მაჰარაჯების განძი
სხვადასხვა

მაჰარაჯების განძი

მაჰარაჯების განძი
for.ge

2017-09-12 11:21:31

ინდოეთში, კერალას შტატში, მე-16 საუკუნის ინდუისტურ ტაძარ პადმანაბჰასვამში, მეცნიერებმა აურაცხელი განძი აღმოაჩინეს, რომელიც ფანტასტიკურ თანხად - 22 მილიარდ დოლარად შეფასდა!

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ ერთ-ერთ არისტოკრატიულ ოჯახთან სასამართლო მოიგო და ორი საუკუნის წინ დალუქული ტაძრის გახსნის უფლება მიიღო...

აღმოჩენილია ტონაზე მეტი ოქროს მონეტა, ბრილიანტებითა და პატიოსანი თვლებით სავსე ტომრები, ლალითა და ზურმუხტით მოოჭვილი გვირგვინები, ოქროს სამკაულები და ღვთაება ვიშნუს 1,2 მ-იანი ბაჯაღლო ოქროს ქანდაკება.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს განძი მაჰარაჯებმა საუკუნეთა მანძილზე ვიშნუს შესწირეს.

 

 

ნანახია - 224

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80