წინასაომარი ვითარება პროფკავშირულ არჩევნებამდე
ეკონომიკა

წინასაომარი ვითარება პროფკავშირულ არჩევნებამდე

წინასაომარი ვითარება პროფკავშირულ არჩევნებამდე
ბექა დანელია

2017-08-31 18:00:23

2 კვირაში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვნებათაღელვა პიკს მიაღწევს. პროფკავშირების ყრილობა 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი. ჯერჯრობით კანდიდატი ორია - დავით ოქიტაშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი. თუმცა მათი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.

კანდიდატებს შორის დაპირისპირება უკვე დაწყბულია. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელმა თავჯდომარემ თავის წარსულს უნდა გადახედოს და სწორი დასკვნები გამოიტანოს.

„ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული, მაგრამ შევდივარ ამ ბრძოლაში და გარწმუნებთ, რომ პეტრიაშვილს დავამარცხებ არჩევნების გზით და არა იმ მეთოდით, როგორც თავად მოვიდა თავმჯდომარედ. ახლა რომ გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს - იმის მართული, ამის მართული. სირცხვილია, გაიხსენოს თავისი წარსული.

ჩვენ არ ვაპირებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდითაც ის გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე 12 წლის წინ. ვიცი, რომ კიდევ არიან მსურველები და ყველა კანდიდატს და პეტრიაშვილსაც თანასწორ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მყისვე გამოუეხმაურა. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ხელსუფლებას პროფკავშირების ანექსირება სურს. მთავრობას პროცესებში მართული ადამიანი სჭირდება და ასეთი დავით ოქიტაშვილი აღმოჩნდა.

„ეს გახლავთ პაიკზე უფრო დაბალი რანგის ფიგურა. დავით ოქიტაშვილს თუ ასეთი აგრესია ჰქონდა ჩვენ მიმართ და არ მოსწონდა ირაკლი პეტრიაშვილი, ეს არის ერთი თვის წინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა დითირამბებს უმღერის ირაკლი პეტრიაშვილს, როგორ მთხოვს, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მე ვიყარო კენჭი. ბრძოლა და გამოწვევა მიღებულია, რაც უფრო სიღრმეში წავლენ, მით უფრო კარგად გამოააშკარავებენ თავის თავს, ვისგან და საიდან იმართება ეს პროცესი. ზუსტად ვიცი ასევე იმ ადამიანის გვარი და სახელი, უმაღლესი თანამდებობის პირის, რომელმაც ეს უღელი დაადგა დავით ოქიტაშვილს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ამიტომ პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე სექტემბრის ყრილობაზე თავჯდომარედ კენჭისყრას ისევ აპირებს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ გარკვეულ ადამიანებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ პროფკავშირების თავმჯდომარედ თავიანთი კანდიდატი დასვან.

„ორი კვირაა მიმდინარეობს გავეშებულ-გააფთრებული შეტევა ჩემზე და მთლიანად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე. როგორც იტყვიან „შუბი ხალთაში არ დაიმალებაო“ და რამდენიმე დღის წინ ამ აბსურდის თეატრის რეალური მიზეზიც გაამჟღავნეს: სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნები პროფკავშირებში და სურვილი, რომ ამ არჩევნებზე დასვან თავმჯდომარედ მათთვის სასურველი, მორჩილი, მართვადი პიროვნება.

თავიდანვე ვამბობდი, რომ რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და იქ მთავრობისგან დასმული მენეჯმენტის უმსგავსობებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი კენჭისყრას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა უთანასწორო ბრძოლა იქნება, ვიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა მათ პულტზე მყოფმა ე.წ. ლიდერმა მუსრი არ გაავლოს და ნაცარტუტად არ აქციოს ყველაზე ღირებული, რაც პროფკავშირს გააჩნია: დამოუკიდებლობა ყველა გარე სუბიექტისგან და დამოკიდებულება თავის წევრებზე", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირულ დაძაბულობაში პარლამენტის წევრებიც ჩაერთნენ. დეპუტატმა ლევან კობერიძემ გაერთიანებული პროფკავშირების მოქმედ ხელმძღვანელს წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ კარს მომდგარი არჩევნები და რკინიგზასთან მიმდინარე საპროტესტო აქციები ერთმანეთთან კავშირშია.

"როგორც იცით, არჩევნები მოახლოებულია. გვახსოვს, ირაკლი პეტრიაშვილის წარსული, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელი გახდა. დიახ, ამ ყველაფერს იყენებს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით კი, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერესია პროფკავშირების მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ისევ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. დეპუტატის შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს პროფკავშირების არჩევნებში ხელისუფლება ერეოდა.

„მისი ინტერესი არის მოახლოებული არჩევნების წინ საკუთარი თავის ისევ შეთავაზება. როგორც ვიცი, ის საკმაოდ დიდი ხანია, დაახლოებით, 12 წელია პროფკავშირებს ხელმძღვანელობს და სამწუხაროდ, წინა პერიოდში მუდმივად ხდებოდა ამ არჩევნებში წინა ხელისუფლების ჩარევა. შესაძლებელია და საკმაოდ დასაბუთებული ვარაუდია, რომ ეს პროცესი უკავშირდებოდეს დაგეგმილ და მოახლოებულ არჩევნებს პროფკავშირებში. ამიტომ ეს ეჭვები საფუძვლიანია,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნანახია - 1193

ცუგო

2017-08-31 18:44:36

ირაკლი პეტრიაშვილი- 2005 წლიდან საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე. კარგი რა კაცო, აღარ გეყო?! რა წარმატებები აქვს ამ კაცს ამხელა პრეტენზიები რომ გააჩნია?!

Maverick

2017-08-31 21:12:42

ირაკლი პეტრიაშვილი რა, ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევია?!

ტორი

2017-08-31 23:34:14

ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პეტრიაშვილისთვის ტ/ყავის გასაძრობად ისიც იკმარებდა, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებთან სოდის შენობაში დაჩკებით რომ დარბოდა და ამის ამსახველი კადრები მთელმა საქართველომ ნახა ნათია მიქიაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებაში...

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში ან მანიაკები მოდიან, ან იდიოტები...
როგორც ჩანს, საქართველოში თანამდებობა, კაცობა და ეროვნულობა ერთმანეთში ვერ რიგდებიან...

ტორი

2017-08-31 23:35:33

იშვიათი გამონაკლისის გარდა...

1234

2017-09-01 00:02:58

პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი რომელიც კრძალავს ორჯერ მეტი ვადით თავმჯდომარეობას. კანონმა და შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტრურამ (ე.გ., ეკონომიკის სამინისტრომ) უნდა დაარეგულიროს შიდა პროცესები რომ პროფკავშირში შიდა კორუფცია არ იყოს და დემოკრატიულად ტარდებოდეს არჩევნები.

ფხიზელი

2017-09-01 00:04:23


ტორი:
"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში ან მანიაკები მოდიან, ან იდიოტები...
როგორც ჩანს, საქართველოში თანამდებობა, კაცობა და ეროვნულობა ერთმანეთში ვერ რიგდებიან... იშვიათი გამონაკლისის გარდა..."
----------------
მართალი ხარ და ეს ერთი უბედურებაა;
მეორე უბედურება ისაა, რომ ამის მიმხვედრია ძალიან ცოტა.

natali

2017-09-01 01:14:41

კიი...ხელისუფლებაში ბევრი მიშას მიერ "დაბრაკული" ნაცები მოვიდნენ. მიშამ კი იმიტომ დაბრაკა, იდიოტები რომ არიან.

Maverick

2017-09-01 01:47:33

იდიოტების, უგუნურების და ბრიყვების საპარპაშო ქვეყნად აქციეს საქართველო!

Maverick

2017-09-01 01:47:58

საშველი კი არ ჩანს, არჩევანმა არ გაამართლა, ხელისუფლება მოსახლეობის გარდა ყველას უსმენს და თანამშრომლობს!

Maverick

2017-09-01 01:49:22

ძალიან სახიფათო მდგომარეობა იქმნება, ხალხის მოთმინების ფიალა სავსეა, დაპირისპირება უ.მ.ა.ღ.ლ.ე.ს ნიშნულს უახლოვდება, ფეთქებად მდგომარეობაა, სულ მცირე ბიძგია საჭირო, რომ გაბოროტებულმა, უკმაყოფილო ადამიანებმა ნირვანაში მყოფი ქეც+ქოცნაცები არ გადაქელონ!...

Maverick

2017-09-01 01:52:14

"ბრიყვთა ქვეყანა" - საქართველოს ვერ მოესწრებით ქეცებო და ნაცებო!

antoni

2017-09-01 06:35:59

ნაციონალური ფესვები ოქიტაშვილსაც აქვს, მაგრამ პეტრიაშვილი ნამეტანია. 2005 და 2009 წლებია არჩევნებზე ის კუდ-მა დასვა; იყო მათი შნირი და მონა კლასიკური გაგებით
იქ მუშაობისას მისი ქონება დაახლოებით ათჯერაა გაზრდილი; საიდან?

ტორი

2017-09-01 07:57:16

antoni

იქ მუშაობისას მისი ქონება დაახლოებით ათჯერაა გაზრდილი; საიდან?
----------------------

საიდან და....."ტუმბოჩკიდან":)))))
ძვეეეელი ანექდოტია:

კგბ ისააკას ბინას შმონავს და ტუმბოჩკაში ოქრო უნახეს...
ეკითხებიან: ისააკ, ოქრო საიდან გაქვს?
სარამ /ცოლზე ეუბნება/

ტორი

2017-09-01 07:58:40

მომცა...
სარას საიდან აქვს?
მე მივეცი...
ჰოოოოდა, შნ საიდან გაქვს?
ტუმბოჩკიდან რა, ხო გითხარი...

ტორი

2017-09-01 07:59:05

ეგრეა ამათი საქმე...

mimino

2017-09-01 09:23:42

ირაკლი პეტრიაშვილი=დედა ღორი-პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80