ადამიანის დახასიათება კვირის დღეების მიხედვით
სხვადასხვა

ადამიანის დახასიათება კვირის დღეების მიხედვით

ადამიანის დახასიათება კვირის დღეების მიხედვით
for.ge

2017-08-09 10:38:17

როგორც ასტროლოგები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები მიიჩნევენ, პიროვნების ხასიათსა და ბუნებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, თუ კვირის რომელ დღეს მოევლინა ქვეყანას.

ორშაბათი

ტყუილად არ ამბობენ, ორშაბათი მძიმე დღეაო. ეს მართლაც ასეა. ამ დღეს დაბადებულებს ცვალებადი ხასიათი აქვთ, ამიტომ აჯობებს, თუ სერიოზულ საქმეს ორშაბათს არ წამოიწყებთ. ორშაბათს დაბადებული მიდრეკილია სიჯიუტისკენ, მგრძნობიარეა, უყვარს გემრიელად ჭამა და ადრეული ასაკიდანვე უჩნდება სურვილი, ისწავლოს კერძების მომზადებ.

სამშაბათი

ეს ადამიანი მარსის მფარველობის ქვეშაა. შრომისმოყვარეა, ძლიერი ბუნების, ყოველთვის ცდილობს ისეთი სამუშაო შეარჩიოს, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. სამშაბათს დაბადებულებისათვის წინსაწარ რამის დაგეგმა წარმოუდგენელია.

ოთხშაბათი

კვირის ყველაზე მხიარული დღე გახლავთ, რომლის მფარველიც მერკურია. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ცოტა ქარაფშუტაა, არასერიოზულია, გამოირჩევა მწარე ენით და ვაჭრობის ნიჭით. ერთობ კომუნიკაბელურია.

ხუთშაბათი

მისი მფარველი იუპიტერია. ამ დღეს დაბადებული ახერხებს, წარმატებული იყოს პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. ადვილად ახერხებს სირთულეების გადალახვას, იოლად იტანს გულისტკენას და იმედგაცრუებას. უყვარს მოგზაურობა.

პარასკევი

ამ დღის პლანეტა ვენერაა, რომელიც სიყვარულის და ხელოვნების მფარველია. პარასკევს დაბადებულისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან სამყაროს, სილამაზეს. ჟღერადი ხმისა და არტისტიზმის წყალობით მას ხელოვნებისა და ესთეთიკური მეცნიერების სფეროში იხილავთ.

შაბათი

მფარველობს სატურნი. შაბათს დაბადებული მიდრეკილია ფილოსოფიური მეცნიერებისკენ და ამ სფეროში საკმაო წარმატებასაც აღწევს.

კვირა

ამ დღის მფარველი მზეა. მზის ადამიანს ცხოვრების უამრავ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. აქვს ლაღი, კარგი ბუნება, რაც გარშემომყოფებს მასთან ურთიერთობის სურვილს უღვიძებს.

 

 

ნანახია - 244

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80