ლარის უსაფუძვლო რყევის გამო პროდუქციის გაძვირების საფრთხეა
ეკონომიკა

ლარის უსაფუძვლო რყევის გამო პროდუქციის გაძვირების საფრთხეა

ლარის უსაფუძვლო რყევის გამო პროდუქციის გაძვირების საფრთხეა
ბექა დანელია

2017-09-29 16:30:46

ლარი 2,50-იან ნიშნულს ცუდად უტრიალებს. თუკი კურსმა ამ ზღვარს გადააბიჯა, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქცია გაძვირდება. ეს კი ისედაც „გაქცეულ“ ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. რა გზა არსებობს იმისათვის, რომ ცალკე გაძვირება და ცალკე ლარის უსაფუძვლო მერყეობა თავიდან იქნეს აცილებული?

„ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა „ბლუმბერგის“ ტერმინალის ბუნდოვანი ვაჭრობიდან უნდა გამოვიდეს. ლარის ისეთი ძლიერი რყევა, როგორიც დღესაა, არ უნდა ხდებოდეს.

„ბლუმბერგის“ ტერმინალში ორი ბანკი ვაჭრობს, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ და ამის შედეგად დგინდება კურსი. ინფორმაცია სავაჭრო ლოტების შესახებ დახურულია. ყველა ბანკი ვერ ახერხებს „ბლუმბერგის“ ტერმინალში ვაჭრობას, რადგან ეს დიდ ფინანსებს უკავშირდება. ჩვენი ჯგუფის მოსაზრებაა, რომ ბუნდოვანი ვაჭრობიდან უნდა გამოვიდეს საბანკო სექტორი და შეიქმნას ქართული სავაჭრო პლატფორმა, სადაც ინფორმაცია გამჭვირვალე იქნება. ამ ეტაპზე ეს დაარეგულირებდა პროცესებს“, - აცხადებს შენგელია.

მისი თქმით, ისეთი დიდი რყევა, როდესაც დღე-ნახევარში კურსი 2.43-დან 2.48-მდე ადის, მძიმე დარტყმაა მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის.

„ის, რომ საგარეო ფაქტორებზე ძლიერად ვართ დამოკიდებული, ფაქტია, თუმცა მცურავი კურსი გვაქვს ქვეყანაში, რადგან ლარის კურსს ეროვნული ბანკი ორ „შვილობილ“ ბანკთან ერთად ადგენს და დაარბენინებს ზევით და ქვევით“, - განუცხადა „კომერსანტს“ შენგელიამ.

ანალიტიკოსის განმარტებით, არც ერთ ქვეყანაში კომერციულ ბანკებში ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის ასეთი დიდი სხვაობა არ არის, პირიქით, კომერციულ ბანკებში უფრო დაბალი კურსია, ვიდრე სავალუტო ჯიხურებში. შესაბამისად, ექსპერტის აზრით, ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს.

ეროვნული ვალუტის რყევის პარალელურად იზრდება პროდუქტების გაძვირების რისკი. იმპორტიორები ამბობენ, რომ ახლა უკვე ზღვარზე მუშაობენ და თუ კურსი 2,50-იან ნიშნულს გადასცდა, ფასების კორექტირება მოუწვთ. ეს კი ინფლაციის მორიგ ტალღას გამოიწვევს, რაც ისედაც რთულ სოციალურ ფონს კიდევ მეტად დაამძიმებს. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ისედაც მინიმუმზეა დასული.

კომპანია „დუს“ ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საქართველო დამოკიდებულია იმ ქვეყნებში არსებულ ფასთა ცვლილებაზე, რომელი ქვეყნიდანაც შემოდის იმპორტი, თუმცა ადგილზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ირყევა.

„თუ ლარის კურსმა გადააჭარბა 2.50-იან ნიშნულს, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასი გაიზრდება. ამას გარდა, მნიშვნელოვანია საქონელს რა ღირებულება ექნება იმ ქვეყნებში, საიდანაც იმპორტი ხდება.

ზოგიერთი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ თავიანთი მოგების ხარჯზე შეინარჩუნებენ კლიენტებს. მათ ვერ დავეთანხმები, რადგან საქართველოში არც ერთ კომპანიას არ აქვს ისეთი დიდი მოგება, რომ საკუთარი ხარჯით „დაიჭიროს ფასი“. ჩვენ იმპორტიორები ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც კურსი საგრძნობლად იზრდება. არანაირი გამოსავალი არ გვრჩება და ვაძვირებთ იმ პროდუქციას, რომლითაც ვამარაგებთ ბაზარს, მით უმეტეს, თუ ეს პროდუქტი იმპორტირებულია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ნანახია - 621

ლაზი1

2017-09-29 17:30:38

არ ვიცი რომელი ბანკი ვაჭრობს ბლუმბერგის სიტემაში, მაგრამ სწორედ ისინი ათამაშებენ კურსს და ამ სპეკულაციით შოულობენ მუქთ ფულს, საზოგადოების გაყვლეფის ხარჯზე. ფული კეთდება, როგორც კურსის დაცემისას ისე აწევისას. ამას დიდი ფინანსისტობა არ ჭირდება. ამისათვის სავალუტო ბაზარზე ზემოქმედებისათვის საკმარისი ფული და ქვეყნის ინტერესების იგნორირებაა საჭირო.

beqa7777

2017-09-29 18:49:42

წუწუნებენ იმპორტიორები? იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა უნდათ?

გააძვირონ და ადგილობრივს ვიყიდით

natali

2017-09-29 19:16:29

აუუუ....აუუ რააა...ესენი ვინ არიან?

ქოცებოო!!! გონს მოდით, ნარმანია ყველაფერს აკეთებს, რომ ხმები ვერ მიიღოთ.

აი ახლა დაიწერა, რომ პეკინზე ბასლაინი ბორდიურით უნდა გამოყონ, რათა მანქანები არ გადავიდნენ.
თქვე კაი ხალხო, დააჯარიმეთ ის მანქანები, რაც მეტს დააჯარიმებთ, მით უკეთესად შეივსება ბიუჯეტი და მით მეტად განიტვირთება ქალაქი მანქანებისგან და ურჩი მძღოლებისგან. მაგრამ არააა.....არ სჯობია ჩემი გადახდილი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები ბორდიურებზე?
ნეტავ ვისია ის ბორდიურების კომპანია? ხომ აშკარად ვიღაცას ფულს აკეთებინებენ!

იცით რა???? მე თქვენ ხმას არ მოგცემთ!!!!!!!!!!!!

kentavri

2017-09-30 01:02:54

ბიჭო მარტო დოლარზე გვაქვს სწორება?! დოლართან შედარებით იმიტომ დასუსტდა ლარი შედარებით ცოტათი რომ დოლარი გაუფასურდა ყველა ძირითად ვალიუტასთან შედარებით თორემ ევროსთან შედარებით 30 თეთრით რომ გაუფასურდა ლარი იმას რატომ არ ამბობთ?!

kentavri

2017-09-30 01:06:35

ლარის სტაბილურობა დიდი წილით დამოკიდებულია ტურისტებზე( ვისაც არ სჯერა დავუთვლი გლეხურ ენაზე და არა ეროვნული ბანკის ენაზე) გავიდა ცხელ ფაზაში მყოფი ტურისტული სეზონი და ასეთი რყევაც მოსალოდნელი იყო, მთავარია კიდევ სხვა პრობლემა არ გამოჩნდეს და კიდევ უფრო არ დაეცეს ლარის კურსი თორემ მერე მართლა დაერხევა უმრავლესობას

kentavri

2017-09-30 01:09:45

გამოვა ეხლა თჰნგ და იტყვის რა მშიერ ხალხზე ლაპარაკობ მანქანებით გაივსო საქართველოო(90 პროცენტი მანქანების რომ 5 ათას დოლარამდე ძლივს აღწევს და ამ 90 პროცენტიდან კიდევ 80 პროცენტი 2 ათას დოლარიანი მანქანებია მაგას არ იტყვის) არადა უმანქანოდ შეიძლება საჭმელიც ვერ ჭამო თორემ მანქანის და პრობკების დედაც რა სჯობია ფეხით სიარულს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80