ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს
დაიჯესტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს
commersant.ge

2017-10-04 14:25:17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთანდაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

როგორც პრეზენტაციაზე კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია.

„ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით შექმნა, საზოგადოებას აცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური პირამიდების შესახებ საზოგადოება ატაერთხელ გააფრთხილა.

რა არის ფინანსური პირამიდა?

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

მსოფლიოს მასშტაბით პირამიდული სქემები განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა. ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების, როგორიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვა, გაყიდვების გზითაც. თუმცა, ასეთი საქონლის და მომსახურების ფასი საბაზროზე გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და მომსახურება და ამ გზით სხვებიც გააწევრიანოს სქემაში. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა და სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.   

როგორ ამოვიცნოთ . . ფინანსური პირამიდა?

კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება.

სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას.

ფინანსური პირამიდები ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან. შესაძლოა, ისინი ე. წ. შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.

კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.

კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.

კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელით და ინტერნეტ საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. საქველმოქმედო აქციებს.

 

ნანახია - 593

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80