მზე გარშემორტყმულია უცნობი ბნელი მატერიით
სხვადასხვა

მზე გარშემორტყმულია უცნობი ბნელი მატერიით

მზე გარშემორტყმულია უცნობი ბნელი მატერიით
for.ge

2017-08-09 10:40:20

მეცნიერებმა აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. მზე, რომელზეც მთლიანადაა დამოკიდებული ბიოლოგიური სიცოცხლე დედამიწაზე, გარშემორტყმულია ამოუცნობი შავი, ბნელი მატერიით.

"ჩვენ 99%-ით დარწმუნებული ვართ, რომ შავი, ბნელი მატერია დედამიწასთან სიახლოვეში იმყოფება და მზის ირგვლივაა განლაგებული", - განაცხადა ჯგუფის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა სილვია გარბარიმ.

მეცნიერებმა ეს დასკვნა უახლესი მათემატიკური მოდელის საფუძველზე გააკეთეს, რომელიც ითვალისწინებს მასის განაწილებას მრავალრიცხოვან გალაქტიკაში.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰოლანდიელმა ასტრონომმა იან ოორტომ ივარაუდა, რომ კოსმოსში რაიონში ნივთიერების სიმკვრივე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მზეს, ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ეს შეიძლება გამოიყვანო გრავიტაციული ველის თანაფარდობიდან, რომელიც მანათობელ ვარსკვლავთან სიახლოვეს მდებარეობს.

ამჟამად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ვარაუდი მართალია - მზეს ეფარება უხილავი ბნელი მატერია, რომელიც შესაბამისი ზონის მასას ზრდის.

თანამედროვე მეცნიერება მიიჩნევს, რომ მუქ ან შავ მატერიაზე დაახლოებით მთელი სამყაროს 70%-ი მოდის.

"ამ ნივთიერების განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ იგი არ იძლევა ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ ურთიერთმოქმედებს მასთან. შედეგად, არსებულ მოწყობილობებს არ შეუძლიათ აწარმოონ პირდაპირი დაკვირვება მუქ მატერიაზე. თუმცა მის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა მისი დღევანდელი სახით და დაიმსხვრეოდა", - ამტკიცებენ მეცნიერები.

კიდევ ერთი აქსიომა მდგომარეობდა იმაში, რომ მუქი მატერია დედამიწის სიახლოვეს არ არის, რამდენადაც ჩვენი პლანეტა ირმის ნახტომის-გალაქტიკის პერიფერიაში მდებარეობს, რომელიც მზის სისტემას მოიცავს.

ამჟამად, ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბნელი, შავი მატერია უშუალოდ დედამიწის სიახლოვეს მდებარეობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, გავლენას ახდენს თუ ფარული შავი ენერგია ადამიანზე, და თუ ახდენს როგორ.

 

 

ნანახია - 432

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80