გაზსაცავის მშენებლობას ტარიფის გაზრდა მოჰყვება?
ეკონომიკა

გაზსაცავის მშენებლობას ტარიფის გაზრდა მოჰყვება?

გაზსაცავის მშენებლობას ტარიფის გაზრდა მოჰყვება?
ბექა დანელია

2017-10-02 18:30:14

გაზსაცავის მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდება და საქართველოს ენერგოუსაფრთხოება გაიზრდა. თუმცა, პარალელურად, შეიძლება გაიზარდოს ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფიც. ექსპერტების ერთი ნაწილი სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებს იმ პასუხებისგან, რომელიც სამთავრობო უწყებებისგან გაგზავნილი კითხვების პასუხად მიიღო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კონკრეტული წინადადება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 14 კომპანიისგან უკვე აქვს. ახლა ჯერი ინვესტორის შერჩევაზეა. მიწისქვეშა საცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.

გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, ხოლო დასრულება - 2021 წელს. გარდა ამისა, მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები.

გაზსაცავის მშენებლობა დაფინანსდება როგორც თავად ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, ისე საერთაშორისო ფინანსური და დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, პროექტის დაფინანსების შესწავლისა და პირობების ოპტიმიზაციის მიზნით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.

მთავრობაში ამტკიცებენ, რომ გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით საქართველო მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგებას.

სულ სხვაგვარად ფიქრობს ზოგიერთი სპეციალისტი. ენერგოუსაფრთხოების საკითხების ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი, გაზსაცავის მშენებლობის გამო, გაზის ტარიფის 20%-მდე გაზრდას ვარაუდობს. მან პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ საეჭვო საკითხებზე სამინისტროს და გაზის კორპორაციას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. მათი პასუხებით კი ირკვევა, რომ გაზსაცავის მშენებლობისთვის ქვეყანა დიდი კრედიტს იღებს.

გიორგი ჭაღიაშვილმა გაზსაცავთან დაკავშირებით რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ჯერ კიდევ თებერვლის თვეში ენერგეტიკის სამინისტროს და გაზის და ნავთობის კორპორაციას კითხვებით მიმართა.

„კითხვაზე, გაზსაცავის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაძვირდება თუ არა ტარიფი, პასუხად მივიღე, რომ ეს დამოკიდებულია განხორციელებულ ინვესტიციის მოცულობაზე და მომსახურების საფასურის დადგენის მეთოდოლოგიაზე, ანუ, შესაძლოა, რომ გაძვირდეს. ჩემი ვარაუდით ეს იქნება 20%-მდე და გაზის ტარიფი შეიძლება 65 თეთრამდე კი გაიზარდოს“, - აღნიშნა ჭაღიაშვილმა „პირველთან“ საუბარში.

დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხში წერია, რომ თანხის მობილიზება მოხდება ისეთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, „კაეფვე“. ეს ორგანიზაციები კი ქველმოქმედებას არ ეწევიან და კრედიტებს გასცემენ სახელმწიფოებისთვის.

„გამოდის, რომ გაზსაცავის მშენებლობისთვის საქართველო 300 მილიონამდე კრედიტს იღებს. ქვეყანას, რომელსაც გაზის რესურსი თვითონ არ გააჩნია, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუმართლებელია ამხელა რესურსი გაზსაცავში ჩადოს. საგანგაშო ისაა, რომ გაზის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში დიდი ხნის პერსპექტივა არ აქვს. კრედიტით აღებული ამხელა ინვესტიციის დახარჯვა კი მიზანშეწონილი არ არის. საქართველოს არ აქვს სომხეთის მსგავსი პრობლემები. ამ მეზობელი ქვეყნისგან განსხვავებით, პირველი მიმღები ვართ და ამ თანხის სხვა ენერგომატარებლებში დახარჯვა უფრო ეფექტური იქნებოდა“, - აცხადებს სპეციალისტი.

ნანახია - 809

arichopra 2

2017-10-02 19:06:11

ძლივს არ გავიგე ერთი კომპეტენტური აზრი ამ გაზსაცავის შესახებ!

arichopra 2

2017-10-02 19:14:36

პაპა აბა ერთი ამ კაცს ყურადღებით მოუსმინე!

ანდრეი

2017-10-02 20:29:46

არიჩოპრა2

ეც ხომ ის გაზია,მე რომ შენს დედილოს МУТЕЛШИ ჩ/ა/ვ/ა/კ/უ/ე)))))))

ანდრეი

2017-10-02 20:31:42

არიჩოპრა2

ყველაზე დიდი გაზსაცავი შენი ულვაშა და ბაკენ-ბარდებიანი დედილოს МУТЕЛИА)))))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80