საყოველთაო ჯანდაცვას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება
ეკონომიკა

საყოველთაო ჯანდაცვას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება

საყოველთაო ჯანდაცვას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება
ბექა დანელია

2017-10-05 17:30:23

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება იზრდება. ამ მიმართულებით ცვლილებები ყოველწლიურად შედის. თავიდან ჯანდაცვის პროგრამის მოცულობა 450 მლნ დოლარის ფარგლებში იყო, წლიდან წლამდე 100-100 მილიონი ლარით იზრდებოდა. მას შემდეგ, რაც სახელმწფიო პროგრამამ ცვლილება განიცადა და ზოგიერთი კატეგორია მის მიღმა დარჩა, თითქოს ხარჯების ოპტიმიზაცია მოხერხდა. თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტმა დაადასტურა, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფული მაინც არ ჰყოფნის.

2017 წელს ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, გაისად სახელმწიფო 704 მილიონის დახარჯვას გეგმავს. 44-მილიონიანი ზრდა რამდენიმე თვის წინანდელი ცვლილების ფონზე საკმაოდ სოლიდურია.

გაზაფხულზე განხორციელებული ცვლილებების მიხედვით გაიმიჯნა სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტები, ასევე გარკვეული შემოსავლის მქონე პირებს შეეზღუდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა და ამოქმედდა დიფერენცირებული პაკეტები. ამით სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი ლარი დაზოგა, მაგრამ დადგენილ ხარჯებში მაინც ვერ ეტევა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მიმართვიანობის გაზრდაა.

„მიმართვიანობის ზრდის გამო, მომავალი წლის ბიუჯეტშიც პროგრამის დაფინანსება იზრდება. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვაში შესულ ცვლილებების შედეგს, ამის გამოისობით პროგრამას ბენეფიციართა რაოდენობა არ დაკლებია. ზოგადად კი, ჯანდაცვაზე დანახარჯი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იზრდება და ასეა საქართველოშიც“, - აღნიშნა სოფრომაძემ.

მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ საბიუჯეტის ხარჯის ზრდის მიზეზი ჯანდაცვის სერვისებზე ფასების მატება არ არის. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამედიცინო მომსახურება არ გაძვირებულა“, - განუცხადა „კომერსანტს“ სოფრომაძემ.

სხვაგვარად ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობით მჭიდროდ არიან დაკავშირებული სამედიცინო სფეროსთან. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელ დევი ხეჩინაშვილის თქმით, წლის განმავლობაში მომსახურების ფასი სამედიცინო სფეროში იზრდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამები. პარალელურად, ფასების ზრდასთან ერთად, სადაზღვევო პრემია ვერ იზრდება, რამდენადაც ერთწლიანი ხელშეკრულებებია დადებული.

„სამედიცინო სფეროში მაღლა მიდის ფასი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. სახელმწიფო პროგრამები არ იძლევა განვითარების საშუალებას, ეს ფაქტია. ბიზნესი არ იზრდება, პრემია არ იზრდება, ზარალიანობა კი მატულობს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი და იქვე დასძენს, რომ დაზღვევის სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, რამდენადაც მთელი სექტორის მოგება ძალიან მცირეა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძეც ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გაძვირების ტენდენცია შესამჩნევია. ამის უმთავრესი მიზეზი მედიკამენტებზე მზარდი ფასია. შესაბამისად, წამლების გაძვირება მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობას ამცირებს.

ჩიხლაძის აზრით, საფასო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის უზარმაზარი მოგებაა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს რჩებათ. ამიტომაცაა, რომ ფასნამატის მიხედვით ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები მთელ რეგიონში პირველ ადგილზე არიან.

ნანახია - 750

natali

2017-10-05 17:34:19

"საყოველთაო ჯანდაცვას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება"
----------
დასჭირდება აბა რააა, მთელი აფხაზეთში მცხოვრები სო/მ/ხები (სადღა არიან აფხაზები)აქ ჩამოდიან ძვირადღირებული ოპერაციების გასაკეთებლად, თან როგორც ამბობენ ურიგოდ.

kentavri

2017-10-05 18:07:37

ნატალი ეგეც არის და უფრო ის რომ კლინიკებმა უსინდისოდ გაზარდეს ფასები, ბავშვს რომ მიიყვან თუნდაც ერთი დღით და უფასოდ გეთვლება(დამატებით დღეებზე 20%ს იხდის პაციენტი) იმ ერტ დღეში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს ადებენ, თან ერთი გადასხმა თუ გაკეთდა 2ს წერენ, ბინტს და სხვა რაღაც-რაღაცეებსაც აორმაგებენ ..... პაციენტის პატრონი უფასოდ კმაყოფილია და ხელს აწერს სახელმწიფო კი წაგებაშია... რეგულაციები თუ არ გამკაცრა სხელმწიფომ და საწოლის ფასი თუ არ შეუმცირა მთელი ბიუჯეტი არ ეყოფა ცოტა ხანში ისე არიან კლინიკები ფულის შოვნაზე გამწარებულები

kentavri

2017-10-05 18:11:37

ეს ერთი და კიდევ კერძო ექიმები(მე მაქვს საშუალება და მყავს ბავშვებისთვის კერძო ექიმი 40 ლარი ჯდება ვიზიტი) არიან ძალიან განაგლებულები. ბავშვთა ექიმი ყოფილა გვარი არ მახსოვს 100 ლარია ვიზიტი. აი მაგას მე რომ შემეძლოს დავიჭერდი და ციხეს ვახეხინებდი ოღონდ არ თქვათ შენი რა საქმეა რამდენსაც უნდა დააწესებსო....ეს არის მავნებლობა და უნამუსობა(რბილი ნათქვამია)

kentavri

2017-10-05 18:14:25

რაც შეეხება აფხაზების მკურნალობას ც ჰეპატიტი უფინანსდებათ ყველაფერ სხვასთან ერთად ოღონდ 12% ს იხდიან ..... ისე კი მე არ ვარ მაინცდამაინც მომხრე მაგათი მკურნალობის არ არიან ეგენი მომბრუნებლები(ან ვისაც უმკურნალობენ ხელი მოაწერინონ რომ აფხაზეთი საქართველოა, სიმბოლურად მაინც) =

natali

2017-10-05 18:23:50

არ ვარ მომხრე კი არა, ვცოფდები. ჩვენი ძმებიო. თვითონ კი ვძულვართ. პირადად ჩემი ძმები ეგენი არ არიან და ვისაც გინდათ გყავდეთ!
ვოტ ტაკ!

natali

2017-10-05 18:47:42

თქვენ ნახეთ თუ დაბრუნდა მერე ჩვენი გაცოფება, რომ დაიწყება მაგათი დახმარება და თავზე ხელის სმა. დახმარების ფონდი რომ შეიქმნება და ყველაფერი იქეთ რომ წავა. ზუსტად ისე გავცოფდებით, როგორც დასავლეთ გერმანელები არიან გაცოფებული აღმოსავლეთზე:))))))))თან აფხაზეეთი კი არა, უკვე სომხეთია, აი მაგათ გამოგვყარეს ზუსტად სახლებიდან, თან ჩვენს სახლებში ცხოვრობენ და თან ჩვენ ვმკურნალობთ რომ დასჭირდებათ.
მე პირადად სულაც არ მინდა მაგათი დაბრუნება. რომ დაბრუნდეს მე იქ ფეხის ჩამდგმელი არ ვარ.

papa

2017-10-05 21:17:43

ნატალი

მე მაინც ჩავალ .....ჩავალ
ღმერთმა ისე არ მომკლას გაგრაში ვეღარ ჩავიდე ...ტემ ბოლე იქ წინასწარ თამადადაც ვარ უკვე ,,შერჩეული,,
ჩავალთ...ჩავალთ....

1234

2017-10-05 21:37:09

საქართველო შეიძლება გახდეს სამედიცინო ტურიზმის ადგილი, ისრაელის, თურქეთის, ჩინეთის, და ინდოეთის მსგავსად. მთავრობამ უნდა აკონტროლოს წამლების ფასები. სააკაშვილმა თავის დროზე ამერიკული მოდელი გადმოშუშა, და გამოჩეკა მილიონერები თავის პარტიაში ღატაკი მოსახლეობის ხარჯზე. დღეს ის მილიონერები ოცნებაში გადაბარგდნენ და პარლამენტიდან ეწინააღდეგებიან სააფთიაქო ბიზნესის რეგულაციას. ც ჰეპატიტის წამლისა არ იყოს, მწარმოებელი კომპანიები მზად არიან დაბალ ფასებში გაყიდონ წამლები ღარიბ ქვეყნებში თუ რა თქმა იმის გარანტია ექნებათ არბიტრაჟს ადგილი არ ექნება. მაგალითად ც ჰეპატიტის ერთი კაპსულა თუ ამერიკაში 1000 დოლარი ღირს ინდოეთში 4 დოლარად იყიდება. ანუ 250ჯერ იაფად. ჩვენი ბარიგები იფად ყიდულობენ და დასავლური ფასებით ყიდიან ღატაკ ქვეყანაში, იმის მაგიერ რომ განვითარებად ქვეყნის ფასი დაადონ. ასე ნახულობენ 500-800% მოგებას. ეს არის ყველაზე დაუცველი ჯგუფების - პენსიონერების - პირდიპირი და დაუსჯელი ძარცვა. პარლამენტმა ამას უნდა მიხედოს.
ამერიკული და დასავლური კომპანიები თავს იმით იმართლებენ რომ წამლის გამოგონება და გამოცდა ძვილი უჯდებათ. ჩვენ ბარიგებს რომლებიც თავად არაფერს იგონებენ და მხოლოდ გადამყიდგელები არიან, რა აქვთ გასამართლებელი?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80