საქართველოს მოქალაქემ რუსეთში თვითმფრინავი მოიპარა
რეტრომედია

საქართველოს მოქალაქემ რუსეთში თვითმფრინავი მოიპარა

საქართველოს მოქალაქემ რუსეთში თვითმფრინავი მოიპარა
„კვირის პალიტრა“, 13-19 დეკემბერი, 1999 წელი

2017-09-13 11:15:51

რუსეთის შსს პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დღეებში როსტოვის ოლქში ორმა ქურდმა - 30 წლის დაღესტნის მოქალაქემ და 25 წლის საქართველოს მოქალაქემ - აეროდრომიდან მოიპარა ნოვოჩერკასკის საზოგადოება „დონავიას“ კუთვნილი სპორტული თვითმფრინავი.

დანაკარგის ღირებულებამ აიძულა ორგანოები გადამწყვეტი ღონისძიებები გაეტარებინათ.

ოპერაცია „ვიხრ-ანტიტერორ“-ის გატარებისას ორიგინალურ დანაშაულობასთან მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავეები დააკავეს სამხილთან ანუ თვითმფრინავთან ერთად.

როგორც გაირკვა, „ქურდებმა“ რომლებმაც თავი ავიატრანსპორტის კანონიერ მფლობელად გაასაღეს, „რკინის ჩიტი“ „სოვტრანსავტოს“ ფილიალის ერთ-ერთ დირექტორს მიჰყიდეს, სულ რაღაც 1000 დოლარად.

 

 

 

ნანახია - 349

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80