ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ
პოლიტიკა

ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ

ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ
თამთა ქარჩავა

2017-09-13 12:10:29

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ნაციონალებისთვის, ბევრად საშიშია უწინარესად პოლიტიკური კეთილგანწყობის დაკარგვა დასავლეთის მხრიდან, რადგან, კეზერაშვილი, წარმოადგენს ძალზედ კარგ ობიექტს იმიჯური ომის წარმოებისთვის. მისი თქმით, კეზერაშვილის კრიმინალური რეპუტაცია ცნობილია დასავლეთისთვისაც და შესაბამისად, შეტყობინება „ყაჩაღი“ კეზერაშვილის შესახებ, რომელიც აფინანსებს „ევროპულ საქართველოს“ ალბათ,  სააკაშვილის და მელიას გათვლით, ევროპელების თვალში, ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი იქნება.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელმაც „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. როგორ ფიქრობთ, რატომ წამოწია ეს საკითხი დღეს, წინასაარჩევნოდ მელია? მით უმეტეს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს დიდ ხანია არსებობს...

ვალერიან გორგილაძე: უკანასკნელი დღეების განმავლობაში მზეზე შეინიშნებოდა ძლიერი აფეთქებები, რომელიც,ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დედამიწის მაგნიტურ ველსაც ემუქრება. მართალია, ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკურ გრავიტაციას გასცდა, მაგრამ მზის ენერგიის ასეთი ძლიერი გათავისუფლება კოსმოსში განლაგებულ ობიექტებსაც უქმნის დიდ პრობლემებს. შეიძლება ნაწილობრივ ამით აიხსნას ეს ფრიად ეგზოტიკური განცხადება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს.

თუმცა, მელიას ეს განცხადება გარკვეულ მღელვარებას პოლიტიკურ პროცესში უდავოდ შეიტანს. ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარ ამოცანას, საქართველოში წარმოადგენს მეორე და ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის სტატუსის შენარჩუნება. ამოცანის ამგვარი გადაწყვეტა მას ზურგს უმაგრებს უკრაინაში მთავარი მიზნის მიღწევაში. სააკაშვილის ძირითად კონკურენტს, ამ თვალსაზრისით, წარმოადგენს „ევროპული საქართველო“.

ეს კონკურენცია შეიცავს ბევრ ასპექტს, მაგალითად - დასავლეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, დაფინანსებას, გრანტებს, გავლენას და ა.შ. ამიტომაც, სააკაშვილი მიზანმიმართულად ქმნის რევოლუციონერის, პოსტსაბჭოური სივრცის განმათავისუფლებელი, ევროპული ღირებულებების და ცივილიზაციის გამავრცელებელი გმირის იმიჯს, რომლისთვისაც დაბრკოლებას არც საზღვრები და არც სხვა ქვეყნის კანონები წარმოადგენს.

სააკაშვილის პიარ-კონცეპციაში, ამ პასიონარულ-რევოლუციურ რომანტიკას უპირისპირდებიან „რუს ოლიგაქრთან“ შეკრული კოლაბორაციონისტები, ყაჩაღები და  ქურდები, უწინარესად - ბოკერიას და უგულავას თამადობით, რომლებიც წარმოადგენენ „ევროპულ საქართველოს“. ამდენად, ნიკანორ მელიას თითქოსდა ჰიპნოზის შედეგად წარმოთქმული გამოცხადება კეზერაშვილის კრიმინალური ბუნების შესახებ, რომელიც დანარჩენი საქართველოსთვის დიდი ხანია რაც ცნობილია, არის სააკაშვილის განწყობის გადმოცემა.  

მელია ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. მეტიც, ამბობს, რომ კეზერაშვილი როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს. მელია წარმოადგენს სააკაშვილის პარტიას, გამოდის, რომ სააკაშვილს უთხრა უარი კეზერაშვილმა?

- თავისთავად, კეზერაშვილი ყოველთვის წარმოადგენდა „მოლარეს“ უგულავა - ბოკერიას ჯგუფისთვის. როდესაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ კეზერაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მონღოლურ ტუგრიკსაც ვერ მიიღებდა, ამის შემდეგ, სააკაშვილის პირადი „რემბო“, „ქვეყნის ფინანსური მდგრადობის გარანტი“, ჩვეულებრივ მძარცველად და ყაჩაღად იქცა.

ის, რომ სააკაშვილს და მის ჯგუფს კეზერაშვილის სახით მთავარი დამფინანსებელი მოაკლდა, ეს რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობისთვის?

- ნაციონალური მოძრაობას ჰყავს თავისი „მარტინ ბორმანი“ ადეიშვილის სახით. გარწმუნებთ, რომ ამ დანაკლის, ვგულისხმობ კეზერაშვილს, ის ადვილად გადაიტანს. ნაციონალებისთვის, ბევრად საშიშია უწინარესად პოლიტიკური  კეთილგანწყობის დაკარგვა დასავლეთის მხრიდან. კეზერაშვილი წარმოადგენს ძალზე კარგ ობიექტს იმიჯური ომის წარმოებისთვის.

კეზერაშვილის კრიმინალური რეპუტაცია ცნობილია დასავლეთისთვისაც, ამდენად შეტყობინება „ყაჩაღი“ კეზერაშვილის შესახებ, რომელიც აფინანსებს „ევროპულ საქართველოს“, ალბათ, სააკაშვილის და მელიას გათვლით, ევროპელების თვალში, ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის რეპუტაციისთვის იქნება ზიანის მომტანი.

თქვენ ბრძანეთ, რომ მელიას განცხადებას შეუძლია მღელვარების გამოწვევა ქართულ პოლიტიკაში, რას გულისხმობდით?

- როდესაც ვთქვი, რომ მელიას ამ განცხადებას შეუძლია გარკვეული მღელვარების გამოწვევა პოლიტიკურ პროცესში, ვგულისხმობდი არა მხოლოდ საქართველოს. ცნობილია, რომ „ყაჩაღი და ქურდი“ დავით კეზერაშვილი აგვისტოს ომის დროს იკავებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. ისმის კითხვები, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯარი და რა ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას კეზერაშვილის „ყაჩაღობის და ქურდობის“ მმართველობის პერიოდში?

როგორ გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან წარმოებულ დავას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, იმის გათვალისწინებით, რომ თავად, იმ დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს იმ ფაქტს, რომ ამ კონფლიქტის დაწყების და მიმდინარეობის დროს საქართველოს არმიას ხელმძღვანელობდა ელემენტარული კრიმინალი, რომლისთვისაც კანონის, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევაც, არ წარმოადგენდა პრობლემას?

და მთავარი: ნიკანორ მელიამ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხანი ვერ შეძლო საქართველოს პროკურატურამ. მან აღიარა, რომ წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ქვეყნის ფინანსურ და უსაფრთხოების საკვანძო ინსტიტუტებში მძვინვარებდა სისტემური დანაშაული.

ნანახია - 2625

cugo

2017-09-13 13:32:29

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ერთმანეთზე უარესია.დავით კეზერაშვილი თუ ,,ყაჩაღია,, ნიკა მელია არის ზონდერი და კრიმინალი.ის არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს და მონაწილეობდა ბანკი ,,ქართუს,,ხელოვნურად გაკოტრების კრიმინალურ სქემაში.

natali

2017-09-13 14:32:20

ვაიმეეე:)
ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის დაუკითხავად რამეს ჩაიდენდა? რომ მის დაუკითხავად შეიტანა კოდორში ამერიკული იარაღი და რუსებს ჩააბარა?:)ან ამერიკელები დებილები არიან?
მაგრამ ახლა სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვისაა საჭირო. სამაგიეროდ საშუალებას მისცემენ ყველაფერზე ხელი სხვებს ჩამოაწმინდოს. ამაში დაეხმარებიან კიდეც. მოკლედ, საპროცესო შეთანხმებასავითაა რა...
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენთვისაც ასე სჯობია. მოვლენები საჩვენოდ ვითარდება.
ია ტაკ დუმაიუ!

papaeqsperti

2017-09-14 08:50:14

ეს ,,საექსპერტო,, თემააა


ესე იგი მიშა--კეზერას შორის ჩორტმა გაირბინა
სერაფინას თქმისა არ იყოს ..... დაჭამენ ეგენი ერთმანეთს ბოლომდე, დაჭამენ
კარგია ... კარგი
ეგენი ეხლა თვით განადგურების რეჟიმზე გადავიდნენ--და რაც ჩქარა მით უკეთესი.
ამ დღეებში სადღაც წავიკითხ--მოვისმინე(მგონი მანქანის რადიოში)..კეზერაშვილს 28 მლრდ ქონება ააქვსო.(?) სხვათა შორის ადრე დაჟე წაკითხული მქონდა, კეზერა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერიაო..შეიძლება მართალიცააა
ხედააავთ სადამდე უძარცვიათ ქართველი ხალხი? პლიუს ნარკო ტრასა, იარაღის კონტრაბანდა, ბენზინი. მოკლედ საცააა კეზერას ფორბსის მილიარდერთა რეიტინგებშიც ვიხილავთ
სერაფინამ კიდევ.... ეს დამშეული ხალხი ევროპას შეესიაოო...
ბიჯოოოოო..
თუ რამე ჰქონდა ქართველ კაცს...რა თავის მონაგარი, რა მამაპაპისეული... ყველაფერი ბოლო კაპიკამდე წაართვეს, (დაჟე ტრუსიკში რეზინიც კი აღარ დაუტოვეს) ხალხი მთლად ულუკმაპუროდ დატოვეს, არსებობისთვის საჭირო მიზერიც კი გამოაცალეს ხელიდან და აბა რა ექნა ამ ხალხს? უბედურებას და უპერსპექტივობას გაექცა ეს ხალხი საქართველოდან.
და თანაც ერთი ორ ადამიანი კი არ იყო მასეთ უკანასკნელ მდგომარეობაში---მიმიმუმ 50 %ს..ლამის მთელ საქართველოს გამოაცალეს სარჩო--საბადებელი.
აქ ადრე მაქვს ნათქვამი...საპროცესო შეთანხმების თანხის გადასახდელად გავყევი ერთ
მეგობარს დიდ დიღომში, (ძმისთვის იხდიდა ფულს) ფაქტურა არ ჰქონდა იმას სწორად შევსებული, თუ რაღაც ესეთი მიზეზი იყო--50 ათას ლარს იხდიდა(სხვებთან შედარებით ყველაზე ცოტას)..........მე იქ რიგი ვნახეე, მე იქ რიგი ვნახეეეეეეე....მხედრიონის დროინდელი პურის რიგი გამახსენდა.
თან სუ გამიშვი-დამიჭი იყო გადახდაზე--არა ჯერ მე უნდა გადავიხადო, არა ჯერ მეეეო..სოჩიკი ჰქონდა ყველას ჩართული
ამ ხალხს კიდევ 90% ის ფული ყველას ნათესავ მეგობრებში ჰქონდათ ვაი ვაგლახით მოგროვებული,(ემჩნეოდათ) მიცემული დრო გასდიოდათ, ყველას ეჩქარებოდა
თან ესეთი პრობაციონერები 330 ათასი იყო
მოკლედ ქართველი ხალხი, ძირითადი ფენა, ზოგი ასე, ზოგიც ისე, უკანასკნელ კაპიკამდე გააღატაკეს,ერთიანად გამოუთხარეს ყველას ძირი, დააქციეს და დაანგრიეს ნაცებმა საქართველოში ყველაფერი და დარჩა ხალხიც ყველანაირ სარჩო-საბადებელს
მოკლებული.
ნაცების მერე მთელი საქართველო ,,ირმა--კატრინა,, გადავლილივით დარჩა..
ჰოოდა... ეგრე ადვილი აღარაა ფეხზე წამოდგომა, მით უმეტეს რომ არც უნდათ შენი ფეხზე დადგომა----ესე ურჩევნიხარ ყველას
ხალხმა კიდევ სული ვერა და ვეღარ მოითქვა და წამოვიდნენ მაქეთ ბედ-იღბალის საძებნელად... აბა რა ექნათ?
მეტყ/ვი.... ემუშავათ ... თოხი ბარიო ..
.ვსინჯე მე ეგ საქმე მაგრამ ....ჩემი ფეხები გამომივიდა(იქ სხვა პრობლემებია)...თხა ვიყიდე, თხა გავყიდე სარგებელი ვერა ვნახეო...ისე დამემართა, დაჟე ცოტაც წავაგე კიდეც, მაგრამ ცოტას-ღა ვჩიოდიიი?
მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა.
ცოტა დიდ საქმეს კიდევ მეტი ფული უნდა, კრედიტი უნდა(ფუი ეშმაკს)
ასე რომ თოხი ბარით 80% -ს ჩემსავით ემართება.
ესეთი მიზეზები ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი და მისი გამოსწორება მარტო კაცის იმედად(ხელისუფლების გარეშე)მე ვერ წარმომიდგენია ..ფეხზე წამოდგომაში თუ ხელისუფლება(გონიერი) არ დაეხმა საქართველოს, ესე როდემდე გაგრძელდება არ ვიცი.... ალბათ დიდხანს
მოკლედ ამეების მოყოლა კიდევ მინდა მაგრამ..ვამჩნევ ამ კომპიუტერსაც ჩაუტარებენ კონფისკაციას, ასე რომ ეხლა ვსოოო.... დანარჩენი მერე

papaeqsperti

2017-09-14 08:51:10

სერაფინა

მაინც სენი გამოვიდა ეს პოსტი.... მაინც შენი

serapina

2017-09-14 18:50:59

"ფეხზე წამოდგომაში თუ ხელისუფლება(გონიერი) არ დაეხმა საქართველოს, ესე როდემდე გაგრძელდება არ ვიცი..."
papaeqsperti,

პირიქით,პირიქით!!!
ხალხმა რა ქნასო,რომ მეკითხები...
თქვენსკენ არჩევნებისათვის არ ემზადებიან?! ...შემდეგი ლოზუნგით: ვინც არჩევნებში დაგვეხმარება,იმათ დავასაქმებთო(პირდაპირი გაგებითაც)?!
რამდენი წელია ასე ბრიყვდება ეს ხალხი?!
მერე,უტვინო ფეხებს ძალას ატანს(როგორც ანდაზაშია)...და იკითხოს გონიერმა...
ტვინის დეფიციტი,არც ჩემოდნების ჩალაგებაში უშლის მაგ ხალხს ხელს და შედეგიც სახეზეა.

რაზე ოცნებობთ, რომ ხელისუფლება ხალხს გადმოხედავს?
მაშ, სოროსმა რისთვის კვება ეგ ბალ/ღები, თქვენ რომ კარგად გეცხოვრათ?!
ხელისუფლების პოზიცია ასეთია:მინდოდა კარგად ყოფნა და ვარო!
ვისაც არ უნდა...და ამ საარჩევნოდ მოწანწალე პოლიტიკოსებს(არც გაკეთების სურვილი რომ ააქვთ და არც იციან როგორ...)ხმას მისცემს და ვიქნებით იქ, სადაც 90-იანებში ვიყავით(დენი და წყალი და გზა,არ გამაგონოთ!ეს არ ქმნის სახელმწიფოს!).
მოკლედ, სანამ ხალხი არ აჩვენებს ამათ რომ მარტო მათემატიკური ციფრები კი არა, ცოცხალი ადამიანები არიან, მანამ იქნება ასე!
არც ამან გვაჩუქა,იმან აგვიშენა,ხელფასს არ იღებს და ავადმყოფ ბავშვებს ურიცხავს...არ გამაგონოთ.
იმიტომ,რომ უმიზნოდ არავინ არაფერს აკეთებს. აგერ, ჩვენი ქველმოქმედი ბანი! ...და კიდევ სხვები... ისედაც იცით.
მე არც ფულის გამჩუქებელ მდიდარს ვიცნობ და არც,ხელფასზე უარის მთქმელ მინისტ/რს...საქართველოს ჰყავს მარტო ასეთები!

natali

2017-09-14 22:00:52

სერაფინა
მანდ როგორაა საქმე, ისევ მერკელი უნდა აირჩიოთ უკვე მერსმდენედ თუ მოახერხებთ შეცვლას?
შროდერი რომ გაიშიფრა პუტინის ბიზნესპარტნიორად, თუ სთხოვს ამაზე ვინმე პასუხს?

serapina

2017-09-14 22:44:31

ნატალი,
მე,კი ავირჩევ მერკელს...რას ვერჩი.ამდენ მშიერს პურს აჭმევენ(ამის იქეთ არაფერს ვამბობ).გულში ცეცხლმოგუზგუზე გერმანელებმა იკითხონ...
შროდერზე სამარცხვინოა კი ამბობენ...ზოგადად,გერმანიის პოლიტიკით არ ვინტერესდები... იციან სახელმწიფო ფეხზე როგორ უნდა იდგეს...განსხვავებით სხვა ევროპელებისაგან. ეთნიკურად არ ულხინთ,თუმცა მოცემულობიდან საუკეთესო შედეგებს,ნამდვილად აღწევენ.

natali

2017-09-14 22:51:02

ისე, მე თუ მკითხავ ვერ უნდა იყვნენ გერმანელები კარგ ხასიათზე. მაგრად მუშაობენ, იმხელა გადასახადებს იხდიან, თვითონ შვილებს ვერ აჩენენ, სამაგიეროდ ამდენ თავშეფარებულს აჭმევენ და ისინი მრავლდებიან. წესით აქამდე კი უნდა ამოსვლოდათ ყელში.

papa

2017-09-14 22:54:25

არა რა..... ვერ მოვრიგდებით ესე მე და შენ


ხელისუფლებას არც გადმოახედებენ ძაანაც რომ უნდოდეს. მე ხელისუფლებაში კახიშვილისნაირი ,,შეპარული,, ხალხის იმედი მაქვს მხოლოდ..დღეს ერთი--ორი სფერო, ხვალ მეორე და ასე მხოლოდ
თუ არადა ჩემი ბიზნესის ამბავი ხომ მოგიყევი? ..მასწავლე რამე, გერმანიაში ხომ არიან კერძო ფერმერები, მომე მაგათი შპარგალკები იქნებ მეც გამოვიდე ფერმერ--ბიზმესმენი?? თან დაწვრილებითი რეცეპტი მოაყოლე.. თუ მოვიყვანე სად გავყიდო ..და ა.შ. მოკლედ წვრილი ინსტრუქცია გამოაყოლე
რად გეუბნები იციი ..იმიტომ რომ მერე მოყვანილს რას ვუზამ მეც წვრილად
მოგახსენო..სად გავიჭედები.. რატომ ... ვისი მიზეზით და ა.შ.
მერე შეადარე მანდაური კანონები და აქაური ,,ხელისშეწყობა,,
გეუბნები ეს ყველაფერი მიზეზებიდან მოდის მეთქი და შენ კიდევ ... მიზეზები მე არ მაინტერესებს, ესე არ უნდა იყოს.... მორჩა და გათავდაო!
შენ პირს შაქარი მაგრამ...შენ მიზეზ--შედეგობრიობა ხომ გაგიგია??
არააა მიზეზი... არაა შედეგი.. ყველა შედეგი ასე თუ ისე მიზეზთანააა დაკავშირებული. თუ მიზეზი არ აღმოიფხვრება ყოველთვის იქნება ის შედეგი ... რაც არის
განათლება განათლებაო... რომ ომობ(გეთანხმები)...შენი(ჩემი) ყვირილით რამე შეიცვლებააა--იცვლებააა??
ცოტაც დაიცადე ცოტაც და მაგ გერმანიაშიც მოვა ,,ქართული ამბები,,--- პავლოვი მანდაც დაავადდება და ეს ჩვენი ავადმყოფობა თქვენც რომ შეგეყრებათ მერე იძახე ---მიზეზი არ მაინტერესებს ასე არ უნდა იყოს-თქო..
ეგრე იქნება ... ეგრე. თუ არადა ნახავ...იძახე მერე რათაო
იმიტომ ..... იმიტომ....რომ მყრალი პავლოვი ირგვლივ ყველაფერს აყროლებს...

serapina

2017-09-14 23:19:33

ნატალი,
ქალაქში გავლა იშვიათად მიწევს...
რა კარგად აღწერდა ამას ნიჭიერი,თანამედროვე მწერალი!
ნასწავლი გერმანელები,ერთი კინკილა ბალღით(უკეთეს შემთხვევაში), რა შეშინებული უვლიან გვერდს,გერმანელ ასოციალებს 2-3 ბავშვით... და კიდევ უფრო შეშინებული, ამ მუსულმანებს... 3-4 ბავშვი რომ კრუგში დაკუნტ/რუშებს,ერთი რომ ეტლში ზის და ერთი კიდევ "გზაშია"(დედა ორსულადაა)...
ქუჩაში ყველა ენაზე საუბარს მოისმენ...გერმანულს ყველაზე იშვიათად.
...ჩემთან,გასაგები მიზეზების გამო მოკრძალებულად ჩივიან. მე,იმერული იუმორით ვაგულიანებ...
მართალი ხარ,ამდენი ადამიანის რჩენა,ვერაფერი სასიამოვნოა.


პაპა
"ცოტაც დაიცადე ცოტაც და მაგ გერმანიაშიც მოვა ,,ქართული ამბები"...
ასეთი სახელმწიფოს ერთგული ხალხი,დედამიწის გულზე არსად მეგულება. რაც სხვაგან 20 წელში დაინგრევა,ესენი 200 წელი შეინარჩუნებენ.
ვინც იცნობს გერმანელებს,დამეთანხმება.

papa

2017-09-14 23:22:23

ხალხის განათლების(შეგნების .. მორალის.. ზნეობის) ზოგადი დონე როგორ უნდა აწიო ზემოთ??
არ მითხრა ეხლა განათლების რეფორმებიო...
მანამ ეგ რეფორმები ხალხამდე დავა და შედეგი ხალხზე აისახება, მანამდე ვირი ხეზე გავა. მაშინ ეგ შენი რეფორმები და აღარც შენი განათლება...
.ფუკა მოუვა ხალხს,... ფუკა!! .... განათლება ალბათ აღარც დასჭირდებათ
..ყოველშემთხვევაში მანამ მაგ შენი რეფორმებით ხალხს,,ზემოთ ამოიყვან,,ახალი რეფორმები იქნება ჩასატარებელი
დრო მიქრის... მიფრინავს
ერთადერთი საშუალება რომ ხალხის მენტალიტეტზე დროულად და შედეგიანად იმოქმედო
ეს ტელევიზიაა.....ადამიანის გონებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ტელევიზიას ატომური ბომბის ძალა ააქვს(სულ ამას გავიძახი) ჰოოდა თუ მოახერხებ და ტელევიზიას ხალხის სასიკეთოდ გამოიყენებ, რეფორმებზე მეტი დადებითი შედეგი მართლა დადგება. ანუ რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს და ტელევიზია ხალხის სამსახურში ჩადგეს.
მერე?? ...თუ ხელისუფლება არ მოინდომებს, ვინ დაუთმობს ხალხს ტელევიზიის ეთერს ასეთ გადაცემებისთვის??. ვაიძულოოთ??...ტელევიზიასთან მიტინგებით მოვითხოვოთ ეთერის დათმობააა??. გჯერააა??...

serapina

2017-09-14 23:33:07

ვინც აქამდე თავის ვერ გააცნობიერა,რომ უკუღმა მივდივართ...იმას ტელევიზორიც ვერ უშველის.

papa

2017-09-14 23:33:41

20-ში თუ არა 21 - ში მაინც შეყანყალდებიან ეგ შენი გერმანელები ....200--არ დასჭირდებათ
მოკლედ შენ ,,პავლოვს სავსემ ნე უვაჟაეშ,,
ხოოდა ეგ პავლოვი იქნება მაგ გერმანიასაც დედას რომ უტირებს...
საფრანგეთში ხომ მიდის უკვე ჯახი--ჯუხი ..... მანდაც მოვა... შეიძლება ცოტა გვიან(ერთი წლით) მაგრამ მაინც მოვა...მოვა
ამაპოლა ხომ დაგვდევს აქ.... წერტილი აქ კი არა, აქ უნდა დაგესვათო. შენ კიდევ მაგ გერმანელებს მიუთითე ხოლმე... წესრიგი ბატონებო, წესრიგი--თქო
გნახავ რა გამოგივა
ინსტიქტების დონეზე დაყვანილ ადამიანს კოსმოსზე ლაპარაკით ვერაფერს გააგებინებ...
შეკითხვა6: 9 აპრილების საქართველო გახსოოვს?? ..დღევანდელს შეადარე აბა ...??
სხვაობა საით არის?

papa

2017-09-14 23:50:04

გააცნობიერა კი არა ..ძალიანაც საღად მოაზროვნე ხალხი, მე რომ ვიცნობდი...ისეთ დონეზე დაიყვანა ცხოვრების--უკუღმართობამ(ეკონომიურმა სიდუხჭირემ) რომ ელემენტარულადაც კი ვეღარ აზროვნებენ.....გონებაზე ნაცარი აქვთ მიყრილი
სტუდენტობის დროინდელი ერთი თუში ძმაკაცი მყავს...ჯგუფში აზროვნებით თითქმის ყველაზე სხარტი გონებისა იყო-- სამშენებლო მექანიკას,,ბრიდავდა,, ძაან ,,მაიმუნი,, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელი საგანი იყო..აზროვნებით სუ კუნჭულებშიც კი უნდა შემძვრალიყო ადამიანი..ხოოდა ეს ბიჭი რომ ვნახე გავვოგნდი..თითქმის ვეღარ აზროვნებდა..აქედან შინაურები კი ვეხმარებით მაგრამ..
.რა უნდა მოსთხოვო ეხლა იმას? ხომ აზროვნებდა გადასარევად?
და რამდენი მაგეთი??
ჯერ უნდა დააგლახავო ადამიანი და მერე რასაც უნდა იმას გაუკეთებს ნებისმიერი ჟულიკი

serapina

2017-09-14 23:55:09

9აპრილის მოვლენები,ასაკის გამო ბუნდოვნად მახსოვს.შინაარსს ცხადია ვერ ვხვდებოდი...
დღევანდელი,მაშინ დაწყებულის შედეგია.მაშინ გვქონდა ერთადერთი რეალური შანსი და საკადრო პოლიტიკამ,ეს შანსიც დაგვიკარგა.
ახლა, ვზივართ ქუჩაში,უპატ/რონო ბავშვებივით...
მე ერთის იმედი მაქვს...
ამ ხალხმა,ნახა რა ევროპის ნამდვილი სახე,უნდა მიხვდნენ,რა საჭიროა სამშობლო... და რატომ არ უნდა ჩააბარონ უვიცებს.

papa

2017-09-15 00:58:11

9 აპრილის დროინდელ საქართველოს მე იმდროინდელი საზოგადოების განათლების, თვითშეგნების, მორალის, ზნეობის, მენტალიტეტის დონის თვალსაზრისით ვადარებ ღევანდელს...მაშინდელი საქართველო ყველა თვალსაზრისით 100 თავით მაღლა იდგა დღევანდელზე..100 თავით
მასეა ფეხბურთზეც ... დღევანდელ ახალგაზრდებს იმასაც ვერ ვაჯერებ რომ 81 წლის დროინდელი დინამო შიშის ზარს სცემდა მთელ ევროპის გუნდებს მეთქი და .... ეცინებათ... არ სჯერათ..
რა ვქნათ ეხლა რაღამც ამათ არ სჯერათ, ეგრე არ იყოოო?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80