„ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ დაარღვია დიპლომატიური ნორმა და ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“
პოლიტიკა

„ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ დაარღვია დიპლომატიური ნორმა და ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“

„ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ დაარღვია დიპლომატიური ნორმა და ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“
ლალი ზირაქიშვილი

2017-09-05 09:00:09

„ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება“, - აცხადებს ვენეციის კომისიის მდივანი. ტომას მარკერტი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთებულ იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გაავრცელა უმრავლესობამ. განცხადების მიხედვით, პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს. ერევა თუ არა ვენეციის კომისია ასეთი განცხადებებით საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში - ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ვენეციის კომისია გვირჩევს,  საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და ამის შემდეგ დაამტკიცოს იგი მესამე მოსმენით. რას ნიშნავს ამგვარი რეკომენდაცია, რომელიც დიპლომატიური ენიდან ითარგნმება, როგორც - შეაჩერეთ კონსტიტუციის მიღება?

- ამ შემთხვევაში შესაძლოა, ტენდენციური ვარ, რადგან დიდად არ მეხატება გულზე - ვენეციის კომისიას ამ ხნის მანძილზე არც ერთხელარ უხსენებია 2010 წლის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საერთოდ, მისი გვერდის ავლით იყო მიღებული.

სწორედ ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სადაც გასდის, იქ აქვს ხოლმე პრეტენზიები ამ კომისიას. მითუმეტეს, ჩემთვის ისიც გაუგებარია, რაზე აქვს პრეტენზიები - ვინ-ვინ და იტალიელმა იურისტმა და პოლიტიკოსმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, რომ კონსენსუსი ძნელი მისაღწევია, თუ მხარეებს ეს არ სურთ.

მითუმეტეს, გაუგებარია მოთხოვნა, ასე ჯიუტად, კონსენსუსისა. სიჯიუტის გარდა სხვა ვერაფრით ახსნი - 50 წლის განმავლობაში ვერ მიაღწიეს მის სამშობლოში კონსენსუსს, ესეც ხომ რეალობაა!

მრჩება შთაბეჭდილება, ბუკიკიოს ასეთი რეალობების დანახვა ან არ სურს, ან ავიწყდება ხოლმე და ამით, ფაქტობრივად, ერევა შიდა პოლიუტიკურ დაპირისპირებაში. რომ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ეს არ არის კარგი, კონსტიტუციის კეთების მოტივითგაჩენილი დაპირისპირება, ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა - რომელი რომელს აჯობებს და თუ ამას აჰყვა ბუკიკიო, ის შიდა პოლიტიკურ პროცესებში იკავებს გარკვეულ მხარეს, რაც თავისთავად არ გამოიყურება ჩემი აზრით, სასიამოვნოდ.

ეს განცხადება ამ შემთხვევაში კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა გაახმოვანა, რომელიც აცხადებს, რომ გაოცებულია უმრავლესობის განცხადებით...

- საერთო პოზიციაა, რა მნიშვნელობა აქვს, ამას პირველი პირი იტყვის თუ მეორე? ცხადია, პირველ პირთან შეთანხმების გარეშე ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა. თანაც, გაოცებას თუ გამოხატავს, ეს დაუთანხმებლობას ნიშნავს პროცესის ისე წაყვანაზე, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ასეთ შემთხვევაში საინტერესოა ერთი რამ - როდესაც ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, ჯანი ბუკიკიომ დაწერა, რომ ამის შემდეგ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ უმრავლესობას და კომისია ამ პროცესში აღარ ჩაერევა. ტომას მარკერტმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამტკიცებს ჩასწორებულ ვარიანტს და ეს არ იქნება კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები. პარლამენტის საიტიდან აიღეს მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი და, როგორც ჩანს, კომისიასთან შეთანხმებულ შესწორებებზე მუშაობენ. ამის შემდეგ კეთდება განცხადება, რომ კომისია გაოცებულია უმრავლესობის გადაწყვეტილებით... ასეთი ბეგრაუნდის შემდეგ თვითონ ეს განცხადებაც გაოცებას ხომ არ იწვევს და ორმაგი თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს - თუ უკვე შეთანხმდნენ ჩასწორებაზე, რა შუაშია ოქტომბრის დასკვნა?

- ალბათ ორმაგი თამაში გამოდის, რადგან ვენეციის კომისიას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ხელისუფლებას უკარნახოს, რა ტემპით მიიღოს ესა თუ ის საკონსტიტუციო ნორმა. მითუმეტეს, რომ საუბარია შესწორებაზე და არა ახალ კონსტიტუციაზე. ეს კარგად იცის ვენეციის კომისიამ და სწორედ ამიტომ, წინა ხელისუფლებას საყვედური ვერ უთხრეს, რადგან კომისია სარეკომენდაციო ორგანოა და თუ უნდათ, მიიღებენ მის რეკომენდაციებს და თუ არ უნდათ - არ მიიღებენ.

თქვენც აღნიშნეთ, რომ პოლიტიკურ მხარეს იკავებს თავისი ამგვარი განცხადებებით. რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას ის სიმპათიითაა განწყობილი გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ? რა მოტივი შეიძლება იკითხებოდეს ამ ყველაფერში?

- მოტივის დასახელება ძნელია, ეს სიმპათიაა თუ რაიმე, უფრო სერიოზული პოლიტიკურიან იურიდიული საფუძველი, მაგრამ ფაქტია,რომ ვენეციის კომისიამ დაარღვია დიპლომატიური ნორმა და ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ეს ხომ დაუდგენელი ნორმაა, რომ დიპლომატი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის საქმეებში. ვენეციის კომისიასაც დიპლომატიური სტანდარტი უნდა ჰქონდეს და თუ ის ამ სტანდარტს არ იცავს, ეს რითია მოტივირებული - სუბიექტური მოსაზრებით, რომ ასე უკეთესია თუ სხვა, რაც არ უნდა იყოს? ეს მოტივი, მისი სუბიექტური მოსაზრების დაძალებაა ქართული მხარისთვის, რაც ჩარევას გულისხმობს. რითია მოტივირებული, ამას უკვე ეკარგება აზრი, რადგან ეს ნიშნავს,  რომ ვენეციის კომისია არღვევს თავისი უფლებამოსილების საზღვრებს.

როგორი გაგრძელება მოყვება ამ ყველაფერს? ხომ არ დაჩრდილავს საკონსტიტუციო ხმაური ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს?

- საარჩევნო პროცესი, თანაც ადგილობრივი არჩევნები, ნაკლებად დინამიურია ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქითაა, რადგან თბილისის დაუფლებას ეხება საქმე. თუმცა ფაქტია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მთლიანობაში არადინამიურია - არ ვიცი, ამ თავისებურების გამო თუ მხარეები იმდენად მომზადებულები არ არიან, რომ დინამიზმი შესძინონ საარჩევნო პროცესს.

თითქმის ყველა კანდიდატი დასახელებულია და მედიაც ყურადღებას აქცევს მათ. მას საკონსტიტუციო პროცესი კი არ ჩრდილავს, თვითონ საარჩევნო პროცესია დუნე და ამის გამო ვერ ფარავს პოლიტიკურ სივრცეს.

რაც შეეხება კონსტიტუციას, მგონია, რომ მიიღებენ; რაც შეეხება ხმაურს, დამთავრდება არჩევნები და დამთავრდება ხმაურიც, რადგან მგონია, რომ ამ თემებს იყენებენ სწორედ წინასაარჩევნო მიზნით - მოექცნენ მედიის ყურადღბის ცენტრში და როცა ეს აღარ იქნება საჭირო, ვფიქრობ, პროცესიც ნელ-ნელა ჩაქრება.

ნანახია - 1587

armagedevani

2017-09-05 09:18:01

ბატონი საყვარელიძე კვლავ მართალია, როგორც ყოველთვის: თუნდაც ის, რომ 2010 წლის კონსტიტუციაზე სიტყვას არ ძრავენ, აქ კი ლამის გადა/ი/ჯვან თავზე რჩევებისგა, - რათქმაუნდა ეჭვებს ბადებს ეს ყოველივე.

antoni

2017-09-05 10:24:26

ბუკიკიო ამ ფართხალში იღებს ხელფასს - ჩვენისთანა მაჩანჩალას (თუ გაუვა) ჭკუა ასწავლოს. თორემ ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას და მის იტალიასაც ბუკიკიო და მისი კომისია სულ ცოცარზე ჰკიდია
კაი დედის შვილია და საფრანგეთს, ან გერმანიას მოსთხოვოს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ან რამე დაუწუნოს; ბუნდღა არ დარჩება მისგან

ლაზი1

2017-09-05 10:47:02

ამ კომისიას ნამდვილად მეტისმეტი მოსდის. თანაც ყველა წევრი სხვადასხვას ლაპარაკობს. ეს კონსტიტუცია სულ მაგათ ჭკუაზე რომ დავაწერინოთ მგონი ერთმანეთშიც ვერ მიაღწევენ სრულ კონსენსუსს.საერთოდ ასეთ თემებზე კონსენსუსი ვაჭრობის საკითხია და არა არსობრივი. როცა ვაჭრობაში ერთი მხარე ულტიმატუმით მოითხოვს ყველაფერს არაფრის სანაცვლოდ, რომელ შეთანხმებაზე შეიძლება საუბარი. ერთიც საინტერესოა, ამ კომისიას ვინმე, ჩვენს მეტი, რამეს ეკითხება? თავის იტალიაში როგორი სისტემა აქვთ? თავისმა თავმა ქვა ესროლათ?
ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს მათი მოქმედება და პოზიციები.

papa

2017-09-05 17:58:48


რაო რაო.... ერევაოოოოო?/
....აბა რეებს ლაპარაკობთ, როგორ გეკადრებათ??----ჩვენ ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, თანაც ეგენი ხომ ჩვენი მეგობრები არიან?--მაგათგან ყველაფერიც მისაღებია!!.... პირიქით უნდა ვუთხრათ--- კიდევ მდრუზე მარგარიტა ბიცოლა, კიდევ მდრუზე--თქო.
ეგ რუსეთია რომ ჩვენ საქმეში არ უნდა ჩაერიოს, თორემ ეგენიიი......ნებისმიერს უფლება ააქვს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულად ფეხქვეს გაიგდოს. თუ კარგად მოიქცევიან ჩქარა პირველ ღამესაც ვაჩუქებთ...
აკი მიშას ასწავლეს კიდეც..
და რამდენი ამისთანა??
ხბოს აღტყინებით ყველას თვალებში რომ შევციციცინებთ ეგ იმის ბრალია..
...... არა... სწავლა სათაკილო არააა, შეიძლება არ იცოდე და სხვისგან ისწავლო მაგრამ ვისგან??.... ამათგააან? ჩვენზე მეტი რამე მაინც იცოდნენ....
ზაპაროჟეცმა რომ უთხრა ვოლგას.... რაც შენ თავში გაქვს მე ის ტ/რაკში მაააქვსო...ზუსტია!!!

ისე კი... კარგია რომ ,,მიხვდით,, და ამას ხმამაღ/ლა ამბობთ, თუმცა ვსოოოო...წასულია საყვარელიძის საქმე ..... რუსეთუმეა მორჩა და გათავდა---- რაღამც დასავლეთზე აუგს ამბობს, ზნაჩიტ რუსთუმეა. კლეიმო გარანტირებული აქვს. ასეა აქ -- დასავლეთზე კრიტიკას ამბობ, რუსეთუმე ხარ... არაფერი გეშველება--პუტინი უხდის ფულებს.. მორჩენილია ეს საქმე.

papa

2017-09-05 18:14:06

ისე ,,გონივრული ეჭვი,, მაქვს---- ამ მეგრანტეებს პუტინმა რომ ფულები უხადოს, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არა, მაგან თბილისიც რომ ზედ მიაყოლოს, მაინც იმის ხოტბა დიდებაში იქნებოდნენ
ფული.... ფულია, მთავარი..... რა ატამი, რის ტყემალი....
დემოკრატია.....დემოკრატია კი არა შიხტა--კიკოლა
სამართლი სუსტისააო.......ესეა დემოკრატიაც. სინამდვილეში კი ძლიერებს, დემოკრატიაც ააქვთ, სამართალიც და დამკაშიც დიდი ხნის გასულები არიან უკვე

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80