კონცერტი ნოტარიუსის თანხლებით
სხვადასხვა

კონცერტი ნოტარიუსის თანხლებით

კონცერტი ნოტარიუსის თანხლებით
for.ge

2017-08-13 09:56:06

ცნობილმა მევიოლინემ გუბერმანმა თანხმობა მისცა ჩაეტარებინა კონცერტი ქალაქ გენუაში საქველმოქმედო მიზნით, მიწისძვრით დაზარალებულთა სასარგებლოდ.

მაყურებელთა მიზიდვის მიზნით, კონცერტის მომწყობმა კომისიამ მიმართა მუნიციპალურ საბჭოს თხოვნით, ნება დაერთოთ გუბერმანისათვის პაგანინის ვიოლინოზე დაეკრა.

ქალაქის ნოტარიუსისა და თორმეტი მოწმის თანდასწრებით პაგანინის ვიოლინო თავისი ბუდით, რომელზედაც დახვეული იყო ნაციონალური დროშა, შუშის ხუფიდან ამოიღეს და გახსნეს, რაზედაც შედგა ნოტარიალური აქტი. შემდეგ ნოტარიუსის, მოწმეებისა და საპატიო ყარაულის თანდასწრებით ბუდე გადაიტანეს თეატრში. როდესაც გუბერმანი გავიდა სცენაზე, ვიოლინო ამოიღეს ბუდიდან და გადასცეს მას.

ყოველი ნომრის შემდეგ ვიოლინოს საზეიმო ვითარებაში კვლავ აბრუნებდნენ თავის ადგილას, რაზედაც ნოტარიუსი სათანადო დასკვნებს აკეთებდა.

კონცერტის შემდეგ პაგანინის ვიოლინო ისეთივე ცერემონიით უკან დააბრუნეს.

 

 

 

ნანახია - 252

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80