მიხეილ რამიშვილი: „კახაბერ გოგოტიშვილო, მღვდელი თუ ხარ და ჯვარი, რომ ჩამოგიკიდია, ნუ ლაპარაკობ სისულელეს“
საზოგადოება

მიხეილ რამიშვილი: „კახაბერ გოგოტიშვილო, მღვდელი თუ ხარ და ჯვარი, რომ ჩამოგიკიდია, ნუ ლაპარაკობ სისულელეს“

მიხეილ რამიშვილი: „კახაბერ გოგოტიშვილო, მღვდელი თუ ხარ და ჯვარი, რომ ჩამოგიკიდია, ნუ ლაპარაკობ სისულელეს“
თამთა ქარჩავა

2017-09-06 14:00:15

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციას, იგნორირება გაუკეთა ყველანაირ კანონმდებლობას, რაც საქართველოშია. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის განაჩენი სუს-ის, პროკურატურის და გარკვეულ პირებს შორის არსებული გარკვეული კონსესუსის შედეგად იქნა იყო მიღწეული.

for.ge მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადებაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში. ამ დანაშაულისთვის მამა გიორგის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რა მტკიცებულების საფუძველზე გადააკვალიფიცირა მოსამართლემ 109-ე მუხლი და რის საფუძველზე მიუსაჯა 9 წელი?

მიხეილ რამიშვილი: რაშიც ჰქონდა ბრალი წაყენებული, ეს იყო 109-ე მუხლი, მკლელობის მომზადება ანგარებით. თურმე ანგარება არ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მოტივაცია ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ ბოლოს წამოსცდა მოსამართლეს, თურმე შურისძიებაო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პარასკევს დამთავრდა სასამართლო პროცესი და  მარტო ჩვენი დასკვნითი სიტყვა იმხელა მასალას მოიცავდა, სამ დღეში ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ის არ არის მოსამართლე. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. გარკვეული კონსენსუსი იყო მიღწეული, სუს-ის, პროკურატურის და გარკვეულ პირებს შორის და ბოლო გამოსავალი ეს იპოვეს. იმიტომ, რომ ამათთვის მამა გიორგის გამართლება რატომღაც სასირცხვილო იყო. ჩვენ ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სტრასბურგში. აქ კანონის უზენაესობა არ არსებობს, აქ არსებობს ახირებების უზენაესობა. ვისაც რა მოუნდება, როგორც მოუნდება, ისე წყვეტს ჩვენს ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმოება დასრულდა, უცნობია, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ე.წ. ციანდი. პროკურატურა ამბობს, რომ დადგენილია აღნიშნული პიროვნება და ვინაიდან საქმეზე ცალკე სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიდინარეობს, მისი ვინაობა არ სახელდება. თქვენთვის ცნობილია, ვისგანიყიდა მამა გიორგიმ ციანიდი?

- სიცრუეა. ასეთი არ არსებობს, თუ თავის თანამშრომელს დაარიგებენ ჭკუას და თავის თანამშრომელს გაასაღებენ გამსაღებლად, ეს უკვე სხვა საქმეა. როგორ შეიძლება, გამოძიებამ 7 თვე ვერ დაადგინოს საქმის დეტალები? ახლა ადგენენ რამეს?! ჩემთის ცნობილია, რომ ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ეს საქმე. მაგრამ არ არსებობს პიროვნება, ვისგანაც შეიძინა ციანიდი. ესენი ცდილობენ, რომ რაღაცა ზღაპრები შექმნან. ეტყობა მატრიარქატის ხანის პერიოდია საქართველოში და ვიღაცის ახირებებზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ბედი.

ვის გულისხმობთ?

- ადამიანებს, რომლებმაც ასეთი პროვოკაცია მოუწყვეს მამა გიორგის თავისი სიმართლისთის და წესიერებისთვის. ამ საქმის მთავარი მოწმე - ირაკლი მამალაძე სუს-ის, პროკურატურის და საპატრიარქოს მითითებებს ასრულებდა. ის არის საწყისი და დასაწყისი ამ სიბინძურის, რომელიც არის პირდაპირი მითითება და მინიშნება მათგან ვისთანაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ეს არის სუს-ი, პროკურატურა და საპატრიარქოს ადმინისტრაცია კიდევ.

თავიანთი გაუმაძღარი კუჭებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სასირცხვილოა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ 109-ე მუხლი ვერ დატოვეს ძალაში, ანგარება არ ყოფილა და შურისძიება ყოფილა. საქმეში ეს იმას ცვლის, რომ 109-ე მუხლი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადოს ითვალისწინებდა, მაგრამ მოტივაცია ანგარებით არ არსებობდა თურმე.

პარასკევს დამთავრდა სასამართლო პროცესი... წინასწარ ჰქონდა დაწერილი განაჩენი, ჩვენთან სასამართლო და მოსამართლე არ არსებობს. შესაბამისად, სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს და გადააკვალიფიცირეს. ვის ჰქონდა ანგარება თავისი სიმდიდრის გამო და ვის თავისი სიმართლის გამო, ამას მომავალი მალე გვიჩვენებს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გაგიკეთებიათ განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და რომ მამა გიორგი ვიღაცის გულისთვის ისჯება. ამ განცხადებების მიუხედავად, გქონდათ მოლოდინი, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე? მაგალითადდეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილიყო რაღაცა სახის დანაშაული, ვერ მიუსჯიდა მოსამართლე?

- კახაბერ გოგოტიშვილო, მღვდელი თუ ხარ და ჯვარი, რომ ჩამოგიკიდია, ნუ ლაპარაკობ სისულელეს. კარგად გადახედოს ცხოვრებას და მაშინ მოძღვრებას თავი დაანებოს. სირცხვილია მაგდაგვარი რაღაცის გასაჯაროება და ლაპარაკი - ეს იცოდეს კახაბერ გოგოტიშვილმა ჩემგან პირადად.

გქონდათ მოლოდინი, რომ სხვა განაჩენი დადგებოდა?

- რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო სხვა განაჩენი. ჩვენ ხომ მონობის პერიოდში ვცხოვრობთ. ჩვენ ვიღაცის ახირებებზე ვართ დამოკიდებული და ვიღაცეები გვმართავენ. ჩვენ კანონი, უზენაესობა და სამართალი არ გაგვაჩნია.

გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ასევე მამა გიორგის საკითხს ეხებოდა. ამ ჩანაწერში მამა გიორგი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრის დავალებით წავიდა გერმანიაში. მეუფემ უარყო ეს ფაქტი...

- რად უნდა მაგას უარყოფა?! ადამიანმა თავისი სულიერი შვილი მიატოვა. ერთი არ შესულა და არ უკითხავს მისი მდგომარეობა. ღმერთი მაღლიდან ხედავს. რისხვასავით დაატყდება ყველას ეს უსამართლობა და ეს მართლა ამორალური და არაადამიანური ქმედება.

ძალიან ბევრს საუბრობენ მეუფე დიმიტრის როლზე ამ საქმეში. რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა მეუფე დიმიტრის და სად იკვეთება მისი შემხებლობა ამ საქმესთან?

- აბსოლუტურად არანაირი. ამ ყველაფერში მეუფე დიმიტრის არანაირი როლი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი რამ, როდესაც ეპარქიის ხელმძღვანელი ხარ და მამაო მოღვაწეობს შენს ეპარქიაში, როგორც მამა შვილს ეკითხება და შვილი მამას სთხოვს ჩამოსვლას თუ გამგზავრებას ეგრეა, ჩვეულებრივი ამბავია... მე არ მიკვირს, პროკურატურისგან არაფერი, ისიც არ მიკვირს, რას რას მიაბამენ და რით უნდათ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.

ძალაუფლებას როცა ფლობ და რაღაცა შეცდომას უშვებ, არ გაქვს იმის შნო რომ აღიარო, ეს შეცდომა იმიტომ, რომ არ ხარ კომპეტენტური. ყველა ცდილობს თავისი სიბინძურეები გადაფაროს. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ თუ ხალხის მასა არ გამოჩნდა, მათი უხეში მოთხოვნა, კატეგორიული, მანამდე დაუნდობლად გექცევიან. იმიტომ გაწირეს, რომ გაუმაძღარი, ფულის მოყვარული და სიმდიდრის მოყვარული კასტა არის ყველგან.

მათ შორის საპარტიარქოშიც?

-აბსოლუტურად ყველგან. გადახედეთ სიუჟეტებს, როგორ ცხოვრობენ . ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს.

აპირებთ, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სტრასბურგში, ფიქრობთ, რომ საქართველოში შეუძლებელია მამა გიორგის უდანაშაულობის დამტკიცება?

- რა თქმა უნდა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, თუმცა როგორც აღმოჩნდა სასამართლო იმავე მდგონარეობაშია, როგორც ადრე. თუ სააპელაციო სასამართლოც არ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას, გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში წავალთ. როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაშიშვლდა ქართული მართლმსაჯულება, ასე გაშიშვლდება ამ საქმეზეც საქართველო. ეს გადაწყვეტილება სასირცხვილო გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის.

 

ნანახია - 2107

Mojahed

2017-09-06 16:45:48

პატ. ადვოკატი სიცხარეში ხომ არ ამლაშებს? შენ რა ძველი ბიჭივით ბაზრობ, ტო? ყველა მტყვანი როგორაა? სასამართლო გალანძღა, მთავრობა გალანძღა, საპატრიარქო გალანძღა. მე უმუშევარი ინჟინერი ვარ. მოდი ახლა უმუშევარი ინჟინრები გალანძღე და მერე ვნახოთ რა ჩიტს დაიჭერ. ჩვენ არ გვაქვს თმენის ვალდებულება.

ცუგო

2017-09-06 18:45:07

Mojahed, ეგ, ზუსტადაც რომ ჯერ ძველი ბიჭი იყო და მერე გახდა ადვოკატი...

antoni

2017-09-06 20:11:15

ეს "ადვოკატი" ცნობილი ნარკომანი და ნარკომანის ძმაა; გუშინ როცა ორ-ორი იარაღით თბილისში სირბილი შეახსენეს, თქვა - მერე რა, კიდევ ვირბენო! (ნარბენი საფეთქელზე ეტყობა)

tngh

2017-09-06 20:59:42

"ადვოკატს" თავისი მიზანი აქვს: რაც შეიძლება მეტი ფული ამოქაჩოსზ ამ საქმიდან. დარწმუნებული ვარ, წარმატებით მიაღწევს მიზანს...

Munji

2017-09-06 21:33:42

რომელი ჯობია, ყოფილი ძველი ბიჭი, "რომელიც იარაღით დარბოდა", თუ ნაცებისაგან გადმობარებული, სუს-ის სტაჟიანი აგენტი და პროფესიონალი პროვოკატორ- ჩამშვები?

kostaia

2017-09-06 21:39:32

რაღაც რომ ხდებოდა, ჩანს, მაგრამ უამრავი კითხვა რომ გაჩნდა, პასუხს ვინ გასცემს?!
მე მაგალითად მაინტერესებს, შურისძიების მოტივი, მაინტერესებს რატომ წავიდა ქვეყნიდან ოხანაშვილი, მაინტერესებს თუ რატომ არ გაასაჯაროვეს მამალაძის დაკავების კადრები აეროპორტის ვიდეო-კამერებიდან და ა.შ.
ზვიად ძიძიგურს განუცხადებია, სასამართლოს განაჩენი მისაღები უნდა იყოსო..... და მაინტერესებს, მას რომ სიკვდილით დასჯა ჰქონდა გამოტანილი, მისაღები იყო მისთვის?! თუ მისაღები იყო, მაშინ უნდა აღსრულდეს.... და საერთოდ, ძიძიგური მგონი სასამართლოს მიერ გამართლებული კიდევ არაა, გამოდის საპარლამენტო უმრავლესობაში ქვეყნის ღალატის ბრალდებით სიკვდილმისჯილი პირი გვიზის?!
საინტერესოაააა....

Munji

2017-09-06 23:58:54

კოსტაია,
ძიძიგურის პოზიცია ვერ გავიგე, - ვისთვის უნდა იყოს მისაღები განაჩენიო?
მას თუ წაართმევენ ცოლს, ეს ბოროტება იქნება, მაგრამ თვითონ თუ წაართმევს სხვას, ეს სიკეთედ უნდა აღვიქვათ?!
კითხვები ნამდვილად ბევრია: როგორც წუხელ ვუსმინე, არც იმაზე, სადაც ციანიდი იდო, არც იმ პისტოლეტზე, რომლის ფლობაც ბრალდებულის ერთ-ერთ დანაშულად არის შერაცხული განაჩენში, დაქტილოსკოპიური შემოწმება არ ჩატარებულა თურმე!..
მეტიც: პისტოლეტი საგანგებოდ , დაშლილ მდგომარეობაში გაუწმენდია პროკურატურას!..
ადვოკატები ამას ძალიან მარტივად და ლოგიკურად ხსნიან: ეს პისტოლეტი მიუტანა პროვოკატორ-ჩამშვებმა და მისი რაიმე კვალი რომ არ გამოვლენილიყო დაქტილოსკოპიური შემოწმებისას, იმიტომ გაასუფთავეს ამოღების მერე და ბრალდებულს ისე შეტენესო...
ოხანაშვილის წასვლა არ მიკვირს: ნანა კაკაბაძე წუხელაც ლაპარაკობდა რაღაც ჯგუფზე (ადრე გაჟღერებული ვერსიით, იქ უნდა შედიოდნენ პატრიარქის ძმისწული, მუფე პეტე, ეს მამა გიორგი, ოხანაშვილი...) რომელთაც პატრიარქის ლიკვიდაცია ჰქონიათ განზრახული... :)) და კიდევ კარგი, ამ სუსის სტაჟიანმა პროვოკატორ- ჩამშვებმა იხსნა საქართველო !...
მეტისმეტად პრიმიტიულად და თეთრი ძაფით არის შეკერილი ეს საქმე, თორემ ეგერ ვიქნებითყველანი და ვნახავთ, მაგის ბოლოსა!

papa

2017-09-07 07:53:42

მუნჯი

გარედან რომ კითხვები დარჩა ეგ გასაგებია, მაგრამ შიგნიდან (საპატრიარქოში) რომ უფრო ბევრი კითხვები დარჩა.... ეგ უარესი!!!
გამოდის რომ პრობლემები შიგნით ააქვთ... შიგნით....და დუღს!!
და ეს მხოლოდ .... ცვეტოჩკია, ცვეტოჩკი..
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრარქი, მაგრამ როცა ....................თქვენ მერე
მერე ნახეთ .................დიდი ჯახი იქნება, დიდი ჯახი...
ტემ ბოლე ,,მეგობრები,, გარედანაც წაეხმარებიან...(ეხერხებათ).
აი მაშინ გამოჩნდება ვინ უფალს ემსახურება და ვინ კიდევ ...... ოქროს
არადა ეს ყველაფერი ძალიან საწყენია და გულსატკენი. დღევანდელ გაუბედურებულ--გადაგვარებულ დროში, ქართველი კაცისთვის ერთადერთი სულიერი საყრდენი და იმედი ეკლესიაღაა და მანდაც რომ ასეთი რამეები ხდება......
..აისახება, ხალხზეც უარყოფითად ეს ყველაფერი, აისახება.
სწორედ ამ მთავარ საყრდენს აყანყალებენ ეხლა საქრთველოს მტერნი და ავის მოსურნეეები და თუ მოახერხეს და გამოგვაცალეს(ღმერთმა დაგვიფაროს)... ..ჯერ ხომ ისედაც ყველა და ყველაფერი, ყველა თვალსაზრისით აღრეულია- აი მერე კი ვეღარაფერი დაგვიჭეს ისტორიის უფსკრულში ჩანთქმისაგან
ეს ყველაფერი ნაცების პერიოდში გაღრმავდა, თანაც დიდი სიჩქარით......ეს გადაბირება გადმობირება, ჩაშვება--ჩამოშვება, სინოდის სხდომიდან სკაიპით თოფურიძის პირდაპირი რეპორტაჟები და ა.შ. --მათი და მათი მეგობრების მოგონილ--დახვეწილია. ეს ციანიდის საქმეც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჯაჭვიდანაა---ეს ეკლესიის
კედლებში დიდი ბზარის შეტანაა..(და არც თუ უშედეგო)
ამან თქვა ..... იმან თქვა.... ამან გაიტანა,... იმან არ გაიტანა, იყო... არ იყო.. ტელევიზიებით განხილვები... ეს ყველაფრი მხოლოდ ხალხის გასართობადაა მოგონილი, თორემ არსი ერთია---აი იმ დედაბოძს(რწმენას) აყანყალებენ ზემოთ რომ ვთქვი

ამ თემაზე ეს ჩემი პირველი კომენტარია...არ ვეკარებოდი, არააა ეს თემა ჩემი გასარჩევი(კოლუმბზე ..პაჟალუსტა) ეხლაც მხოლოდ ზოგადად ჩემს გულისტკივილს ამბობ
ეგაა და ეგ

antoni

2017-09-07 08:16:27

მუნჯი, შენ რომ ვინმემ სახლი გადაგიწვას, ან გაგაუპატიუროს, დამნახავმა ჩვენება არ მისცეს?

papa

2017-09-07 12:40:35

ვერა და ვერ აღვიდგინე,,სპორტული,,ფორმა...რაღაცეები მერევა-ირევა...კლავიატურა მაწვალებს ---ისედაც ხომ,,ვბრდღვნიდი,,და ეს კლავიატურა უარესს მიშვრება

Munji

2017-09-07 14:35:46

ანტონი!
არაზუსტ და არაკორექტულ შედარებებს აკეთებ. მაიძულებ ასევე გიპასუხო.
1. ცდილობ, პატიოსანი მოწმე გააიგივეო პროვოკატორ-ჩამშვებთან.
მე თუ სახლი გადამიწვეს და პატიოსანმა ადამიანმა დაინახა ამის ჩამდენი, ცხადია, უნდა განაცხადოს. მაგრამ პროვოკატორ-ჩამშვები იმდენს იჩალიჩებს, სანამ შენ კანისტრით ხელში არ დაგაფიქს/ირებს, რომ მერე ეს სურათი პროკურატურას მიურბენინოს... იმიტომ, რომ შენ ვიღაცებს ხელს უშლი თავისი ბნელი საქმეების კეთებაში და მოსაშორებელი ხარ.
2. შენს გაუპატიურებას თუ მოწმეც ეყოლა, კი უნდა ამხილოს მოძალადე, მაგრამ შენზე ნახმარი პრე/ზერვ/ატივი რომ მე ჩამიდონ ჩანთაში და ისე მომისაჯონ ციხე, რომ არც ჩემი ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდეს და არც ის დადგინდეს, მქონდა თუ არა შეხება შენს უკ/ან/ალთან, არ უნდა გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა ყველა წესიერ ადამიანს?!
მე სხვა კი არაფერი მრჯის! - არც დეკანოზს ვიცნობ, არც მასზე მიჩენილ, ნაცებისგან მემკვიდრეობით მიღებულ აგენტს და არც ადვოკატებს.

imereli

2017-09-08 08:26:20

ბატონებო! არ განიკითხოო, მაგრამ თუ არავინ არაფერი თქვა, ხომ სრული ქაოსი იქნება. ე/კ/ლე/სი/აში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რადგან ისიც საზოგადოების ნაწილია. 46 მ/ღვდე/ელ/მთა/ვრიდან საკუთრება მხოლოდ 6-სს არ გააჩნია! არადა ისინი ბ/ე/რ/ე/ბი არიან! არ ვიცი ამ ცნობილ საქმეში ვის რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ ცნობილი ჩანაწერის მოსმენისას ბრალდებულის საუბარი ხომ არავის უარყვია და ეს საუბარი ცინიხმის მწვერვალია !!!

imereli

2017-09-08 08:39:02

სამწუხაროდ ცენზურა არ ატარებს ტექსტს. უკვე მერამდენედ უცენზურობაში მითვლის აზრს.

ფხიზელი

2017-09-08 23:51:38

imereli,

ნებისმიერი ჩვენთაგანი, ყოველდღე, ე.წ. არაფორმალურ ვითარებაში (ოჯახში, სუფრასთან, მეგობრებთან) იმდენ რამეს ამბობს არცთუ ყველასთვის მოსაწონს და არცთუ ყველასთვის მისაღები ლექსიკით, 37 წელი რომ იყოს, ჩვენი ბუნდღაც არ იქნებოდა!..

ფხიზელი

2017-09-08 23:54:36


მაგრამ ყველას არა აქვს იმის ბედი,

ფხიზელი

2017-09-08 23:55:04

მისი რომელიმე ახლობელი,

ფხიზელი

2017-09-08 23:55:30

მეგობარი თუ ნათელ-მირონი

ფხიზელი

2017-09-08 23:56:49

ჩუმად უკვდავყოფდეს

ფხიზელი

2017-09-08 23:58:41

ჩუმად უკვდავყოფდეს მის ნაუბარს და მერე ამ ჩანაწერებს უშიშროებასა და პროკურატურაში მიარბენინებდეს!..
(ისე, ძალიან არხეინადაც ნუ მაგრამ ყველას არა აქვს იმის ბედი, მისი რომელიმე ახლობელი, მეგობარი თუ ნათელ-მირონი იქნებით, მეგობრებო, - დეკანოზსაც ასე ეგონა!:))

ფხიზელი

2017-09-09 00:03:00

უჰ, არ ამომხადა სული ამ ფილტრმა?!..
უნდა ეწეროს:
(ისე, ძალიან არხეინადაც ნუ იქნებით, მეგობრებო, - დეკანოზსაც ასე ეგონა!:))

ფხიზელი

2017-09-09 00:03:51

" ს ი ტ ყ ვ ა " ყოფილა უცენზურო!

ფხიზელი

2017-09-09 00:04:36

რა ფუნქცია აკისრია ამნაირ ფილტრს, ხომ არ იცის ვინმემ?)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80