რატომ არ ერგებათ კომპენსაცია გურულებს და მეგრელებს?
საზოგადოება

რატომ არ ერგებათ კომპენსაცია გურულებს და მეგრელებს?

რატომ არ ერგებათ კომპენსაცია გურულებს და მეგრელებს?
ბექა დანელია

2017-09-13 17:23:13

დასავლეთ საქართველოში მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. რაც დარჩა, ის მოსახლეობას ზამთრამდეც არ ეყოფა. ხალხი დიდ გაჭირვებაშია, მაგრამ მთავრობა ზარალის კომპენსაციას არ აპირებს. კახელებისგან განსხვავებით, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სამეგრელო-გურიაში აქციები არასდროს გამართულა, მაგრამ წელს იმდენად გაუსაძლისი ვითარება შეიქმნა, რომ მოსახლეობამ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. სხდომას სამეგრელოდან ჩამოსული ფერმერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ კომიტეტის სხდომაზე დაზარალებული მეთხილე ფერმერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხი დააყენა.

„ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ. მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში? ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის“, -განაცხადა თოლორაიამ.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლებას ზარალიც კი არ აქვს დათვლილი. პარტიის წევრთა მონაცემებით, სამეგრელოში თხილის მოსავლის შემთხვევაში ზარალმა, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარი შეადგინა.

საპარლამენტო დებატების პარალელურად სენაკში გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილობრივები ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეაგირება დაგვიანებულია. „ფაროსანამ მთელი სამეგრელო გადაჭამა. არ გვაქვს არც თხილი, არც სიმინდი“, - ამბობენ ისინი.

მავნებლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ზუგდიდში გამართულ აქციაზეც მოითხოვეს. ქალაქის ვიცე-მერის, ზაზა გულორდავას თქმით, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა სამართლიანი იქნება.

„სამართლიანი იქნება როგორც კახეთში მოხდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. არ აქვს მნიშვნელობა ზეციური ძალები გაანადგურებს მოსავალს, თუ ეს მწერები. თუ მშიერი დარჩება ადამიანი, მას სჭირდება გარკვეულიკომპენსაცია“, - აღნიშნა გულორდავამ.

ასეთ მოსაზრებას სულაც არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლევან დავითაშვილის თქმით, ბიუჯეტი უკვე შედგენილია,არის გამჭვირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას.

„ცალსახაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობას სჭირდება მხარში დგომა, ვინაიდან მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

„მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარული სამსახურები, და ასეც ხდება. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ მატერიალურ დახმარებას - ერთი მხრივ, ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ მავნებელთან ბრძოლისთვის და ქიმიური პრეპარატებით მოსახლეობის დახმარებაც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ზარალის ანაზღაურება პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.

ნანახია - 1626

arichopra 2

2017-09-13 18:38:25

კაცო, კიდევ ყურძნის კომპენსაციას რომ აპირებენ ესენი ხომ არ გაგიჟდნენ? აქ ჩვენთან, გურიაში და სამეგრელოში არაფერი აღარ მოვიდა, მოსავალი არ არის! არც ხილის, არც ბოსტნეულის, არც თხილის და ნიგოზი და არც სიმინდის იქნება!!! შეგვჭამა ამ ფაროსანამ, სახლებში შგვჭამა!აღარც ღვინო გვექნება სალშ და ვერც ჭაჭას გამოვხდით, გასაყიდად კი არა საკუთარი ოჯახური საჭიროებისათვის. ამას ფაროსანას თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით უნდა შეწამვლა, აი ხანძრებს რომ აქრობდნენ ისე და მომავალ წელს შეიძლება რაღაც მოსავალი მოვიდეს.ამათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიო, ესაო, ისაო! რა, არჩევნები უნდა ამ ხალხს თუ პურის ფული?! მთავრობავ გაგიჟდი?!

მეგრელი

2017-09-13 19:31:52

1. სახელმწიფო არარის ვალდებული კომპესაცია მისცეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელს სტიქიური თა სხვა ასე შემდეგ დროს.
2. უნდა ხდებოდეს სოფლის მეურნეობაში რისკების დაზღვევა. უნდა ამუშავდეს ეს ინსტიტუტი. თუმცა სახელმწიფომ გარკვეული მხარდაჭერა უნდა მისცეს ფერმერს თუ გლეხს დაზღვევის დროს .ეს იქნება დახმარება რეალური . ამისთვის საჭიროა კანონი ,, სოფლის მეურნეობის დაზღვევის სახელმწიფო მხარდაჭერაზე". სადაც გაიწერება პირობები და ასე შემდეგ სახელმწიფო დახმარება-სუბსიდიის რომელიც გამოიყოფა ინდივიდის სადაზღვევო ხარჯის ტვირთის ნაწილის დასაფარავად. ვიმეორებ ეს იქნება რეალური დახმარება სანამ ფეხზე დადგებიან და კერძო დაზღვევის რისკის შიში არ ექნებათ.

რაც შეეხება წერილის სათაურს. გურიაში არ გამიგია ეს აზიური მავნებელი. ზუგდიდში თხილი გურიიდან ჩამოაქვთ.თუ თხილი გურიაში ნორმალურია მაშინ ლოგიკით იქ არ ყოფილა ისე სავალადოდ გავრცელებული. არც გურიის მაჟორიტარები გამოსულან და ასე შემდეგ. მარტო სამეგრელო რა ბექა ვაშინერდუო.

ეს ერთი. მეორე. როგორც თავიდან იყო ნათქვამი კომპესაცია არ უნდა გაიცეს მაგრამ თუ ერთ რეგიონს ამ კუთხით აქვს პრივილეგია მეორე რეგიონმა რა დააშავა? ან არც ერთ ან ყველას. ეს უბრალო ლოგიკაა.

ვადასტურებ სამეგრელოში სიტუაცია არის ძალიან ცუდი სიტუაცია და მარტო თხილს , რომლის ბუჩქია უკვე გაფუჭებული და ახლის განაშენებას დრო ჭირდება, კი არა ეზოში ყველაფერი გამიფუჭდა ბექა ჯიმა სამარშოთ ლუღიქ ვანკმაწილ.

და ბოლოს . მაინცდამაინც სამეგრელოში და გალის რ-ის დაბალი ზონის სოფლებში ეს აზიური საიდან გაჩნდა? შავი ზღვიდან შემოვიდა? თურქეთსი არ გამიგია , აჭარაში არარის , იმერეთში არარის. ეხლა არ მითხრათ მეგრული ენის შესასწავლოდ ჩამოფრიდნენო?

arichopra 2

2017-09-13 20:08:43

მეგრელი! რას ბოდავ?! რომელი თხილი ჩამოაქვთ გურიიდან სამეგრელოში, რომელი წლის ამბავს ყვები?! სადაა თხილი? მე ლანჩხუთში ვარ და შენ მასწავლი აქაურ ამბავს? დაწერე რამე რუსეთ იაპონიის ომზე 1903 წელს, იმის მიზეზებზე, მოკლედ არავინ რომ არ იცის ისეთ საკითხებზე! საინტერესოა, მეც ვკითხულობ!

arichopra 2

2017-09-13 20:10:42

მე ამ პროპორციულებს და მაჟორიტარებს გადავუფრინე და მოვასხი ნაპალმი მისი შემოყვანილი ფაროსანებიანად!

arichopra 2

2017-09-13 20:15:42

ადრე კაცს ერქვა რაიონის გამგებელი, ამ პარლამენტმა გადაწყვიტა და გადაარქვა. ახლა გამგებელი კი არა მერი იქნება, მ ე რ ი! ეს ალბათ იმიტომ გაკეთდა რომ ქართული, ფუნქციის მქონე სიტყვა გამგებელი (შინაარსისი გამოა გამგებელი ან უნდა ყოფიიყო) ჩაანაცვლეს უცხოური სიტყვა მერით!

papa

2017-09-13 21:33:05

მერი კი არა მაყვალა უნდა დავარქვათ, მაყვალა...მეტი სახელი მაგათ არ ეკუთვნით.
სულაც..................... ჟუჟუნა ან თალიკო

papa

2017-09-13 21:40:23

მეგრელი

კახეთიდან კახეთიდან ...... აზიასთან ცოტა უფრო ახლოს ვართ

ფუი ეშმაკს.... ვიძახოდი კახელებს პაჟარს არ გვიჩენენ მეთქი და .. ოპტომ წაგვიკიდეს. ასე რომ ...არა, არა.... კახეთიდან არ გამოფრენილან, არა..... შავი ზღვიდან შემოაფრინეს, შავი ზღვიდან (ატვეჩაი ვარ)--მეგრული ენის შესასწავლად

arichopra 2

2017-09-13 21:47:15

პაპა, ამ მთავრობის იმედი არ მაქვს, ისევ შენ უნდა მიშველო თორემ დავრჩი ჭაჭის გარეშე! ამერიკა HELP!

arichopra 2

2017-09-13 21:52:18

პაპ შენ იცი მარკ ტვენმა ამერიკაზე და კოლუმბზე რა თქვა?
Замечательно, что Америку открыли, но было бы куда более замечательно, если бы Колумб проплыл мимо.
არ გეცოდინება თუ არა მის ხატს ძველ შუამთაში გამოფენდი. ისე კაცო სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა ჩვენ ქართველებს ძველი შუამთა 11 საუკუნის აშენებული გვქონდა და ვლოცულობდით!!!

arichopra 2

2017-09-13 22:02:00

ამათმა კიდე გამგებელი არაო, მერიო კაცო, მერიო და ამ დროს აზიური ფაროსანების გუნდი დააცხრა თავზე ყველა მერს და გამ--ოს--ი--რე--ბულს! თალიკო ჯობს მგონი. თან თალაკვაძე ხომაა რაღაცის ლიდერი?! ე იმის საპატივცემულოდ იყოს! )))

papa

2017-09-13 22:47:56

ჩოპრა
ვააა ........... რა დიდებული კაცი ყოფილა ეგ მარკ ტვენი.
.. უგვრძნია კაცს თავიდანვე, უგვრძნია...
აცხონოს ღმერთმა..... მაგის სიკვდილი იქნებოდააა??
აუუუფ..... კაი კაცი!!!...

papa

2017-09-13 22:50:15

ჩოპრა

ყურძენიც ფაროსანამ შეჭამააა?

arichopra 2

2017-09-13 23:23:21

ყურძენი ჩვენთან იცი ადესაა ძირითადად! მტევანი ხომ რამდენიმე, მაგალითად 30 მარცვალისგან შედგება? აი ამ მტევანზე რაც მარცვლებია რომელზეც ამ ფაროსანამფეხი დაადგა (დააჯდა, გადაუარა, ჩაჩხვლიტა, რას უშვება არ ვიცი) ის მარცვლები დარჩა მკვახე, მწვანეა აღარ მწიფდება! სრულ მტევანზე 3-5 მარცვალია მწიფე!

arichopra 2

2017-09-13 23:26:27

მარკ ტვენი მაგარი ჯიგარი კაცი იყო! ცხოვრების და წესიერი კაცობის კრედო იცი როგორ გამოხატა? -კაცმა ისე უნდა იცხოვროს, რომ მისი სიკვდილი მესაფლავემც დაიტიროსო!

arichopra 2

2017-09-13 23:26:27

მარკ ტვენი მაგარი ჯიგარი კაცი იყო! ცხოვრების და წესიერი კაცობის კრედო იცი როგორ გამოხატა? -კაცმა ისე უნდა იცხოვროს, რომ მისი სიკვდილი მესაფლავემც დაიტიროსო!

papa

2017-09-14 00:13:39

......მესაფლავემაც დაიტიროსო..
ეგ ვიცოდი მაგრამ..... უავტოროდ.



ისე.... ჩოხატაურელი სიდედრი მყავდა, მაშინ კომუნისტები იყვნენ.... რძეს მაძლევდნენ უფასოდ

qedo sakokhia

2017-09-14 09:14:59

ფაროსანამ ადამიანიც რომ დაჩხვლიტოს, შეიძლება ადამიანი სულ ახალგაზრდა დარჩეს!

arichopra 2

2017-09-14 12:25:10

ხო სულ ახალგაზრდა დარჩება, ოღონ ნიკოლოზ ბარათაშვილივით!

natali

2017-09-14 22:46:01

ვაიმე, თქვენ გაიხარეთ:))) გიჟივით ვხარხარებ:)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80