„ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ - კომპანიებს ერთი ლიტრი ბენზინი 1.74 ლარი უჯდებათ“
დაიჯესტი

„ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ - კომპანიებს ერთი ლიტრი ბენზინი 1.74 ლარი უჯდებათ“

„ნავთობკომპანიები ისევ გვატყუებენ - კომპანიებს ერთი ლიტრი ბენზინი 1.74 ლარი უჯდებათ“
bpn.ge/

2017-09-28 12:04:24

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ტენდენციებს აცდენილია“. ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახარი აცხადებს.

მისი თქმით, მსოფლიო ბირჟებზე საწვავზე ფასების მატების ტენდენცია მართლაც არის, თუმცა, ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, საერთაშორისო ტენდენციებს მთლიანად არის აცდენილი.

„ბარელზე ფასის მცირედით მატებისთანავე ფასები ჩვენს საცალო ქსელშიც შეიცვალა. ეს მაშინ როდესაც ბირჟებზე ფასების ცვლილებას გარკვეული პერიოდი სჭირდება იმისთვის, რომ ცვლილება „პლაცის“ ფასზე მაინც აისახოს, რომ არაფერი ვთქვათ საცალო ქსელზე. უფრო კონკრეტულად კი მსოფლიოში ბარელის ფასი 4% -ით იყო გაზრდილი, როდესაც ჩვენთან კომპანიებმა ამ თვის დასაწყისში მეორედ დააკორექტირეს ფასები და საწვავის ფასი მყისიერად 7%- ზე მეტით გაიზარდა.

დღეს არსებული მდგომარეობით ერთი ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, არსებული გაცვლითი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ერთი ტონა ბენზინის ფასი 1 433 ლარს შეადგენს, ამ თანხას ცხადია ემატება გაზრდილი აქციზის გადასახადი, დღგ და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ყველა კომპანიისთვის განსხვავებულია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს ერთი ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი 1.74 ლარს არ აღემატება. ეს მაშინ როდესაც საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.45 ლარს აღწევს. რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, რომ საცალო ქსელში კომპანიებს დამატებითი ხარჯიც აქვთ, თუმცა როდესაც საცალო ქსელსა და საბითუმო ფასს, შორის რიგ შემთხვევებში, 0.71 ლარიანი სხვაობა გვხვდება, ძნელია რაიმე დამატებით ხარჯებს დავაბრალოთ,“-აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, ბაზარზე ფასების ზრდა ძირითადად აშშ-ს სტიქიამ გამოიწვია. ამასთან, აფბა-ს ვიცე პრეზიდენტის პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია არ შენარჩუნდება.

„თუ ბირჟებზე ბოლო თვეების ტენდენციებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბაზარზე ადგილი ქონდა ჯანსაღ ვაჭრობას და ტრენდი ზრდის მიმართულებით მხოლოდ ბოლო ნახევარი თვეა რაც დაიძრა. ამის მიზეზი აშშ-ს სტიქია აღმოჩნდა, რომელმაც 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარალიზება

 გამოიწვია, რამაც თითქმის 20%-ით შეამცირა ნავთობის გადამუშავება. სტიქიამ, ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მექსიკის ყურეს, რის შემდეგაც თითქმის 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება. ამან, რა თქმა უნდა, ნავთობის ფასზე გავლენა მოახდინა მაგრამ 2012 წლის შემდეგ ამერიკამ პირველად გახსნა თავისი სტრატეგიული მარაგები და 500 000 ბარელი მიაწოდა ბაზარს, რამაც ბაზარზე ფასის მატების ტენდენცია შეაჩერა. ბაზრისთვის ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ თუ ქურთისტანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ერაყი მაინც ჩაატარებს რეფერენდუმს, ის გადაკეტავს ნავთობსადენს, რომლითაც ხორციელდება ნავთობის ექსპორტი ჩრდილოეთ ერაყიდან. ამ განცხადებამ მყისიერად იმოქმედა ნავთობის ფასზე. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია არ შენარჩუნდება“,- აცხადებს ბაირახტარი.

ნანახია - 684

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80