სხვა კანდიდატს, რომ გახდეს თბილისის მერი, არ აქვს. ჯერ-ჯერობით ასეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.

პარალელურად, ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდება ოპოზიციური სპექტრი. „ახალი საქართველო“, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“. ისინი მიმართავენ ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილს, გაერთიანდნენ და გამოავლინონ, თუ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი. რადგან, ყველა ადამიანის ერთ გუნდში გაერთიანებით კახა კალაძე აუცილებლად დამარცხდება.

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანია გაერთიანდნენ გამარჯვებისთვის. რადგან, როგორც ხარატიშვილი აცხადებს, არ არსებობს გამარჯვება ერთობის გარეშე.

„ამას გვასწავლის ჩვენივე სახელმწიფოს ლოზუნგი, რომელიც ჩვენივე გერბშია ჩადებული, ასე რომ - „ძალა ერთობაშია“. ყველანაირი რეიტინგი აჩვენებს, რომ ოპოზიციას ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს დღეს, ვიდრე ხელისუფლებას, ამისთვის მხოლოდ გაერთიანებაა საჭირო. მთელი ჩვენი ძალისხმევა და კამპანია მიმართული იქნება იმისკენ, რომ ოპოზიცია გამოვიდეს ერთიანი კანდიდატით და მიაღწიოს გამარჯვებას.

ქალაქ თბილისის მერის პოზიციაზე ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის აუცილებელი და შეუქცევადი პირობა იქნება. ეს არის ჩვენი პოზიცია და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიცურ ძალას, გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის გეგმაში არ არის გაერთიანება. შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ არ მიიღებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და ამბობს, რომ არის კბილები, რომლებიც პოლიტიკაში დიდი ხანია მოიცვალეს. „შენების მოძრაობა“ ერთიან კანდიდატზე მეორე ტურის შემთხვევაში ისაუბრებს.

„ევროპული საქართველოს“ სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ არჩევნებში დაწესებული ბარიერი ბუნებრივად იძლევა პრაიმერის შესაძლებლობას.

„არჩევნებზე დაწესებული 50%-იანი ბარიერი ქმნის ბუნებრივად ამ პრაიმერის შესაძლებლობას, რომ გავიგოთ რომელი ოპოზიციური კანდიდატი არის ყველაზე ძლიერი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პროდასავლური ოპოზიცური პარტია მეორე ტურში მხარს დაუჭერს ელენე ხოშტარიას“, - აღნიშნა ირაკლი კიკნაველიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიებს შორის პრაიმერის ჩატარების გამოცდილება არ არსებობს და ისინი მეორე ტურში გასული კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.

„საქართველოში პრაიმერის ჩატარება ორგანიზაციულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ის არ ასახავს ობიექტურ სურათს. ამიტომ, ყველამ კარგად ვიცით, რომ იქნება მეორე ტური და მეორე ტური არის ყველაზე საუკეთესო პრაიმერიზი და მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ მეორე ტურში გასული ოპოზიცური კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

 

ნანახია - 1630

კ ა ხ ე ლ ი

2017-08-07 13:10:12

უსუფ (აღმა)შენებელი შერგელ გორ(გა)სალი. :)

antoni

2017-08-07 15:24:06

უსუფაშვილს და შერგელაშვილს იმდენი შანსი აქვთ, რამდენიც დავითაიას, ხარატიშვილს, ვაშაძეს ... ცოტა მეტი ელისაშვილს, ზუდუმაშვილს და ხოშტარიას
მეორე ტურიო :-) მეორე ტური არ იქნება; ისე საინტერესოა რო იქნეს - დარწმუნებული ვარ იქაც ვერ შეთანხმდება ეს კუანა ოპოზიცია

cugo

2017-08-07 16:12:16

ირაკლი კიკნაველიძეს
------------------
შენ მეცოცხე ნაძირალავ,თითქმის ყველა შენი გუნდის წევრები იყვნენ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე,როცა კოხტა კოდუამ და შენი გუნდის წევრი სხვა კრიმინალებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში გააშენეს სპეციალური მიწისქვეშა გამოქვაბული და ადამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.ჩამოგითვლი ზოგიერთ მათგანს: დავით ბაქრაძე-პარლამენტის თავმჯდომარე,გიგა ბოკერია-უშიშროების საბჭოს მდივანი,თენგიზ გუნავა- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი,ვახტანგ დარცმელიძე-სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის უფროსი და გუბერნატორის მოადგილე,გიორგი ტუღუში-სახალხო დამცველი,ოთარ კახიძე-იუსტიციის მინისტრის მოადგილე,გიორგი ღვინიაშვილი-ქ.თბილისის პროკურორი,გივი თარგამაძე-პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე,გიგი წერეთელი,აკაკი ბობოხიძე და ხათუნა გოგორიშვილი-პარლამენტარები.ეს ადამიანები სამსახურებრივად იყვნენ ვალდებული დაემყარებინათ წესრიგი ქვეყანაში და დაეცვათ ადამიანის უფლებები.როგორი გარეწარები უნდა იყოთ ამის შემდეგ თქვენს გუნდს პროდასავლური ძალა უწოდოთ და ისევ მოინდომოთ ხელისუფლებაში მოსვლა.ამ კრიმინალების კანდიდატი უნდა იყოს თბილისის მერი? ჩამოათრევენ კოხტა კოდუას საქართველოში,დაამღერებს ყველაფერს და შენი გუნდის წევრების უმეტეს ნაწილს ხელისუფლებაში კი არა მატროსოვის ციხეში მოუწევს წასვლა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80