ერთი ნაბიჯი დაპატიმრებამდე
პოლიტიკა

ერთი ნაბიჯი დაპატიმრებამდე

ერთი ნაბიჯი დაპატიმრებამდე
თამთა ქარჩავა

2017-09-12 10:54:26

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, 26 ივლისის განკარგულებაში, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შეუჩერა, ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, სააკაშვილს შეეძლო უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაესაჩივრებინა, რაც მან თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში არ გააკეთა.

„ამის ნაცვლად, ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები“ თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, - აცხადებს პეტრო პოროშენკო.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა). ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები. ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, დეპუტატი ანტონ გერაშენკო იმ პარლამენტარებს ასახელებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად საზღვარი გადაკვეთეს - იულია ტიმოშენკო, სერგეი ვლასენკო, იური დერევიანკო, პაველ კოსტენკომ და დიმიტრი დობროდომოვმა. ამას გარდა, მათთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.

როგორც გერაშენკო აცხადებს, დეპუტატის ხელშეუხებლობა არ ვრცელდება სისხლის სამართლის დანაშაულზე - უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამჟამად გამოძიება მუშაობს, დაადგინოს დანარჩენი პირების ვინაობა, რომლებმაც ასევე უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. როგორც გერაშენკო ამბობს, მათ კანონის შესაბამისად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ საზღვრის გარღვევის დროს 10-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. შესაბამისად, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი, ოლეგ სლობოდიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს სამართალდამცავებისა და სამხედროებისთვის სხეულის დაზიანებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უკრაინის რადას საპარლამენტო უმრავლეოსაბაში შემავალი პარტია „სახალხო ფრონტის“ წევრები იმ დეპუტატების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის სახლმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

„ჩვენ ვითხოვთ სამართალდაცმავი ორგანოებიდან, დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იყოს მიცემული ყველ ის პირი, რომელიც ძალის გამოყენებით უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში არის კავშირში, ასევე ვითხოვთ განიარაღებულ იქნას და დაკავებულ იქნან ის ბანდფორმირებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საზღვრის შტურმში. დეპუატებმა, რომლებიც კავშირში იყვნენ ამ უკანონობასთან, პასუხი უნდა აგონ და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა მოეხსნათ“, - ნათქვაია სახალხო პარტიის განცხადებაში.

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი ამბობს, რომ პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა - უსისხლოდ, და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ავაკოვი სააკაშვილს მოუწოდებს უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში გააფორმოს.

„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის დარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, პასუხს აგებს კანონის საფუძველზე. სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ, ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ. საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დარჩენის გზა მოიფიქრა და ამტკიცებს, რომ პასპორტი, რომელიც ავტობუსში ჰქონდა, პოლიციამ მაშინ მოიპარა, როდესაც ავტობუსი გაჩხრიკა. მეტიც, სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს დაცვის უზრუნველყოფას თხოვს და ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორაზე კანონიერად იმყოფება.

„პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე კანონიერი უკრაინული პასპორტით. პოლონელმა მესაზღვრეებმა მასში შტამპი ჩამირტყეს. როცა უკრაინულ მხარეს გადმოვედით, უკრაინელ მესაზღვრეებს მივაწოდე პასპორტი, რათა მათ ან უარი ეთქვათ მასზე ან ამ დოკუმენტით გავეტარებინე. მათ მითხრეს - „თქვენს პასპორტს არ ავიღებთ“.

მაშინ შევთავაზე - მიიღეთ განცხადება, თუმცა ამაზეც უარი მითხრეს. მას შემდეგ, კი, რაც ხალხმა ხელში ამიტაცა და საზღვარი ისე გადმომატარეს, ჩემი პასპორტი ავტობუსში დარჩა. როცა პოლიცია მოვიდა და ავტობუსი გაჩხრიკა, მათ ჩემი პასპორტი მოიპარეს. სად არის ახლა პასპორტი, არ ვიცი. ახლა უკვე უკრაინაში კანონიერად ვიმყოფები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის მიმართვა უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ სცნონ პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, სააკაშვილის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, ეს მოთხოვნა იურიდიული თვალსაზრისით შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას.

„აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.

რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის „პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“. საუბარი არ მიდის დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე“, - განმარტა მარკიან გალაბალამ.

მარკიან გალაბალა ამბობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ იმის შესახებ, რომ უკრაინის პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე დამატებითი მოთხოვნა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ მოთხოვნები დღესაც ძალაშია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მოთხოვნით დამატებით 1 სექტემბერს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს, მისი ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლის განმარტებით, ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს უნდა გადმოეცეს.

„გვახსოვს მინისტრ მღებრიშვილის ჩანაწერები. შესაბამისად, დღეს უმრავლესობის წევრების მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ საქართველოში უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია და ა.შ. ეს არის ფარისევლობა, თუმცა რამდენადაც არსებობს შეთანხმება ქართულ ხელისუფლებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოეცეს საქართველოს, მოულოდნელი ეს არ იქნება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ნანახია - 2171

მეგრელი

2017-09-12 11:59:11

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს, მისი ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია
---------------------
თუ უკრაინა მთლა ბუტაფორული სახელმწიფო არარის უკრაინის კანონებით კუთვნილი სასჯელი ჯერ უკრაინაში უნდა მოიხადოს.

მაგრამ ეს არარის მთავარი. პოლონეთის ხელშეწყობით მოწყობილმა პროვოკაციამ დაგვანახა , რომ უკრაინა არის სუსტი დაშლის პირას მდგომი სახელმწიფო. სააკაშვილს ტიმოშენკოს გარდა დახვდა ნალივაიჩენკო ხოლო ლვოვში (ლემბერგი 1918 წლამდე) სეპარატისტულად განწყობილი ქალაქის მერი სადოვიი.სააკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა ბატალიონმა ,, დონბასმა". პოლონელები ეცდებიან სააკაშვილის ხელით მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგების რევიზია მოახდინონ და გალიცია ისევ დაუბრუნონ პოლონეთს , მითუმეტეს გალიციის მოსახლეობა ევროპაში შესვლის ამ ვარიანტს მხარს უჭერს.

antoni

2017-09-12 13:22:39

შარლატანი სააკაშვილი ან უკრაინის ციხეში დალევს სულს, ან ქართულში ან საერთოდ სადმე წყნარი ოკეანის მივარდნილ კუნძულზე, თუმცა ეს სულაც არ აინტერესებს არავის მეცოცხეების გარდა.
პოროშენკო ღირსი არაა თავზე რომ დაასაქმონ და არა მარტო დორბლიანმა? პირსისხლიანი სადისტი და ქვეყნის მძარცველი იძებნება და ვითომ არაფერი - ის გუბერნატორად დანიშნა სხვა მისი კუდები თანამდებობებზე. ახია "შოკოლადნიზე"! ააცოცდა ღორის ტილი თავზე? ახია!
უკრაინა რუსეთს ხომ ეომება და პოროშენკოს ბიზნესი რუსეთში რატომ ყვავის?

natali

2017-09-12 13:34:11

დიახ, ზუდტად მაგ პარაშას ბრალია ნაცები რომ ხმას იღებენ. ხოდა აი მე მიშას ვგულშემატკივრობ.

natali

2017-09-12 13:36:11

იაროს პარაშამ ავაკოვის ჭკუაზე. რასაც დაიჭერს ვნახავთ.

ანდრეი

2017-09-12 14:16:59

ნატალი!

გაამარჯობა! იმედია კარგად ხართ ყველანი იუზრები!

მომიკითხეთ მავერიკი,ანტონი,ანრი სიჭინავა და აუცილებლად მომიკითხეთ სერაფინა!

მომენატრა არიჩოპრა2(მგონი ასე ერქვა)...

ოქტომბერში თბილისს ვესტუმრები და შეგეხმიანებით აუცილებლად,იმედია მოიცლით ყველანი ჩემთან შესახვედრად....

პატივისცემით,ანდრეი!

natali

2017-09-12 15:29:23

გაგიმარჯოს!
რა დაგახვედროთ, მწვადი თუ ხინკალი:)

ტორი

2017-09-12 15:34:22

მეგრელი2017-09-12 11:59:11

"თუ უკრაინა მთლა ბუტაფორული სახელმწიფო არარის უკრაინის კანონებით კუთვნილი სასჯელი ჯერ უკრაინაში უნდა მოიხადოს"...
--------------------------------------

უკრაინაში მაგის დამჭერი არავინ არის...
დამჭერები იყვნენ, დანაშაულის ადგილზე დაიჭერდნენ -საზღვარზე...
ფასონის გულისთვის ცოტას იხმაურებენ და, როგორც ყოველთვის, ფეხებსაც ვერ მოსჭამენ:)))...

დიდი ალბათობით, მორიგ "ფერად რევოლუციასთან" გვაქვს საქმე...
და, რადგან საზღვარზე ტიმოშენკო დახვდა "მე და მიშას ვინ მოგვერევას" პონტში,
მომავალი "კარალევაც" ის იქნება...

ისე, ძალიან საინტერესოა:
დაახლოებით ერთი თვის წინ /ტიმოშენკო ცოტა უფრო ადრე/ ერთად იყვნენ ...
აბა გამოიცანით სად?:)))
კი, კი..."ფერადი რევოლუციების სათბურში":)))

kostaia

2017-09-12 16:17:04

ფერად რევოლუციასთან კი არა, როგორც ძველი იუზერებიდან წერდა ადრეეე რომელიღაცა, ხახლანდიის დაშლასთან Gვაქვს საქმე.....
აგინონ კიდევ თავის შამქმნელს.....

kostaia

2017-09-12 16:18:16

პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს თავისი მიწები უნდათ....

kostaia

2017-09-12 16:20:05

ნახეთ უნგრეთის მიერ გაგზავნილი NOტA ხახლანდიაში?!

natali

2017-09-12 16:34:36

kostaia
როგორ ფიქრობთ, ლვოვის რიგით მოქალაქეს დიდი უკრაინის მოქალაქეობა ურჩევნია, სადაც ავაკოვი ყვლეფს თუ ევროკავშირის წევრი პოლონეთის? დიდი ტერიტორია იმას სჭირდება, სათავეში ვინ ზის, რაც მეტს აკონტროლებ, მეტი ფულია, თორემ რიგით მოქალაქეს რა?

1234

2017-09-12 17:14:42

უკრაინა 90 წლების საქართველოს მდგომარეობაშია: ომში დამარცხებული სახემწიფო სუსტი ცენტრალური მართვის ინსტიტუტებით.
დასავლეთს, განსაკუთრებით პოლონეთს, სჭირდება ძლიერი უკრაინა, თუნდაც იმიტომ რომ რუსეთთან სტატეგიული ბუფერი ჰქონდეს. ის რომ პოლონეთს უკრაინის დაშლა დასავლეთ უკრაინის მიერთება უნდა რუსული პროპაგანდის ნაწილია. ამის უფლებას პირველ რიგში რუსეთი არ მისცემს და არა იმიტომ რომ უკრაინის სახემწიფო ეხატება გულზე - რუსეთისთვისაც უკრაინა ბუფერია ნატოსთან.
როდესაც სახემწიფო აპარატი სუსტია, დემაგოგები და ავანტურისტები ჰყვავიან. საქართველომ უკვე გაირა მთელი ციკლი: მყვირალა "ეროვნულების", გასამხედროებული ჯგუფების თარეშის, ადგილობრივი ბარონ/ფეოდალების, და პატარა ავანტურისტი დიქტატორის ჩათვლით. ეხლა საქართველოდან გაქცეული ყოფილი დიქტატორი უკრაინაში ცდილობს მოიკიდოს ფეხი. როგორც არ უნდა დამთავრდეს მისი ავანტურა, შედეგი ცუდი იქნება უკრაინაში მცხოვრები ქართველებისთვის და საქართველოს სახემწიფოსთვისაც.

papa

2017-09-12 17:34:58

1234

რუსული პროპაგანდა .....ძლიერი ბუფერი
მაშინ ჩვენ რატომ არ ვჭირდებით ძლიერი ეკონომიკით? ჩვენ რა რუსეთთან ბუფერი არ ვააართ? შორიდან უყურე შენ ეხლა უკრაინას, შორიდან და აი როგორც ,,გააძლიერებენ,, იმათ თვითონ დაინახავ.
ერთდროს როცა ნამეტანი მიამიტი ვიყავი ამერიკისთვის საქართველოს ისრაელის დონის მეკავშირეობაზე ვაგებდი ილუზიებს..
.აუუუუუ სადა ვბანაობდი... .
.იციან ეგ ჩემი ფანტაზიები აქაურებმა...ლამის მიტინგებს ვატარებდი--- ამერიკელები ჩვენ აი ასე გაგვაძლიერებენ... აი ისე.....
მოკლედ მელას რაც ელანდებოდაო.. ჩემი საქმე ისე იყო
სამაგიეროდ ეხლა სიდედრზე ..ამომდის მზე და მთვარე,, ვცდილობ ნატალისაც შევაყ/ვაერო, მაგრამ არ გამომდის ჯერჯერობით არაფერი...

kostaia

2017-09-12 17:53:27

ნატალი, იცი ევროკავშირში შესვლის მერე, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი პოლონეთში?! ან უნგრეთსა და სხვა ყოფილ სოც. ქვეყნებში?! აბა ნახე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოსახლეობის გადინების სტატისტიკა.... ყველგან უკეთესი გვგონია სადაც ჩვენ არ ვართ.....
ეგ ერთიანი თამაშია, ავაკოვი პეშკაა, ისევე როგორც პოროშა, მიხო, ბიძო .....

kostaia

2017-09-12 18:12:02

ხახლანდიის დაშლის გეგმა ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ბირთვული იარაღი დაახიეს და უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. აბა სადაა ევროპის მიცემული გარანტიები?! ვერ ხედავთ ხომ?! სამაგიეროდ კარგად დაინახავთ ევროკავშIრის ქვეყნების მიერ ხახლანდიის ტერიტორიების წაღებას..

papa

2017-09-12 18:12:23

გეგმა
......ტიმოშენკო პრეზიდენტი...... სააკაშვილი პრემიერი.....
ესააა იმათი ჩახუტებულობის მიზეზი

papa

2017-09-12 18:29:05

კომუნისტების დროს ბულგარეთი მწნილებს და კონსერვებს მიჰქონდა... ეხლა მსგავსი აღარაფერიაო...20 წელია მეგობარი ცხოვრობს იქ და მის ნათქვამს ვიმეორებ
დაჟე კიტრის მწნილიც კი მოენატრათ თურმე
ესტონელები იყვნენ ამ ზაფხულს ჩვენთან კამანდიროვკით...ბაზარში უბრალო ხილზეც კი გადაირივნენ.... ჩვენთან თუ რამეა ნატურალური და კარგი(მაგ ვაშლი) ან ძალიან ძვირია, ან ეგრევე ევროპაში გააქვთო.. იქიდან კი რაღაც უგემური ნაგავი შემოაქვთო
რაღა ბევრი გავაგრძელო ცოტა ადრე ევრონიუსზე ვნახე--- თუ როგორ სარანჩასავით არიან შესეულები ყოფილი სოც ქვეყნების ხალხი ინგლისს
მოკლედ არ გარბიან კაი ცხოვრებიდან...
პლიუს თუ ერთი ორ არაბსაც დაამატებ..
..მოკლედ გრიალებენ ევროკავშირში. არა შეიძლება ჩვენზე კარგად კი ცხოვრობენ, მაგრამ... ეგ ის თამრო აღარააა, მაგათი გულისთვის თავს რომ ვიკლავდი

heierdali

2017-09-12 18:36:26

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს,რომ უკრაინელმა პოლიციელებმა,ავტობუსი მოპარეს..."წალენჯიხა-თბილისი-კიევი"...ისეთი მატყუარაა,კილომეტრიანი ცხვირი უნდა ჰქონდეს,პინოკიოს ეფექტით.)))

natali

2017-09-12 18:42:30

მოდით ახლა დასავლეთ გერმანელებს ვკითხოთ, როდის უკეთესად ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთთან მიერთებამდე თუ გაერთიანების მერე.

kostaia

2017-09-12 18:44:26

პაპა, აღარც საკონსერვო წარმოება აქვთ და ბულგარული წიწაკაც აღარ გადის ექსპორტზე... პოლონეთსა და უნგრეთში რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი მარტო ხორცის წარმოებიდან, რაც ევროკავშირში გაერთიანდნენ...
ბოლოს როდის იყიდე ბულგარული წარმოების კეტჩუპი?!:):)

kostaia

2017-09-12 18:46:14

პარალელი არ გამოდგება, გერმანია ერთი ერია, დანარჩენები ....

natali

2017-09-12 18:53:27

მით უმეტეს:)

kostaia

2017-09-12 19:02:08

რა მითუმეტეს?!
ოსივით მოგდის--- რა არი, სენი წირიმე, ლენინს რამდენი ძეგლი დაუდგეს, ერთი ვეფხვისტყაოსანი დაწერაო...
ვეფხვისტყაოსანი რუსთაველმა დაწერა, ლენინმა კი არაო..
ჰოოდა, მითუმეტეს სენი წირიმეო...

natali

2017-09-12 19:17:05

ერთი ერი გააერთიანეს და ისინი არიან უკმაყოფილო და სხვადასხვას რომ აერთიანებ, ისინი უფრო უკმაყოფილონი არ იქნებიან? სსრკ-ს დაშლის მერე ყველა უკმსყოფილოა. მალე ეგენი სტალინს ძეგლებს დაუდგამენ, შემოგვავლო კედელი და ჩაგვკეტა. იყო ის დასავლეთი მშვენივრად, ვითარდებოდნენ, შენდებოდნენ... :)

natali

2017-09-12 20:41:44

მაგრამ მაინც... მე ვფიქრობ, რომ რიგით ლვოვეკს პოლონური პასპორტი ურჩევნია უკრაინულს. როგორც ვიცი კომუნისტების დროსაც ეგენი სულ პოლონეთისკენ იყურებოდნენ.

tngh

2017-09-12 21:55:03

საბჭოეთის მიერ დაარსებული ქვეყანა უკრაინა უბრუნდება XIX საუკუნის მდგომარეობას... ლენინის, სტალინის და ხრუშჩოვის მიერ "შეკოკიწებული" ქვეყანა ქაოსმა და ანარქიამ მოიცვა. ლენინის ანდერძს, რიბენტროპ-მოლოტოვის შეთანხმებას, ხრუშჩოვის მიერ შესმულ "გორილკას" და "ზაკუსკად" მიყოლებულ "სალას" ხანდაზმულობა დაემუქრა...

arichopra 2

2017-09-12 23:40:39

ოქტომბერში რა სუნი დადგება ხაშური თბილისის ელექტრიჩკაში აზრზე ხართ?!

Maverick

2017-09-12 23:43:30

მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიდის, მაგრამ,რუსული გამოთქმის არ იყოს "ი ხოჩიტსა, ი კოლიტსა!"...

გადანაწილება კი უნდათ, მაგრამ დირიჟორი არ უვარგათ, სუროგატებს კი მაგის ტაკო არ აქვთ.

მაკედონელების, კეისრების, ჰანიბალების, ატილების, ჩინგიზ ხანების, სტალინების, და სხვათა და სხვათა ეპოქები დასრულდა, ლიბერასტებისაგან დაჩინჩლული, ბიზნეს "პოლიტიკოსების" 21-ე საუკუნე ჯერ-ჯერობით ქონდრისკაცებს შობს, ანუ მისKUტასნაირ /ჩემ ნათესავს დავესესხები/ "კურდღლის ბუღებს", რომლებიც ის ვაჟკაცები არიან ჩხუბის ბოლოს რომ იქნევენ ხელებს!...

ასე, რომ იჭინთება 21- საუკუნე, მაგრამ ბიზნეს გაზების გარდა ვერაფერს იძლევა...

ანდრეი

2017-09-13 10:57:03

არიჩოპრა2

შენი დედილოს ფუჩურენციოში ჩაშარდულის სუნს გულისხმობ,არ იქნებოდეს იქნება)))))

tngh

2017-09-13 16:33:23

მიხაილომ ერთგულების ფიცი დადო უკრაინის მეფეების საგვარეულო საფლავზე... დაურუნებს უკრაინას ისტორიულ ტერიტორიებს და დიდებას.

natali

2017-09-13 16:52:38

ჰაჰააააა))))
2004 წლის 24 იანვარს გელათში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დალოცა,
მიხეილ სააკაშვილმა კი დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

natali

2017-09-13 16:55:14

სულ რაღაც 4 წელიწადში უფრო მეტი გაატანა რუსეთს. ახლა იგივეს უკრაინაში აპირებს? ვინ თქვა ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო? მშვენივრად შევიდა მიხო!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80