დასავლეთ საქართველოს აზიური ფაროსანა ანადგურებს
ეკონომიკა

დასავლეთ საქართველოს აზიური ფაროსანა ანადგურებს

 დასავლეთ საქართველოს აზიური ფაროსანა ანადგურებს
ბექა დანელია

2017-09-07 19:00:54

აზიური ფაროსანა მთელ დასავლეთ საქართველოს მოედო. თხილის შემდეგ მავნებელი სხვა კულტურებსაც შეესია. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ პარაზიტთან ბრძოლაში შეიძლება ავიაციის გამოყენების აუცილებლობა დადგეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თხილის მოსავალი შეიძლება 20-30%-ით ნაკლები იყოსწინა წლებთან შედარებით.

“წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატური ცვლილებების კუთხით. ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით არის პრობლემა. თხილის ინდუსტრიის ზრდა ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე გვექონდა დღეს საუბარი”, - განაცხადა თხილის მე-4 ფორუმზე დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება გაიზიარა, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა ამ თვალსაზრისით, თუმცა პლანტაციების შეწამვლას ხელი უამინდობამ შეუშალა.

თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, თავად ფერემერები აქტიურად არ არიან ჩართულნი პრევენციულ ღონისძიებებში და ბევრმა მათგანმა არც კი იცის, როგორ მოუაროს თხილის ბაღს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. დარგს სახელმწიფოს მხრიდან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდება.

აზიური ფაროსანა მართლაც დიდი თავისტკივილია მთელი დასავლეთ საქართველოსთვის. მავნებელმა თხილის განადგურების შემდეგ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა. განსაკუთრებით პრობლემა შეუქმნა სიმინდს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო. „ბიპიენის“ ინფორმაციით, შესაძლოა, მავნებელთან ბრძოლაში გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვის საჭიროება გახდეს აუცილებელი, ვინაიდან ფაროსანა გამოსაზამთრებლად ტყეებში გადაინაცვლებს.

„აზიური ფაროსანას მიმართულებით ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით ჩასული სხვადასხვა რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემა რჩება. იგი სცდება სოფლის მეურნეობის მასშტაბებს და გაცილებით უფრო დიდ ფორმატს იძენს.

არ არის გამორიცხული, რომ მავნებელთან ბრძოლაში საჭირო გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან ფაროსანას მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში, რათა გამოიზამთროს და კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება იქნება აუცილებელი. არ არის გამორიცხული ავიაციის ჩართვაც გახდეს აუცილებელი“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მავნებელი შემოვიდა გალის რაიონიდან და დანელია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონთან, სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

`მომავალი წლისთვის პრევენციული ღონისძიებების ნაწილში მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ, გამოყონ რესურსი, რაც აუცილებელი იქნება სწრაფი რეაგირებისთვის~, - აღნიშნა დეპუტატმა.

დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ქიმიური შეწამვლის კიდევ ერთი ეტაპი მიმდინარეობს, მათ შორის, ზუგდიდის, აბაშის, ხობის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მიუხედავად ამისა, გლეხები ამბობენ, რომ შედეგი ჯერ არ ჩანს, სოფლის მეურნეობის პროდუქტები კი მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ხელისუფლებისგან, დახმარების სახით, ისინი ფულად კომპენსაციას ითხოვენ:

`არც თხილი გვექნება, არც სიმინდი, არ გვაქვს სამსახური, ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოყონ სპეციალური კომისია და შეისწავლონ, რა ზარალიც ნახა მოსახლეობამ. თხილის 90% განადგურებულია. ფაროსანამ, თხილის გარდა, დააზიანა პატარ-პატარა ნაკვეთებიც. ერთი სიტყვით, სოფელი ულუკმაპუროდ რჩება~, _ ამბობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის მცხოვრებლები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, თუ თხილის მწარმოებლების სრული მობილიზება არ მოხდა, მომავალ წლებში კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელი იქნება. სახელმწიფოს კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ზარალის მასობრივ კომპენსაციაზე ისაუბროს.

ნანახია - 923

arichopra 2

2017-09-07 23:16:56

რა თხილი? რის თხილი?! მარტო თხილი?! შეგვჭამა ამ ფაროსანამ? ყველაფერი დააზიანა.საკარმიდმო ნაკვეთებში არის უსაშველო რაოდენობით, მოძვრება სახლებში, ფანჯარას ვერ გააღებ! წელს 1 ცალი მსახლი არ გამისინჯავს, ყველა ნაყოფი ისე დააზიანა, რომ საკვებად უვარგისი იყო. კარალოკი? სადღაა კარალოკი? ყველა მწვანე ჩამოვარდა, ხეები ცარიელია! სიმინდი არ იქნება წელს ფაროსანა ჭამს! მოკლედ გაუსაძლისი მდგომარეობაა!!!

natali

2017-09-08 00:11:09

არიჩოპრა
რად გინდა მსხალი და კარალიოკი, ჩამოხვალ თბილისში და პეკინზე გაისეირნებ ველოსიპედით:) მაგრამ პეკინს რომ გასცდები მერე ველობილიკი აღარაა და ზურგზე უნდა მოიკიდო ის ველოსიპედი :))

arichopra 2

2017-09-08 00:46:47

დამავიწყდა, სადაც პომიდორს დააჯდა ის ადგილი დალპა, სადაც კიტრს ჩაუნისკატა იმ ადგილას კიტრი სიმწრისგან დაიგრიხა და შიგნით სიცარიელე გაიკეთა. ლეღვი? ლეღვი რომელიც ქალის მუჭისტოლა იზრდებოდა ტყემლის ნაყოფზე დიდი აღარ გაიზარდა! ასეთი საშინელება აღარ გამიგია!
ნატალი შენ გირჩში ხომ არ გაწევრიანებულხარ? რაღაც დაბოლილივით ლაპარაკობ ამ ბოლო დროს! რას მთავაზობ, 62 წლის კაცი თბილისში ველოსიპედით საკატაოდ ჩამოვიდე, გინდა პეკინზე იყოს და გინდა ლესელიძის დაღმართზე?!

Maverick

2017-09-08 00:47:46

ჩვეენ მთავრობა კი არა ექსპერიმენტული საბავშვო ბაღი გვმართავს...

სოფელი, ტყე, მოსავალი და კიდევ რამდენი რამ ფაროსანამ გადაჭამა, გარემოს დაცვის სამინისტრო სადღაც სხვა პლანეტაზეა და რა ხდება დასავლეთ საქართველოში აზრზე არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პლანეტა დედამწიდან ანდრომედას ნისლეულში მყოფ გარემოს დაცვის სამინისტროს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს, რომელიც დაახლოებით 100 სინათლის წლის შემდეგ მიაღწევს ადრესატამდე, მანამდე კი ფაროსანას შესაჭმელი არაფერი დარჩება და თავისი "კეთილი" ნებით და საბავშვო ბაღის ექსპერიმენტის წევრების კეთილების მხურვალე მოკითხვებით დატოვებს საქართველოს...

Maverick

2017-09-08 00:53:46

ჩოპრა, ეგ ნატალის ბრალი არ არის, ექსპერიმენტული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ანცობის ბრალია!...

natali

2017-09-08 00:57:40

რა იყო შე კაცო, იუმორზე აგცრეს?:) მე კი არა, მაგ ველობილიკის იდეის ავტორია დაბოლილი:)

antoni

2017-09-08 08:28:10

ფაროსანა ნაციონალური მოძრაობასავითაა - მხოლოდ მავნებლობა და სიავე; ადვილადაც არ გეშვება
აქაც ერთი წამალია - გადაშენება-ამოძირკვა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80