საფრთხე არის არა არსებული ვითარება, არამედ პროვოკაცია
საზოგადოება

საფრთხე არის არა არსებული ვითარება, არამედ პროვოკაცია

საფრთხე არის არა არსებული ვითარება, არამედ პროვოკაცია
თამთა ქარჩავა

2017-09-11 08:30:29

2008 წლის აგვისტოს მოვლენები, უკრაინაში შემოსვლა და სიტუაციის გამწვავება – ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სამივე შეთხვევა არის ავანტიურა, რომლის სათავეშიც საქართველოს ყოფილი პეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დგას. როგორც ძაბირაძე აცხადებს, სააკაშვილი ცდილობს შუღლის გაღვივებას, როდესაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეზიზღება სამეგრელო და მეგრელები, აჭარა და აჭარლები. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სააკაშვილის განცხადება რუსული პროპაგანდის იდენტურია.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

„მე ვიცი, რომ ივანიშვილს ეზიზღება სამეგრელო და მეგრელები. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – ეს არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს საკმაოდ სკანდალური განცხადება, მით უფრო ამტკიცებს, რომ მან ზუსტად იცის ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს სამეგრელო?

ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილის განცხადებები და გააქტიურება არის არასტაბილურობისკენ მიმართული. ეს ავანტიურისტული განცხადებებია და ძალიან ჰგავს იმ ავანტიურას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. განსხვავება ის არის, რომ მაშინ ხელისუფლებაში იყო და არ გაითვალისწინა, როგორც ქართული, ასევე სერთაშორიო საზოგადოების რჩევა. მიიღო გადაწყვეტილება და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დაახლოებით ამ ავანტიურის შემცველია ის განცხადებები და პროპაგანდა, რაც დღეს კეთდება.

ქართული და უკრაინული ხელისუფლების ჭკვიანურად მოქმედების შემთხვევაში ეს პრობლემები მოგვარდება. 2008 წელს იმიტომ ვიხსენებ, რომ მეგრული თემა სააკაშვილს არ დაუწყია. თითქმის ორი საუკუნეა ამ თემით მუდმივად აპელირებს რუსული პროპაგანდა და მუდმივ აქტუალიზაციას ახდენს. ჩვენს უახლოეს წარსულს თუ შევხედავთ, იგივე 90–იან წლებში თუ საქართველოს რომელიმე მხარემ განიცადა უბედურება, ეს სწორედ სამეგრელო იყო.

იმიტომაც დავიწყე 2008 წლიდან და იმიტომაც გავიხსენე რუსული პროპაგანდა, რომ აჭარლები და მეგრელები არ არიან ქართველები და ა.შ. - ეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია დღესაც, ისევე როგორც გასულ საუკუნეებში.

ეს პროპაგანდა, რომ მეგრელები და აჭარლები არ არიან ქართველები, დღესაც ძალიან აქტუალურია...

– რა თქმა უნდა, და ამიტომაც ვლაპარაკობ. მაგრამ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს ამ თემის აქტუალიზაცია და ვერ მოახერხეს დაპირისპირება. იგივეს როდესაც ცდილობს ადამიანი და ამ შემთხვევში სააკაშვილი, აქ რა შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილი ხდება. მე არ ვიცი ივანიშვილს ვინ უყვარს და ვინ არა, საერთოდ არ მაინტერესებს, მისი საქმეა ვინ უყვარდეს და ვინ არა. მაგრამ ჩვენი მთელი საზოგადოების საქმე ნამდვილადა არის ის, რომ ამ აჟიოტაჟს ხელი არ შევუწყოთ და ეს მუხტი არ გავაღვივოთ.

რაც ვერ შეძლეს მტრებმა, არ შეიძლება ვაკეთოთ ჩვენ. არ შეიძლება მტრის წისქვილზე დავასხათ წყალი, რაც არ უნდა ღირდეს ეს. ეს არის ძალიან მარტივი. ორი საუკუნეა ამას აკეთებენ რუსები, ვერ შეძლეს, ახლა ჩვენ უნდა დავამატოთ?! 90-იან წლებში ის რეპრესიები, რაც სამეგრელოში მოხდა, რისი ნაწილი და ვისი იდეა იყო. მარტო ის იყო, რომ სეპარატიზმია იქ? – არა ბატონო.

ეს იმის გამოძახილი იყო, რომ როგორმე სამეგრელოში ანტიქართული განწყობა შეექმნათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ახლა ისევ ხდება ამ თემის აქტუალიზაცია. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ თემას ასე უდიერად ექცევა, საქართველოს ინტერესებისა და მთლიანობის წინააღმდეგ მიდის. ბევრი რამე ვერ გავიგეთ, მაგრამ იქნება რამენაირად ეს მაინც გავიგოთ ყველამ.

ამბობთ, რომ სააკაშვილი საკმაოდ სახიფათო თემით აპელირებს. რუსული პროპაგანდის მიზანი და მოტივი ცნობილია, მაგრამ სააკაშვილის, რომელიც ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყო, მისი მოტივი რა არის?

– მოტივი ალბათ ის არის, რომ დაუპირისპირდეს ივანიშვილს. იკითხება, რომ  „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მიმართული. მაგრამ ამ საფარქვეშ რა მოტივია, ეგ არ ვიცი. სწორედ ამიტომ დავაკავშირე სამი მოვლენა ერთმანეთთან –2008 წლის აგვისტოს მოვლენები, ახლა უკრაინაში შესვლა და ისევ სიტუაციის გამწვავება. სამივე შეთხვევა არის ავანტიურა.

რა მოტივიც არ უნდა ჰქონდეს, როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილს მეგრელები არ უყვარს?! ეს ხომ შუღლის გაღვივების მომენტია. სხვა აქ არაფერი არ არის, ეს როგორ შეიძლება. დღეს არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, რუსეთის მეტს არასტაბილური ვითარების შექმნა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, არავის არ აწყობს. იგივეს აკეთებს სააკაშვილი. თუ არ უნდა, მაშინ დაფიქრდეს, მაგრამ უკვე სხვა რაღაცეები იკვეთება აქ.

რა იკვეთება, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ინტერესი აქვთ, როგორც სააკაშვილს ისე რუსეთს?

– იკვეთება ის, რომ ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს და მისთვის სულერთია რა მოხდება. ვერსია შეიძლება ათასნაირი იყოს. ყველაზე ცუდია ისიც, რომ განგებ ცდილობს შექმნას არასტაბილური ვითარება. ამიტომ ვლაპაკარობ - თუ ვითარება დაიძაბა და არასტაბილურობის რეალური მომსწრე გავხდით, აქ პრობლემა სააკაშვილში კი არ არის, არამედ ხელისუფლებაში, რომელმაც ეს უნდა იცოდეს, გააანალიზოს და იმოქმედოს ისე, რომ სააკაშვილის არ უნდა მისცეს საშუალება არასტაბილური ვითარება შექმნას ქვეყანაში. აი ეს არის პრობლემა. მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს.

არ ვიცი, როგორ შეიძლება სააკაშვილის ეს განცხადებები ვინმეს მოეწონოს, ან ვინმე ვერ ხედავდეს ხიფათს! ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ის, რომ 2008 წლის შემდეგ რაღაცნაირად სტაბლურობა შეიძინა ქვეყანამ, სამწუხაროდ დაკარგული ტერიტორიების, თუ გამოცხადებული არაღიარებული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთმა ხელი ჩაიქნია ჩვენზე. ათასგვარი მოქმედებების ძიება მიდის. ყველა შესაძლო ვარიანტების განხილვა ხდება.

ამიტომ, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე უკრაინის შიდა პოლიტიკური ვითარება არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი რამ - რასაც  სააკაშვილი აცხადებს, ეს არის ავანტიურა და ამ ავანტიურაზე არც უკრაინის და არც საქართელოს ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს. მათ აქვთ ამის მექანიზმები. უკრაინაში და საქართველოში არასტაბილური ვითარების შექმნა რომ რუსეთის ინტერესებშია, ეს თუ კიდევ სადაოა, არ ვიცი. ჩემთვის ეს სადაო ნადვილად არ არის.

როგორ და რა გზით შეიძლება აიცილონ უკრაინამ და საქართველომ პროვოკაცია, რომელსაც ერთდოულად აწყობენ რუსეთი და სააკაშვილი? სამეგრელოს და აჭარის თემა დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური დღისწესრიგი...

–არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, ბევრჯერ იყო ამის მცდელობა, მაგრამ ვერც ერთმა მიზანს ვერ მიაღწია. ანუ, რეალურად, სამეგრელოში ყველაფერი არის ნორმალურად, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში. ამიტომ, ხელისუფლების ვალია არ წამოეგოს პროვოკაციას. პროცირების პირველი ნაბიჯი თუ იქნება, შეძლებისდაგვარად აღკვეთოს.

ძალიან რთულია ჩემგან რეცეპტის გამოწერა. იმიტომ, რომ მე ინფორმაცია კონკრეტულად სად რა ხდება, არ მაქვს. მე ვიცი ზოგადი სურათი და ზოგადი სურათი სამეგრელოში არსებული ვითარება, არაფრით განსხავდება იმ ვითარებისგან, რომელიც არის იმერეთში, ან კახეთში.

ამიტომ, იქ საფრთხე არის არა არსებული ვითარება, არამედ პროვოკაცია. პროვოცირებას კონკრეტულ შემთხვევაში უნდა კონკრეტული გადაწყვეტილება. უბრალოდ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის პროვოკაცია და, რომ არის ჯგუფი და საჭიროა პრევენცია და ფრთხილი დამოკიდებულება ხელსიუფლების მხრიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული ძლიერი პოზიციები არ იკვეთება სამეგრელოში. მომხრეები კი ჰყავს, მაგრამ ეს მომხრეები უმრავლესობას ვერ წონის...

ამიტომ ვამბობ, რომ ხიფათი არის იმაში, რომ ხელისუფლება არ წამოეგოს პროვოკაციას, რისი მცდელობაც იქნება. მაგრამ ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ყოველ კონკრეტულ შემთხევაში უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. თუ ვინმეს გონია, რომ სააკაშვილის ექსტრადირებით სიტუაცია არიოს, მაშინ გამოდის, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშიც არის. იქით სააკაშვილი და აქეთ „ქართული ოცნება“ ცდილობს არასტაბილური ვითარების შექმნას. სხვა რეალური ფაქტორები, გნებავთ სამეგრელოში და გნებავთ სხვა რეგიონში, უბრალოდ არ არის. ჯერ-ჯერობით ამის საფრთხე საქართველოში არ იკვეთება.

მუდმივად საუბრობდნენ რუსეთის და სააკაშვილის ინტერესებზე, გვახსოვს როგორ აღმოჩნდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ხელში, 2008 წლის ომის შედეგად რა მოგება ნახა რუსეთმა... დღეს სააკაშვილი იგივეს იმეორებს, რასაც ამბობს რუსეთი...

- ვარაუდების გაკეთება და დადანაშაულება ხელისუფლების საქმეა და ხელისუფლებამ გამოიძიოს. ჩვენ უბრალოდ ვიცით ფაქტები და ამ ფაქტებს ვაფასებთ. ის, რომ რაც 2008 წელს გაკეთდა იყო ავანტიურა, ეს შედეგებიდან გამომდინარეობს და იმ განცხადებებიდან, რაც გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს ყველა საშუალება, რომ გამოიძიოს და გაარკვიოს, ვინ რას წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განცხადებები შევაფასოთ. უბრალოდ, ფაქტია, რომ სააკაშვილის განცხადებები ემთხვევა რუსულ განცხადებებს და თავისი შინაარსით მიმართულია ქვეყნის არასტაბილურობისაკენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალიან არ მაწუხებს ივანიშვილის „ქართულ ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთდამოკიდებულება.  ერთი ოპოზიციაშია, მეორე - ხელისუფებაში და ეს პოლიტიკაა. ერთმანეთთან არკვიონ საქმე, როგორც და რა ტექსტებითაც უნდათ. მაგრამ როდესაც იდგმება ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის სტაბილურობის საწინააღდეგოდ მოქმედებს, რომელმაც შეიძლება ცუდი დინენები გააჩინოს ქვეყანაში, ეს უკვე სხვა საკითხია. ესაა პრობლემა. 

როდესაც აპელირება ხდება ორ რეგიონზე და ამ ორ რეგიონზე მუდმივად აპელირებს იგივე რუსეთიც, ეს თემა არ არის ახალი ქართული სინამდვილისათვის. ამ შემთხვევაში, რა ინტერესებიც არ უნდა ამოძრავებდეს, როგორი კეთილშობლური ინტერესებიც არ უნდა იყოს, ვთვლი, რომ ეს არის არასწორი და მიმართული ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ კეთდება განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით სეპარატიზმს შეიცავს, უნდა აღძრას თუ არა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ? შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ალექსანდე ჭიკაიძის მინისტრობიდან დაწყებული არა ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა  სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, დღემდე არ ვიცით რა ხდება ამ საქმის გარშემო. რატომ გამოვრიცხავთ, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის გეგმის ერთ–ერთი ნაწილიიყოსსახელმწიფო გადატრიალება?  სამრგრელოდან დაიწყო 2003 წლის ვარდების რევოლუცია...

– ხელისუფელებას აქვს ყველანაირი ბერკეტი, შეისწავლოს ნებიმიერი განცხადება, თუ ქმედება. ჩემი მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, არასწორია. ერთი რამ ვიცი, რომ გაკეთდა საფრთხის შემცველი განცხადებები, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ის რომ 2003 წელს ვარდების რევოლუცია სამეგრელოდან დაიწყო, ეს არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ 2003 წელს რა ვითარებაც იყო სამეგრელოში, იგივე ვითარება იყო საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ასეთი ვითარება დღეს არ არის და ხელოვნურად ხდება რაღაცეების გაღვივება, თანაც გაღვივება ხდება არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ვარგა, არამედ იმ კუთხით, რომ ქართველები სხვები არიან და მეგრელები სხვები, აჭარლები სხვები არიან და ქართველები სხვები – ეს არის ყველაზე ცუდი იმ ყველაფერში, რაც სააკაშვილის განცხადებაში იკითხება და არა ის, რომ ხელისუფლებით ვიღაცა არის უკმაყოფილო. ეს ბუნებრივი პროცესია. ვიღაცას მოწონს ხელისუფლება და ვიღაცას არა. როდესაც, უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნება ხელისუფლება, მაშინ სამეგრელოდან დაიწყება, აჭარიდან თუ თბილისიდან, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

როდესაც ნაციონალური მოძრაობა მივიდა იმ კონდიციამდე, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, პროცესი დაიწყო თბლისში და დამთავრდა კიდეც. ეს პრობლემა მე არ მაწუხებს. მაგრამ მაწუხებს პრობლემა, როდესაც ივანიშვილში მთლიანად „ქართული ოცნება“ და საქართველო მოიაზრება. პრობლემა ეს არის. როდესაც ლაპარაკობ, რომ ივანიშვილს არ უყვარს სამეგრელო და აჭარა, ამით შუღლის გაღვივებას ცდილობ და ეს არის პრობლემა. ამას უნდა მიხედვა, თუნდაც იგივე ნაციონალური მოძრაობისგან.

როგორც ფიქრობთ, ხელისუფელბამ უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს სამეგრელოსა და აჭარის მიმართულებით, რადგან პრობელემები, ამ რეგონებში არის, იგივე როგორც სხვა რეგიონებში?

- არა მგონია ამ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვეს მოსახლეობაში, სამგრელოში და ან აჭარაში. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე არა მგონია ამ თემამ გაგრძელება ჰპოვოს და გაზარდოს მხარდაჭერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ. ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ზოგადად თავის პოლიტიკას, არა მარტო სამეგრელოსა და აჭარაში, არამედ მთლიანად ყველა რეგიონში, რადგან ხელისუფლებას აქვს პრობლემები ყველგან.

ხელისუფლება უნდა იყოს უფრო აქტიური და მან უნდა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. თუ ამას ვერ მოახერხებს, პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში და ქუჩაში გადანაცვლებული პროცესი, უპირველეს ყოვლისა ხელისუფებას არ აწყობს. პრობლემები არის, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება არ არის ადექვატური ამ პრობლემებთან მიმართებაში. ხელისუფლებას სჭირდება რეორგანიზაცია, განახლება და გააქტიურება.

 

ნანახია - 1720

მეგრელი

2017-09-11 10:49:55

პიკანტურ სიტუაციაში არიან ბატონი ექსპერტები. როგორ გინდა გააპრავო სააკაშვილის რიტორიკა , რომელიც მთლიანად დასავლური პროექტია და რჩება ასეთად .სააკაშვილი აკეთებს და ამბობს იმას რასაც ეუბნებიან და ავალებენ .
ძაბირაძის მიერ არჩეული გზა ჩემთვის გასაგებია ოღონდ ეს გზა არსად მიდის. მინდა შევახსენო ძაბირაძეს კონკრეტულად. ,, მეგრელთა საქმე " ლონდონში დაიბადა 1949 წ (გასაგებია ალბათ რას უკავშირდება ) იმ ორგანიზაციის ოფისეფში რომელშიც დღეს განთავსებულია , ალბერტის სანაპირო # 85-ი და რომლის ხელმძვანელია ალექს იანგერი . ამ ორგანიზაციას 1994 წლამდე დემოკრატიულ ბრიტანეთში საკანონმდებლო ბაზაც არ გააჩნდა . თუ შენობა გაინტერესებთ 1995 წლის შემდეგ ყველა გადაღებულ სერიალში ,, ჯეიმს ბონდი " ის ჩანს

https://commons.wikimedia.org/wiki/File:20110604_London_67.JPG?uselang=ru .

ლონდონში დაგეგმილი პროვოკაცია ლაზისტანში განახორციელეს (ებინეს) ჟორდანიას მთავრობის მეგრელი წევრის (ნინა გეგეჭკორი-ბერიას ბიძა)მეშვეობით. ჩატარდა ფარული შეხვედრები იმაზე რასაც ძაბირაძე გვიყვება და ეს პროვოკაცია კაციჭამია ბოლშევიკებს მიუგდეს. მტკიცება იმაზე , რომ რუსეთი ამაზე მუშაობს არის ყოვლად უსაფუძვლო. რაში გამოიხატა ეს . ფოთში გურამ ფირცხალავას ბიუსტის გაჩხაპნაში? რომელმა რუსულმა თოკ-შოუშ წამოწიეს ეს თემა?ეს თემა უფრო თქვენთვის არის საინტერესო . პერიოდულად გიმტკიცოთ იდენტობა : ვართ თუ არა.

გიბაღუნა ძაბირაძე დო კ.

სტრატეგიული ობიექტების გადაცემის დაკავშირება სააკაშვილის და რუსეთან მიმაჩნია არასერიოზულად. წაგებული ომის შემდეგ ყველა იხდის კონტრიბუციას . რუსეთმა სარკოზის დახმარებით მიიღო ის რაც აინტერესებდა და რას აითვისებდა.

natali

2017-09-11 11:44:34

პოლონეთი რაღაც საეჭვოდ აქტიურობს. ვითომ რუსებთან არ არიან გარიგებულნი? ყირიმი რუსეთს, ლვოვი პოლონეთს. ეს რუსეთსაც აწყობს და ევროპასაც. რატომაც არა, ცოტას მაინც თუ წააციცქნიან, რითია ცუდი? თუ ასეა, მიშა დამშლელის სახელით შევა ისტორიაში:)
ისე ყველაფერს ნუ დამიჯერებთ, მართლა ექსპერტი კი არ ვარ:)

antoni

2017-09-11 11:45:12

რა იცის მიშა დორბლიანმა ივანიშვილს მეგრელი და აჭარელი უყვარს, თუ არა? ან ბოზბაში ურჩევნია თუ ვარია ნიორწყალში? ეს მან არ იცის და არც შეიძლება იცოდეს. ის ჭორებს ავრცელებს მისი და პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე. დავუშვათ ჭკუათმყოფელმა დაიჯერა მისი ნათქვამი და აირია სიტუაცია ხსენებულ რეგიონებში; ვის აწყობს ეს რუსის გარდა?
სააკაშვილი არის ტიპიური ავანტიურისტი, დილეტენტი და თაღლითი!
2003 წლის ნოემბერში და გუშინ ის ერთნაირად იმოქმედა ერთნაირად შეგულიანებულმა -იძალავა კანონზე. შეგულიანებულმა, თორემ სადაც სიმამაცე და თავდაჭერილობა იყო საჭირო, 2008 წლის აგვისტოში, გორში შარვალი გაავსო.
2008 წლია აგვისტოში სხვა ტიპის ავანტიურიზმი და თაღლითობა იყო - ჯერ იჯლოყინა, რუსს სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებსო, ქნა ის და ისე, როგორც ყველამ ვიცით და რა? კოდორი უომრად აჩუქა პუტინს, ამერიკული შეიარაღებაც, ახალგორი დღენახევარში დათმო ... მერე ენგურჰესი მიაყოლა ... მერე ნაჩუქარი 4,7 მლრდ დოლარი ამოისვა. ვინ მოიგო ამ ავანტიურით? რუსმა!

antoni

2017-09-11 11:45:13

რა იცის მიშა დორბლიანმა ივანიშვილს მეგრელი და აჭარელი უყვარს, თუ არა? ან ბოზბაში ურჩევნია თუ ვარია ნიორწყალში? ეს მან არ იცის და არც შეიძლება იცოდეს. ის ჭორებს ავრცელებს მისი და პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე. დავუშვათ ჭკუათმყოფელმა დაიჯერა მისი ნათქვამი და აირია სიტუაცია ხსენებულ რეგიონებში; ვის აწყობს ეს რუსის გარდა?
სააკაშვილი არის ტიპიური ავანტიურისტი, დილეტენტი და თაღლითი!
2003 წლის ნოემბერში და გუშინ ის ერთნაირად იმოქმედა ერთნაირად შეგულიანებულმა -იძალავა კანონზე. შეგულიანებულმა, თორემ სადაც სიმამაცე და თავდაჭერილობა იყო საჭირო, 2008 წლის აგვისტოში, გორში შარვალი გაავსო.
2008 წლია აგვისტოში სხვა ტიპის ავანტიურიზმი და თაღლითობა იყო - ჯერ იჯლოყინა, რუსს სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებსო, ქნა ის და ისე, როგორც ყველამ ვიცით და რა? კოდორი უომრად აჩუქა პუტინს, ამერიკული შეიარაღებაც, ახალგორი დღენახევარში დათმო ... მერე ენგურჰესი მიაყოლა ... მერე ნაჩუქარი 4,7 მლრდ დოლარი ამოისვა. ვინ მოიგო ამ ავანტიურით? რუსმა!

natali

2017-09-11 12:06:50

ჯარისკაცებს რომ ახვევდა ლენინივით, თქვენი გენერალი აგარაკს იშენებს და თქვენ კაპიკებს გიყრიანო, კეზერაშვილი ვერ გაახსენეს?

კაკო

2017-09-11 12:10:23

ხომ კარგად ჩანს,რომ ევროპასაც და სხვებსაც სულ არ აინტერესებს ქართველი ხალხის ბედი,კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები ეს ნაძირალები,მილიონები აქვთ მიღებული ქრთამის სახით და სულ არ აინტერესებთ არც დემოკრატია და არც ადამიანის უფლებები,არაფერი ფულის გარდა.

natali

2017-09-11 12:16:34

მე მაინტერესებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი, რატომაა ჩუმად და რატომ სასწრაფოდ არ ითხოვს ბოდიშს სარიუშ ვოლსკისგან იმ ტ/ყუილისთვის რაც მან თქვა სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

natali

2017-09-11 12:22:21

მიხეილ სააკაშვილმა მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა და გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მიერ როლს პოლიტიკაში.

-----
აჰააა....ხომ გეუბნებით, მიშა დამშლელი:)

DDDzia

2017-09-11 18:57:17

მატარებლის გაღიზიანებულმა მგზავრმა მიხეილ სააკაშვილს სიტყვებით - на хер ты лыбишься, ხელი დაარტყა

http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=53044

tngh

2017-09-11 19:58:36

უკრაინაში უდიდესი ქაოსი და ანარქიაა. ნელ-ნელა იშლება ლენინის, სტალინის და ხრუშჩოვის მიერ ძალით შეკოწიწებული ქვეყანა. მიხაილო ავანგარდში დგას... პროცესმა დასავლეთში გადაინაცვლა. "კარპატის დემოკრატია" ახალი ხილი იქნება...

papaeqsperti

2017-09-11 23:24:46

ოოოოოოო.....აქ ისეთი საქმეა რომ ისევ ექსპერტი უნდა გავხდე
ტემ ბოლე საქმე ჩემს,,მეგობრებს,, და ნატალის სიმპატიებს ეხებათ...... კოლუმბის ჩამომავლებს

ნატალი კითხულობდა----ეს მიშა რომ ამ ვიზების და პასპორტების გარეშე ესე დაგულაობს, ვინ აძლევს მაგას ამის ნებას.... მე ეგრევე დამიჭერდნენო...
დაგიჭერდნენ რომელია, ციმბირს იქით რომ ქვეყანაა, კიდე იმის იქით გაგამწესებდნენ... ციმბირი აქეთ დაგრჩებოდა. დაჟე მარტო ციმბირს იქით კი არა, ეგრევე გუანტანომოში, .. კუბაში ამოგაყოფინებდნენ თავს
გეძახა მერე დემოკრატია, დემოკრატია..დასავლეთი, დასავლეთიო
როგორ გგონია ვისი ზურგი აქვს ეხლა მიშას?? ......ვისი და იმ შენი ძმაკაცების!!!..
.ზემოდან დაგეგვმის გარეშე გჯერაა ეგეთი პროვოკაციებიის?
როგორ გგონია მიშას ოინებს მარტო ჩვენ ვხედაავთ?? ანდა მისი საქციელები მხოლოდ მიშას ,,მარიფათ--პროვოკაციებზეა,, დამოკიდებული და ესე თვით დინებაზეაა მიშვებულიიი??
არა ხომ??
მსოფლიო ჟულიკობა ხდება ეხლა უკრაინაში, მსოფლიო ჟულიკობა!!
პოროშენკომ ვერ გაუმართლა ამერიკას იმედები -----ვერ დააქცია და ვერ დაშალა უკრაინა ბოლომდე. ამოცანა ასეთია... უნდა ბოლომდე დაიშალოს და დაიქცეს ოდესღაც უძ/ლიერესი რესპუბლიკა. ნორმალურ პირობებში დაჟე გერმანიასაც რომ იღ/ლიაში ამოიდებდა. ევროკავირი, ევროკავშირიო...ნაცვლად დახმარებისა და წელში გამართვისა, დედას ტირობენ
ეხლა უკრაინას. ვის აწ/ყობს ეკონომიურად ძლიერი უკრაინა?...არავის!!
ხოდა ეხლა მიშას ხელით ბოლომდე უნდა მიიყ/ვანონ უკრაინის დაშლა-განადგურება......ეხერხება
ქაოსი და ანარქია ეხლა ნახეთ თქვენ მანდ --ეხლა უკრაინას მანამ აქლემივით ბოლომდე არ წამოაჩოქებენ, მანამდე არ შეეშვებიან მაგ საწყ/ლებს(მათთან შედებით ჩვენ დაჟე მონაგონნი ვიქნებით--კიდე იოლად გადავრჩით)
ეხლა ნახე უკრაინის ...აუუუუ მეცოდებიან.
ნახეთ ეხლა რამდენი ავატურისტი, ოხერი და ტიალი წამოაჯდება უკრაინას თავზე, ყველა აქეთ --იქით გაქაჩავს....ნუ როგორც ჩვენთან მოხდა, იცი ესენი შენ---მიშას დამსახურებით განათლება მიგვაღებინეს შენმა მეგობრებმა.
მაგათაც ეხლა ჯერ 9 წელი გაძლონ და მერე გადაითვალონ რამდენნი დარჩებიან.
მერე თქვით....ქართველი ასეთია, ქართველი ისეთია...მერე ვნახოთ რა იქნება უკრაინა
ეხლა მეტ/ყ/ვი პუტინიო......იმას აწყობს ეგ არეულობაო...
კანეშნა იმასაც აწყობს...მაგრამ პოლიტიკურად მაინც ამერიკა მოიგებს(ბოლომდე ამოიდებს უკრაინას ჩვენსავით ... როგორც ჩვენთან იქაც დაჟე დამლაგებელსაც ვეღარ დანიშნავენ ამერიკის გარეშე...თვალსაც კი ვეღარ დაახამხამებენ ისინიც დამოუკიდებლად).
ისე კი მთლიანობაში არც პუტინი დარჩება წაგებული---ის რა გიჟიაა ხეირი არ ნახოოს ამ რია--რიადააან?? ჩასაფრებული მელიასავით არის..რაც ხელიდან გაუვარდებათ ეგრევე პირს სტაცებს.
იძახე პუტინიო..
.იმ დღეს პოსტი დავდე და შენ ნი ვიჟუ გაუკეთე..იქ ვამბობდი ---ყველა ვხედავთ
რომ ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს რუსეთი კრუგში მოახრჩოს, რა ეკონომიურად და რა თოფით--მეთქი. ხოოდა ეს რუსეთიც იცვავს თავის თავს როგორც იცის--ეგეც საპასუხო ხოდებს აკეთებს. აბა კაცს რომ თოფს უმიზნებენ, ის რა პრიჩოსკის გასწორებას დაიწყებს და არაფერს მოიმოქმედებს თავის დასაცავაად??
სხვა საქმეა რომ გვინდა რუსეთი მოახრჩონ, მაგრამ ვერც ახრჩობენ და მაგათ ჭიდილში, შუაში მოქცეულები ,,დემოკრატიულად,, ჩვენ ვიჭყ/ლიტებით .
მოკლედ ფეხზე ვკიდივართ ირგვლივ ყ/ველას და ყ/ველაფერს. თუ არადა კარგად დააკვირდი უკრაინის ამბებს. იმათ მაგალითზე მერე უფრო ნათლად დაინახავ მაგ მეგობრების ,,დემოკრატიულ,, მიზნებს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80