„თავისუფალი დემოკრატები“ ბურჯანაძეს და ინაშვილს დაჭერას უპირებენ
პოლიტიკა

„თავისუფალი დემოკრატები“ ბურჯანაძეს და ინაშვილს დაჭერას უპირებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ბურჯანაძეს და ინაშვილს დაჭერას უპირებენ
თამთა ქარჩავა

2017-08-10 13:30:17

სახელმწოფოს გარდა, კერძო ინიციატივით ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკების წარმოება, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. ეს ინიციატივა „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნის. ინიციატივის მიხედვით, სისხლის სამრთლებრივი სანქციები უნდა დაუწესდეთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან ოკუპანტ ქვეყენასთან.

ინიციატივის ავტორი შალვა შავგულიძე აცხადებს, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოფიციალურიო ვიზიტით რუსეთში იმყოფებდოდნენ და შეხვედრები გამართეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. „თავისუფალი დემოკრატები“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკებების წარმოება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება, პარლამენტში საშემოგდომო სესიაზე დაარეგისტრირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ, შალვა შავგულიძის განცხადებით გამოდის, რომ ე.წ. ქართული მარში და „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.

„მტერ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება. არავითარ პოლიტიკურ პარტიას, არავითარ სხვა რაიმე სახის გაერთიანებას თუ ფიზიკურ პირს არ უნდა ჰქონდეს უფლება მტერი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის.

როდესაც ეს აიკრძალება და ეს ინიციატივა დადგება, შემდეგ გამოჩნდება, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ის ამ კანონს მიიღებს და თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობაზე.

ხოლო თუ არ მიიღებს ამ კანონს, ეს ნათელს გახდის იმას, რომ ეს მარშები, ეს ვოიაჟები მოსკოვში და ა.შ. და კიდევ ალბათ მოსალოდნელია სხვა აქციებიც, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელდასმით და მისი ნების შესაბამისად ხორციელდება“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ქვეყანამ შეძლოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.

„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციტივის თაობაზე ინფორმირებული არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, მმართველი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს მკაფიოდ ემიჯნება, რომელიც სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება.

„მე პირველად გავიგე ამ ინიციატივის თაობაზე, აქედან გამომდინარე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, თუმცა, ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ამ პროექტს და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას“, - განუცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ინიციატივას არ იცნობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომლის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რაც დაკავშირებულია კონფლიქტის დარეგულირებასთან, საქართველო იღებს სტარეტგიულ პარტნიორებთან ერთად.

„მათი აქტიური თანამონაწილეობით, აუცილებელია, რომ ეს ფორმატი მომავალშიც შენარჩუნდეს. ჩვენ, კონფლიქტის რეგულირებას ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების ფართო ჩართულობით, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, შესაბამისად, ეს კითხვის ნიშინს ქვეშ არასდოს არ დასმულა და ბუნებრივია, ამ ფორმატში მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციტივას ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომლის განცხადებით, შავგულიძე ბოკერიას პროექტია და მის დავალებებს ასრულებს. ინაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ გახსნას ახალი ფორმატი, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი რუსულ მხარესთან.

„ჩვენ არათუ ვიბრუნებთ სოხუმს და ცხინვალს, არამედ ვკარგავთ. მხოლოდ ვართ რეზოლუციების და ლაპარაკის რეჟიმში. თავი უნდა დავაღწიოთ ჩვენ სააკაშვილი-ბოკერიას ფორმულას და წნეხს, რისი მძევალი არის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ემიჯნება პირდაპირი დიალოგის თემას. მეჩვენება, რომ შალვა შავგულიძე ასრულებს დავალებას, ეს არის ბოკერიას დავალება და ბოკერიას ხასის გავლენა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც ხელისუფლების გვერდის ავლით აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებას „დემოკრატიული მოძრაობა“ და მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძეა, რომლის განცხადებით „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის მიუხედავად მაინც წავა მოსკოვში სალაპარაკოდ. ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში სუფევს.

„დემოკრატულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის და თავდაცვის მინისტრის განცხადებამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება.

დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკურ ლიდერს უკარნახო სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს, ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი. მე მაინც წავალ როცა საჭიროდ ჩავთვლი და ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დაველაპარალები იმას, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი. დამსაჯონ. თუ გინდათ, ამ მემორიალს, კიდევ დამატებითი ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს და თუ გინდათ ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში, რუსეთს უნდა ელაპარაკოთ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნანახია - 2023

tngh

2017-08-10 20:06:34

ღამე აღარ ძინავთ შიშით ბურჯანაძეს და ინაშვილს. შალვა შავგულიძე კი იმდენად "პაზორნია", რომ თვითონ რასაც ვერ ბედავს, უნდა სხვამაც ვერ გაბედოს...

Maverick

2017-08-10 22:14:54

გაკოტრებული არა„თავისუფალი დემოკრატები“ ისე ყავთ გამოჭერილი ექს და ნეო ნაცბოზბანდიტებს რასაც უკვეთავენ იმას ახმოვანებინებენ, ხოლო თუ არ გაახმოვანებენ მათი პარტიის ამძუვნებული წევრივით გადააყენებენ, გარშოკზე...

antoni

2017-08-11 18:58:32

ყ/ლ/ისმ/წოველო ანდრეი! ჭუჭრუტანიდან დადაშ/ენის მ/ტ/ყვ/ნელების ნაირნაირი ყ/ლ/ეების ყურებაში ხარ გაზრდილი და რა გასაკვირია ტვინი და პირი გ/ანავ/ლით რომ გაქვს სავსე

antoni

2017-08-12 06:38:33

როგორც ჩანს ხ/ურუშ/იანი და ყ/ლის გიჟი ხარ შე გაჭირვებულო :-)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80