რუსული არმიის მარადიორობა ბერლინში სტალინმა შეაჩერა
რეტრომედია

რუსული არმიის მარადიორობა ბერლინში სტალინმა შეაჩერა

რუსული არმიის მარადიორობა ბერლინში სტალინმა შეაჩერა
„თბილისელები“, 22-28 სექტემბერი, 2008 წელი

2017-09-11 12:49:16

(იბეჭდება შემოკლებით)

გერმანიის ტერიტორიაზე გადასული წითელი არმია გერმანელ ხალხზე ტოტალური შურისძიების გრძნობით იყო გამსჭვალული. მრავალწლიანი ომით გაწამებული ჯარისკაცები ეიფორიაში იყვნენ.

რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განუკითხაობა იყო. მოსახლეობას ათასობით მშიერი მეომარი შეესია. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ბერლინში გამოირჩეოდნენ, ქალაქში, რომელსაც გერმანელები თავგანწირვით იცავდნენ, რაც თავად მარშალმა ჟუკოვმაც აღიარა.

აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ბერლინელები სასოწარკვეთას  არ მისცემიან, ერთ მუშტად შეკრული ერი თავს იცავდა - ყველა ერთად ჩადიოდა თავშესაფარში, მკურნალობდნენ დაჭრილებს, მიწას აბარებდნენ მიცვალებულებს, მაგრამ გამარჯვებული რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას მაინც დაერია: აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ ყველას და ყველაფერს.

ძალადობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. გერმანელებსაც ჰყავდათ გმირები, რის შესახებაც ისტორია დუმს, იმ „უბრალო“ მიზეზის გამო, რომ სულ რაღაც 10-12 წლის განმავლობაში მათ ფაშისტური ხელისუფლება ჰყავდათ, რომელიც ნიურნბერგის ყბადაღებულ პროცესზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დაადანაშაულეს.

14 წლის ლინა კალცმა არ იცოდა, რა იყო სექსი, როცა მოძალადეებს ემალებოდა, მაგრამ რუსებმა მაინც იპოვეს. ლინამ ისეთი გამეტებით ურტყა თავი კედელს, რომ ჯარისკაცებმა სიამოვნება ვერ მიიღეს, მათ გვამი შერჩათ ხელში.

რესტორნის მუშაკმა, ოლივერ ფრიდრიხმა კი, გამჭრიახობა გამოიჩინა, რუსებს მოწამლული არაყი დაალევინა, რომელიც ჯერ თვითონ დალია, მომაკვდავი კი, სიამოვნებით ადევნებდა თვალს მის მიერ საიქიოში გასტუმრებულ რუსებს.

გერმანიაში სხვა ცუდი ამბებიც ხდებოდა, ხშირი იყო დემონსტრაციული თვითმკვლელობის ფაქტებიც, ადამიანები ქუჩებში სახალხოდ იწვავდნენ თავს - გერმანიამ მტკივნეულად გადაიტანა მარცხი.

როგორც კი მარადიორობის, მკვლელობების, გაუპატიურების და სხვა დანაშაულთა ფაქტები გამოვლინდა, სტალინმა ძალადობის შესაჩერებლად სასწრაფო ზომები მიიღო. ეს სწრაფად და მთელი სიმკაცრით აღკვეთა. უმაღლესი მთავარსარდლის მიერ შემუშავებული დირექტივით ფრონტებისა და არმიების სარდლები პირადად აგებდნენ პასუხს ნებისმიერი ამგვარი საქციელის გამო, იმის მიუხედავად, თუ ვის მიერ რა მოტივით იყო ჩადენილი დანაშაული.

1945 წლის 14 აპრილს გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა პარტიის გენერალური კომიტეტის პროპაგანდის სამმართველოს სტატია, სადაც მკაცრად იყო გაკრიტიკებული გერმანელების „ერთიან კოლოსალურ ხროვად“ წარმოდგენის საკითხი. სტალინის მიერ რამდენჯერმე გამოცემულმა ბრძანებებმა მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აღდგენითი სამუშაოებისა და მარადიორების სასტიკად დასჯის შესახებ კი, აღნიშნული ძალადობა საერთოდ შეაჩერა. ამით ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საბჭოთა ხალხი არ აპირებდა გერმანელ ხალხზე შურისძიებას, რაც ჰუმანიზმის რეალური გამოვლინება იყო.

 

 

 

 

ნანახია - 236

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80