„გაბითურებული“ ვლადიმერ ვისოცკი
საზოგადოება

„გაბითურებული“ ვლადიმერ ვისოცკი

„გაბითურებული“  ვლადიმერ ვისოცკი
სანტიაგო გაუჩო

2017-08-13 10:15:17

დღევანდელ წერილში ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგაბრუნებთ და იმ დროს პოპულარული კინოფილმების გადაღებების დროს „დაფიქსირებულ“ კურიოზულ შემთხვევებს გავიხსენებთ. რასაკვირველია ჩვენი მოგონებების მთავარი გმირები პოპულარული ქართველი მსახიობები იქნებიან.

თავდაპირველად გია ფერაძისა და ცნობილი რუსი მსახიობისა და მომღერლის ვლადიმერ ვისოცკის „რთული ურთიერთობის“ შესახებ ვისაუბრებთ.

ცნობილ საბჭოთა ხუთსერიან დეტექტივში „შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება“, რომლის მთავარი გმირს საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი ვლადიმირ ვისოცკიასახიერებს, ქართველ მსახიობს, გია ფერაძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა. გიას ბოროტმოქმედ „პრომაკაშკას“ სახასიათო სახე უნდა შეექმნა. გადაღებები მოსკოვსა და ოდესაში მიმდინარეობდა. გია ფერაძე 1978 წლის ივნისში, ქალაქ ოდესაში მიიწვიეს „კინოპრობებზე“ (საცდელ გადაღებებზე).

ვისოცკის თავიდანვე არ „ევასა“ სიმპათიური, ნიჭიერი და მახვილგონიერი ქართველი მსახიობი. ვისოცკი ქალების მუსუსი იყო და გიაში სერიოზული კონკურენტი დაინახა. საბოლოო ჯამში კი, სწორედ ვისოცკის მოთხოვნით მოხსნეს უკვე როლზე დამტკიცებული გია ფილმიდან. ეს კი ასე მოხდა: გია ფერაძემ ერთი ძალიან ცნობილი კინოვარსკვლავი „შეაბა“, რომელიც ფილმში მონაწილეობდა და რომელსაც ვისოცკიც ეტრფოდა. ერთ საღამოს გიამ და იმ ქალმა სანაპიროზე გაისეირნეს და „ლუნა პარკში“ შეუხვიეს, რომელიც უკვე დაკეტილი იყო, მაგრამ გიამ დარაჯს ორი ბოთლი არაყი „დაუდგა“. უცებ წყვილს ვლადიმირ ვისოცკიც შეუერთდა, რომელიც თურმე მათ ფარულად უკან გამოჰყვა. გია და მისი კინოვარსკვლავი „ნაშა“ შამპანურს და კონიაკს სვამდნენ. „შემოსწრებულ“ ვისოცკის გიამ ჯერ „სგორლიშკა“ (მოყუდებული ბოთლიდან) ნახევარი ბოთლი კონიაკი დაალევინა, შემდეგ ამერიკულ ატრაქციონ ცენტრიფუგაზე დაჯდომა შესთავაზა და ვისოცკი ავიდა და ქამრით მიება, გიამ ატრაქციონი ჩაურთო, თავად კი ქალთან ერთად „ლუნა პარკი“ დატოვა. ერთი საათი იბზრიალა ვისოცკიმ ცენტრიფუგაზე. გამოფხიზლებულმა დარაჯმა ატრაქციონი გამორთო. გულწასული ვისოცკისთვის კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა...

„ან მე, ან ფერაძე!“ – კატეგორიულად მოუთხოვია ვისოცკის რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინისთვის.

გოვორუხინმაც ვისოცკი აირჩია, გია კი ფილმიდან გამოუშვეს. მაგრამ, ის კინოვარსკვლავი ქალი ქართველ მსახიობს გამოჰყვა ვისოცკის ჯინაზე.

ნება მომეცით ბატონი დოდო აბაშიძე გავიხსენოთ. ამ „ისტორიას“ მსახიობი გია ბადრიძე მოგვიყვება.

„გიორგი კალატოზიშვილი „ციმბირელ პაპას“ ისტორიულ ადგილებში იღებდა და ციმბირში, მდინარე ენისეის პირას ვიმყოფებოდით. მთავარ, ნესტორ კალანდარიშვილის („ციმბირელი პაპა“) როლს შეუდარებელი დოდო აბაშიძე ასრულებდა. ვმონაწილეობდით მე და გურამ ფირცხალავაც. გადამღები ჯგუფი, ფაქტობრივად, ტაიგაში ვცხოვრობდით და ცივილიზებული სამყაროსგან მდინარე ენისეი გვაშორებდა, რომელზეც ერთადერთი მოტორიანი ნავით გადავდიოდით. მენავეს თავისი მოძრაობის გრაფიკი ჰქონდა. ერთ დღეს მე, დოდო და გურამი „პირადი საჭიროებისთვის“ მეორე ნაპირისკენ გავემართეთ და კალატოზიშვილმა წასვლის წინ, მკაცრად გაგვაფრთხილა:

– იცოდეთ, გადაღებაზე არ დააგვიანოთ. ზუსტად შუადღეზე ვიწყებთ და დილის თერთმეტზე აქ უნდა იყოთო.

ჩვენმა ტრიომ პირველი ღამე, ჟარგონით რომ ვთქვა, „კარგ პონტში“ გავატარეთ და არცთუ ცოტა სპირტიანი სასმელი მივიღეთ, თან, არ გვძინებია. დილის ცხრაზე კი, „პირადი საჭიროება“ მოვითავეთ და ენისეის ნავსაყუდელისკენ ავიღეთ გეზი. მენავე ფეოდორი და მისი ორი „პაძელნიკი“ იქვე, კატერში დილიდანვე ქეიფობდნენ. ოთხი ნახევარლიტრიანი არაყი ედგათ და „სტოპკებით“ (ასგრამიანი ჭიქა) „ურტყამდნენ“, თან შავ პურსა და „სალას” აყოლებდნენ.

– ბოდიში, ბიჭებო, მაგრამ იქით ნაპირზე გვეჩქარება და უნდა გადაგვიყვანოთ, – უთხრა დოდომ მოქეიფეებს.

– დავლევთ და მერე, – შეუღრინეს დოდოს დაკუნთულმა ციმბირელმა „ბაკლანებმა”.

დოდო ასეთ უხეშობას ვერ იტანდა და თავხედსა თუ თავხედებს (რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა) თავისი რკინის მუშტებით უსწორდებოდა. იგივე დააპირა იმ მომენტშიც, მაგრამ ვთხოვე, ჩხუბი არ აეტეხა. კარგიო, – მითხრა. შემდეგ ციმბირელებს მიუბრუნდა და უთხრა:

– რა წვეთ-წვეთობით სვამთ, კაცურად დაასხით და დალიეთო.

– შენ ხომ, რას ამბობ, ბოთლი არ გამოცალოო, – „წაეიაზვნენ“ დოდოს.

– რომ გამოვცალო, იქით ნაპირზე გადაგვიყვანთო? – ჰკითხა დოდომ.

– უსიტყვოდ, – მიუგეს „ბაკლანებმა“, თან თვალებგადმოკარკლული მისჩერებოდნენ დოდოს.

დოდომ ნავის ძრავას ფოლადის ჩაღრმავებული დამცველი ფარი მოხსნა, შემდეგ ნახევარი ლიტრი არაყით გაავსო, დაილოცა და დალია. მენავეს და მის „პაძელნიკებს” თვალები შუბლზე აუვიდათ. დოდომ „სალას” პირიც არ დააკარა და იმავე მეთოდით, დროის მოკლე მონაკვეთში კიდევ ორი სავსე არყიანი ბოთლი გამოცალა, ბოლოს კოპები შეიკრა, დოინჯი შემოიყარა და ციმბირელებს უთხრა:

– რას ვშვრებით, აღარ მივდივართო?

ლიტრანახევარარაყდალეული, კოპებშეკრული და დოინჯშემოყრილი დოდოს ხილვამ ჯიუტ ციმბირელებზე დიდი ეფექტი მოახდინა. მენავის მეგობრებმა უსიტყვოდ დატოვეს ნავი და ადგილები ჩვენ დაგვითმეს. მენავემ ძრავა ჩართო, კატერი უზარმაზარ მდინარეში შეაგდო და ისე გადაგვიყვანა მეორე ნაპირზე, რომ დოდოსთვის შიშისგან თვალი არ გაუსწორებია. გადაღებაზე დროზე მივედით და საგულისხმო ისაა, რომ ისეთ სცენას ვიღებდით, სადაც კადრში სმის ეპიზოდია. სულ ოთხი დუბლი გადავიღეთ. ნამდვილ არაყს ვსვამდით და დოდომ კიდევ ერთი ლიტრი დალია. თუმცა, მას არაფერი ეტყობოდა, დანარჩენი მსახიობები კი, ინდაურებივით იყვნენ გამობრუჟულები.“

დოდო აბაშიძემ ციმბირელი მენავეები „დააშინა“. აი, ქართველი მსახიობი ბორის წიფურია კი არც მეტი არც ნაკლები მოსკოველ „გაიშნიკებს“ „გაუსწორდა“. ამ შემთხვევას ცნობილი ქართველი ექიმი ლეო ბოკერია გაიხსენებს.

„მე და სულგანათლებული ბორია წიფურია ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავით, საკმარისი იყო, მე ჩავსულიყავი თბილისში ან ის ჩამოსულიყო მოსკოვში, რომ განუყრელნი ვხვდებოდით და ერთად ვატარებდით დროს. 1975 წელს ბორიას მხატვრულ ფილმში – „ცენტრალური თავდამსხმელი“ ერთ პატარა როლში იღებდნენ და მოსკოვში მოუწია ჩამოსვლა. თანაც, საკუთარი მანქანით ჩამოვიდა, პირდაპირ კლინიკაში მომაკითხა და ეგრევე, რესტორან „არაგვში“ წამიყვანა საქეიფოდ. კარგად რომ მოვილხინეთ და სახლში ვბრუნდებოდით, „გაიშნიკმა“ ზედ წითელ მოედანთან გაგვაჩერა და „ლიშენია“ რომ არ მოეცა, 100 მანეთი „აგვაფცქვნა“. მილიციის კაპიტანთან არც ჩემმა პროფესორობამ გაჭრა და  არც ბორიას სახალხო არტისტობამ. თანაც, ბორიას მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა, რაზეც მოსკოველი „გაიშნიკები“ განსაკუთრებით ნადირობდნენ და ფულიან ქართველებს „პარსავდნენ“.

– შენ, ძმაო, თუ ასე გპარსეს, მანქანის აქ დატოვება მოგიწევს და კიდევ ვალებს დაიდებ, – ვუთხარი ბორიას. მან კი მიპასუხა:

– მე მაგათ ვუჩვენებ სეირს, ნახე, რა უხეშად დავარღვევ წესებს და ფეხებსაც ვერ მომჭამენო.

ბორიამ მანქანა რკინეულობის მაღაზიასთან გააჩერა და გადავიდა. უკან რომ დაბრუნდა, ხელში წებო „მომენტი“ ეჭირა. წებო მან ხელებზე დაისხა, შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და კალინინის გამზირზე ისეთი  საშინელი მანევრი გააკეთა, მოძრაობის წესების ასეთი დარღვევისთვის ასი კი არა, ათასი მანეთიც ვერ გვიშველიდა.

„გაიშნიკმა“, რა თქმა უნდა, მანქანა გაგვაჩერებინა და „პრავაც“ მოითხოვა. ბორიამ მას „პრავა“ მიაწოდა, თავად კი ხელის მტევნებზე მიმხმარი წებოს მოძრობას და ასფალტზე დაყრას შეუდგა.

– ხელებზე რა გჭირთ, რას აკეთებთ, მოქალაქევ? – დაინტერესდა „გაიშნიკი“, რომელიც მანქანისა და ჩვენს მილიციაში გადაყვანას გეგმავდა.

– ვერ ხედავ, რა მჭირს? ინფექციური კეთრი მაქვს. ხორცი მძვრება და ვყრი, – მიუგო ბორიამ „გაიშნიკს“.

ეს რომ მოისმინა, „გაიშნიკმა“ „პრავა“ მანქანაში შემოაგდო. შემდეგ თავის მოტოციკლს მოახტა და ალბათ, საავადმყოფოში გაქუსლა გასასინჯად.

ბორია, მოსკოვში სამი კვირა დარჩა და უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი. „კეთროვანს“ ვინ გააჩერებდა ინფიცირების შიშით და როგორც გვინდოდა, ისე დავქროდით დედაქალაქის ქუჩებში".

ნანახია - 2497

ცუგო

2017-08-14 10:29:34

გია ფერაძის და ვისოცკის (ორიევს სული აცხონოს ღმერთმა) ურთიერთობის ეს მოლემეტრაჟიანი შეხვედრა, ქართველის და რუსის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ამსახველი ტიპიური სურათია...

ცუგო

2017-08-14 11:11:40

გია ფერაძის და რუსი კინოვარსკვლავი ქალის ურთიერთობას რაც შეეხება... ასე ჩნდებიან შემდეგ ქართულის ენის მცოდნე, ქართველ მამებზე გაბოროტებული "ანდრიუხები":)))...

ცუგო

2017-08-14 14:50:18

ანდრიუხა, ანტრიკო (ანტრიკო, სერაფინამ დაარქვა მოსწრებულად), გაგიბაზრდა ხომ შენი ნაბი/ჭ/ვარობის ამბავი? ასეა, რაც უფრო ბევრს ილაპარაკებ, უფრო გაიშიფრები. გააკეთებენ ეს მოქეიფე ქართველები გაურკვეველი წარმოშობის ცვედან ნაბიჭ/ვ/რებს და ისმინე მერე ამათი დაბოღმილი სერენადები. მე სულ მკიდია შენი გინება, იმიტომ, რომ ეგეთი ბილწსიტყვაობა პ/ე/დ/ე/რ/ა/ს/ტ/ე/ბ/ს ახასიათებთ და ყოველი შენი სიტყვა მაგის დადასტურებაა, მე კი ვერ ვბრაზდეები და მეცინება პ/ე/დ/ე/რ/ა/ს/ტ/ე/ბ/ი/ს გინებაზე :))) მხოლოს სხვა იუზერების წუხილი და ამიტომ, გამოშტერებული ადმინისტრაციის კრავივით დუმილი არ მომწონს.
აბა, ანდრიუხა, ანტრიკო... მიდი ეხლა იგინე შე ლოთი ქართველის გაკეთებულო პ/ე/დ/ე/რ/ა/ს/ტ/ო :)))))))))) გავარტ/ყ/ი შენ ქართველ მამიკოს:))))))

arichopra 2

2017-08-14 22:32:02

ანტრიკო შე ბOზის ტრიკო!

Maverick

2017-08-15 10:13:25

კაცებო, მე მხოლოდ თქვენ პოსტებს ვკითხულობ, ამ საცოდავი მრავალმამიანი ანტრიკოს პოსტებს აღარ ვკითხულობ, იმპოტენტის ლანძღვა-გინებაზე მეცინება, ძველი ბიჭობა კი ბაქიობაა და მეტი არაფერი.

ყოჩაღ სერაფინას, ამ საცოდავი ნ.ა.ბ.ი.ჭ.ვ.ა.რ.ი.ს.ა.თ.ვ.ი.ს. შესფერისი სახელი შეურქმევია.

ამ საცოდავის დედიკო, ორსულობის დროსაც არ იშლიდა ყირა-ყირაზე გადასვლას, უზომო ქინძაობისაგან იმდენად ქონდა საშო გაფართოებული ქუჩაში ტრიკოიანად თავით დაუგდია ეს ბილწი არსება და ამიტომაც არის ასე დაქნეული, იმპოტენტი, შინაგანად და გარეგანად აქოთებული, ნ.ა.ბ.ი.ჭვ.ა.რ.ი, ამძუვნებული რუსის მეძავის შვილი...

Maverick

2017-08-15 22:55:37

ამ ღვთის გლახაკს დამიხედეთ. მე ქართველი ამერიკელი ვარ რუსი კი არა და მთელი ამერიკა მიდგას გვერდში, სენსავით უნფხოები კი არა!!!!!!!!!!!!!!...........

გასკდი გულზე შე იმპოტენტო დედით, სანათესაოთი, ჯიშითა და ჯილაგით ბ.ო.ზ.ო. ანკრიუხა ქათამო, ანჟელა მაზმანიანის დაქერილი რუსო კვერცხო>>>>>>>>>>>>>>>

შენ აზრზე არ ხარ როგორ მეცინება შენ ცვედან, იგივე იმპოტენურ მაზოხიზმზე! ანტრიკოოოოოოოოოოო, აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ.........

ჰაააააააააააჰააააააააააააააჰაააააააააააააააააააა...................

Maverick

2017-08-16 00:02:29

ანნნნნნნნნნნნნნნნნნნტტტტტტტტტტტტტრრრრრრრრრრრრიიიიიიიიიიიიიკკკკკკკკკკკოოოოოოოოოოოოოო, რუსო ბომჟო, ქართველების ერთობლივო გაყალბებულო ნამუშევაროოოოოოოოოოოოო!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80