„საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს“
პოლიტიკა

„საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს“

„საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს“
თამთა ქარჩავა

2017-09-06 11:21:21

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინისგან მესამედ ითხოვს. უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა განაცხადა, რომ მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის სახელზე.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის.

„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები“, - განაცხადა სერგეი პეტუხოვმა.

მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის. მაშ ასე, საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის 4 საქმეში, კერძოდ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება;

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც ჩადენილია ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.

ეს გახლავთ იმ სისხლის სამართლის საქმის ჩამონათვალი, რომლის საფუძვლეზე პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას და ექსტრადირებას ითხოვს. იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის დაკავების ინტერესი არ აქვს. მისი თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ მათ მიმართეს უკრაინას, ფაქტობრივად  არის სააკაშვილის გაფრთხილება, რომ არ ჩავიდეს უკრაინაში.

„ეს განცხადება რომ არ გამოექვეყნებინათ და ისე გაეკეთებინათ ეს მიმართვა, უფრო რეალისტური იყო, რომ 10 სექტემბერს, როგორც გვპირდებოდა სააკაშვილი ჩავიდოდა უკრაინაში და დააკავებდნენ. ამიტომ, პროკურატურის ეს საჯარო განცხადება ცალსახად და გამოკვეთილად ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის დაპატიმრება. ახლა უნდა მოსახლეობის მოტყუება, რომ თითქოს ამას ცდლილობს მთელი ძალით და არ გამოსდის“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

თავის მხრივ, სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ აქტიურდება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა წინასაარჩევნო პერიოდში. უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი სამართლებრივ საკითხზე არ მიუთითებს.ნანუაშვილი პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ აქტიურდება ხოლმე ეს თემა წინასაარჩევნოდ. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გაგზავნილი და დაველოდოთ შედეგებს. ეს სამართლებრივ მხარეზე არ მიანიშნებს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ეს პროცესი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღია დევნაზეა გადასული.

„პოროშენკოს მთავრობა და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ეს ორი წარმონაქმნი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენ არ გვიკვირს, რომ მაინცდამაინც ახლა გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნა უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს ცალსახად უკავშირდება 10 სექტემბერს და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცედურებთან“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის შეფასებით,  სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ხელმეორედ მოთხოვნის გაგზავნა მისი უკანონო დევნის გაგრძელებაა. როგორც გოცირიძეაცხადებს, სააკაშვილი ქვეყანაში არც საქართველოს და არც უკრაინის ხელისუფლებას არ ჭირდება, რადგან უფრთხიან ძლიერ კონკურენტს და პოლიტიკურ ძალას.

„ეს არის ორი ქვეყნის ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო და ველური ნადირობა ადამიანზე, რომელსაც ძალიან უფრთხიან, რადგან უნდათ თბილი სახელისუფლო სავარძლის შენარჩუნება. ისინი ძლიერ კონკურენტს უფრთხიან. ეს არის მშიშარა ხალხი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ბრალდებას უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა კანონის შესაბამისად მოქმედებს. როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილის მიმართ ბევრი კითხვა აქვს როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებასაც.

„უფრო ვრცელ განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. ის, თუ რა არის პოლიტიკურად მიზანშეწონილი და რა არა, ეს ექსპერტების და პოლიტიკის მოყვარულთა სადისკუსიო თემაა. სააკაშვილთან ბევრი კითხვა აქვს როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას“, - ამბობს გია ვოლსკი.

ნანახია - 1352

cugo

2017-09-06 11:51:01

ბექა ბასილაიას
-------------
რატომ არის გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან შე მეცოცხე ჯალათების დამცველო.მიხეილ სააკაშვილი არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი როცა უდანაშაულო პერსპექტიულ ახალგაზრდებს ქუჩაში ჭიანჭველებივით ხოცავდნენ,როცა დამსახურებულ ადამიანებს წამებით კლავდნენ,ლოდს აბამდნენ და ზღვაში ძირავდნენ,მშობლებს და ოჯახის წევრებს საფლავებიც რომ არა აქვთ.როცა წამებით გონებადაკარგულ პატიმრებს მორგში მიცვალებულებთან რადიატორზე აბამდნენ,როცა 7 ნოემბერს და 26 მაისს მშვიდობიან მომიტინგეებს ხოცავდნენ და მაღაზიის სახურავზე აწყობდნენ,როცა ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ ცემდნენ,როცა ,,იმედს,,არბევდნენდა მესაკუთრეს ართმევდნენ,როცა ბიზნესმენებს ძარცვავდნენ,როცა ათასობით ადამიანი დახოცეს და ტერიტორიის ერთი მეხუთედი რუსებს ლანგარით მიართვეს.რამდენი ერთი უმძიმესი დანაშაული ჩამოგითვალოს კაცმა შე ნაძირალა.შენი იმიტომ მიგაჩნია სააკაშვილის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მისი პრეზიდენტობის დროს თბილად იყავი.სხვისი უბედურების ხარჯზე იწყობდი საკუთარ ბედნიერებას.შენ იმ პროკურატურის თანამშრომელი იყავი,რომელიც უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებს უკერავდა უდანაშაულო ადამიანებს.იმის გეშინოდეს,როცა ამ პოლიტიკურ ლეშს, მიხეილ სააკაშვილს ჩამოათრევენ საქართველოში,შენზე რაიმე კომპრომატი არ ჰქონდეს და არ დაგასახელოს.

natali

2017-09-06 12:08:23

უკრაინის მოქალაქე აღარაა და უკრაინას რატომ სთხოვენ ვერ გავიგე.რატომ არ სთხოვენ იმ ქვეყანას სადაცაა?

antoni

2017-09-06 12:23:25

სათაურის გაგრძელება - 2008 წლის ზაფხულში მეცოცხეები დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის ინტერესი არ ჰქონდა; მერე რაც მოხდა გეხსომებათ: ფორთხვა-ღეჭვა, კოდორის გაჩუქება, რუსი გენერლის მძღოლად ქცეული ქართველი გუბერნატორი, თარგამაძის მიერ 30 ათასი დოლარის შეთავაზება მეორე ვანიასთვის გორის ნაწილის (სტალინის სახლმუზეუმის) დაბომბვისათვის; მეცოცხეთა საცობი წითელ ხიდთან; ასობით დაღუპული, ათიათასობით ლტოლვილი
და "გამარჯვების ზეიმი"რუსთაველზე

davituna

2017-09-06 13:39:04

ნატალი,ჩემი აზრით, ეს განცხადება, უკრაინის მთავრობის თხოვნით გაკეთდა,რომ ვერ გაბედოს უკრაინაში ცხვირის შეყოფა....

natali

2017-09-06 14:01:06

კია პოროშენკო ღირსი შევიდეს და მაიდანი მოუწყოს.

Munji

2017-09-06 16:46:13

სააკაშვილს რომ ჩამოიყვანს და გაასამართლებს, ის კაცები არა ხართ თქვენ!
თქვენ ის კაცები ხართ, კეზერაშვილს რომ გაამართლებს და უდანაშაულო დეკანოზს რომ შორენა თეთრუაშვილისა და ნანა კაკაბაძის სცენარით დაიჭერს, ციანიდს ჩაუდებს და 9 წელს რომ მიუსჯის!..
მართლმსაჯულების მესაფლავე წუპაკებო თქვენ!!!

ცუგო

2017-09-06 18:51:40

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ აქტიურდება ხოლმე ეს თემა წინასაარჩევნოდ. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გაგზავნილი და დაველოდოთ შედეგებს. ეს სამართლებრივ მხარეზე არ მიანიშნებს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა." საოცარი აღმოჩენა გააკეთა ბატონმა უჩამ, მე კი ის გამიკვირდებოდა მაგისთვის გასაგები რომ ყოფილიყო რამე, საერთოდ... მეტი უნდა იკითხო და გაიგო ეგებ რამე... მიშას აქტიურობაზე წერს ყველა და საპასუხო რეაქცია გაგიკვირდა გენაცვალე? ყველაფერზე შენი "კომპეტენტური" დასკვნა ასე ნაჩქარევად (უკანა რიცხვით გაკეთებულიც გვახსოვს) რომ არ დააბრეხვო არ შეგიძლია?!

Maverick

2017-09-07 01:44:18

Munji,

ყოჩაღ, ქვეყნის პოლიტიკურ ფორვატერის რეალური მიმართულებით მიყვები!

პროკურატურას შეკითხვა, თქვენ საქართველოსათვის /პროკურა/ტურა ხართ, თუ რომელიღაც სხვა ქვეყნის პრო/კურა/ტურა?!

2008 წ. 08.08-ზე არაფერს არ იტყვით?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80