ტექდათვალიერება არ გადაიდება, მაგრამ ვერც დაიწყება?!
ეკონომიკა

ტექდათვალიერება არ გადაიდება, მაგრამ ვერც დაიწყება?!

ტექდათვალიერება არ გადაიდება, მაგრამ ვერც დაიწყება?!
ბექა დანელია

2017-09-28 16:00:02

რაც დროს გადის და ახლოვდება 2018 წელი, მით უფრო დიდი მითქმა-მოთქმაა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით. დარგის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ დარჩენილ 3 თვეში ვერაფერიც ვერ მოესწრება და ავტომობილების ინსპექტირების ვადა გადაიწევს, რასაც უარყოფს თავად ეკონომიკის მინისტრი. როგორც ჩანს, მთავრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ელოდება, რათა მოსახლეობას ახალი პირობები გააცნოს.

გიორგი გახარია ტექდათვალიერების ამოქმედების შესაძლო გადავადების საპასუხოდ აცხადებს, რომ „სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება და ის არც ერთი დღით არ გადაიდება. პროექტის მესამე ეტაპი დღედღეზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სავალდებული ინსპექტირების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებასთან დაკავშირებით მიძღვნილი კამპანია დაიწყება.

„ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ესჯიესი“, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა, მესამეს მივიღებთ თვის ბოლომდე და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია, რომელიც მიეძღვნება ტექდათვალიერების დროულ და ხარისხიან ამოქმედებას.

ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება გაივლის დათვალიერებას, ეს იქნება გაწერილი გეგმა ერთი წლის განმავლობაში. პირველი ნაბიჯი იქნება კონტროლის გამკაცრება და შემდგომ უკვე 1 წლის განმავლობაში გვეყოლება მაქსიმალური რაოდენობა მანქანებისა, რომლებიც ამ ინსპექტირებას გაივლიან.

სანამ კომპანიის მიერ დასკვნის საბოლოო ეტაპი არ იქნება წარმოდგენილი სამინისტროში, ეს ყველაფერი არის სპეკულირება და რაღაც ეჭვი მაქვს, რომ ვიწრო კორპორაციული ინტერესებიდან მომდინარეობს“, - განაცხადა გახარიამ.

ამგვარ პათოსს სულაც არ იზიარებს „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. მისი აზრით, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე მილიონზე მეტი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება ვერ განხორციელდება, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელიც ტექდათვალიერებას კურირებს, არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არ გაიცემა, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით. პასუხისმგებელ პირთა განცხადედბი კი მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა.

„ტექდათვალიერება აქტუალური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო შემთხვევებისას ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში არიან ძველ ავტომობილებში მსხდომი მძღოლი და მგზავრები. გარდა ამისა, მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხია გამონაბოლქვი და ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქავთ, ამ მხრივ ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან ორსულები და ჩვილი ბავშვები.

ტექნიკური ინსპექტირების ძალაში შესვლამდე, პრაქტიკულად, მხოლოდ 3 თვე რჩება, რომ ამხელა პროცესი წარიმართოს. ჩვენ არარეალურად გვეჩვენება 1-ელ იანვარს რეგულაციების ძალაში შესვლა, რადგან მილიონზე მეტ ავტომობილს აქვს ტექინსპექტირება გასავლელი.

დღეს მხოლოდ 34 ტესტირების ხაზი არსებობს, ხოლო მილიონზე მეტი ავტომობილის შემოწმებას, მინიმუმ, 100 ტესტირების ხაზი მაინც სჭირდება. გვაქვს შეკითხვები, როდის იქნება თუნდაც პირველი კონსულტაცია სამოქალაქო სექტორთან, რათა გავეცნოთ, რა სტანდარტებზეა საუბარი და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ამ კუთხით“, - განუცხადა „ბიპიენს“ ლალიაშვილმა.

ცნობილია, რომ საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ყველა მანქანის ტექდათვალიერება მოესწრებოდა, თუმცა ეს საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, ისევე როგორც 3 თვის თავზე ავტომობელების სავალდებულო ინსპექტირების ამოქმედება. გავრცელებული ინფორმაციით, 1 მსუბუქი მანქანის შემოწმება დაახლოებით 60 ლარი ეღირება.

ნანახია - 759

arichopra 2

2017-09-28 22:32:50

მთავრობას, თქვენ დაგათვალიერათ გებელსმა, ჰილემა და თუ კიდევ გააშრიალებთ ოტო სკორცენმა! არ გაახურეს? ვის რა პირობა მისცეს ჩემს მაგივრად, ჩვენს მაგივრად, როდის შეგვითანხმდნენ, აროდის შეგვეკითხენ საერთოდ?! მაგათ შეეკითხათ არმაგედონის ზანგი!

arichopra 2

2017-09-29 23:17:54

მთავრობას, თქვენ დაგათვალიერათ გებელსმა, ჰიმლემა და თუ კიდევ გააშრიალებთ ოტო სკორცენმა! არ გაახურეს? ვის რა პირობა მისცეს ჩემს მაგივრად, ჩვენს მაგივრად, როდის შეგვითანხმდნენ, ან როდის შეგვეკითხენ საერთოდ?! მაგათ შეეკითხათ არმაგედონის ზანგი!

tutashkha

2017-10-01 14:32:03

-7 კაცმა ვერ გახადა ერთ ქალს ნიფხავიო
-რატოო ვერ გახადაო?!
-არ ეცვაო!

ანი ვსე იმპატენტი ბლიად!
თუ რამეს პირდები შეასრულე კიდეც, და განმარტე რას აპირებ და როგორ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80