„სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია“
პოლიტიკა

„სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია“

„სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია“
თამთა ქარჩავა

2017-09-13 09:02:11

„არ არის გამორიცხული, რომ პოროშენკოს უშიშროების სამსახურს სურდა, რომ სააკაშვილის თამადობით ოპოზიცია ერთ სივრცეში მოექცია“, - აცხადებს ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ოპოზიციამ და სააკაშვილმა ერთობლივად დაარღვიეს კანონი. მისი თქმით, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და თუ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მოქმედებდა პოროშენკო, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მოიშორა დიდი ოპოზიციური ჯგუფი.

for.ge რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

სააკაშვილის მოქმედებაში რა პოლიტიკური მიზანი იკვეთება? სურათი ნათელია - სააკაშვილი საზღვარზე ისე გადაიყვანეს თავისმა მომხრეებმა, რომ უკრაინულ მხარეს ძალა არ გამოუყენებია, თუმცა შეეძლოთ მისი დაკავება...

რამაზ საყვარელიძე: მე, ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ სააკაშვილი არ გეგმავდა საზღვრის გადალახვას. ამ აზრს მინარჩუნებს მისი ვიზუალური შთაბეჭდილება. მომეჩვენა, რომ როცა გადადიოდნენ უკრაინის საზღვარს, სააკაშვილი დიდად კმაყოფილი არ იყო. თქვენც აღნიშნეთ, რომ გადაიყვანესო, მართლაც ასეთი შთაბეჭდილება იყო, რომ სააკაშვილს მოკიდეს ხელი და ერთი მხარიდან, მეორე მხარეს გადაიტანეს. იმ მომენტში სააკაშვილს არ ქონდა გამარჯვებული კაცის იერი.

რატომ?

- ალბათ, ხვდებოდა, რომ ეხვეოდა იმ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება მისთვის პრობლემების მომტანი იყოს. რამდენიმე მომენტია, რომელმაც ძირითადი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მომხრეებს ვუწოდებთ, თუმცა, მათი სააკაშვილის მომხრეებად მონათვლა შეიძლება არ იყოს სწორი, რადგან იქ დიდი ნაწილი უბრალოდ პოროშენკოს მოწინააღმდეგეა.

დღეს ისინი სააკაშვილს მხარს უჭერენ იმდენად, რამდენადაც პოროშენკო არის მათთვის მიუღებელი. სწორედ ეს ჯგუფი აქტიურობს, თავიანთი მიზნები აქვთ -  რომ პოროშენკო გამოიყვანონ უსუსურ ფიგურად. რაც, მე მგონია, რომ არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან.

პოროშენკო გამოიყვანონ უსუსურ ფიგურად და ამის ფონზე სააკაშვილისგან შექმნან გმირი - ეს სურათი შეიძლება შეიქმნას ახლა უკრაინაში?

- რაღაც ეტაპამდე სააკაშვილი როგორც გმირი შეიძლება აწყობთ, მაგრამ მერე სააკაშვილს, როგორც „გმირის“ ფიგურას, უამრავი კონკურენტი გაუჩნდება. ფაქტია, რომ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ძალიან დიდი ქულები აიღო. ის, რასაც პოროშენკო დაუშვებლად მიიჩნევდა, სწორედ ის გააკეთასააკაშვილმა. თანაც ისეთი სისულეები ჩაიდინეს უკრაინელებმა, მაგალითად, როგორიც არის დანაღმვითი სამუშაოები. ისეთი პროცესები იყო, რაც საბჭოთა კავშირში დააბრუნებს ადამიანს.

ასეთი გულუბრყვილო წინააღმდეგობებით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამ პროცესისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, პოროშენკოს ხელისუფლება დიდად შთამბეჭდავად არ გამოიყურება.

დაველოდოთ, დამთავრდეს ეს ისტორია. შეიძლება სხვა მიმართულება მიიღოს. არ არის გამორიცხული, რომ პოროშენკოს უშიშროების სამსახურს სურდა, რომ სააკაშვილის თამადობით ოპოზიცია ერთ სივრცეში მოექცია. დღეის მდგომარეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ოპოზიციამ და სააკაშვილმა ერთობლივად დაარღვიეს კანონი. უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მაშინ გამოდის, რომ სწორად მოქმედებდა პოროშენკო, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მოიშორა დიდი ოპოზიციური ჯგუფი.

ფაქტია, რომ სააკაშვილმა შეძლო საზღვრის უკანონო გადალახვა. ამის მიუხედავად, პოროშენკომ ვერ გარისკა სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმა - მისი  დაპატიმრება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დააკავეს სააკაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს ხალხმა გადაიყვანა თუ არა, როცა სახეზეა დანაშაული?

- ორი ვერსიაა - ერთი, რომ უკრაინის ხელისუფლება მზად ვერ აღმოჩნდა და ამის უნარი არა აქვს, ხოლო მეორე ის, რომ შესაძლოა შეიტყუეს. შესაძლოა, მიზანმიმართულად დაარღვევინეს საზღვარი და არა მარტო სააკაშვილს, არამედ ტიმოშენკოს და დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს. ასე რომ, შეიძლება ყველა ერთად აღმოჩნდეს სამართლებრივი დევნის ქვეშ. თუ  ეს იყო ჩაფიქრებული და ხაფანგი იყო დაგებული, მაშინ სტრატეგია იყო სწორი. როგორც გითხარით, სააკაშვილი დიდად ბედნიერად არ გამოიყურებოდა. სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია. თუ სააკაშვილი დაიჭირეს, ის უკვე უკრაინის წინაშე აგებს პასუხს და საქართველოსთვის გადმოცემის თემა ამის მერე დადგება.

ევროპული და ამერიკული პოლიტიკისთვის სააკაშვილი არ არის აქტუალური პოლიტიკური ფიგურა. როგორ ფიქრობთ, იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯი?

- ალბათ. ასეთ ჭრილში დანახვა შეიძლება. შეგახსენებთ, ასეთი იძულებითი ნაბიჯი გადადგა 2003 წელს, როდესაც პარლამენტში შეიჭრა. იმ მომენტში რომ უკან დაეხია და არ შესულიყო პარლამენტში, მერე უკვე აქტიური ფიგურა აღარ იქნებოდა. მის ადგილს სხვები დაიკავებდნენ და საქართველოს ისტორია სხვანაირად წავიდოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რისკის დროს არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს, მაშინ იმ მომენტმა აიძულა სააკაშვილი, რომ ჩაეცვა ჯავშანჟილეტი და გაერისკა. ანალოგიური სიტუაცია იყო ახლაც. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, საერთოდ ამოვარდებოდა აქტუალური პიროვნებების სიიდან. ახლა ისევ დაუბრუნდა ამ სიას. მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის ის ფიგურა, რაც იყო გუშინ.

როგორ ფიქრობთ, პოროშენკოს უმოქმედობის ფონზე სააკაშვილს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, როგორც ლიდერს?

- ალბათ არ იქნება იოლი უკრაინულ სინამდვილეში ფეხის მოკიდება. არა მგონია, რომ ეს იყოს სააკაშვილის საბოლოო მიზანი. თუ ფეხებში შეუცურეს პრეზიდენტის სავარძელი და უთხრეს, რომ დაბრძანდიო, უარს არ იტყვის. სააკაშვილის უკრაინაში გაჩერება არის სახიფათო. სააკაშვილმა უკვე გადადგა იძულებით ნაბიჯი. იმისათვის, რომ პოლიტიკური ფუნქცია არ დაკარგოს, იძულებული იქნება ასეთი იძულებითი ნაბიჯების მთელი სერია გადადგას, რადგან თუკი ამდენ თამაშებში ჩართულ ადამიანს პასურ მდგომარეობაში ნახავენ, შეიძლება ეს მისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.

ნანახია - 2716

petrekupry

2017-09-13 09:19:03

ვერავინ გადაუღუნოს, ამასაც გრძნობდა ... აი, ნახეთ!

უკრაინის შსს - მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არის
08:41 13-09-2017
უკრაინის შსს - მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არის უკრაინის შს სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის.

ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გადასცა, თუმცა მის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ.

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/451931-ukrainis-shss-mikheil-saakashvilis-dasakaveblad-sakmarisi-safudzveli-ar-aris.html

უკრაინა საბოლოოდ განწირულია, გაწირეს რაღა, ღიად დაუთმეს რუსეთს! ვის სჭირდება ამოდენა ქვეყანა? აჰა, რუსეთი და მოუაროს .... სააკაშვილი კი რუსეთის აგენტია, ეს უკვე მერამდენედ დამტკიცდა!

დათიკო

2017-09-13 10:45:23

აშინ გამოდის, რომ სწორად მოქმედებდა პოროშენკო, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მოიშორა დიდი ოპოზიციური ჯგუფი. ----- რამზან ბატონო როდიდან იქცა პროვოკაცია სწორ საქციელად? ესეთი მრჩეველები ჰყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას?გასაგებიათქვენგან რა სახის რეკომენდაციებს იღებენ.

natali

2017-09-13 10:47:14

მოდით ცოტა შორი მანძილიდან შევხედოთ სიტუაციას.
მსოფლიოს დღეს მართავს ფული, კერძოდ კი დოლარი. რუსეთი გაკოტრებულია. პუტინს აწყობს ომი, რომ საკუთარ მოსახლეობასთან თავი იმართლოს, თან მსოფლიოს ბირთვული ომით აშანტაჟებს. ამერიკას უფრო აწყობს რუსეთმა იომოს, მაგრამ თავის ტერიტორიაზე. ამერიკა კი სიამოვნებით მიაწვდის იარაღს მოწინააღმდეგე მხარეს. მიშა არის პეშკა, რომელიც თვითონაც აზრზე არაა ვის საქმეს აკეთებს.
თუ კარგად დავფიქრდებით, რთული არ იქნება მივხვდეთ სად იქნება სერიოზული ცხელი წერტილი რუსეთის საბოლოოდ გასაკოტრებლად.ანუ ომი, სადაც რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს. მიშა კი საჭიროა ამ საქმეში.
ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ როგორმე. ეს რაღაცა მარშები და გამოსვლები შემდეგისთვის უნდა გადავდოთ.

მეგრელი

2017-09-13 12:04:16

მე, ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ სააკაშვილი არ გეგმავდა საზღვრის გადალახვას.
------------------------------------------------------------------------------
შესაძლებელია. მაგრამ პოლონელებს მსგავსი თავისი ისტორიის მანძილზე ასეთი პირველად არ გაუკეთებიათ. ერთი ცრუდიმიტრი ამეფეც კიდეც რუსეთში.სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა . მას თან ახლდნენ პოლონელი ევროდეპუტატები და ჟურნალისტები. უკრაინის მეორე მხარეს მას დახვდა ლვოვის მერი რომელის სავარაუდოდ პოლონელებთან თანამშრომლობს. საერთოდ გალიციის მოსახლეობას დიდი ხანია განსაკუთრებული საზაზღვო რეჯიმი აქვთ პოლონეთთან. პოლონეთი რამოდენიმე ამოცანას წყვეტს სააკაშვილის მეშვეობით. 1. სუსტდება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა ისეთი რეგიონზე როგორიცაა გალიცია , სადაც ის ისედაც სუსტი იყო და პოლონეთს უადვილებს ამ რეგიონზე რომელიც მან მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით დაკარგა , გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას . 2. თუ სააკაშვილის ავანტურამ შედეგი გამოიღო ანუ უკრაინაში შიდა პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა , უკრაინა აუცილებლად შევა დაპირისპირების ახალ ფაზაში რუსეთთან რომლის მიმართ პოლონელ პოლიტელიტას პატოლოგიური პიროვნული ზიზღი აქვთ . ეს ძველი ისტორიაა. მარტო პოლონეთის სამეფოს პირველი მეფის ბოლესლავ პიასტოვის (992—1025) სამეფო ტახტის გამოყენება ეკატერინე 2 მიერ უნიტაზად რომელიც დღესაც ,,ამშვენებს" ერმიტაჟს რად ღირს. ვოზვრატიც ვერ ხერხდება- წაბილწულია.(საინტერესო ფაქტი -იმ ,, ტახტზე დალია სული კატკამ ) 3.რუსეთს ისევ უჩნდება ყველა შემთხვევაში სააკაშვილის პრობლემა . 4. სააკაშვილისთვის ეს იყო შანსი . მას უთხრეს :გარისკავ და გაიმარჯვებ მიიღებ პრიზს. არ გამოგივა დაისვენებ იმ სახლში რომლიც უყიდეს თუ იყიდა ბალატონის ტბაზე.

natali

2017-09-13 13:00:10

მე კიდე იმ აზრზე ვრჩები, რომ სააკაშვილს არავინ არაფერს ეკითხება. არც პოლონეთს. ყველაფერი ამერიკაში წყდება. სააკაშვილი ხომ დიფი ხანია გშიფრულია, ეს მგონი თვითონაც არ იცის:) რუსი ოლიგარქებიო რომ გაჰყვირის, ეს ხომ სულ პუტინის დავალებაა, ვინც რუსეთში იშოვნა ფული, ხშირ-ხშირად გაახსენოს:) მაგრამ ის არ იცის? რომ ხალხს ფული იმიტომ კი არ უშოვნია, რომ პუტინის მონები იყვნენ. ყველას ევროპაში აქვს დაბანდებული ის ფული და იქ ცხოვრობენ მათი ოჯახები. უნდათ ახლა იმათ ევროპის არევა? ასე რომ....მგონი დიდი ამბების მომსწრენი გავხდებით და მსოფლიოც მალე დალაგდება. ჩვენ კი წესით მშვიდობიანად უნდა გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან

natali

2017-09-13 13:07:02

ისტორია კი მხოლოდ თქვენ იცით და ამერიკელებმა არა? :)
ჩვენთვის მთავარია არამკითხეებივით ზედმეტად ხმა არ ამოვიღოთ. კომენტარებიც კი არ უნდა აკეთოს მთავრობამ. ერთადერთი ბოკერია იყო, რომელმაც ყველაზე ჭკვიანური პასუხი გასცა, ეს უკრაინის საშინაო საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებო. ასე უნდა უპასუხოს ყველამ.

serapina

2017-09-13 18:57:26

"ეს რაღაცა მარშები და გამოსვლები შემდეგისთვის უნდა გადავდოთ."
natali
ეს,კალაძის მოზღვავებულმა სიყვარულმა დაგაწერია ალბათ...
...მაგრამ ვისაც მარში საჭიროდ მიაჩნია, რატომ უნდა გადადოს?!
ეგრე, ჩვენც გადავდეთ ხელისუფლების კრიტიკა 2012 წლის მერე მაგრამ...
სადაც ვართ,თავადაც ხედავთ,თქვენ თქვენი სამზარეულოდან... მე კიდევ, გადასარევი ევროპიდან...

დათიკო

2017-09-13 21:41:49

თქვენი გონიერების გამკვირვებია , იცით რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში და ხედავთ, წინასწარ განსჭვრიტავთ შორეულ მომავალს,ეს რა შორსმხედველი სათვალეები გიკეთიათ, მოიხსენით ბატონებო და სულ ახლოში დაინახავთ კორუფციის ჭიებს, ფესვებს რომ უხრავს სახელმწიფოს,ოლიგარქიას,ნეპოტიზმს და არანაკლებ დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე -- უცოდინრობას, სადაც სიდამპლეა იქ ჩნდება მატლები...ეს არის უკრაინის სენი და არა მარტო უკრაინის... და თქვენ იცით ეს ძალიან კარგად მაგრამ ისევ ,,მსოფლიო პოლიტიკაში" გირჩევნიათ იფათუროთ.

serapina

2017-09-13 22:09:41

ცხადია,სხვაზე გადაბრალება უფრო მოსახერხებელია... არც ანალიზს ითხოვს,არც შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას... და კიდევ უკეთესი,არც სამომავლო პ/რევენციაზე ფიქრობს ვინმე.
ჩვენი უნიათობა, ხან რუსეთს ვაბრალეთ,ხან ამერიკას... იმათ იციან რაც უნდათ?!
ჩვენ???

papa

2017-09-13 22:19:04

კურტ ვოლკერი - არ ვფლობ ინფორმაციას, განიხილება თუ არა აშშ-ში პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება, საქართველოში აშშ-ს სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე


დაიცათ.... რაღაც ვერ გავიგე..(მე ეს შაყირი მგონია...)
ეს ვიღაც სპეც წარმომადგენელი აქაური ლენჩის დირეხხხხტორი იქნებაააა?? ჩვენი ნამესტნიკი უიმისოდაც კარგად,,გვისრულებს,,საქმეს და იმან რაღა შიხტა--კიკოლა უნდა ,,გაგვიკეთოს,, აქ?
ეს ალბათ მისი მოადგილე იქნება .... დარხევის დარგში!!
.ისედაც გაკეთებული გვაქვს მაგათგან ყველაფერი......თანაც მაგრად.. რაღა დარხევა გვინდა.

papa

2017-09-13 22:31:41

სერაფინა გამარჯობა
რაც დავბრუნდი პირველად დაგინახე
მაინც ხალხს აბრალებ ყველაფრს...
მე რომ ყველაფერს ვხედავ, ვხდები და ჩემ წილსაც თითქმის ყველაფერს ვაკეთებ.....რა ხეირი??...მე კი არა ხელისუფლებამ უნდა დაინახოს,.. გაანალიზოს და გააკეთოს კიდეც გასაკეთებელი
მე(ხალხი) იმან უნდა ამიყოლიოს...თუნდაც ნაგავი რომ არ გადავყარო იმაშიც კი. ჯერ იმან გააკეთოს გასაკეთებელი, დამანახოს რომ აკეტებს, კანონს იცავს და მეც ავყვები... ეცადოს დადებითი გავლენა მოახდინოს ხალხზე და დამიჯერე ხალხიც აჰყვება...
თვიტონ ყირაზე ნუ ივლის
.......რა ქუჩასი და რა ტელევიტიით დ

papa

2017-09-13 22:33:59

პოსტი ,,გამომექცა,,
...ბორჯომის გამგებელმა ცეცხლი გამექცაო და მე რომ პოსტი გამომექცეს არ შეიძლებაა??

serapina

2017-09-13 22:47:25

გაგიმარჯოს,
ხალხს როგორ არ დავაბრალო?!
ჩამოდის საქართველოდან დამშეული ხალხი ევროპაში... და ზოგი მიშას ქებაშია,ზოგი ბიძინამ რა გააკეთა იმის ჩამოთვლაში... ასაკით, ორი იმ ხნის გეგონება,რაც სინამდვილეში არიან და კალაძის მანქანებს და ფულს ითვლიან...

თქვენისთანების მიმართ რომ არ მქინდეს თანაგრძნობა,აქაც არ დავწერდი...
მართლა ნოსტალგია კი არ მაწუხებს(ზოგმა ასე ჩათვალა)...
...თორემ იმდენი მეგობარი მყავს,სამსახურის მერე აქ შემოსასვლელად, წესით არ უნდა მეცალოს.
ქუჩაში დარჩენილი,არაფრის მცოდნე ქართველი ახალგაზრდა7-8 წელი რომ ქუჩაში ცხოვრობს და ვიღაც გაპოლიტიკოსებული ფეხბურთელის მანქანებს ითვლის,შესაცოდებელია???
აბა ვის დავაბრალო,ამერიკას?
ამერიკა საუკუნეებია ამას აკეთებს,რასაც ხედავთ.
მე ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე გესაუბრებით.. ...და იმაზე რომ არ გვესმის სახელმწიფოს არსი! ჩვენ წინაპარს რომ საუკუნეების წინ ესმოდათ...

serapina

2017-09-13 22:54:58

ჩვენი ტიპის სახელმწიფოშ, ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ხალხს წურბელასავით სისხლი არ გამოწოვონ.
ამას ცოდნა უნდა.
ადგა რაჟისორმა და ისეთი ხელისუფლება დაგინიშნათ(და მერე აგარჩევიათ), რომ საკუთარი ოჯახის იქეთ ვერ გაიხედეს... ამის სასტავი,იმის სასტავი... მოვა ახალი,წაართმევს სახელმწიფო ქონებას ძველს...და ასე გრძელდება.
აბა ნორმალურ სახელმწიფოში,ასეთი სად ხდება,დამისახელეთ...

papa

2017-09-13 23:09:49

სერაპინა

არ დამაწყებინო ეხლა პავლოვის ლოცვა--კურთხევა...ტემ ბოლე იცი მე ის როგორ ძაან ,,მიყვარს,,(კოლუმბზე არანაკლებად)

მაგ ახალგაზრდას სხვა არაფერი აქვს ნანახი და აბა სხვას რას იზამს?

მიმინოსი არ იყოს... ჩვენ ,,აკადემიკა ვიდალ..დოქტორა ვიდალ, ხუდოჟნიკა.....იშტოიანა...,,. ცოტა რაღაცა ვნახეთ,.. ვიცით ავი და კარგი რააა და ამათ რომ არ იციან? სამაგიეროდ ამათ მანქანა ნახეს... შორენა ბეგაშვილი... მიხო, ბიძო--- მოკლედ რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებენ
ეგრეა ეგრე.. არეულ ქვეყანაში მგელი უნდა იყო მგელი და მგელზედაც უფრო მგელი.
... ცოტა ხანში მაგ შენ ევროპაშიც რომ ხალხს ინსტიქტების დონეზე დაიყვანენ, მერე ნახე მაგათი ,,სახელმწიფოებრივი აზროვნება,,(დიდი დრო არ უნდა--მაქს 3 წელი)

მე კარგად მახსოვს 9--აპრილების საქართველო...
ნასახიც აღარაა მისი...

papa

2017-09-13 23:12:15

შენ ფაქტს მეუბნები(ყოველთვის) ...... მე მიზეზს
უკრაინას დაააკვირდი ცოტა ხანს ... და მერე ნახე მაგათ,,სახლმწიფოებრივი აზროვნება,,

natali

2017-09-13 23:51:27

სერაფინა
ეს მე დაგაბრალე ნოსტალგია.
ძალიან დიდ ბიდიშს გიხდი ამისთვის.

natali

2017-09-14 00:00:02

არამკითხე მოამბესავით რომ ჩაგეჩარეთ შენ და ანდრეის, ნეტავ ვინ რას მეკითხებოდა. ბოდიში რააა.

serapina

2017-09-14 00:12:35

ნატალი,
საბოდიშო არაფერია.
შეიძლება დაგრჩა ასეთი შთაბეჭდილება...
მე ის უფრო მაწუხებს, ამ ნიჭიერ ქართველ ბავშვებს რომ განვითარების გზებს უსპობს ჩვენი ხელისუფლება... თორემ ნოსტალგია,მასე იოლად ვერ მომერევა.

papa

2017-09-14 00:16:15

სამაგიეროდ..... არც ნოსტალგიის მორევნააა ადვილი

serapina

2017-09-14 00:16:21

ამას რა ეშველება:
http://marshalpress.ge/archives/137170

serapina

2017-09-14 00:20:51

Papa,
ჰო...
მე ასე მასწავლეს,სხვაზე უკეთესად რომ შეგეძლოს ცურვა და ნაპირზე გასვლა, სხვას მაინც ხელი შეაშველეო...
იმიტომ რომ,მერე რომც მობრუნდე,იქნებ გადასარჩენიც არავინ იყოსო...
ჰოდა, ვის ეცალა ნოსტალგიისთვის?!

natali

2017-09-14 00:49:02

დათიკო
მე ახლოსაც კარგად ვხედავ, მაგრამ მე რა შემიძლია? მხოლოდ ის, რომ თქვენსავით ეს ხმამაღლა ვთქვა ხომ? და რააა არ ვამბობ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80