სპილოების შემოსევა
სხვადასხვა

სპილოების შემოსევა

სპილოების შემოსევა
for.ge

2017-09-11 12:55:48

ინდოეთის პატარა ქალაქ მაისურს ორი ახალგაზრდა ველური სპილო დაესხა თავს. ჯუნგლებიდან გამოვარდნილმა გააფთრებულმა გოლიათებმა ჯერ გზაზე დალეწეს რამდენიმე ავტომობილი და მოტოციკლი, ხოლო შემდეგ ბაზრის სავაჭრო რიგებში ნამდვილი “ცოდვის კალო” დაატრიალეს.

მოვაჭრეებმა დროულად კი უშველეს თავს, მაგრამ მცველი, რომელიც შეეცადა, სპილოები როგორმე გაეძევებინა - დაიღუპა... ქალაქი შეშფოთდა, ხალხი თავშესაფრის საძებნელად გარბოდა, პოლიცია კი ცდილობდა, გააფთრებული ცხოველების გარშემო პერიმეტრი მაქსიმალურად გაეთავისუფლებინა...

მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლო პოლიციამ "დაუპატიჟებელი სტუმრების" დაკავება დასაძინებელი ტყვიებით. საბოლოოდ, "თინეიჯერი" სპილოები ჯუნგლებში დააბრუნეს. ინდოეთში მსგავსი თავდასხმები, რაც ადამიანის მსხვერპლით მთავრდება, არც ისე იშვიათია, მაგრამ სპილოებს არ ხოცავენ.

 

 

ნანახია - 249

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80