მ. ს. გორბაჩოვისა და რ. რეიგანის შეხვედრა
რეტრომედია

მ. ს. გორბაჩოვისა და რ. რეიგანის შეხვედრა

მ. ს. გორბაჩოვისა და რ. რეიგანის შეხვედრა
„ახალგაზრდა კომუნისტი“, 21 ნოემბერი, 1985 წელი

2017-08-09 10:32:09

19 ნოემბერს ჟენევაში დაიწყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მ. ს. გორბაჩოვისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რ. რეიგანის შეხვედრა.

თავდაპირველად სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირისპირ ისაუბრეს. შემდეგ საუბარში მონაწილეობდნენ:

- საბჭოთა კავშირის მხრივ: ე. ა. შევარდნაძე, გ. მ. კორნიენკო, ა. თ. დობრინინი, ა. ნ. იაკოვლევი, ლ. მ. ზამიატინი, ა. მ. ალექსანდროვი.

- ამერიკის მხრივ: ჯ. შულცი, დ. რიგანი, რ. მაკფარლეინი, ა. ჰარტმანი, რ. რიჯუეი.

ნაშუადღევს გაგრძელდა მ. ს. გორბაჩოვისა და რ. რეიგანის საუბარი. საუბრის დასკვნითი ნაწილი პირისპირ მიმდინარეობდა.

საღამოს სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაუმართა სადილი, რომელზეც იყვნენ რ. რეიგანი მეუღლითურთ და მოლაპარაკების წარმომადგენლები ორივე მხრივ. მხარეებმა მოკლედ ადღეგრძელეს ერთმანეთი.

20 ნოემბერს მოლაპარაკება გაგრძელდება საბჭოთა დელეგაციის რეზიდენციაში.

 

 

ნანახია - 208

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80