ფრედერიკ ბეგბედერი ბარსელონას ტერაქტზე: ნაციონალისტები, რომლებსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ
დაიჯესტი

ფრედერიკ ბეგბედერი ბარსელონას ტერაქტზე: ნაციონალისტები, რომლებსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ

ფრედერიკ ბეგბედერი ბარსელონას ტერაქტზე:  ნაციონალისტები, რომლებსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ
ghn.ge

2017-08-18 17:45:34

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ, ბარსელონას ტურისტულ რაიონში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

"მე ვიკი კრისტინა ვარ.

ემოციებით წერა კარგი არასდროსაა, რადგან გადაჭარბებული რიტორიკის რისკის წინაშე დგები, მაგრამ გავრისკავ.

მკვლელობებს ვერ შევეჩვიე. ყოველი ტერორისტული აქტისას ვგრძნობ ერთნაირ ზიზღსა და სურვილს, რომ შევებრძოლო უხილავ მტერს: აბსურდს.

წარმოგიდგენიათ? ჯერ კიდევ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოუნდა, საფეხმავლო ბილიკზე სატვირთო მანქანით შევარდნილიყო, რათა შემდეგ მის ღმერთს ეამაყა მისით.

მან იფიქრა, რომ პრობლემებს ბავშვებში, ქალებსა და „შორტებიან“ მამაკაცებში შევარდნით გადაჭრიდა.

ნიცაში, ლონდონში, ბერლინში, ბარსელონაში ერთანირი  შიში აქვთ ადამიანებს. მარტო მე არ ვარ შეურაცხყოფილი ამ გრძნობადაკარგული ძალადობით,  ყველა ნორმალური ადამიანია ასეა.

მე, ასევე, ვბრაზობ ანტიტურისტული გამომსვლელების გამო კატალონიაში, ბასკების ქვეყანაში. მათზე, ვინც თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდნენ, რათა ტურისტებისთვის მოეთხოვათ სახლში წასულიყვნენ.

ის ნაციონალისტები, რომელბსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ დღეს, ახალგაზრდა უცხოელების გვამების წინაშე.

ესპანეთი და საფრანგეთი ის ბედნიერი ქვეყნებია, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ხალხს, პატივია, ვუმასპინძლოთ იმ მოგზაურებს, რომლებსაც მოვწონვართ.

ანტიტერორისტული მოძრაობა საფრანგეთშიც იკრებს ძალებს.

მართალია ზოგიერთ სტუმარს არ შეუძლია, ადგილობრივ კულტურას სცეს პატივი,  მაგრამ არცერთი ტურისტი იმსახურებს სიკვდილს.

ვიცი ფიქრობთ, საწყალი ფრედერიკი ორ საკითხს ერთმანეთში ურევსო და რომ კრიტიკა ვულგარული ტურიზმისა არაა პასუხისმგებელი ისლამისტი ტერორისტების თავდასხმაზე, მაგრამ ასე არაა, ეს რეალობაა.

ტურიზმი არ არის მხოლოდ იდიოტების ვიზიტებით მოპოვებული ფული: ეს არის სიყვარული, სიმბოლიზირებული ვუდი ალენის ფილმთან „ვიკი, კრისტინა,ბარსელონა“.

დიახ, ისინი ეწვივნენ ღირსშესანიშნაობებს, ძეგლებს და გულუბრყვილოები ვერ ამჩნევდენ ქალაქების ტკივილებს, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ნეიმარი PSG-ში გადავიდა, მაგრამ ამ დილით მე ვარ ვიკი და კრისტინა, მე ვარ ტურისტი, მოკლული იმის გამო, რომ მიყვარდა კატალონია.

ნანახია - 1148

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80