ლისტი და გვირგვინოსანი მსმენელნი
ბლოგი

ლისტი და გვირგვინოსანი მსმენელნი

ლისტი და გვირგვინოსანი მსმენელნი
for.ge

2017-08-13 09:59:07

ერთხელ განთქმული უნგრელი პიანისტი და კომპოზიტორი ფერენც ლისტი უკრავდა მაღალი წოდების მანდილოსნებისათვის.

ინგლისის დედოფალი ვიქტორია კონცერტზე დაგვიანებით მივიდა. დედოფალი და მისი თანმხლებნი დიდხანს ხმაურობდნენ ლოჟაში. შრიალებდა სეფექალების კაბები, დედოფალი ხმამაღლა ლაპარაკობდა. ლისტმა დემონსტრაციულად შეწყვიტა დაკვრა.

- მგონი, თქვენი ფანტაზია ძლიერ მოკლე იყო, - უთხრა მას ერთ-ერთმა იქ დამსწრე დიდებულმა.

- მეშინოდა, - უპასუხა ლისტმა, - რომ ხელს შევუშლიდი მის აღმატებულებას, დედოფალ ვიქტორიას.

მსგავსი სცენა განმეორდა 1842 წელს რუსეთის მეფის ნიკოლოზ I-ის კარზედაც.

როდესაც მეფემ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი, ლისტმა შეწყვიტა დაკვრა.

- რატომ შეწყვიტეთ დაკვრა? – შეეკითხა ნიკოლოზი.

- როდესაც ლაპარაკობს მეფე, დანარჩენნი ჩუმად უნდა იყვნენ, - მიუგო ლისტმა.

 

 

 

ნანახია - 267

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80