რომან გოცირიძემ ფინანსთა სამინისტროს ეზოში დამარხული ძაღლის თავი აღმოაჩინა
პოლიტიკა

რომან გოცირიძემ ფინანსთა სამინისტროს ეზოში დამარხული ძაღლის თავი აღმოაჩინა

რომან გოცირიძემ ფინანსთა სამინისტროს ეზოში დამარხული ძაღლის თავი აღმოაჩინა
თამთა ქარჩავა

2017-09-07 09:14:09

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა. საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაგეგმილია საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით მიღება. პარლამენტის სხდომა, ტარდიციულად, უმრავლესობა-უმცირესობას შორის ურთიერთდაპირისპირების და ბრალდებების ფონზე წარიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველი გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაჩენილი ხანძრები დროულად ვერ ჩააქრო. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ კრიზისების მართვის საბჭო საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების დასასაქმებლად არის გამოყენებული.

როგორც კახიძემ აღნიშნა, არსებული რელიეფიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარესამომავლოდაც არის მოსალოდნელი მსგავსი რამ, ამიტომ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ის ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა. მისი თქმით, ხარვეზი იყო მართვისა და კოორდინაციის დროს.

„ნამდვილად არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ყველაფერი კარგად იყო კოორდინირებული. სახელმწიფოში არის კრიზისების მართვის არაეფექტური მექანიზმი, ბატონი ჯანელიძისა და ბატონი ჭიკაიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც თქვეს, რომ მაშინ ჩაერთვნენ სამუშაოებში, როცა კანონმდებლობამ მოითხოვა. ანუ, ისინი კანონმდებლობას უყურებდნენ, როცა ხანძარი მწვავდებოდა. ეს ხანძარი, რომელიც გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, მალევე იყო აღმოჩენილი, თუმცა რეაგირება დაგვიანდა“, - განაცადა ოთარ კახიძემ.

გარდა ამისა, ოთარ კახიძემ ხელისუფლება რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დროულად უნდა მოეთხოვა დახმარება მეგობარი ქვეყნებისგან. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს იბარებს.

„თურმე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნია რუსეთისთვის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აალებადი ჭურვები ხანძრის გასაჩენად ჩამოყარა სწორედ ბორჯომის ტყეში. არაადეკვატური ქმედებაა რუსეთისთვის მიმართვა და ამიტომაც მალავდა ხელისუფლება ამ ნაბიჯს. უმცირესობის ფორმატში ჩვენ დავიბარეთ ბატონი მიხეილ ჯანელიძე, რომლის წინაშეც უნდა დაისვას ყველა კითხვა თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

სხდომაზე, ოთარ კახიძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა უაპასუხა, რომ მისი კრიტიკა უსაფუძვლოა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, კრიზისული სიტუაციების მართვის საბჭო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყანაში. სესიაშვილი კახიძეს ურჩევს გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში.

„თქვენ უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ, რომ დააკნინოთ ის სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტრუმენტები, რომლებიც ოფიციალურად არიან ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის კრიზისების მართვის დასაძლევლად. ჩემი რჩევაა ბატონო ოთარ, რომ გაერკვიოთ კრიზისების საბჭოს ფუნქციებში, მათ ინსტრუქციებში, იმ გეგმებში, რომელიც ამ უწყებას გააჩნია და მეტსაც გირჩევთ, იქნებ ერთხელ კეთილი ინებოთ და მიბრძანდეთ კრიზისების საბჭოში, დეპუტატი ხართ და გაქვთ ამის უფლება. გაერკვიეთ ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და შემდეგ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ“, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილის კრიტიკას კახიძის კოლეგამ, „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა უპასუხა და ურჩია, რომ პრემიერ-მინისტრს ურჩიოს კრიზისების მართვის საბჭო გადაყენებული ჩინოვნიკების თავშესაფრიდან რეალურ ქმედით ორგანოდ აქციოს.

„ურჩიოს ბატონ ჭიკაიძეს, რომ არ წავიდეს შვებულებაში მაშინ, როცა ხანძარშია გახვეული საქართველო. მართალია, ის აქ ყოფნით ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ ხალხს მაინც არ ალაპარაკებდა. ვურჩევ სესიაშვილს, ურჩიოს შინაგან საქმეთა მინისტრს, არ უპასუხოს ყველა სატელეფონო ზარს და არ მოუყვეს ყველა დეტალი რაც იცის, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის ძალიან სახიფათო“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კრიზისების მმართვის საბჭო არ იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციამ მთავრობა და კერძოდ ფინანსთა მინისტრი ერვნული ვალუტის გაუფასურებაში დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისე, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს.

„ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი საქართველოში არ არსებობს. არც შიდა ფაქტორი, არც საგარეო. აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა მავნე, ავანტიურისტული მექანიზმი დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის წინ. ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი - 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზინამ ე.წ. ახლად შემოღებული სახაზინო აუქციონების მეშვეობით?! - ნახევარი მილიარდი ლარი.

ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი? თქვენ ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძისგან განსხვავებით, ლარის გაუფასურებას ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომლის განცხადებით, დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. კოვზანაძის განმარტებით, აგვისტოს ბოლოს, სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა დაბალი კურსის პირობებში დამატებითი შესყიდვები განახორციელეს, რამაც ლარის კურსზე ზედმეტი გავლენა მოახდინა.

„ამ მოვლენას აქვს დროებითი და მოკლევადიანი ხასიათი. საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ამიტომ მოძრაობა შეიძლება იყოს ორმხრივი - როგორც ლარის გამყარების, ასევე დევალვაციის კუთხით. მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხედავდა, რომ გვქონდა ლარის გამყარება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება. შეძენილი იქნა თითქმის 110 მილიონი დოლარი. ამით შევსებულ იქნა ეროვნული ბანკის რეზერვები, რითაც მხარი დაეჭირა ქვეყანაში ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ თვალსაზრისით გადაიდგა ეს ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ნანახია - 1284

qedo sakokhia

2017-09-07 09:47:18

ეს რომან გოცირიძე , რომელსაც ასპირანტურიდან მოყოლებული ვიცნობ, პირწავარდნილი არამზადაა. არ ჩამოვთვლი რომელ პარტიებში და რა ორგანიზაციებში ყოფილა სხვადასხვა დროს, კომპარტიის ჩათვლით. ცნობილმა „კუპონამ“ ბანკის ხელმძღვანელობასაც გამოჰკრა ხელი და იმ დროს, როცა საკვებს ბევრი სანაგვე ურნებში ეძებდა, მისი ყოველთვიური შემოსავალი 40 ათას დოლარს (!) აღემატებოდა. მისი გვარის წარმომავლობის შესახებ კი სხვა დროს მოგიყვებით ...

cugo

2017-09-07 10:21:20

ოთარ კახიძეს
-------------
სხვისი უსაფუძვლო კრიტიკით და პარტიის სახელის გამოცვლით ცდილობთ თქვენი კრიმინალური წარსული დაავიწყოთ ხალხს.როგორც მსოფლიოს არ დაავიწყდება გერმანული ფაშიზმი,ისე ქართველ ხალხს არ დაავიწყდება 9 წლიანი ნაციონალური რეჟიმი.იმას ვერ ხვდებით თქვენი საარჩევნო რეკლამით რამხელა შეურაცხყოფას აყენებთ ქართველ ხალხს.ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან მოგვცემთ დანამატს პენსიებზე და შემწეობებზე თუ თქვენ მოგიყვანთ ხელისუფლებაში.თქვენ ქართველი ხალხი თქვენსავით ღირსებადაკარგული ხომ არ გგონიათ.თქვენგან განსხვავებით ქართველ ხალხს გააჩნია ღირსება,მორალი და ზნეობა.როგორ გვიბედავთ ქართველ ხალხს ფულზე გავიყიდოთ და ხელისუფლებაში მოგიყვანოთ ხალხი რომელიც ქუჩაში ხოცავდით უდანაშაულო ახალგაზრდებს,წამებით კლავდით და ზღვაში ძირავდით დამსახურებულ ადამიანებს,აწამებდით და მორგში მიცვალებულებთან აბამდით პატიმრებს,ხოცავდით და სახურავზე აწყობდით მშვიდობიან მომიტინგეებს,ძარცვავდით ბიზნესმენებს.ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ფულის გულისთვის მოგიყვანოთ ხელისუფლებაში.ვერ ეღირსებით მაგას.ანდა ამ ბაქრაძეს და უგულავას რომ ახსენებთ ანგელეზობი არიან.ბაქრაძეს მაშინ რატომ არ ახსოვდა ხალხი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო.თვითონ სახელმწიფო აგარაკში ცხოვრობდა,სანამ ბიძინამ არ გამოაძევა,ხალხი კი მკურნალობისთვის სახლს აგირავებდა.გიგი უგულავა თბილისის მერი რომ იყო არჩევნების გასაყალბებლად ხალხს მილიონობით ფულს პარავდა ამ დროს ბაღი ფასიანი ჰქონდა.თავისი ცოლი ისრაელში დაყავდა სამშობიაროდ,სხვისი ცოლები პროცენტიან ფულს სესხულობდნენ ახალშობილი რომ გამოეყვანათ სამშობიაროდან.თქვენ რისი გამკეთებელი ხართ კარგად დავინახეთ.ხალხს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ და აღიზიანებთ.საწრაფოდ მოხსენით ეს პოპულისტური და შეურაცხმყოფელი რეკლამა.სამარცხვინოა თქვენი რეკლამა,ისევე როგორც თქვენ.

tngh

2017-09-07 18:33:24

რომან გოცირიძე არის სინდის-ნამუს გაცლილი უწმინდური და უსაძაგლესი უხსენებელი... საბედნიეროდ, ყველა ნორმალური ადამიანისათვის მისი ყველა გამოჩენა ზიზღის და სიცილის მომგვრელია...

antoni

2017-09-08 09:17:12

კუპონა, კახიძე, რურუა, სააკაშვილი, ბოკერია, ბარამიძე, უგულავა, გაბაშვილი და დანარჩენი მსხვილი, თუ წვრილფეხა მეცოცხეები სანამ პოლიტიკაში იბოგინებენ, ოცნება ყოველთვის მოიგებს! ძირითად მასასმ ისინი იმდენად ეზიზღება, რომ გამსვლელები რომ იყვნენ, "დაჟე" ბურჯანაძეს და ბაღათურიას მისცემდნენ ხმას.
ვის თამაშს თამაშობენ მეცოცხე ნაძირალები? ან უგულავასებურად გადაბირებულები არიან, ან მეორე-მესამე ადგილი, პარლამენტი, ხელფასები, ეთერი ...

antoni

2017-09-08 18:34:07

ნახეთ? ადგ. არჩევნებისთვის ნაცებმა მალაშხიასა და ედპ-სთან გააკეთეს ბლოკი. თურმე რატომ იგლიჯავდნენ ფანჩარს ქარდავა და მალაშხია საკონსტიტუციო განხილვებზე მეცოცხეთა სასარგებლოდ.
მეცოცხეები სავარაუდოდ გამსვლელ ხმებს მიიღებენ; ეს მკვდარი სულები მალაშხია და ქარდავა კვალიფიციური სუბიექტები გახდებიან, ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან; არადა თითოეული ცალკე 300 ხმის ამღები არაა
ესაა ბლოკური სისტემის სიმახინჯე და ამის გაუქმებისათვის (-აც) აქციეს ცვლილებებს ზურგი პარტიუკებმა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80