„ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ“
პოლიტიკა

„ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ“

„ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ“
თამთა ქარჩავა

2017-09-09 00:26:19

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს ოქტომბრამდე არ დააწესებს, ანკარა მიგრანტების საკითხზე შეთანხმებას აღარ შეასრულებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ  თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის დაწესების კონკრეტულ თარიღებს ელოდება.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, შესაძლოა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში შევიდეს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფან ზაიბერტი ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე თურქეთთან ურთიერთობების თემა იქნება გამოტანილი. მისი თქმით, გერმანიის კანცლერს სურს კოლეგებთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამბობს, რომ ახლა თურქეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ვიდრე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რადგან თურქეთის მთავრობა ერდოღანის მმართველობისას ევროპის საპირისპირო მხარეს მიემართება.

„ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი. თურქეთი საოცრად შორდება ევროპას, მაგრამ გერმანია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ასეთივე პოზიცია აქვს ავსტრიას. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თურქეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ერთად ანკარას ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი იქნება. თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროკავშირს მოუწოდა, პირდაპირ განაცხადონ, სურთ თუ არა თურქეთის წევრად მიღება. ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობებში ფარისევლობისა და პოლიტიკური ზნედაცემულობის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯები. ისინი ან შეასრულებენ თავიანთ პირობას და ან იტყვიან, რომ არ სურთ ჩვენთან ერთად ერთ გზაზე სიარული. სხვა არჩევანი არ არსებობს. ჩვენ იმედებს გავუცრუებთ მათ, ვისაც თურქეთის საარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენება სურს.

ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ორგანოებმა და წევრმა ქვეყნებმა გულწრფელად და ღიად ისაუბრონ თურქეთთან მიმართებაში თავიანთ პოლიტიკაზე. რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ თქვენ ვერ იტანთ თურქეთთან ურთიერთობების ამჟამინდელ ფორმატს, მაშინ გამოაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ. ეს ყველას დაანახებს თქვენს ჭეშმარიტ სახეს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების რეაქცია, როდესაც გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ოპონენტების მასობრივი დაკავებები დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, თურქეთი უარს არ ამბობს სიკვდილით დასჯის შემოღებაზე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მერკელის განცხადებას დავეყრდნობით, რომ იგი ვერასოდეს ხედავდა თურქეთს ევროკავშირის წევრად, ამ შემთხვევაში სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპა პირფერობდა თურქეთის მიმართ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში პირდებოდა თურქეთს, რომ თუკი თურქეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, მას გაეხსნებოდა ევროკავშირის კარი.

„ამიტომ სავარაუდოა, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეს არ არის დღეს დაწყებული პრობლემა. ევროპას მთლიანობაში არ ჰქონდა გააზრებული და დალაგებული თურქეთთან ურთიერთობის გეგმა, უფრო პრობლემის გადავადებაზე იყო ორიენტირებული და ახლა ეს ვადები მოუწია. ევროპა შეცდომას თავიდანვე უშვებდა და ამ შეცდომის მეორე მხარე იყო ის, რომ ამავე დროს მიგრაციული პოლიტიკა ჰქონდა. თურქებით ივსება ევროპული ქვეყნები, კერძოდ - გერმანია. ამიტომ უჭირს ევროპას იმაზე დათანხმება, რომ თვითონ თურქეთიც გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე ამბობს, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ უშვებს თუ არა შცდომას ევროპა, უკვე გვიანია, რადგან, მან შეცდომა დაუშვა ადრე. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ევროპისთვის უმჯობესი იყო გაგრძელებინა რბილი პოლიტიკა და თურქეთისთვის გაეხსნა ევროკავშრის კარები და ამის შემდეგ ეცადა თურქეთის ევროპიზირება ადამიანთა უფლებებისა და სხვა საკითხებში.

„ამ მკვეთრმა ნაბიჯმა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ადამიანის უფლებების თემა თურქეთში, რადგან ისლამიზაციიკენ თუ წავიდა, ადამიანის უფლებებმა შეძლება სხვა საფეხურებზე გადაინაცვლოს. ასე რომ, ევროკავშირს პრობლემები გაუმძაფრდება. მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ და ადრევე უნდა შემუშავებულიყო ისეთი პოლიტიკა, რომელიც ასეთ პრობლემებს არ დააგროვებდა თურქეთის გარშემო.

დღეს, როცა პროცესი კედელთან მივიდა, იძახიან, რომ არ შემოვუშვებთო. დღეს სხვა საფრთხეა, ერდოღანს შეუძლია თურქეთი შეატრიალოს ისლამური სახელმწოფსკენ. ამ ფონზე ერდოღანისთვის კარის ჩაკეტვა ნიშნავს რომ, ისლამური სამყარო და აგრესიული ისლამი შეიძენს ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც თურქეთია, რაც სახიფათო იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„საქართველოს ატნალტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ევროკავშირს ცალსახად და მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმები აქვს, ევროკავშირის წევრობის და შემდგომი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების, რომელიც ქვეყანას ორგანიზაციაში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას მისცემს.

„ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. აქ არის ძალიან ბევრი მუხლები, რომელზეც მიდის მოლაპარაკებები. წევრმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ყველა ქვეყნისთვის ერთია ეს კრიტერიუმები, როგორც საქართველოსთვის, ასევე თურქეთისთვის. ევროკავშირი ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ამ ღირებულებების კუთხით გატარებული რეფორმების შესაბამისად აფასებს კანდიდატ ქვეყნებს და ამ ქვეყნების პერსპექტივაც ამის მიხედვით ფასდება“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, თურქეთში დემოკრატიული განვითარება არ ხდება და რეფორმიების კუთხით უკუსვლა აქვს. მუჩაიძე ფიქრობს, რომ ევროპის რეაქციაც შესაბამისია.

„ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითია, თუ რამდენად პირდაპირპროპორციულია შიგნით არსებული დემოკრატიული პროგრესი, რეფორმების გატარება, ევროპული პერსპექტივის გაზრდა-შემცირებასთან. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და თურქეთის და საბერძნეთის ურთიერთობები არ ყოფილა მთლად მშვიდობიანი. სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ მას მერე, რაც ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა, სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია მათ შორის არ მომხდარა. ანუ ნატო არის ის გარემო, ის ორგანიზაცია, სადაც ნებიემიერი შიდა უთანხმოებაც კი, აუცილებლად მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.

ნანახია - 1786

მეგრელი

2017-09-09 06:12:27

თურქეთის და საბერძნეთის ურთიერთობები არ ყოფილა მთლად მშვიდობიანი. სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ მას მერე, რაც ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა, სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია მათ შორის არ მომხდარა. ანუ ნატო არის ის გარემო, ის ორგანიზაცია, სადაც ნებიემიერი შიდა უთანხმოებაც კი, აუცილებლად მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა -სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
------------

ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა 1952 წლის 18 თებერვალს. თუმცა საბერძნეთი 1974 წ 1980 წლამდე ნატოს სამხედრო ორგანიზაციაში არ მონაწილეობდა თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო . მიზეზი -კვიპროსის პროლემა. რომლის ტერიტორია გაყოფილია სამ ნაწილად (ჩრდილოეთ კიპროსის თურქეთის რესპუბლიკის გარდა ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს ბრიტანეთის სამხედრო ძალებს). თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები პერიოდულად არღვევენ საბერძნეთის საჰაერო სივრცეს . მაგალითი? По данным Генштаба ВВС Греции, за восемь месяцев 2015 года, с января по август, зафиксировано 1306 нарушений воздушного пространства 101 группировкой военных самолетов. В том числе было 28 полетов над территорией Греции.«Пять групп из 14 самолетов, а также 6 отдельных самолетов совершили 15 нарушений и еще 31 нарушение», — пишет греческая газета Катхимерини.

თურქეთში დემოკრატიული განვითარება არ ხდება და რეფორმიების კუთხით უკუსვლა აქვს.
---------------------------------------------------------------------------------

თუმცა ნატოს წევრი არის. ანუ დემოკრატია არ ყოფილა დღეს ნატოს წევრობის საზომი

მეგრელი

2017-09-09 06:26:05

რაც შეეხება თურქეთს.

მუსლიმურ ცივილიზაციას არა ჰყავს ლიდერი (დომინანტი) ქვეყანა. რატომ უნდა თქვას თურქეთმა ამაზე უარი 21 საუკუნეში როცა მას ამის ტრადიცია და ისტორია აქვს.მითუმეტეს ის სუნიტური ქვეყანაა. ისიც გაითვალისწინეთ ,რომ დღეს თურქეთს ჰყავს ძლიერი ლიდერი ერდოღანის სახით და ჩამოყალიბებული იდეოლოგია (დაუდოღლუ -,, სტრატეგიული სიღრმე"-2002 წ .წაიკითხეთ. იქ ჩვენზეც წერია. ) . როგორც სტალინი ამბობდა .. თეორიის გარეშე არაფერი გამოგვივა". რომ შეეხვეწოს ანჟელოკამ თურქეთი ევროპაში არ შევა.ერდოღანმა წაუგებელი სვლები გააკეთა. მინდოდა მაგრამ არ მიგვიღესო. შიიტურ ირანს გაუჭირდება მუსლიმური ცივილიზაციის დომინანტობა .

papa

2017-09-09 07:46:38

მეგრელი



............
თუმცა თურქეთი ნატოს წევრი არის. ანუ დემოკრატია არ ყოფილა დღეს ნატოს წევრობის საზომი



მერე ზოგ-ზოგებს რატომ კარგად არ უხსნი მაგ ჭეშმარიტებას? გინდა რომ ეგეთი რაღაცეები მარტო შენ იცოდე და სხვამ არაა?
მერე იტყ/ვიან შენზე არ გვასწავლისო.....
ჰოოდა....ვისაც ეგეთი რაღაცეები არ ესმით აუხსენი, კარგად აუხსენი ხოლმე
არა ისე ნატალი ,,გონივრული ეჭვის,, საფუძველზე კარგად ხვდება მაგას, იმიტომაც იძახის--- ამ კარებთან ჯდომაში დავცივდით სკვაზნიაკითო..


ცოტა პერეფრაზირებით, უდიპლომო სასიძოში რომააა...ის გამახსენდა--- დახურეთ კარები დაცივდნენ გოჭებიო....
ეს ოხერი კარები დახურონ მაინც ..ან ბოლომდე გაგვიღონ

ტორი

2017-09-09 09:54:11

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მერკელის განცხადებას დავეყრდნობით, რომ იგი ვერასოდეს ხედავდა თურქეთს ევროკავშირის წევრად, ამ შემთხვევაში სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპა პირფერობდა თურქეთის მიმართ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში პირდებოდა თურქეთს, რომ თუკი თურქეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, მას გაეხსნებოდა ევროკავშირის კარი"...
----------------------

ევროპა და პირფერობა?

ისე, სურათი ხომ არ გეცნობათ?:)))...

სომალელ, კატარელ, ერაყელ, ავღანელ, ლივიელ, სი/რიელ და კიდევ ათასი ჯურის გადამთიელს /მათ შორის ბევრია უსაქმური, მოძალადე და ტერორისტი/ ევროპა და, კერძოდ გერმანია, დასტა-დასტად იღებდა, ისე, რომ საკუთარი მოსახლეობის უკმაყოფილებასაც არ უწევდა ანგარიშს...
აი, ნატოსავე წევრის და "სტრატეგიული პარტნიორისთვის" კი ევროკავშირში ადგილი არ მოიძებნა...
"ვერასოდეს ვხედავდიო"...
ჰოოოდა, მართალია ერდოღანი - ძალაც შესწევს ქადილისა...

ერთ დროს სამაგალითო ქვეყნები, რას დაემსგავსეთ, თქვენი დედა ვატირე მე...

DDDzia

2017-09-09 14:49:42

http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=2627

natali

2017-09-09 14:50:57

რა კანონებზე და დემოკრატიაზე გველაპარაკებიან ერთი რაა.. გაუქმებული პასპორტით გამოფრინდა სააკაშვილი ამერკიდან და დასეირნობს ევროპაში. რატომ უშვებენ? მე შემიშვებდნენ?

ფხიზელი

2017-09-11 05:24:12

"демографические изменения, которые отражают в том числе и ситуацию в экономике:
После распада СССР заметнее всего сократилось население Армении (–17% за 1991–2016 годы), а также в соседней Грузии, где падение оказалось еще больше –22,5%.
Население Белоруссии и РФ сократилось с 1990 года на 7% и 2% соответственно.
В странах Средней Азии население, напротив, выросло, особенно в Киргизии (+39%) и Узбекистане (+55%)".

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80