„მე შევძელი ყველა მოსწავლის აღიარება და საქართველომ შეძლო ჩემი აღიარება“
საზოგადოება

„მე შევძელი ყველა მოსწავლის აღიარება და საქართველომ შეძლო ჩემი აღიარება“

„მე შევძელი ყველა მოსწავლის აღიარება და საქართველომ შეძლო ჩემი აღიარება“
ალა ისპირიანი

2017-10-06 21:47:00

ხუთ ოქტომბერს საკრებულოს დარბაზში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ ბანერზე დაწერილი ფრაზა - „მომავალი განათლებაშია“. ბევრისთვის ნაცნობი შინაარსის შემცველი ეს სიტყვები, გურული კრიმანჭურის ნაცვლად, კლასიკური მუსიკის ფონზე, სხვა დატვირთვას იძენდა, ამ დღეს, სიმბოლურად, მოსწავლეები, მასწავლებლებისთვის კლასიკური მუსიკის პოპულარულ კომპოზიციებს ასრულებდნენ. 2017 წლის 13 მაისს, დაწესებული „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი 5 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს დარბაზში გამოვლინდა.

დაჯილდოების ცერემონიის წინ, ასთოთხმეტი მასწავლებლიდან შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა მაყურებელს საკუთარი მოღვაწეობა ორ წუთიანი ვიდეოთი გააცნო, სადაც ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია, საზოგადოებრივ საქმინობაში ჩართულობა და კვალიფიკაცია უმთავრეს პრიორიტეტად იყო წარმოჩენილი.

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ვლადიმერ აფხაზავა გახდა, რომელსაც მთავარი პრიზი, 10 000 ლარის ოდენობით, კამპანიის გენერალური სპონსორის, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან გადაეცა.

მიუხედავად ძლიერი ემოციური ფონისა For.ge ვლადიმერ აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც ექსკლუზიურად გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდი.

„17 წელია სკოლაში ვასწავლი, პირველად რელიგიის ისტორიის სწავლება დავიწყე, შემდეგ სამოქალაქო განათლების საათები გადმომცეს, რასაც სერიოზულად მოვეკიდე, რადგან საქმოქალაქო გაანთლებას როცა ასწავლი, აუცილებელია, გახვიდე სკოლის გარეთ და ბავშვები გახადო უფრო წიგნიერი და ა.შ. აუცილებელი არაა ბავშვს ყველაფერი ლანგარზე დაუდო, მათ უნდა მივცეთ ფიქრის საშუალება. ჩემი გაკვეთილებიდან, როდესაც მოსწავლეები სახლში მიდიოდნენ, ისინი ფიქრობდნენ. მე, ჩემი მოსწავლეები ვაფიქრე.

როდესაც ბავშვი ჩემ წინაშე შეცდომას დაუშვებს, ისე მიხარია, ჩემზე უბედნიერესი ადამიანი არ არსებობს, იმიტომ, რომ ვიცი რა მიზანი დავისახო და როგორ მივუდგე, რომ ეს შეცდომა გამოასწოროს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომებით არ გახადოს მასწავლებელმა კარგი მოსწავლე.

ყველა მასწავლებელს მოვუწოდებ, რომ აღიაროს, აღიაროს, აღიაროს თავისი მოსწავლე და თვითონაც აღიარებენ. მე შევძელი ყველა მოსწავლის აღიარება და საქართველომ შეძლო ჩემი აღიარება“ - განაცხადა For.ge -სთან საუბრისას ვლადიმერ აფხაზავამ.

რაც შეეხება მიღებულ პრიზს, ჯილდოს მფლობელი ამბობს, რომ თანხის ნაწილს პედაგოგთა ფორუმს გადასცეს.

„ამ თანხას მარტო ჩემი თავისთვის არ მოვიხმარ, იმიტომ, რომ არასოდეს მიცხოვრია ჩემი თავისთის. ვაპირებ რეგიონებში წასვლას, ამ თანხის ნაწილის პედადოგთა ფორუმისთვის გადაცემას, რომელიც ყოველწლიურად პედაგოგებს აჯილდოვებს და ამ ფორმით ვაპირებ, ამ კარგ საქმეში წვლილი შევიტანო“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აფხაზავამ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების მოქცევა საუკეთესო პედაგოგების პრაქტიკის მიმართ და სწორედ, ამას ემსახურება მასწავლებლის ეროვნილი ჯილდო.

„ეს არის გამოვლენა, გამორჩევა იმ პედაგოგების, რომლებმაც განსაკუთრებული ძალისხმევა ჩააქსოვეს სასწავლო პროცესში, თავის მოსწავლეებთან ურთიერთობაში და გვინდა ამ სიბოლური და მატერიალური ჯილდოთო ხაზი გაესვავს ამ პროფესიის მნიშვნელობას“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, (ამ შემთხვევაში ჟიურის წევრის), მანანა რატიანის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მასწავებელთა დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო და მათი შერჩევისას, ერთ-ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმს მოსწავლეების შედეგების პოზიტიური ცვლილება წარმოადგენდა.

„მასწავლებლებს წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი მოსწავლეების შედეგები, თუ რამდენად აღწევენ სხვადასხვა პროგესს და ამის შედგომ მოხდა მონიტორინგი, ადგილზე ჩასვლა, გასაუბრება, როგორც მოსწავლეებთან, ისე მასწავლებელთან, ადმინისტრაციასთან, თემის წარმომადგენლებთან და ამდენად ყველაფერი კომპლექსურად იქნა შესწავლილი და გამოვლენილი“.

„ფინალისტების შერჩევისას, ასევე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების აღიარება, რამდენად ერთვებიან ისინი საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში და ამასთანავე რამდენად ზრუნავენ ისინი საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლაც საუკეთესო მასწავლებლები არიან“ - აღნიშნა For.ge -სთან საუბრისას მანანა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება. 

ნანახია - 1823

serapina

2017-10-07 01:00:21

გიხაროდენ:

http://www.info9.ge/sazogadoeba/179963-sandra-rulovsi-sabavshvo-gadacemas-tsaiyvans.html?lang=ka-GE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80