რამდენი გადაუხადეს მღებრიშვილს არაყ „პოლიციის“ კლიპში?
რეტრომედია

რამდენი გადაუხადეს მღებრიშვილს არაყ „პოლიციის“ კლიპში?

რამდენი გადაუხადეს მღებრიშვილს არაყ „პოლიციის“ კლიპში?
„ალია“, 1-3 მარტი, 2003 წელი

2017-09-09 10:38:03

(იბეჭდება შემოკლებით)

პოლიციის სპეცრაზმის უფროსი, თემურ მღებრიშვილი უკვე დიდი ხანია ამ უწყების სახედ აღიქმება. შს მინისტრის შემდეგ მღებრიშვილი ყველაზე ხშირად ხვდება ჟურნალის პირველ გვერდზე, მასთან ინტერვიუებითაც „განებივრებულია“ მკითხველი.

ბოლოს კი სპეცრაზმის უფროსის პოპულარობამ პიკს მიაღწია და იგი პოლიციის ეკრანულ სახედაც იქცა. თემურ მღებრიშვილი მერაბ ნინიძესთან ერთად კლიპში გადაიღეს. იგი არაყ „პოლიციას“ უკეთებს რეკლამას.

ზურაბ ბუბუტეიშვილი, „დავით სარაჯიშვილი და კომპანიის“ გენერალური მენეჯერი:

- ამ არყის გამოშვების იდეა მე მეკუთვნის. და ვფიქრობ, კარგი იდეაც იყო. სახელის შერჩევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველი, დღეს პოლიციას ყველა აგინებს, საზოგადოება უარყოფითად არის განწყობილი ამ უწყების მიმართ. ვფიქრობ, ამ ფორმით საზოგადოების და პოლიციის დაახლოება მოხდება. მეორე და არანაკლებ მთავარი, ეს არის კომერციული ინტერესი.

მაღაზიებში „პოლიციას“ ძნელად თუ იპოვითასე კარგად იყიდებათუ ყველგან არ ავრცელებთ?

- გეტყვით ადგილს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად „ბიგ-ბენში“, „ევროცენტრში“, მაღაზიებშიც იყიდება. ერთი ბოთლის გასაყიდი ფასი (ნახევარი ლიტრი) 4 ლარი და 50 თეთრია.

თავად არყის რეკლამა რა დაგიჯდათ?

- ეს კომერციული საიდუმლოა. კლიპი ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა, მე ძალიან მომწონს.

თემურ მღებრიშვილი:

ბატონო თემურკლიპი მოგწონთ?

- კლიპიც მომწონს და ჩემი თავიც. ძალიან მაგარი მსახიობი ვარ.

თქვენს გარდასხვა პრეტენდენტიც იყო თუ კონკურსგარეშე იყავით?

- რაში მჭირდება კონკურსები. მე საკმაოდ ნიჭიერი კაცი ვარ, მომავალი დიდი მსახიობი.

ბასა ფოცხიშვილი განებივრებთ... უკვე მეორედ გადაგიღოთ კლიპში.

- გახსოვთ არა, „ვაგონი მიჰქრის.“ მაგარი იყო, მეც კარგი ვიყავი. მოსწონს ბასას ჩემი სამსახიობო მონაცემები, ძალიან ნიჭიერი რეჟისორია. ჩემი ბიჭებიც გადაიღეს მერაბ სეფაშვილის კლიპში.

ახლა სერიოზულ თემაზე გადავიდეთრამდენი გადაგიხადეს?

- მხოლოდ კოცნა, ღიმილი და მადლობა. რომც შემოეთავაზებინათ არც ავიღებდი.

მოკლედქართული პოლიციის სახე გახდით.

- დიახ და მეც და ჩემი ბიჭებიც ვცდილობთ, ღირსეულად მოვიქცეთ. ძალიან ნიჭიერი კაცი ვარ, ყველაფერი მეხერხება.

არაყი როგორ მოგწონთ?

- ძალიან კარგი არაყია, სუფთა ხორბლის სპირტზე დამზადებული. უმაღლესი ხარისხია.

ხშირად სვამთ?

- როცა საჭიროა, ვსვამ კიდეც, ამ არყის ხათრით ეხლა უფრო ხშირად დავლევ.

არ გეჩვენებათრომ პოლიციელის ჯიბისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ასეთი ფასი.

- თუ სვამ, სჯობია კარგი დალიო.

ბასა ფოცხიშვილი:

- ძალიან სასიამოვნო იყო გადაღების პროცესი, რადგან პირველად მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა უნიჭიერეს მსახიობ მერაბ ნინიძესთან. რაც შეეხება თემურ მღებრიშვილს, ეს არის მსახიობი, რომელთანაც მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა.

კლიპი წარმატებული გამოდგა, თუმცა რომ არა 70 000 პოლიციელი, არაყს გამსაღებელი მაინც ნაკლებად ეყოლებოდა.

ამ არაყს კატეგორიულად არ სვამენ ქურდული მიმდევრობის ადამიანები, არც უბანში ახალწამოჩიტული ე.წ. „ძველი ბიჭები“ და ზოგადად, პოლიციაზე განაწყენებული ადამიანები. თუმცა არყის მომხმარებელი კონტიგენტი უკვე საკმარისია, რომ კომპანიამ მოგებაზე იმუშაოს. შს სამინისტროში არყის გამოშვებას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ამ წამოწყების შესახებ თავიდან არაფერი იცოდნენ.

ასე რომ, საზოგადოებას და პოლიციას უკვე ერთი საერთო ინტერესი გაუჩნდათ - არაყი.

შს მინისტრი, ფაქტობრივად, არ სვამს, ხოლო როცა სვამს, მაშინ არაყს დიდ უპირატესობას არ ანიჭებს. ასე რომ, საინტერესოა, დაიწყებს თუ არა არყის დალევას „პოლიციის“ ხათრით მინისტრი.

„დავით სარაჯიშვილი და კომპანია“ მალე ახალი არყის, „პარლამენტის“ გამოშვებას აპირებს.

თუმცა ამ ხერხით პარლამენტართა „აგდება“ ცოტა ძნელი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კანონმდებლები სხვა კატეგორიის სასმელს ანიჭებენ უპირატესობას, თანაც 235-მა პარლამენტარმა დღეში რამდენი არაყი უნდა დალიოს, რომ კომპანიამ მოგებაზე იმუშაოს. ისიც უცნობია, ვინ იქნება პარლამენტის სახე სარეკლამო კამპანიის დროს. ისე, თუ კლიპის გადაღებაზე მიდგება საქმე, ალბათ, პარლამენტში გამართული ერთ-ერთი ჩხუბის პროცესს გამოიყენებენ. კომერციული თვალსაზრისით ეს უდავოდ გაამართლებს. ქართული პარლამენტის სახეც კარგად წარმოჩნდება და ბუნებრივად იქნება ნაჩვენები არყის ზემოქმედების შედეგი.

 

 

 

 

 

 

ნანახია - 311

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80